სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
ღირსნი მამანი ჩვენნი - ევაგრე, ილია დიაკონი და სხვანი. ხსენება 4 (17) იანვარი VI საუკუნე სოფ.ძეგვი მცხეთა
ბმულის კოპირება

წმიდანები

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

312       ბეჭდვა

ღირსნი მამანი ჩვენნი - ევაგრე, ილია დიაკონი და სხვანი. ხსენება 4 (17) იანვარი VI საუკუნე სოფ.ძეგვი მცხეთა

ხსენება 4 იანვარი ახალი სტილით 17 იანვარი
ღირსი ევაგრე და ილია დიაკონი იყვნენ წმიდა შიომღვიმელისა და იოანე ზედაზნელის თანამოღვაწეები.


მათ უშუალოდ გააგრძელეს და დააკმვიდრეს მათი წმიდა მოძღვრების ღვთივგაბრძნობილი სამონასტრო წეს-განგებანი.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით VI საუკუნეში ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოვიდა ცამეტი ასურელი მამა. მათმა სულიერმა მოძღვარმა, იოანემ (ხს. 6 მაისს) საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგზავნა ისინი სამოღვაწეოდ. მათ სახელებთანაა დაკავშირებული ბევრი მონასტრის დაარსება და საქართველოში ბერ-მონაზვნობის აღორძინება-განმტკიცება.

თვითონ იოანე ზედაზნის მთაზე დარჩა და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა ილია დიაკონთან ერთად.


წმიდა იოანეს ერთ-ერთი თანამოღვაწე, ანტიოქიელი ღვთისმოსავი დიდებულის შვილი, ღირსი შიო მღვიმელი კი სარკინეთის მთებში დაყუდა. მიყრუებულ მთებში მოღვაწე ბერს, ღვთის განგებით, მტრედი უზიდავდა საზრდოს.

ერთხელ ღირსი შიო მღვიმელი ნახა ამ მხარეში სანადიროდ მყოფმა ციხედიდის მთავარმა ევაგრემ (ხს. 4 თებერვალს) და წმიდა ბერის სასწაულებით გაკვირვებულმა, მასთან სამოღვაწეოდ დარჩენა გადაწყვიტა.

ასე დაედო საფუძველი საქართველოში ზედაზნისა და შიომღვიმის სახელით ცნობილ პირველ მონასტრებს. მხოლო ღმერთმა უწყის ასურელ მამათა მიერ საქართველოში დაარსებულ მონასტრებში მოღვაწე წმიდა მამათა რიცხვის და ღვაწლის შესახებ. საქართველოს სამოციქულო ეკლესია ღირსი ევაგრესა და წმიდა ილია დიაკვნის სახეით მეოხებას ითხოვს ასურელ მამათა თანამოღვაწე და მათი წმიდა საქმის გამგრძელებელი ყოველი ღირსი და ღმერთშემოსილი მამისაგან, რომელთა ღვაწლით დაფუძნდა საქართველოში მონასტრები და განმტკიცდა მონაზვნური ცხოვრება.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.


ციხედიდი ― ისტორიული ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი სოფელ ძეგვსა და მარტაზისხევს შორის (ახლანდელი მცხეთის რაიონი), მდ. მტკვრის დინების მარჯვენა მხარეს, ციხედიდის ხევში.

მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ იხსენიებს ძვ. წ. IV საუკუნის მოვლენათა კონტექსტში, როგორც ქალაქ სარკინეს ციხეს. მემატიანე ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, იმავე პერიოდში, ციხედიდი „დიდი მცხეთის“ ერთ-ერთი უბანია სარკინე-ზანავ-ურიათუბანთან ერთად. IV საუკუნის 30-იან წლებში ქართლის მეფე მირიან III-მ ციხედიდის რაბათში ებრაელთა 50 ოჯახი დაასახლა. VI საუკუნეში ციხედიდი ევაგრე სპასპეტის რეზიდენცია იყო. XI საუკუნიდან ციხედიდის რეგიონის მოსახლეობა ნაწილი საეკლესიო ყმები იყვნენ (სვეტიცხოვლის, შიომღვიმისა). 1561 წლის 6 აპრილს ქართველთა ლაშქარმა მეფე სიმონ I-ის სარდლობით ციხედიდის მიდამოებში ბრძოლა გაუმართა სპარსელებს (ციხედიდის ბრძოლა), მომდევნო ხანებში მოსახლეობა აქ მნიშვნელოვნად შემცირდა. XVIII საუკუნის 40-იან წლებში იგი ხელახლა დაასახლეს ციხედიდის მიწების მფლობელმა საეკლესიო აზნაურებმა მაღალაძეებმა. XVIII საუკუნის ბოლოს ციხედიდი კვლავ გაუკაცრიელდა.

წმ. მარიამის ეკლესია

სამრეკლოს ნანგრევები

ციხედიდში ანტიკური და ადრინდელი შუა საუკუნის ძეგლები არ არის მოკვლეული. ახლანდელი სოფ. ძეგვის მისადგომებთან, მდ. მტკვრიდან 1-1,5 კმ-ზე იქ, სადაც ციხედიდის ხევი ოდნავ ფართოვდება, ფერდობზე, რთულ რელიეფზე ნასოფლარია შემორჩენილი. ზემო ტერასაზე კოშკიანი საცხოვრებელია, ქვემოზე ― საკულტო ნაგებობები. კოშკისაგან მხოლოდ 4 სართულია დარჩენილი. წარწერიდან ირკვევა, რომ იგი ათანასე დეკანოზიძეს აუგია 1680. საკულტო უბანში 2 ეკლესია და სამრეკლოა. ყველაზე უკეთ შემონახულა სუფთად გათლილი ქვით ნაგები წმ. მარიამის დარბაზული ეკლესია. იგი გადახურულია საბჯენ თაღზე დაყრდნობილი კამარით. ეკლესიის ჩრდილოეთით ოციოდე მ-ზე სამრეკლოს ნანგრევებია.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 17.01.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0