სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10074

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
სამხედრო პირი
ვლადიმერ გიორგის ძე აბაზაძე პორუჩიკი, პირვ. მსოფლ ომი, წმ გიორგის ორდენის სრული კავალერი. ვლადიმერ გიორგის ძე აბაზაძე პორუჩიკი, პირვ. მსოფლ ომი, წმ გიორგის ორდენის სრული კავალერი.
სამხედრო პირი

გვარი აბაზაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

82       ბეჭდვა

ვლადიმერ გიორგის ძე აბაზაძე პორუჩიკი, პირვ. მსოფლ ომი, წმ გიორგის ორდენის სრული კავალერი.

ვლადიმერ გიორგის ძე აბაზაძე, პორუჩიკი, წმ გიორგის ორდენის სრული კავალერი.


"მეთაურობდა რა ასეულს, 1915 წლის 9 მაისის ღამეს სოფელ ზაკრჟევთან მიუხედავად მტრის ძლიერი ცეცხლისა ელვისებური შეტევით უკუაგდო მტერი გამაგრებული პუნქტიდან და ხელთ ჩაიგდო სამი მოქმედი ტყვიამფრქვევი".


 აღმოსავლეთ საქართველოს ფეოდალური საგვარეულო, წარმომავლობით დაკავშირებული ჩანს IX—X სს. შიდა ქართლის–ერისთავების–ტბელების ფეოდალურ სახლთან. ვარაუდობენ, რომ აბაზაძეთა გვარის ფუძემდებელია ბორცვისჯვრის X ს. წარწერაში მოხსენებული ტბელი აბაზა.

https://georoyal.ge/?MTID=5&TID=45&id=3841

 XI ს. პირველ ნახევარში აბაზაძეთ ეპყრათ ქართლის ერისთაობა „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების“ მიხედვით, აბაზაძენი იყვნენ „ძლიერნი და ახოანნი სიმდიდრესა ზედა, მკლავისა თვისისა, მოქადელნი და სიმრავლესა ზედა ერისასა აღზუავებულნი“. XI ს. შუა წლებში აბაზაძენი ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ფეოდალთა პირველ რიგებში იყვნენ. მათი განდგომა, მარცხითა და ერისთავობის დაკარგვით დამთავრდა. ამის შემდეგ,  აბაზაძენი დაკნინდნენ და ისტორიულ წყაროებში იშვიათად იხსენიებიან. 1405 წ. დოკუმენტის ცნობით, აბაზაძეთა ერთი შტოსთვის მეფეს კახეთში აბუთელისძეთა მამული უბოძებია. XV–XVIII სს. აბაზაძენი ზემო ქართლის სამეფო აზნაურები იყვნენ.


 ამ საგვარეულოს თვალსაჩინო წარმომადგენელი ივანე, XI ს. პირველი ნახევრის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის რისთავთ–ერისთავი იყო ბაგრატ IV დროს. ბაგრატის მცირეწლოვნობისას ქართლ–კახეთის სხვა გამგებლებთან ერთად ილაშქრა საქართველოს სამეფოსაგან განდგომილი განძის ამირა ფალდონის დასასჯელად. 1032 წ. აბაზაძე ივანემ და ლიპარიტ ბაღვაშმა შეიპყრეს თბილისის ამირა ჯაფარი და ხელთიგდეს ხერთვისის ციხე. საქართველოს სამეფო კარზე არსებული უთანხმოების გამო, თბილისის შემოერთება ვერ მოხერხდა. „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების“ ცნობით აბაზაძე ივანე და მისი ოთხი ძმა იმდენად განდიდნენ და გაძლიერდნენ, რომ შეთქმულება მოუწყვეს ბაგრატ IV –ს, მეფემ შეთქმულნი შეიპყრო. ქართლის ერისთაობა გადაეცა ლიპარიტ ბაღვაშს.


საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

კონტაქტი Facebook

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.03.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0


სამხედრო პირი


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ქართლი 141-ი, წმიდა გიორგის ტაძარი

2 0

ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


აფხაზეთი 10-ი, წმიდა გიორგის გიორგის ტაძარი

2 0

თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0