სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ალი-საიფ-ფაშა (თავდგირიძე) 1827-1891წწ ოსმალეთის გენერალი. დაბ. სოფელი თალასი, ყირგიზეთი წარმ. ქობულეთი აჭარა ალი-საიფ-ფაშა (თავდგირიძე) 1827-1891წწ ოსმალეთის გენერალი. დაბ. სოფელი თალასი, ყირგიზეთი წარმ. ქობულეთი აჭარა ალი-საიფ-ფაშა (თავდგირიძე) 1827-1891წწ ოსმალეთის გენერალი. დაბ. სოფელი თალასი, ყირგიზეთი წარმ. ქობულეთი აჭარა

1827-1891 წწ. გარდ. 64 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი თავდგირიძე სია

ქობულეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

480       ბეჭდვა

ალი-საიფ-ფაშა (თავდგირიძე) 1827-1891წწ ოსმალეთის გენერალი. დაბ. სოფელი თალასი, ყირგიზეთი წარმ. ქობულეთი აჭარა

ალი-საიფ-ფაშა (თავდგირიძე) ოსმალეთის იმპერიაში დარჩენილ თავდგირიძეთაგან პირველმა ისლამი მამუკა თავდგირიძის ვაჟმა, მაქსიმემ მიიღო.


ის სულეიმანად იწოდა და თურქებმა ქობულეთის სანჯაყის გამგებლად დანიშნეს. სულეიმანის შვილი იყო მემედ-ბეგი, ხოლო მემედ-ბეგის შვილები ოსმან-ბეგი და ალი-ფაშა. წლების მანძილზე ცდილობდნენ თავდგირიძეები ფაშის ტიტული მიეღოთ, თუმცა ეს მხოლოდ ალი თავდგირიძემ შეძლო, რომელიც ისტორიას ალი-ფაშა თავდგირიძის სახელით შემორჩა.

ალი თავდგირიძე თავდაპირველად სტამბოლში, სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ ოსმალეთის არმიაში მსახურობდა. მოგვიანებით დაბრუნდა მშობლიურ მხარეში, ქვემო გურიაში, რომელიც უკვე ჩურუქ-სუს სახით ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო და გრიგოლ გურიელს დაუახლოვდა. ალი თავდგირიძის სახლში ღამეს ათევდნენ ყაჩაღები, რომლებიც გურიიდან გოგო-ბიჭებს იტაცებდნენ და შემდეგ ტყვედ ჰყიდდნენ ოსმალეთში. ის აჭარაში ერთ-ერთ სასტიკ მმართველად ითვლებოდა.



ალი-ფაშას ფაშად გახდომაში დიდი როლი ითამაშა მისმა დედამ, ლაზმა ქალმა დინდინ ხანუმმა. დინდინ ხანუმი ძლიერი და გაბედული ქალი იყო, აქტიურად იბრძოდა ყირიმის ომში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ის სულთნის კარამდე ჩავიდა შვილისთვის ფაშას ტიტულის სათხოვნელად. მას შემდეგ, რაც ალი თავდგირიძემ ფაშობა მიიღო, კიდევ უფრო სასტიკი და დაუნდობელი გახდა. ანდაზაც იყო აჭარაში გავრცელებული: „ალი-ფაშას სამართალი ფულით იყიდებოდაო“.


1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ალი-ფაშამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. 1877 წელს გრიგოლ გურიელი აჭარის მმართველ ბეგებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. გურიელი ბეგებს სთხოვდა რუსეთის არმიისთვის წინააღმდეგობა არ გაეწიათ და ბრძოლა არ გაემართათ. მათ შორის იყო ალი-ფაშაც. გურიელი სთხოვდა ალი-ფაშას, დაფიქრებულიყო და რუსეთის მხარეს გადასულიყო. თუ ასე მოიქცეოდა პატივი და დიდება არ მოაკლდებოდა. და არც ხალხი დაიღუპებოდა უაზრო ბრძოლაში. ალი-ფაშა მოლაპარაკებებისას შეხვდა ქუთაისის გუბერნატორს და შესთავაზა ქობულეთის მხარის მოსახლეობის მხარდაჭერა, თუ რუსეთი ომში გამარჯვების შემდეგ ქვემო გურიას მას დაუმტკიცებდა სამფლობელოდ. სხვადასხვა ცნობის მიხედვით, ალი ფაშას უნდოდა რუსეთის მხარეს გადასვლა, მაგრამ ოსმალო მმართველებს ვერ დააღწია თავი. ერთის მხრივ რუს გენერლებს წერილებს წერდა, მეორეს მხრივ კი ოსმალო მმართველებს ერთგულებას ეფიცებოდა. ოსმალებმა შეიტყვეს მისი ღალატი. სწორედ ოსმალეთისადმი ღალატის ეს ფაქტია ასახული მასზე შექმნილ ხალხურ სიმღერაში „ალი-ფაშა“.



ხვანთქარი და რუსი ჩხუბობს, იგივ არის ორივ ეშვი
ალიფაშამ გვიღალატა ჩაგვიყვანა კვირიკეში
იმან ფულები აიღო ჩვენ ჩაგვყარა რუსის ხელში
კაი არც მას დამართნია ბაწრით ჩაითრიეს გემში
მისი ყვირილი ისმოდა სუფსას გაღმა ბაილეთში[1]


ლეგენდის თანახმად, მას შემდეგ, რაც ალი-ფაშას ორგულობის შესახებ შეიტყვეს, ოსმალებმა გემზე აიყვანეს, ორი კილო ოქრო გაადნეს, პირში ჩაასხეს და ისე იძიეს შური. თუმცა წყაროების ცნობით ეს ფაქტი არ დასტუდება. ომის შემდგომ, რაც რუსეთის იმპერიამ აჭარა შეიერთაქართველი მუსლიმი გადასახლდა ოსმალეთში, ბევრი სწორედ ალი ფაშას დიდი ძალისხმევით. ალი-ფაშა ჯერ ბათუმში, შემდეგ ქობულეთში დაბრუნდა და მუჰაჯირობის მსურველებს უწყობდა ხელს ოსმალეთის იმპერიაში გადახვეწაში. ალი-ფაშა ხალხში დადიოდა და მოუწოდებდა, არ დარჩენილიყვნენ, მუსლიმობა ცუდ დღეში ჩავარდება და ყველას გაგაქართველებენო. ალი-ფაშა თავდგირიძე მიუხედავად მისი სისასტიკისა და უსამართლობისა ხალხში მაინც დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ის იყო ადამიანი, რომელსაც ხალხი უსმენდა. სწორედ ამ ფაქტორის გამო მას ხალხი ენდო. როგორც კი ალი-ფაშამ დაინახა ხალხის ნდობა, უკან სტამბოლში დაბრუნდა, სულთნის წინაშე წარდგა და უთხრა, მთელს ჩემს მხარეს ოსმალეთში გადმოსახლება სურს და ამ საქმეში დაგვეხმარეთო. სულთანმა ამის გამო ალი-ფაშა დააჯილდოვა და უკან საქართველოში გამოუშვა. ალი-ფაშა დაბრუნდა საქართველოში და ქობულეთში ხალხის მომზადება დაიწყო ოსმალეთში გადასასახლებლად. მუჰაჯირობის ტალღა კახაბერსა და მარადიდსაც გადასწვდა. ხალხი სახლებს, ქონებას ჩალის ფასად ჰყიდდა და ოსმალეთში მიდიოდა უკეთესი ცხოვრების იმედით. ოსმალეთში გადასახლდა თავად ალი-ფაშაც. მას იმ ღვაწლისთვის, რაც ოსმალეთის იმპერიისთვის გაიღო, პენსია დაუნიშნეს და ქალაქ სამსუნის მახლობლად დაასახლეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა კიდეც.


http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009265/


ალი-საიფ-ფაშა (თავდგირიძე)

(1827-1891)

მუშირი

დაიბადა ქართველი მუჰაჯირის ოჯახში. მსახურობდა მანასტირის სამხედრო გუბერნატორად, 1873 წელს იყო სამხედრო არსენალის უფროსად, უმაღლეს სამხედრო მოსამართლედ. 1873-1874 წლებში  და 1877-1878 წლებში სარდლობდა  მე-3 არმიას. იყო კოსოვოს ოლქის ჯარების მეთაური. 1879-1891 წლებში ხელმძღვანელობდა არსენალს.

1875 წელს  და 1885-1891 წლებში სარდლობდა ოსმალეთის შეიარაღებულ ძალებს.

 გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. დაკრძალულია სტამბოლში, ჩემბერლითაშის სასაფლაოზე.




ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი


ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 23.04.2023
სულ რედაქტირებულია 3





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0