სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

შექმნა საკუთარი ისტორია მოქალაქეების ნუსხა
ლელა ვარლამის ასული ლეკვეიშვილი დ. 1963 წ. ოჯახის ისტორია წარმ. სოფ. იანეთი სამტრედია ლელა ვარლამის ასული ლეკვეიშვილი დ. 1963 წ. ოჯახის ისტორია წარმ. სოფ. იანეთი სამტრედია
ბმულის კოპირება

შექმნა საკუთარი ისტორია მოქალაქეების ნუსხა

გვარი ლეკვეიშვილი სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

568       ბეჭდვა

ლელა ვარლამის ასული ლეკვეიშვილი დ. 1963 წ. ოჯახის ისტორია წარმ. სოფ. იანეთი სამტრედია

საგვარეულო ხე

„მითებში,

სიზმრებში დავეძებ ფესვებს:

ვინა ვარ, საიდან მოვდივარ?

გენეალოგიის ბიბლიურ ხეზე

რომელი, რომელი ტოტი ვარ?

ტოტი ვარ!–გაფოთლილი სტრიქონი–

ბუნების ძღვენი თუ ტარიგი.

ბუდედ ჩანს

ქორონიკონი–

ჩემი დაბადების თარიღი.

კურთხეულ იყავ, კურთხეულ,

სულ დევის პეშვივით იზრდები,

შენ, გამიმრავლე, ბუდეო,

ჩემი სიმღერები–

ჩიტები...“

შოთა ნიშნიანიძე

წინასიტყვაობა


 ბავშვობიდან მაინტერესებდა ვისი ფესვებიდან მოვდიოდი,ოჯახის წარმომავლობა,საგვარეულო ისტორია,ნათესაური კავშირები.

სულ ვეკითხებოდი, ვიძიებდი მუდმივად. ვაგროვებდი ისტორიებს,მონათხრობებს,ვაკეთებდი ჩანაწერებს. ეს ინფორმაციები ჩემში ერთად დაგროვდა და საბოლოოდ გენიალოგიის ხის იდეად გადაიქცა. რომელიც გვარის უკვდავსაყოფად მომავალ თაობას გადაეცემა და მაგალითი იქნება.

 ძალიან გამიხარდა, პატრიარქის ინიციატივა გვარების დალოცვასთან დაკავშირებით, რომელიც სამების ტაძრის აშენების შემდგომ დაიწყო.(2004წ) ამან,კიდევ უფრო გაამძაფრა ჩემი ინტერესი.

 2009 წელს, ტელეფონით დამიკავშირდა დარეჯან ლეკვეიშვილი, რომელმაც მამცნო, რომ სამებაში შეუტანია განაცხადი, გვარის დალოცვასთან დაკავშირებით. ჩანიშნული იყო თარიღიც (2010წ. 26სექტემბერი), როდესაც პატრიარქი დალოცავდა ლეკვეიშვილების გვარს. ჩემი და დარეჯანის დიდი ძალისხმევით, შევკიბეთ სრულიად გვარი,საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებიდან.

   სულ ახლახანს, მოვისმინე დავით ფეიქრიშვილის იდეა, ოჯახის ალბომის შექმნის შესახებ, „შექმენი შენი გვარის ისტორია“. დავუკავშირდი ბატონ დავითს და მისი დახმარებით მაქვს შესაძლებლობა, შევქმნა ჩემი გვარის საოჯახო ჟურნალი. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას, ჩემი ოჯახის სახელით.




ლელა ვარლამის ასული ლეკვეიშვილი დაიბადა 04 იანვარი 1963 წელს, გაგრა. შექმნა ოჯახის ისტორია

წარმომავლობა

 იანეთი

 სოფელი იანეთი მდებარეობს სამტრედიის რაიონში. ქ. სამტრედიის ცენტრიდან 7 კილომეტრში, ქ. ქუთაისიდან 20 კმ-ში. ზღვის დონიდან 25 მეტრზე. ამჟამად, იანეთში ცხოვრობს 2000-მდე ადამიანი. იანეთი დასავლეთ საქართველოს უძველესი სოფელია. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში, თუმცა ,მას გაცილებით ადრეული ისტორია აქვს და ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებულ ბერძნულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც "კიანეთი". მდინარე გუბისწყალი მოიხსენიება, როგორც "კიანეოსი". ბერძნულ წყაროებში პირდაპირ არის მითითებული, რომ კოლხეთში 3 დიდი მდინარე ერთმანეთს უერთდება ორპირთან. ეს მდინარეებია ფაზისი(რიონი), ცხენისწყალი და კიანეოსი. მათ შესართავთან ახლოს მდებარეობს კოლხეთის დედაქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა მედეას დახმარებით ოქროს საწმისი წაიღეს. ჟურნალ "განთიადში" ვკითხულობთ: "წარმოშობით იანეთი უძველესი საკრალური მნიშვნელობის ტოპონიმია და უკავშირდება მზის შვილად მიჩნეულ ტოტემური ხასიათის მქონე ყვავილ"იას" სახელს, რომელიც ჩვენი აზრით "აიას" ეკვივალენტურია." სოფელი ათეული წლების განმავლობაში სარკინიგზო ქსელის ერთ-ერთ მსხვილ კვანძს და ქსელს წარმოადგენდა. მეორე მსოფლიო ომს 1941-45 წლებში შეეწირა 400 იანეთელი. იანეთზე ლექსი აქვს მიძღვნილი პოეტ ამირან კალაძეს, რომლის დედულეთი იყო იანეთში. 

                                         

„გუბისწყალი ეძებს ადიდებულ რიონს.

ცა საცაა მეხმა უნდა გაარღვიოს,

რკინიგზა და ხიდი აქვე სოფელის ახლოს,

იანეთი ჩემი, ჩემი სამოსახლო…

იანეთმა იცის, რაც მას უნდა ეთქვა,

იანეთში ისმის მისი გულის ფეთქვა,

თბილისიდან მთა-მთა გადმოსული ლიხით,

აჯამეთის ტყის და მუხიანის იქით...

მეც აქა ვარ, სადაც თვალს გაახელს ია,

ჩემს დედულეთს კვლავაც იანეთი ჰქვია. ‘’

ა. კალაძე

იანეთში ჩამოედინება მდ. გუბისწყალი, რომელიც სათავეს იღებს სამეგრელოს ქედის სამხრეთ ფერდობიდან. იანეთში გუბისწყალს უერთდება ცხენისწყლის მარჯვენა პატარა შენაკადი, რომელიც ნ. ნიკოლაძის თაოსნობით იქნა გამოყვანილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსარწყავად. სოფ. იანეთის ისტორიის მცოდნე კოსტა იანეთელის გადმოცემით სოფელში ადრე ფუნქციონირებდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. 2003 წლის 19 ივლისს სოფელში წმინდა გიორგის სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია გაიხსნა. ეკლესია მშენებლობა დაიწყო 2001 წელს მეუფე საბას ლოცვა-კურთხევითა და სოფლის ღირსეული შვილის აკაკი ლეკვეიშვილის ფინანსური შემოწირულობით. ყოველ წელს 19 ივლისს აღინიშნება „იანეთობა“.

   იანეთში პირველი ერთკლასიანი სკოლა 1900 წელს გაიხსნა. საშუალო სკოლა სოფელში გაიხსნა 1936 წელს.  აღნიშნული სკოლა საჯარო სკოლად გადაკეთდა.

 გამოყენებულია: სამტრედიის ენციკლოპედია ვიკიპედია : ჩემი სოფელი ჩემი სიამაყეა 


იანეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი.

ტაძარი დალოცვილ იქნა, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსისა,მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსისა და სრულიად საქართველოს პატრიარქის,უწმინდესის და უნეტარესის,ილია მეორის მიერ.

ახალი ტაძრის პირველი მოძღვარი გახლდათ, დეკანოზი იაკობ ლეკვეიშვილი. (2003-2010წ)

“შვილმა უნდა იცოდეს,სად და რაზედ გაჩერდა მამა,რომ იქედან დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა.შვილს უნდა გამორკვეული ქონდეს ,რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა ,რაში იყო შემცდარი,რა ავი მიიჩნია კეთილად,და რა კეთილი ავად,რა უმართავდა ხელს,რა აბრკოლებდა,რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა და რისთვის და რაში უქმობდა " ილია ჭავჭავაძე

 ლეგენდა


  ლეკვეიშვილები ლეჩხუმიდან ჩამოსული ასათიანების შთამომავალია,სოფელი ლაილაშიდან. ლეგენდის თანახმად მონადირე ასათიანები (იმ დროს ერთერთი გასართობი საშუალება ნადირობა ყოფილა) მონადირე ძაღლების ჯიშსა და გაწვრთნას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ჩვენს წინაპარ თავად ასათიანს,კარგი ჯიშის ძაღლი ყოლია.ძაღლს ლეკვები შეძენია,რომლებიც გაუჩუქებია.მხოლოდ ერთი ლეკვი დაუტოვებია თავისთვის.მეზობელ ასათიანს უთხოვია ეს ერთადერთი ლეკვი დაეთმო მისთვის,მაგრამ უარი მიუღია.მაშინ იმ მეზობელს მოუპარავს ლეკვი.ამის გამო მათ შორის უსიამოვნება მომხდარა და ჩხუბში შემოაკვდა მეზობელი.იმ დროს კიდევ შემორჩენილი იყო სისხლის აღების წესი.ამიტომ ლეჩხუმში აღარ დაედგომებოდა და ოჯახით გადმოსახლებულა იანეთში.ვინაიდან ლეკვის გამო მოხდა ეს ტრაგედია ასათიანების გვარი შეუცვლია და ლეკვეიშვილი. დაურქმევია დასახლებულა იანეთში.

 წყარო : საშა ლეკვეიშვილის წიგნი " მშობელ მიწაში გვიდგას ფესვები." 2001 წელი.

 

მამა

  ვარლამ (გივი) კონსტანტინეს ძე  ლეკვეიშვილი 1933.29.06 დაიბადა სამტრედიის -ნის სოფელ იანეთში.
მამის მამა, კოსტანტინე ალექსის ძე ლეკვეიშვილი(1895-1945)  სოფელში ბრიგადირად მუშაობდა. მისი  მშობლები: ალექსი დავითის ძე ლეკვეიშვილი (1865-1950)
ესმა ბარაბაძე (1870-1949)

კონსტანტინეს  ჰყავდა სამი და და ერთი ძმა : ოლია, ნინა, ზინა და დავითი.
ოლია ალექსის ას ლეკვეიშვილი _ მელქაძისა, ჰყავდა სამი  შვილი: ბუხუტი , გიგლა და ნიკოლოზი.
ნინა ალექსის ას ლეკვეიშვილი - კაკაბაძისა, ჰყავდა ქალ-ვაჟი
ზინა ალექსის ას ლეკვეიშვილი - ზამთარაძისა , შვილები: ლოლა და სანდრო. ლოლას სამი შვილი ჰყავდა :  ჯონი, მერი და თულია. სანდროს შვილები არ ჰყავდა
დავითი ალექსის ძე ლეკვეიშვილი (...- 1917წ)

 მამის დედა, სალომე სტურუა ლუკას ასული (1889-1974), ოთხი ვაჟის დედა, პედაგოგი გახლდათ.

შვილები: სერგო,გრიგოლი,ვარლამი(გივი) და ალექსანდრე.

ძმები - ალექსანდრე და გრიგოლი მეორე მსოფლიო ომში უგზო - უკვლოდ დაიღუპნენ. მთელი ცხოვრება ელოდა დედა - შვილების დაბრუნებას ომიდან.


სალომე სტურუა ლუკას ასული 1889-1974წწ


და-ძმა კონსტანტინე და ოლია ლეკვეიშვილები


სალომეს მშობლები : დედა - ნადია ჯანჯალია (სავარაუდო გარდაცვალების თარიღი (...-1947წ) და მამა- ლუკა სტურუა (1869წ-...)

შეეძინათ  ოთხი შვილი: სალომე, რომანოზი, ნინა და სონია.




მარჯვნივ დგას რომანოზ სტურუა.

ფოტო გადაღებულია 1916წ


რომანოზ ლუკას ძე სტურუა, სამხედრო პირი გახლდათ. მისი მეუღლე-დარიკო კალაძე. მათ ექვსი შვილი ჰყავდა: ზინა,ბონდო, ნათელა,  ლეილა,გულნარა და ზაური.

ზინა რომანოზის ასული სტურუა-რურუასი (1923-1997), თბილისი. ყავდათ ერთი შვილი, მანანა რურუა-ტუხაშვილისა, ყავს ერთი შვილი თამარი, რომელიც მოღვაწეობს ჩეხეთში, პროფესიით იურისტი.

ბონდო რომანოზის ძე სტურუა (1925-2012),თბილისი. შვილები : რამაზი, თემური და გიორგი. რამაზის შვილები, სალომე და მარიამი. თემურის, ერთი შვილი გიორგი.

ნათელა რომანოზის ასული სტურუა-ბარათელისა (1928-2005), სამტრედია.

ერთი შვილი, მაგული,რომელსაც ჰყავს ორი შვილი კახა და ჯემალი. კახას ჰყავს ორი შვილი, გიგა და ნინო(მხატვარი). ჯემალის ყავს სამი შვილი: სანდრო(მოჭიდავე), საბა და დაჩი.

ლეილა რომანოზის ასული სტურუა-ლომაძისა (1932-2013),  ოზურგეთი.

შვილები: ბადრი  და ლონდა. ბადრი ამჟამად,ოზურგეთის სოფელი სილაურის სკოლის დირექტორია, ყავს ორი ვაჟი, ბაჩანა(ექიმი) და დემეტრე(დიპლომატი). ლონდა მოღვაწეობს სკოლაში,ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგია.

 

გულნარა რომანოზის ასული სტურუა-ანთიასი (1935- ),ზუგდიდი.

შვილები: ნანა(სტომატოლოგი),ბეჟანი(კარდიოლოგი) და კახა(ფარმაცევტი).

ზაური(ენრიკო) რომანოზის ძე სტურუა (1941- ), სამტრედია,ნაბაკევი.

შვილები: ზაზა და ვიოლეტა.

ზაზას ყავს  ერთი შვილი, შორენა. ვიოლეტას შვილები: მზია და ვახტანგი.




თეთრ პერანგში რომანოზ ლუკას -ძე სტურუა

ფოტო გადაღებულია 1916წ




რომანოზ ლუკას ძე სტურუა 1890-1979წწ

ფოტო გადაღებულია 1916წ

დაბეჭდილი ფოტო დატანილია სქელ მუყაოზე.

დარიკო (რომანოზის მეუღლე)კალაძე შვილებთან ერთად 

(ნათელა, გულნარა, ზაური და ლეილა.)
ფოტო გადაღებულია 1954წ

 ზინა ,ზაური, ნათელა  და გულნარა. 1954წ


ზინა და გულნარა სტურუები.



რომანოზის შვილები : მაგული, ზინა , ბონდო და ნათელა

ფოტოზე მარცხნივ ალექსანდრე,ზინას მეუღლე.



მარჯვნივ მანანა რურუა. თუმანიშვილის თეატრი 1982 წ ,




მარცხნიდან მეორე მანანა რურუა,

„ბაკულას ღორები“ თუმანიშვილის თეატრი 1983წ 


ნინა ლუკას ასული სტურუა-მანჯგალაძისა (1905-1935),რუსთავი.

შვილები: ნათელა (1927-2018) და რეზო (1930-2019)

ნინას ნაადრევი გარდაცვალების გამო, ბავშვები გაზარდა დედინაცვალმა, სონია არველაძემ.

ნათელა მანჯგალაძის შვილები: მაგული,მადლენა და ზურაბი.

რეზო მანჯგალაძის შვილები : პაატა, ნინო და ზაზა.




რეზო მანჯგალაძე




რეზო მანჯგალაძე შვილებთან ერთად.

 სონია ლუკას ასული სტურუა.(უცნობია დაბადების და გარდაცვალების თარიღები) ბათუმი. შვილები : ლილი და ნათელა(ცუცა)

 დედა და მამა

  ომის ქარცეცხლი არც მამას დაკლებია. ვარლამ (გივი) ლეკვეიშვილი უნგრეთის აჯანყების მონაწილე იყო (1956 წ). კანონმდებლობით უნგრეთის  აჯანყების მონაწილეები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს გაუთანაბრეს.სიცოცხლის მანძილზე დაჯილდოვებული იყო რამდენიმე ,სხვადასხვა მედლით.


ვარლამ კონსტანტინეს ძე ლეკვეიშვილი  1933-2009 წწ დაკრძალულია იანეთში 1941-45წწ მეორე მსოფლიო ომში ყოფნის დროს ფოტო 1956 წელი.

ვარლამ კონსტანტინეს ძე ლეკვეიშვილის სხვადასხვა პერიოდში მიღებული ჯილდოები.


ვარლამ კონსტანტინეს ძე ლეკვეიშვილი. 1956 წ.


სამშობლოში დაბრუნებულმა,ვარლამ ლეკვეიშვილმა, სწავლა გააგრძელა და ეკონომისტის პროფესიას დაეუფლა და სამტრედიის რკინიგზის დეპარტამენტში. დაიწყო მუშაობა ეკონომისტად.1959 წელს ოჯახი შექმნა.მისი მეუღლე ულამაზესი ქალბატონი ლიანა ვასილის ასული ნაკაიძე გახლდათ. დაიბადა თბილისში, (1939-1989) ორი ქალიშვილი შეეძინათ. ლელა და ლალი ლეკვეიშვილები.

 

ლელა და ლალი დედასთან ერთად,

1967

ლიანა ნაკაიძე და გივი ლეკვეიშვილი.

1962 წ


 

ლელა ლეკვეიშვილი მამასთან.                       

1964



ლელა ლეკვეიშვილი დედასთან.1963წ


1961 წელს მამა გაგრაში გადავიდა სამუშაოდ.რკინიგზის დეპარტამენტში სახლმმართველად მუშაობდა.სახლიც გადასცეს და ოჯახიც წაიყვანა.მე და ჩემმა დამ გაგრის შოთა რუსთაველის სახელობის პირველი საშუალო სკოლა დავამთავრეთ.სწავლა შემდეგ თბილისში გავაგრძელეთ.მამა კი,მეუღლესთან ერთად გაგრაში დარჩა.

1991 წელს ომი დაიწყო,აფხაზეთის ომი.1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა. მამა იქ დარჩა, არ დატოვა თავისი ქალაქი, სადაც 30 წელი მუშაობდა და მოღვაწეობდა. იმდენი სიკეთე მაქვს გაკეთებული,აფხაზებიც ჩემი ძმები არიან,პოლიტიკაში არ ვერევი და არაფერი მომივაო" - არ მიატოვა სახლ-კარი." შვილიშვილებს აგარაკი უნდა შეუნარჩუნო გაგრაშიო“.

 პირველადამა 2000 ელს ჩამოვიდა გაგრიდან, შვილებთან, თბილისში. ჩამოგვიტანა ოჯახში დარჩენილი ოჯახისთვის ძვირფასი ნივთები,რომელთაც სათუთად მალავდა მეზობელ აფხაზებთან. მამა ახერხებდა და ყოველ წელს 1 - 2 ჯერ ჩამოდიოდა. საშვს  გაგრის უშიშროება აძლევდა. მდგომარეობას ისიც ამსუბუქებდა ,რომ მას ვაჟები არ ყავდა. აფხაზებისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო,რომ შვილები ომში არ ვიღებდით მონაწილეობას.

2008 წელს ისევ დაიწყო რუსეთ- საქართველოს ომი.რუსებმა საზღვარი ჩაკეტეს ენგურის ხიდთან.

ისევ შეწყდა კავშირი.დამრჩა მოხუცებული მამა საზღვარს გაღმა.ყოველ დღე აკითხავდა გაგრის უშიშროების სამსახურს,მაგრამ საშვს არ აძლევდნენ.მამა გამოუსწორებელი ოპტიმისტი იყო.ბოლომდე სჯეროდა ,რომ აფხაზეთის მიწა - წყალს დავიბრუნებდით და ყველაფერი კარგად იქნებოდა.

ასე ეწამა 19 წელი გაგრაში. 2009 წლის 5 დეკემბერს, მამა საზღვარზე უნდა გადმოსულიყო, მაგრამ მანქანაში ბავშვიან ქალბატონს დაუთმო ადგილი. (მანქანით 5 კაცი მოდიოდა ერთად)

დაბრუნდა სახლში და ....

76 წლის ასაკში გულმა უმტყუნა.

დიდი დავიდარაბით, იქაური კეთილი ადამიანების დახმარებით, მამა საზღვარამდე მოაცილეს, ქრისტიანული ადათ-წესით გაპატიოსნებული. (განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ციალა ძიძიგურს). ენგურის ხიდის გადმოღმა, ელოდნენ სიძე ნუგზარი ბუტიკაშვილი და შვილიშვილები, დავითი და გიორგი. საზღვარზე კი, გარკვეული გასამრჯელოს გადახდის შემდეგ, გადმოგვცეს ცხედარი. მამაიანეთის მამა-პაპისეულ საძვალეზე სამუდამო სასუფეველი დაიმკვიდრა.

ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი დარჩა.მისი უკანასკნელი პენსიით მამის სახელის უკვდასაყოფად, იანეთის წმ.გიორგის ტაძარს ,წმ დავით აღმაშენებლის ხატი შევწირეთ.

მამა ვერ მოესწრო აფხაზეთის მიწა- წყლის დაბრუნებას და ეს ოცნება თან წაიღო,მაგრამ რატომღაც მგონია, მამამ მისი წილი საქართველო დაიცვა.


მამის ძმები

ალექსანდრე და გრიგოლი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ. ალექსანდრე არტილერისტი იყო (დაბ.1920.), გრიგოლი მფრინავი (დაბ.1918 .)

ისინი სამტრედიის კომისარიატიდან  1939წლის 16 ნოემბერს გაიწვიეს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში. მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ ამ პირტიტველა ბიჭებს თავს საშინელი, იმ დროისთვის არნახული, გაუგონარი სისასტიკის ომის ქარტეხილი დაატყდებოდა თავს.

კარგი შვილების აღზრდისთვის მშობლებმა ბევრჯერ მიიღეს მადლობის წერილი,

იმ სამხედრო ნაწილის მეთაურისგან ,სადაც ისინი პირნათლად იხდიდნენ ვალს.

1941 ივნისის მიწურულს ფაშისტური გერმანია თავს დაესხა  საბჭოთა კავშირს.700 000 მეომრიდან ,რომელიც საქართველომ ომში  გააგზავნა , ნახევარი ბრძოლის ველზე დაეცა. მათ შორის ჩემი ბიძებიც.

ალექსანდრე ბელორუსის ქალაქ გროდნოს უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა.

გრიგოლმა .ლვოვში მიიღოპირველი საბრძოლო ნათლობა. 3 თვის მანძილზე იგერიებდა მტრის მრისხანე შემოტევებს. შემდეგ გამოიყვანეს ფრონტის წინა ხაზიდან და გორკის ოლქში დაამთავრებინეს სახელდახელოდ შექმნილი,საავიაციო საფრენონსო სკოლა,რის შემდეგაც იგი ისევ ფრონტს დაუბრუნდა.ამამად არა შაშხანით ხელში, არამედ ბომბდამშენი  თვითმფრინავით.

 1942წლის 3 იანვარს, ოჯახში წერილი გამოაგზავნა, როცა პირველი გაფრენისთვის ემზადებოდა. მან 24-ჯერ შელო მტრის ზურგის განლაგების საჰაერო ჯგუფური დაბომბვა. 25- საბედისწერო აღმოჩნდა.

1942 . აგვისტოში უკვე წერილები შეწყდა.

ქალაქი და სოფელი არ დარჩენილა საქართველოში, ახლობელი ან ოჯახის წევრი რომ არ დაღუპვოდა.

უმცროს მებს , სერგო და გივი ლეკვეიშვილებს მთელი ცხოვრება ტანჯავდათ შინმოუსვლელი ძმების ბედი. უფროსმა ძმამ სერგო ლეკვეიშვილმა ორი სტატია

გამოაქვეყნა ქუთაისის მაცნეში, "ბოქლომდადებული ჭიშკარი“ (1977.) და "დედა ელოდა შვილებს" (2008წ)



სერგო კონსტანიძეს ძე ლეკვეიშვილი 1926-2009წწ

ბიძაჩემი სერგო, მშენებელ-ინჟინერი გახლდათ.

აშენებული აქვს 500ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, იმერეთის რეგიონში.

ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქუთაისში. იყო განსწავლული კაცი, შთამომავლობას დაუტოვა უნიკალური ბიბლიოთეკა. მეუღლე თინათინ ახალაძე, წყალტუბოს რაიონი,სოფ. ოფურჩხეთიდან. თინას და სერგოს დარჩათ ერთი შვილი ლეილა ლეკვეიშვილი.

 ახლახან ინტერნეტით მოვიძიე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ცნობა.




თითქოს მთელი  ომის ქარტეხილი ჩემს ოჯახს დაატყდა თავს. სამი ვაჟკაცი შეიწირა დიდმა სამამულო ომმა. ჩემი ბიძები ,ძმები - ალექსანდრე და გრიგოლ ლეკვეიშვილები და დედაჩემის მამა - ვასილ მოსეს ძე ნაკაიძე. იგი 25 წლის იყო ,რიგითი ჯარისკაცი ,ომში ოზურგეთის(მახარაის) სამხედრო კომისარიატიდან გაიწვიეს ჯარში.


მამას, უკანასკნელი პენსიით , იანეთის წმინდა გიორგის ტაძარს  ოჯახმა დავით აღმაშენებლის ხატი შევწირეთ. 2009წ.

დედის მამა

ვასილი(მოსე) სამსონის ძე ნაკაიძე. დაბადებული  1916 წელს  ოზურგეთის რაიონში.

იგი იყო ოზურგეთის მაზრის უფროსი.ვასილს ჰყავდა სამი დედმამამიშვილი,ისინი აზნაურები იყვნენ.

გრიშა (გრიგოლი)სამსონის ძე ნაკაიძე - მატარებლის მემანქანე (1909-1989)(მისი შვილები : მერიკო და ბუხუტი. მერიკოს ჰყავს ორი გოგო, ბუხუტის კი ქალ-ვაჟი.
მიშა(შუტუ) სამსონიძის ძე ნაკაიძე , 17 წლის გაიწვიეს ომში და უგზო
-უკვლოდ დაიკარგა.
ზინა სამსონის ას ნაკაიძე (1921-2000), მას ჰყავს ერთი შვილი ლიანა, ჰყავს 5 შვილი (მარინა, ირმა, ლამზირა, მამუკა და ზაირა)  ამჟამად ცხოვრობს სოფელ ლეღვაში.

ვასილის დედა გახლდათ მარო გოლიაძე, ვასილის მამა სამსონ ნაკაიძე.

მაროს გარდაცვალების შემდეგ სამსონი, იყო მეორე ქორწინებაში ოლიასთან, ოლიას გარდაცვალების შემდეგ მესამე ქორწინებაშიც...


ფოტოზე შუაში ვასილ მოსეს ძე ნაკაიძე

1917-1942 (ფრონტზე გაცილების წინ გადაღებული ფოტო)


სამსონ ნაკაიძე და მარო გოლიაძე.1909წ


მიშა(შუტუ) სამსონის ძე ნაკაიძე.1927-1944წ     


გრიშა  სამსონის ძე ნაკაიძე (1909-1989)             


ზინა სამსონის ას ნაკაიძე (1921-2000)

ვასილი(მოსე) სამსონის ძე ნაკაიძე, 25 წლის ასაკში გაიწვიეს ომში და 1942 წლის ოქტომბერში ფრონტიდან მოვიდა ცნობა მისი უგზო უკვლოდ დაკარგვის შესახებ.

ვასილის დის, ზინას მონათხრობით, ომში მიმავალმა ვასილმა შემოუთვალა ოჯახს, რომ მისი ერთი წლის შვილი ლიანა(ტატული), დაეხვედრებინათ ოზურგეთში, ბჟუჟის ხიდთან,სადაც გამოივლიდა სამხედრო მანქანით და გამოემშვიდობებოდა ოჯახს. რა თქმა უნდა,სამხედრო მანქანამ არ გააჩერა, ვასილმა წითელი ხელსახოცი დაუქნია ოჯახს (ზინა, ელენა და ტატული) და ასე გამოემშვიდობა, „მშვიდობით ოზურგეთო, მშვიდობით ტატულიო“.

ვასილის უმცროსი ძმა, მიშა სამსონის ძე ნაკაიძე, 17 წლის ასაკში ქუჩიდან აიყვანეს და გააგზავნეს ფრონტზე, საიდანაც  აღარ დაბრუნებულა.

დედის დედა


ვასილის მეუღლე,ელენე გიორგის ასული ვაშაკიძე-ნაკაიძისა (1914წ. 10 აპრილი-2002წ. 24 აპრილი)

ერთი შვილი, ლიანა ვასილის ასული ნაკაიძე, მარტომ გაზარდა, ბებო ყველაფერს აკეთებდა ,რომ ობლობა არ ეგრძნო შვილს. დაქვრივების შემდეგ ელენა  მამაპაპისეულ სახლს დაუბრუნდა. დიდ ჯიხაიში ზრდიდა შვილს  მამასთან და დებთან ერთად. თვითონ დიზაინერი იყო,სოფელში ყველას მისი შეკერილი სამოსი ეცვა.


ელენა ნაკაიძე სამუშაო პროცესში.


ელენას 6 დედმამიშვილი ყავდა : შურა,თამარი,ევგენია,ქეთევანი,მარიამი და მედიკო



საოჯახო ფოტო. დიდი ჯიხაიში,1963წ


1964 წელი.ჯიხაიში.


საოჯახო ფოტო. დიდი ჯიხაიში,1960წ

დიდი ბაბუა(პეპერა)


გიორგი ივანეს ძე ვაშაკიძე (1888-1981)

გიორგი დიდი მეურნე კაცი გახლდათ ,გაშენებული ჰქონდა ალადასტური და იმერული ჯიშის ვაზი . დღემდე გვაქვს ეზოში,დიდ ჯიხაიშში თერთმეტი ქვევრი , რომელიც სულ სავსე ჰქონდა და ხის დიდი საწნახელი,სადაც თავისი ხელით დაკრეფილ ყურძენს წურავდა.
დიდი ზეიმი იყო როდესაც იკრიბებოდნენ შვილები და შვილიშვლები, ერთი დიდი რიტუალი იყო ჭურის თავის მოხდა , ბუხართან ქეიფი , იშლებოდა იმერული პურ-მარილი,

იყო დიდი მხიარულება..


1968წ, დიდი ჯიხაიში

ბაბუას  თაოსნობით იმართებოდა „ზავოდობა“, იხდეოდა ხილის -ტყემლისა და კარალიოკის არაყი.


„ზავოდობა“ 1975 წელი.ჯიხაიში.


გიორგი ივანეს ძე ვაშაკიძე (1888-1981)


ქვემოდან მარჯვნივ  გაიანე(1895-1942)

დასთან , შვილებთან და დისშვილებთან ერთად.

ეს ერთადერთი ფოტო შემორჩა ოჯახის არქივს. ფოტო გადაღებულია 1939 .

 

გიორგის და გაიანეს ჰყავდათ შვიდი ქალიშვილი:

შურა (ალექსანდრა) გიორგის ასული ვაშაკიძე-ხარებავასი (1912-2002)

შვილები: დოდო და ემზარი. თბილისი.

თამარა გიორგის ასული ვაშაკიძე-გოგისვანიძისა (1913-1996)

შვილები: თენგო და მაყვალა. თბილისი.

ელენა გიორგის ასული ვაშაკიძე-ნაკაიძისა (1914-2002)

შვილი: ლიანა. სამტრედია,ჯიხაიში.

მარიამი გიორგის ასული ვაშაკიძე (1916-1998) თბილისი.

ჟენია (ევგენია) გიორგის ასული ვაშაკიძე - ბაირახტაროვისა (1918-2001)

შვილი: თემური. თბილისი.

ქეთევან გიორგის ასული ვაშაკიძე-ბერაიასი (1925-2001)

შვილები: ზურაბი და რუსუდანი. ჭიათურა.

მედეა (მეტია) გიორგის ასული ვაშაკიძე-ჯავახიშვილისა (1928-1968) მცხეთა.

   გიორგის მეუღლე გაიანე დევიძე, ადრე გარდაეცვალა ( 48 წლის ასაკში).

სოფლის გაღმა მიწის ნაკვეთები ჰქონდა გიორგის, სადაც მოჰყავდათ სიმინდი ლობიო,სოიო,კვახი. თავისი ხარ-ურემით ამუშავებდა მიწას. ჰყავდა მსხვილფეხა ცხოველის ფერმა და მეფრინველეობა. ასევე უვლიდნენ აბრეშუმის ჭიას, რომლისთვისაც ეზოში ჰქონდათ თუთის ხეები,რითაც კვებავდნენ აბრეშუმის ჭიას.

ტრანსპორტი , რომლითაც გადაადგილდებოდა იყო ცხენ-ურემი. შრომაში შვილებიც ჩაფლული იყვნენ. ბებია იხსენებდა, „მზე ამოიწვერებოდა თუ არა, ნახევრად მძინარე ბავშვებს ურემზე შეგვსვავდა და ყანაში მივყავდით მამაჩემსო.უფროსი და შურა პრივილეგიით სარგებლობდა,სახლში რჩებოდა და სადილ- ვახშამს გვიმზადებდაო." მშრომელი და მადლიანი კაცი იყო გიორგი ივანესძე ვაშაკიძე.


გიორგი ბაბუა ,1957წ.


1959წ, გიორგი შვილებთან ერთად

მე მახსენდება ჩემს ბავშვობაში ჯიხაიში ერთად რომ შეიკრიბებოდა შვიდი შვილი და მათი მონაგარი,როგორი ფუსფუსი იყო.ბუხრის პირას გოჭის და დედლების შეწვა დიდი რიტუალი იყო.კეცზე ხაჭაპურები და მჭადები ცხვებოდა,ღომს ბუხარში სამფეხზე შემოდგავდნენ.იშლებოდა იმერული პურ- მარილი,შემოსძახებდნენ მრავალჟამიერს და მთელი სოფელი ჩვენ ვიყავით.

1970წ. დიდი ჯიხაიში


ტრადიციები

 

    იმერეთში აღდგომის და ფერისცვალების დღესასწაულებს განსაკუთრებული საზეიმო ელფერი აქვს. ბავშვობის მოგონებებიდან ფერისცვალების დღესასწაული, ჩემი სოფელი და ბებია მენატრება.სულს მითბობს ეს მოგონებები და ბავშვობაში მაბრუნებს.

  ფერისცვალებას ბებო სუფრის გაშლას დილიდანვე იწყებდა, ყველანაირ ხილს დააწყობდა ხის გობზე. ეზოში კვახს და სიმინდს მოტეხდა. ტარო სიმინდს და მოხარშულ კვახს სულ სხვა გემო ჰქონდა ფერისცვალების სუფრაზე. თავისი დაკოჟრილი ხელებით სანთელს დაანთებდა, საკმევლის სურნელი დატრიალდებოდა ირგვლივ დაჩუმად,თავისი სიტყვებით ლოცულობდა: „გვეწეოდეს და გვწყალობდეს ფერისცვალების გაცხადებული სასწაულის მადლი. სიკეთისკენ, სიხარულისკენ, სიყვარულისკენ ეცვალოს ფერი ჩვენს სიცოცხლეს. შენ დეიფარე ჩემი ბაღნები, კაის მსურველი და ყველა მოკეთე."

 აღდგომასაც სადღესასწაულო ელფერი ჰქონდა. ბებო საუკეთესო კვერცხებს გადაარჩევდა  ხოლმე და სახელდახელოდ, თუჯის ქვაბით ბუხარში შეკიდებდა. „მანანას“ ფხვნილით ისეთ კვასკვასა, წითელ კვერცხებს შეღებავდა, გასატეხად შეგენანებოდა. ქვის კეცზე ხაჭაპურს და ყველიან კვერებს დააცხობდა, მოხარშული დედალი, ტაბაკა წიწილი და ღომი, გადაზელილი სულგუნი საკურთხის სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ეზოს ყვავილებს დაგვაკრეფინებდა ბავშვებს და ლარნაკით ჩადგამდა. იმერული პურ - მარილით გაშლილ სუფრაზე სტუმრებიც შემოგვესწრებოდნენ. აღდგომის დღესასწაულს ყველა ბოქლომდადებილი ჭიშკარი აჭრიალდება  ხოლმე იმერეთში.ყველა ცდილობს ამ დღეს თავის მიცვალებულს სანთელი დაუნთოს, ამიტომ სტუმარი და მონატრებული ნათესავების მონახულება ადათ-წესია იმერეთში. 

 ჭიაკოკონა ადრე გაზაფხულზე, აღდგომის წინა ოთხშაბათს ეწყობოდა. ამისათვის წინასწარ,განსაკუთრებით ემზადებოდნენ,აგროვებდნენ ფიჩხებს და ეჯიბრებოდნენ რომელ ოჯახს უფრო დიდი კოცონი ექნებოდა.ახალგაზრდები ახტებოდნენ ანთებულ კოცონს და გაიძახოდნენ „ალული კუდიანებსო“,მათი რწმენით,ასე აშინებდნენ ავსულებს და კუდიანებს სოფელში.            


ჩვენ

 

 მე, ლელა ვარლამის ასული ლეკვეიშვილი დავიბადე 1963წლის 4 იანვარს, ქ. თბილისში. პროფესიით ეკონომისტი-ფინანსური მენეჯერი . პროფესიონალ -ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის წევრი.

შვილები :

დავით როლანდის ძე თანიაშვილი დაიბადა 1985წლის 31 იანვარს, ქ. თბილისში

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მუსიკალური  შვიდწლედი, ანსამბლ მართვეს კურსდამთავრებული, სამედიცინო უნივერსიტეტის ფოლკლოლური ანსამბლის ლოტბარი.

ამჟამად, აქვს საკუთარი ფარმაცევტული კომპანია . ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი ნიკოლოზი (27/02/2013წ) და ანდრია (31/01/2016წ)

თამარ არაგველი თანიაშვილი დაიბადა 1989 წლის 6 ივნისს, ქ. თბილისში

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი საბანკო, საფინანსო , სადაზღვევო საქმე ,ამასთანავე აქვს მაგისტრის  ხარისხი-ფინანსური მენეჯერი. აქვს მუსიკალური განათლება , ხელოვნების სკოლის სტუდიის კურსდამთავრებული, თოჯინების თეატრის მსახიობ-გამხმოვანებელი, მუშაობდა საქართველოს ბანკში -მენეჯერის პოზიციაზე, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი ნუცა (08/12/2017)

ლელა ლეკვეიშვილი 1975 წელი

ლელა ლეკვეიშვილი 2019 წელი

ლელა და დავითი.2010 წელი

სამება -ლეკვეიშვილების გვარის დალოცვის დღე.

თამარის ქორწილი.2016 წელი

2022 წელი ბათუმი


ნიკოლოზი და ანდრია.  2022წ                                                                    


ნიკოლოზი,ნუცა და ანდრია 2020 წელი


თბილისი. 2016წ 


თბილისი. 2015 წელი


ლელა და ლალი ლეკვეიშვილი 2023წ თბილისი

   ჩემი და, ლალი ვარლამის ასული ლეკვეიშვილი დაბადა 1964წლის 17 თებერვალს. ბავშვობაში ტყუპებივით ვიზრდებოდით, ერთი წლით უმცროსია ჩემზე. ლაღი და უდარდელი ბავშვობა გვქონდა, ბევრი მზიანი დღე. ორივემ თბილისში შევქმენით ოჯახები, დიდი ქორწილებით და ხმაურით. ოთხი შვილი გავზარდეთ,ერთმანეთის ზრუნვაში და გატანაში მიდის ცხოვრება ლამაზად და ბედნიერად, შვილების და შვილიშვილების გარემოცვაში. ლალი პროფესიით ეკონომისტია.ყავს მეუღლე და ორი შვილი. მეუღლე ნუგზარ კოსტანტინეს ძე ბუტიკაშვილი დაბ 1960.24.08 თბილისში. საოცარი პიროვნება ,მეურნე და მეოჯახე . პროფესიით ეკონომისტი . ცხოვრობს თბილისში, ავჭალაში, გაშენებული აქვს ვაზი და ხეხილის ბაღი.ყოველ წელს მოყავს ტონამდე ყურძენი, წურავს თავის მარანში .აქვს თავისი საფირმო შავი და თეთრი ღვინო.ხეხილის ბაღში გაშენებული აქვს ბროწეულის, ვაშლის, კომშის, კაკლის, ალუჩის ხეები. ჩვენი დიდი ოჯახი სავსეა დოვლათით.ვამზადებთ ბროწეულის მაშარაფს,ხილფაფებს,ჩირს კომპოტებს.ყავთ ორი შვილი ლაშა და ლიკა.

 ლაშა ნუგზარის ძე ბუტიკაშვილი დაბად 1989წლის 23 ივლისს.ქ.თბილის. პროფესიით პროგრამისტი დაამთავრა ილიას სახ უნივერსიტეტი.მუშაობს განათლების სამინისტროში. ყავს მეუღლე და ორი შვილი ალექსანდრე(14/06/2018) და ნინა(17/06/2021.)

 ლი ნუგზარის ასული ბუტიკაშვილი .დაიბადა 1990წლის 8 სექტემბერს. ქ თბილის. პროფესიით მხატვარ- დიზაინერი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.მაგისტრი.მეშაობს დიზაინერად


და ლალი ლეკვეიშვილი 2018 წელი


შუამთა ლალი ლეკვეიშვილი, მეუღლე ნუგზარ კოსტანტინეს ძე ბუტიკაშვილი 1987წელი


ყვარელი. 2019 წელი. ალექსანდრეს ნათლობა. ლალი ლეკვეიშვილი, მეუღლე ნუგზარ კოსტანტინეს ძე ბუტიკაშვილი


ლალი და ლიკა ბუტიკაშვილი. რაჭა 2022წ


ლალი და ლაშა ბუტიკაშვილი. 2016წ


ალექსანდრე და ნინა. 2022წ


რთველი 2022წ. ავჭალა


ლიკა, ალექსანდრე და ლაშა.      

ბაზალეთი 2020წ


ნუცა, ალექსანდრე, ნიკოლოზი.   ნინას ნათლობა. ავჭალა 2022წ      


ლიკა და თაკო,ალექსანდრე და ნუცა. 2020 წელი


დავითი,ლაშა,თამარი და ლიკა

2020წ.ბაზალეთი

ბიძაშვილი,  ლეილა სერგოს ასული ლეკვეიშვილი ვაშაკიძისა. დაიბადა 1961წლის 20 ივნისს. ქ ქუთაისში. პროფესიით კულინარი. თავისი საცხობი და კაფე აქვს. მეუღლე თამაზი ვაშაკიძე,ჰყავთ ორი ვაჟი თემური და გიორგი . თემური თამაზის ძე ვაშაკიძე დაბადებული 20.07.1984, დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პროგრამისტია. ყავს მეუღლე და ორი ვაჟი, სანდრო და საბა. მეორე ვაჟი გიორგი თამაზის ძე ვაშაკიძე დაბადბული 13.03.1982, დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მშენებელ ინჟინერია. ყავს მეუღლე 

და ორი შვილი,თეკლა და ნიცა.

გაგრა.1983 წელი

გაგრა.1966 წელი

ლელა, ლალი და ლეილა ლეკვეიშვილები. 2016წ

ქუთაისი. გიორგის ქორწილი. 2006 


ლელა და ლალი მშობლებთან ერთად  1971წ გაგრა.           


გაგრა. 1966 წელი  


დიდი ჯიხაიში. 1968წ


გაგრა. 1968წ


ლეკვეიშვილთა საგვარეულო კავშირი

 

  ლეკვეიშვილების გვარი სათავეს იღებს XVIIს-დან. მერაბ ლეკვეიშვილის მიერ, საარქივო მასალების კვლევის შედეგად,დადგინდა რომ 1730-1750წლებში იანეთში ცხოვრობდა სამი ლეკვეიშვილი: გაბრიელი,ბუჭუა და იესე. სწორედ იანეთში მოქმედი ღვთისმშობლის ტაძრის(1800-1835) მღვდელი გიორგი ლეკვეიშვილი, იესეს შვილი გახლდათ. ეს ტაძარი დაანგრიეს ბოლშევიკებმა, საბჭოთა ხელისუფლების რეჟიმის დამყარებისთანავე.

 2010 წლის 26 სექტემბერს ლეკვეიშვილების გვარი საქართველოს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა. მე ერთერთი ინიციატორი გახლდით ამ საქმის. დიდი ძალისხმევით და მონდომებით ჩვენ გვაქვს საგვარეულო ხატი , დროშა და გერბი. მაქვს პატივი, გვარის გამგეობის წევრი ვიყო.საგვარეულო ხატმა მოილოცა , ლეკვეიშვილების ოჯახები.




თბილისი,სამება 2010წელი.

გვარის დალოცვა.





ლეკვეიშვილი გვარის გერბი




დარეჯან და ლელა ლეკვეიშვილები. თბილისი 2009წელი


პირველი შეხვედრა დეკანოზ მამა დიმიტრი ლეკვეიშვილთან.

ვარკეთილის წმინდა გიორგის ტაძარში. 2009წ


სამება,გვარის დალოცვის დღე.  2010წლის 26 სექტემბერი


დარეჯან,მერაბი და ლელა ლეკვეიშვილები. 2019 წელი

- „დეიდა წმინდა ნინო, საქართველოს რა ეშველება?

ნუ გეშინია, შვილო. უფრო ცბიერი და ცბიერი მტრებიც გვყოლია, მაგრამ ხომ გესმის, ახლაც ქართულად ვლაპარაკობთ. ჩვენ გადაშენება არ გვიწერია, შვილო. გადაშენება და გადაჯიშებაც იმათი ხვედრია, ვისაც ბევრი არაფერი აქვთ დასაკარგი და, ბუნებრივია, რაც არ გააჩნიათ, იმას ვერ ებღაუჭებიან ხოლმე.

შენს ბაღს კი, რა წაშლის... ნუ გეშინია! „ 

 გ. დოჩანაშვილი

“.. ხეო უფლიოსაო,

მიმრავლე მოდგმა,

მოისხი ვარსკვლავეთი ბრიალა.

მე კი დამიგულე იმ მკურნალ ფოთლად,

რომელიც დაეცემა მამულის იარას...”


შოთა ნიშნიანიძე




დახმარებისთვის მადლობას ვუხდი: ლალი ლეკვეიშვილს,თამარ არაგველს,ლიკა ბუტიკაშვილს,ბიძაჩემს თემურ ვაშაკიძეს,მანანა რურუას,რუსუდან ბერაიას,ვიოლეტა სტურუას, ნინო ქავთარაძეს,ლიანა ნაკაიძეს. 

  2023წ. თბილისი

ლელა ლეკვეიშვილი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.03.2023
ბოლო რედაქტირება 06.04.2023
სულ რედაქტირებულია 14





სოფ. დრანდა, გულრიფშის რ-ნი, მებრძოლები, ვეტერანები. გენოციდი

2 0

ბაღდათის მუნიციპალიტეტი მებრძოლები, 1990 წლიდან, მოგვაწოდა მინდია ამირანის ძე კიკნაველიძემ დაბ. 1986 წელს, ბაღდათი

2 0

დღის იუბილარი/ხსენება ნიმუში

1 0


საქართველოს ომები ნიმუში

1 0


+კონდოლი თელავი 148 ნაპოვნი დოკუმენტი 1941-45

1 0


1918-21 წლები 400 დაღუპული მებრძოლის სია პაატა გიგაურისგან

1 0