სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11910

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
წმიდა მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი 1842-1918წწ.  მღვდელი ხსენება 05 ივლისი დაბ. სოფ. კაკი, კახი, საინგილო. წმიდა მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი 1842-1918წწ.  მღვდელი ხსენება 05 ივლისი დაბ. სოფ. კაკი, კახი, საინგილო.

1845-1917 წწ. გარდ. 72 წლის

ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი ყულოშვილი სია

კახი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

904       ბეჭდვა

წმიდა მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი 1842-1918წწ. მღვდელი ხსენება 05 ივლისი დაბ. სოფ. კაკი, კახი, საინგილო.

მიხეილ ყულოშვილი 1845-1917წწ


დაბადების ადგილია: სოფელი კაკი, საინგილო (თანამედროვე აზერბაიჯანის კახის რაიონი, სოფ. კახი).


მიხეილის მამა მუსლიმი იყო, მაგრამ ყულოშვილების ოჯახში ქრისტიანული ტრადიციები მაინც ინახებოდა. 1854 წლის 17 აგვისტოს მიხეილი მართლმადიდებლურად მოინათლა. იგი ფლობდა რუსულ, თათრულ, სომხურ და უდინურ ენებს. მან ქართული წერა-კითხვა, წმიდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ზაქათალის ოლქის მთავარხუცესთან, მღვდელ სვიმონ ბეგიაშვილთან შეისწავლა. 1858 წელეს ჰერეთში მისი თაოსნობით გაიხსნა პირველი ქართული სამრევლო-საეკლესიო ორკლასიანი სკოლა‚ სადაც ადგილობრივ ბავშვებს ქართულ წერა-კითხვას უსასყიდლოდ ასწავლიდა; ზეპირად იცოდა "ვეფხსიტყაოსანიც"; მიქაელის საეკლესიო მსახურება 1860 წლის 19 სექტემბერს ბელაქანის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესიაში უშტატო მედავითნეობით დაიწყო; 1866 წელს დიაკვნად აკურთხეს და კახის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა; 1870 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ვართაშენის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დადგინდა; სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა რამდენიმე ეკლესიაში და ასწავლიდა საღვთო სჯულს სამრევლო-საეკლესიო სკოლებში; 1888-1904წწ. აქტიურად მონაწილეობდა ქურმუხის ტაძრის აღდგენის საქმეში; XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო ამ ტაძრის აღდგენის მიზნით ფულის შეგროვება; 1892 წელს მამა მიქაელი თასმალოს წმიდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დადგინდა; ეკლესია კახიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. სოფელი მუსლიმანებით იყო გარშემორტყმული და ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა ძლიერ დისკრიმინაციას განიცდიდა. მამა მიქაელი თასმალოში ერთხელ ან ორჯერ ჩადიოდა და მოღვაწეობაც რთულ პირობებში უწევდა. კარგად იცოდა ყურანი და მოლებთან პაექრობაში, უპირატესობით გამოირჩეოდა. მისი საუბრების შედეგად მართლმადიდებლურად ბევრი ინათლებოდა და რამდენიმე ოჯახიც მოექცა.1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციისა და ჰერეთში პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვის შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლებმა შიშის გამო ზაქათალის ოლქი მიატოვეს და საქართველოსთან ყველანაირი კავშირი შეწყდა. იმ დროს მუსავატების მოძრაობა იყო, ისინი დიდი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, ხალხს თავის რაზმებში ჩაწერას აიძულებდნენ, ამოწყვიტეს სომხური სოფლები… როცა ჰერეთის ჯერი დადგა, ბევრმა მაცხოვრებელმა თავს გაქცევით უშველა… საფრთხის ქვეშ იდგა მღვდელი მიქაელის სოცოცხლეც, რომელმაც ქრისტიანობის უარყოფასა და მუსლიმანობის მიღებაზე მასთან მისულ მრჩევლებს კატეგორიულად მოსთხოვა, მეორედ ამისთვის აღარ მისულიყვნენ. 1917 წლის 1-ელ ნოემბერს იგი სარწმუნოებრივ ნიადაგზე აწამეს და მოკლეს. 2012 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიხეილ ყულოშვილი წმინდანად შერაცხა.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.726 



მღვდელ მიქაელს მოლები და მუსავატები ემტერებოდნენ. 1918 წელს იგი წამებით მოკლეს.

2012 წლის 5 ივლისს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) წარდგინებით, მღვდელი მიქაელ ყულოშვილიწმიდანად შეირაცხა ჰერეთში მოღვაწე, რწმენისთვის თავდადებული მღვდელი, მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი (1842-1918 წწ.). მისი ხსენების დღედ 5 ივლისი დადგინდა.


მღვდელი მიქაელ ყულოშვილი 1842 წელს საინგილოში, სოფელ კაკში (თანამედროვე აზერბაიჯანი) დაიბადა. მამამისს ერქვა რაფაელი, ხოლო დედას – საბედო. მართალია, მიხეილის მამა მუსლიმი იყო, მაგრამ ყულოშვილების ოჯახში ქრისტიანული ტრადიციები მაინც ინახებოდა. 1854 წლის 17 აგვისტოს მიხეილი მართლმადიდებლურად მოინათლა. იგი ფლობდა რუსულ, თათრულ, სომხურ და უდინურ ენებს. მან ქართული წერა-კითხვა, წმიდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ზაქათალის ოლქის მთავარხუცესთან, მღვდელ სვიმონ ბეგიაშვილთან შეისწავლა. 1858 წელეს ჰერეთში მისი თაოსნობით გაიხსნა პირველი ქართული სამრევლო-საეკლესიო ორკლასიანი სკოლა‚ სადაც ადგილობრივ ბავშვებს ქართულ წერა-კითხვას უსასყიდლოდ ასწავლიდა. მან ზეპირად იცოდა “ვეფხსიტყაოსანიც.”



მიქაელის საეკლესიო მსახურება 1860 წლის 19 სექტემბერს ბელაქანის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესიაში უშტატო მედავითნეობით დაიწყო. 1866 წლის 20 ნოემბერს‚ მღვდელ პეტრე კონჭოშვილის წარდგენით დიაკვნად აკურთხეს და კახის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1870 წლის 11 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მიხეილ ყულოშვილს მღვდლად დაასხა ხელი და ვართაშენის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დადგინდა.

მღვდელი მიქაელი სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა რამდენიმე ეკლესიაში და ასწავლიდა საღვთო სჯულს სამრევლო-საეკლესიო სკოლებში.


1888-1904 წლებში წმიდანი აქტიურად მონაწილეობდა ქურმუხის ტაძრის აღდგენის საქმეში. XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო ამ ტაძრის აღდგენის მიზნით ფულის შეგროვება. 1892 წელს მამა მიქაელი თასმალოს წმიდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დადგინდა (1894 წლის 9 ოქტომბერს ტაძარი საზეიმოდ იკურთხა). ეკლესია კახიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. მღვდელი მიქაელ ყულოშვილისოფელი მუსლიმანებით გახლდათ გარშემორტყმული და ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა ძლიერ დისკრიმინაციას განიცდიდა. მამა მიქაელი თასმალოში ერთხელ ან ორჯერ ჩადიოდა და მოღვაწეობაც რთულ პირობებში უწევდა. მამა მიხეილმა კარგად იცოდა ყურანი და მოლებთან პაექრობაში, უპირატესობით გამოირჩეოდა. მისი საუბრების შედეგად მართლმადიდებლურად ბევრი ინათლებოდა და რამდენიმე ოჯახიც მოექცა.


1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციისა და ჰერეთში პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვის შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლებმა შიშის გამო ზაქათალის ოლქი მიატოვეს და საქართველოსთან ყველანაირი კავშირი შეწყდა. იმ დროს მუსავატების მოძრაობა იყო, ისინი დიდი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, ხალხს თავის რაზმებში ჩაწერას აიძულებდნენ, ამოწყვიტეს სომხური სოფლები… როცა ჰერეთის ჯერი დადგა, ბევრმა მაცხოვრებელმა თავს გაქცევით უშველა… საფრთხის ქვეშ იდგა მღვდელი მიქაელის სოცოცხლეც, რომელმაც ქრისტიანობის უარყოფასა და მუსლიმანობის მიღებაზე მასთან მისულ მრჩევლებს კატეგორიულად მოსთხოვა, მეორედ ამისთვის აღარ მისულიყვნენ.


მუსავატთა მუქარის მიუხედავად, მამა მიხეილი ყოველდღე უშიშრად დადიოდა სოფელ მარსანსა და თასმალოში, სადაც წირვა-ლოცვას აღავლენდა. 1917 წლის 1-ელ ნოემბერს მამა მიხეილი სამრევლოში ჩავიდა. წირვის დამთავრების შემდეგ სახლისკენ გაემართა. მას გზად სოფელი მარსანი უნდა გაევლო. სოფლის ხიდთან კაცი შემოხვდა, რომელმაც ავადმყოფის სანახავად გაყოლა სთხოვა. მოძღვარი უცნობს მიენდო. ავადმყოფის სახლში მისულმა ფეხი ფარდაგს როგორც კი დააბიჯა ფარდაგიანად სარდაფში ჩავარდა, სადაც მოსყიდული მკვლელები იყვნენ ჩასაფრებულები. მღვდელი შებოჭეს და სარწმუნოების შეცვლა სთხოვეს, რათა შემდეგ გაქრისტიანებული ინგილო ხალხიც მუსლიმანობაზე მოექცია. მოძღვარს ხანჯლებითაც დაადგნენ თავს, თუმცა – უშედეგოდ. ბოლოს მოძღვარს უთქვამს: “ვიცი, რომ სიკვდილის პირას ვარ, მაგრამ მე ჩემს სარწმუნოებას ურჯულოთა რჯულზე არ შევცვლი. ადამიანის სიცოცხლის ბოლო მაინც სიკვდილია, ამიტომ‚ „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”. დაე, მომკალით წმიდა სამებისთვის. სიკვდილის შიშითაც არ მივიღებ თქვენს საზიზღარ სარწმუნოებას – სადაც დედისა და დის მეტს არავის ცნობთ. ძმა ძმის ცოლს ირთავს, არ იცით სისხლით ნათესაობა. გაქვთ ჩამორჩენილი კულტურა…” ჯალათებმა მამა მიხეილს სიტყვა არ დაასრულებინეს, პირჯვრის გადაწერაც ვერ მოასწრო, ისე გამოასალმეს სიცოცხლეს. შებინდებულზე მისი გვამი შავ სუდარაში შეახვიეს, ურემზე დადეს და უღრან ტყეში წაიღეს. უპატრონოდ დარჩენილი ცხენი ჭიხვინით გამოიქცა სოფელში, ხალხი ყველაფერს მიხვდა…


წმიდა მიხეილ-მიქაელ ყულოშვილის მკვლელობის ამბავი სწრაფად გავრცელდა მთელ საქართველოში. 1918 წლის გაზეთ “საქართველოს” მეექვსე ნომერში ვინმე “ვ-ლი”-ის ფსევდონიმით წერდა, რომ მამა მიხეილის გვამი 18 დღის ძებნის შემდეგ სოფელ მარსანის ახლო ტყეში, ძველი ნახშირის საწვავ ორმოში ჩაგდებულს მიაკვლიეს.


“ნახევრად გახრწნილი გვამი რომ ამოიღეს, მნახველთ საშინელი სურათი წარმოუდგათ: ხელები გაკრული ზურგზედ, ხანჯლის ჭრილობა გულის ზემოთ, ყელი გამოჭრილი და კისრის ხერხემლის ძვლები დაკეპილი. ექიმების გამოკვლევით, ხელგაკრული მღვდელი დაუწვენიათ მარცხენა გვერდზე და მარჯვენა მხრით დაუწყიათ ხანჯლით (ან ცულით) ცემა და ნახევარზედ მოუშორებიათ კისერი. კუჭის გასინჯვამ აღმოაჩინა, რომ მღვდელი რამდენიმე დღე მშიერი ჰყოლიათ დამწყვდეული. არის ნიშნები, რომ გვამის დაწვა სდომებიათ ორმოში, მაგრამ ცეცხლი მალე ჩამქრალა. ამ მხეცური მკვლელობის ჩამდენნი ხალხმა იცის, მაგრამ ვერ უთქვამს, რადგან მთავრობა არ არის და გამჟღავნებისთვის შურისძიების ეშინიათ. მღვდელი მიხეილ ყულოშვილის გვამი მრავალი ხალხის თანდასწრებით დაკრძალული იქნა კახის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში… ეჭვი არ არის, რომ მხეცური მკვლელობა ჩადენილია სარწმუნოებრივ ნიადაგზე. სიცოცხლის დროსვე მუსლიმანები ხან ემუქრებოდნენ მღვდელ ყულოშვილს ჩვენს სჯულზე გადმოდი, თორემ ინანებო, ხან გამოცვლისთვის ბევრ რამეს ჰპირდებოდნენ. განსაკუთრებით მოლები ემტერებოდნენ, რადგან უკანასკნელმა კარგად იცოდა მაჰმადის სჯული, ყურანის ახსნა და ხშირად ამხელდა მოლების უვიცობას. მუქარას უთვლიდნენ მუსლიმანები ქრისტიან-ინგილოთაც და ძალათ უნდათ მაჰმადიანობა მიაღებინონ. საჭიროა, ქართველობამ ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს მათ გაჭირვებულ მდგომარეობას და ეხლავე ზომები მიიღოს ინგილოთა განსაცდელისგან დახსნისთვის, თორემ მერე გვიანი იქნება…”

წმიდანი კახის წმიდა გიორგის ეკლესიის ეზოში მიასვენეს და საინგილოს დიდი ეროვნული გმირის, ივანე-ბაბა ბულუღაშვილის გვერდით, საინგილოს პანთეონში დაკრძალეს. დასაფლავებას ინგილო ქრისტიანებთან ერთად მაჰმადიანებიც ესწრებოდნენ.

მღვდელი მიქაელის მკვლელობისთვის კანონიერი გზით დასჯის შესახებ არაფერია ცნობილი.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

წმიდა მიხეილ-მიქაელ ყულოშვილის შესახებ ცნობების მოპოვებაში დაგვეხმარა ხატმწერი დავით ქავთარაძე. სტატიაში გამოქვეყნებული წმიდანის ხატის ავტორიც ის გახლავთ.


04.07.2014

წმინდა სინოდის განჩინებით და ხორნაბუჯის ეპისკოპოსის მელქისედეკის წარდგინებით, 2012 წლის 5 ივლისს, სარწმუნეობისათვის თავდადებული მღვდელი მიხეილი წმინდანად შეირაცხა და სახელად ეწოდა წმინდა მიქაელი (ყულოშვილი) ჰერეთში წამებული.


მისი ხსენების დღედ კი  5 ივლისი დადგინდა. წმინდანის საფლავი  დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე,  ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის ეზოშია. როგორც ხორნაბუჯის ეპარქიის ფეისბუქის გვერდზე ვკითხულობთ, ამ დღესთან დაკავშირებით ჩატარდება სადღესასწაულო წირვა. ღვთისმსახურებას ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი მელქისედეკი, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში. სადღესასწაულო წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე.

 მღვდელმოწამე მიხეილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას "კარიბჭის" მკითხველს ისტორიის მაგისტრის  თემურ ტარტარაშვილის მიერ მოძიებული მასალების  მიხედვით გადმოგცემთ

მიხაელ ყულოშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა (1842-1918)

მღვდელმოწამე მიხეილ ყულოშვილი დაიბადა 1842 წელს სოფელ კახში რაფიელ და საბედო ყულოშვილების ოჯახში. მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოქცევამდე, მიხეილ ყულოშვილი მუსლიმი იყო და მას გადაწყვეტილი ჰქონდა მუსლიმი სასულიერო პირი გამხდარიყო. 1858 წელს მიხეილ ყულოშვილი მართლმადიდებლური წესით მოინათლა და სიკვდილამდე უფლისა და ხალხის სამსახურში იყო. მისი ცხოვრების პერიოდში, საინგილოში განხორციელებული ყველა ქართული საქმე პირდაპირ თუ ირიბად, მამა მიხეილ ყულოშვილის სახელს უკავშირდება. მღვდელი მიხეილ ყულოშვილი აქტიურად მონაწილეობდა ზაქათლის ოლქის სამრევლო სკოლის დაარსების, ეკლესიების აშენებისა და აღდგენის საქმეში. მღვდელმსახურებასთან ერთად, მამა მიხეილი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. იგი კახის სკოლის მასწავლებელი იყო. მიხეილ ყულოშვილმა დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.

მას ასევე დამთავრებული ჰქონდა გორის პედაგოგიური სასწავლებელი (კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების 1887 წლის ანგარიში (რუსულ ენაზე) გვ. 94). 1860 წელს "ოსეთის სასულიერო კომისია" გაუქმდა და მის ბაზაზე "კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოება" ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი კავკასიის გაქრისტიანება იყო (ვლადიმერ წვერავა, საქართველოს საეგზარქოსოს სამისიონერო მოღვაწეობა XIX საუკუნეში, ქუთაისი 2003, გვ.78).

ამ ორგანიზაციამ, კავკასია 12 სამისიონერო რაიონად – საბლაღოჩინოდ დაყო, რომელთა შორის ერთ-ერთი საინგილო იყო. საზოგადოების დაფინანსებით იქმნებოდა სამრევლოები და სამრევლო სკოლები. ეს ორგანიზაცია აქტიურად მუშაობდა აგრეთვე ძველი ეკლესიების აშენებისა და აღდგენის საკითხზე. 1860 წელს მიხეილ ყულოშვილმა ,,კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენ საზოგადოებაში" მუშაობა დაიწყო (კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების 1898-1901 წლების ანგარიში, II ნაწილი (რუსულ ენაზე), გვ. 15). იგი ქრისტიანობის აქტიურ ქადაგებას ეწეოდა და ამ ორგანიზაციის სხვადასხვა დავალებებს ასრულებდა. ცნობილი ფაქტია, რომ მუსლიმი სასულიერო პირები მიხეილ ყულოშვილს ამზადებდნენ იმისათვის, რომ მოლა გამხდარიყო. ქრისტიანობაზე მისი მოქცევა კი ისლამის მიმდევარი სასულიერო პირებისთვის დიდი დარტყმა იყო, რასაც მამა მიხეილს სიცოცხლის ბოლომდე ვერ პატიობდნენ. ისინი მას "მირზა ქეშეშს" ეძახდნენ.

1870 წელს მიხეილ ყულოშვილი მღვდლად აკურთხეს და კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში გაამწესეს, სადაც 1894 წლამდე მსახურობდა (კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების 1898-1901 წლების ანგარიში, II ნაწილი (რუსულ ენაზე), გვ. 145-146). ეს ეკლესია, 1855 წელს ძველი ეკლესიის ნანგრევებზე აშენდა. 1869 წელს კახის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაარსდა სამრევლო სკოლა, სადაც მიხეილ ყულოშვილი ასწავლიდა.

ამ სკოლას "კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოება" აფინანსებდა. 1888 წლის მონაცემებით, კახის სკოლაში 75 მოსწავლე სწავლობდა, მიხეილ ყულოშვილის ხელფასი კი წელიწადში 300 მანეთს შეადგენდა (კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების 1888 წლის ანგარიში, გვ. 122). 1870 წლიდან 1918 წლამდე მიხეილ ყულოშვილი საინგილოში მღვდელმსახურებას ეწეოდა. ამ პერიოდში მან ხალხის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. ღვთისმსახურების გარდა, მიხეილ ყულოშვილი სამედიცინო საქმიანობასაც ეწეოდა. ხალხურ მედიცინაზე დაყრდნობით, მიხეილ ყულოშვილი წამლებს ამზადებდა და მოსახლეობას კურნავდა.

მღვდელი მიხეილ ყულოშვილი ასევე აქტიურად მონაწილეობდა 1888-1894 წლებში ქურმუხის ეკლესიის აღდგენის საქმეში. ქურმუხის ეკლესიის აღდგენა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას დიდი ხანია უნდოდა, თუმცა შექმნილი პოლიტიკური ვითარება მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევდა. 1880-იანი წლების ბოლოს, ქურმუხის ეკლესიის აღდგენის მიზნით, საინგილოს მოსახლეობამ ფულის შეგროვება დაიწყო. ამ საქმის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო კახის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი მიხეილ ყულოშვილი (გაზეთი "ივერია", 1890 წელი, N175, სტატია "სოფელი კაკი", გვ. 1).

მამა მიხეილი ქურმუხის ეკლესიის მშენებლობის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი იყო. ცნობილია, რომ კომიტეტის წევრებსა და მის თავმჯდომარეს, ბლაღოჩინ ბარნაბოვს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობდა. ვითარების შესასწავლად, ეგზარქოსმა პალადიმ საინგილოში გაგზავნა "კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების" სასწავლებლების ინსპექტორი ბემონაზონი ლეონიდი (შემდგომში, 1918-1921 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდი (ოქროპირიძე) ). 1890 წლის 11 დეკემბერს, ეგზარქოს პალადისათვის გაგზავნილ ვრცელ წერილში, ინსპექტორი ლეონიდი მღვდელ მიხეილ ყულოშვილს დადებითად ახასიათებს და მას ღირსეულ პიროვნებას უწოდებს, რომელსაც ბლაღოჩინი ბარნაბოვი დაუმსახურებლად შეურაცყოფას აყენებს (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი-493, საქმე-580, დოკუმენტი N1140, გვ19).


1912 წელს მიხეილ ყულოშვილმა საკუთარი სახსრებით აღადგინა კახში, საყარულოს მთაზე, VIII საუკუნეში ქართლის მეფე არჩილის მიერ აშენებული კასრის სამების ეკლესია (ზ. ედილი, საინგილო, 1997, გვ. 177). 1922 წელს კასრის ეკლესია დარბეულ იქნა, შემდეგ კი მიწისძვრამ დაანგრია და დღეს მხოლოდ მისი ნანგრევებია შემორჩენილი (ილია ადამია, ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, ტომი III, საინგილო, 1968, გვ. 145-146).

1891 წელს ,,კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ" სოფელ თასმალოში წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის აშენება დაიწყო, რომელიც 1894 წლის 9 ოქტომბერს ეკურთხა (კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების 1898-1901 წლების ანგარიში, გვ.14). თასმალოს ეკლესია კახიდან დაახლოებით 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. 1894 წელს მიხეილ ყულოშვილი თასმალოს ეკლესიის მღვდლად დანიშნეს. მამა მიხეილი კვირაში ერთხელ ან ორჯერ დადიოდა თასმალოში და საჭიროების შემთხვევაში იქ რჩებოდა. თასმალოში მოღვაწეობა მას მეტად რთულ პირობებში უხდებოდა. 1900 წლის მონაცემებით, თასმალოს მართლმდიდებლური სამრევლო 22 კომლისგან შედგებოდა, რომელთა შორის 38 მამრობითი, ხოლო 25 მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო (იქვე, გვ. 14). ასეთ რთულ პირობებში და შედარებით მოკლე დროში 22 ოჯახის მოქცევა მამა მიხეილის წარმატებულ მისიონერულ მოღვაწეობაზე მეტყველებს.

აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ მამა მიხეილთან ერთად თასმალოში პერიოდულად ჩადიოდა მამა ლეონიდი (ოქროპირიძე), რომლის ქადაგებების შედეგად სოფელ თასმალოს რამდენიმე კომლი კვლავ მამაპაპისეულ სარწმუნოებას დაუბრუნდა (იქვე, გვ. 154). 1918 წელს, სოფელ თასმალოს ეკლესიის მღვდელი მიხეილ ყულოშვილი, წირვის დასრულების შემდეგ, ფანატიკოსებმა მოტყუებით ტყეში მიიყვანეს და სასტიკად აწამეს, რის შედეგაც იგი გარდაიცვალა. მიხეილ ყულოშვილი ადგილობრივმა ქართველმა მოსახლეობამ კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში დიდი პატივით დაკრძალა.

აქვე წაიკითხეთ:

სანამ ყელს გამოსჭრიდნენ, პირჯვრის გამოსახვა უცდია, მაგრამ ვეღარ მოუსწრია

"საინგილოს მიეხმარე, როგორც შეგიძლიაო..."



KARIBCHE

მიხეილ ყულოშვილის საფლავი კახის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში

ჯაბა ლაბაძის ფოტო

სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი



მღვდელი მიხეილ ყულოშვილი
მღვდელი მიხეილ ყულოშვილი 1825 წელს, საინგილოში სოფელ კახში დაიბადა. 1850-იან წლებში ხელი დაასხეს დიაკვნად და დაინიშნა სოფელ მარსანისა და კაკის სამრევლოში. 1858 წელს მისი თაოსნობით გაიხსნა 2 კლასიანი სამრევლო სკოლა, სადაც თვითონვე ასწავლიდ ბავშვებს. თვითნასწავლი მამა მიხეილი, სკოლისშენობის  უქონლობის გამო, თავის სახლში ამეცადინებდა მოსწავლეებს. გარდა ქართული ენისა, მან ასევე იცოდა თათრული, უდური, სომხური და რუსული ენები. 1870 წელს აკურთხეს მღვდლად და დაინიშნა კახის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად. 1883 წელს დაჯილდოვდა საგვერდულით. 1890 წლის 6 მარტის წმ. სინოდის ბრძანების საფუძველზე დაჯილდოვდა სკუფიით. 1892 წლის მაისში მამა მიხეილი დაინიშნა სოფელ თასმალოს ახლადგახსნილ სამრევლოს წინამძღვრად. მამა მიხეილმა ასევე კარგად იცოდა მკურნალობაც და უსასყიდლოდ ეხმარებოდა გაჭირვებულებს. 1890-იანი წლების ბოლოს ისევ დაინიშნა კახის წმ. გიორგის ეკლესიაში. 1908 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა კამილავკით. მან თავისი სახსრებით განაახლა სოფელ კასრში 718 წელს წმ. არჩილ მეფის მიერ აშენებული წმ. სამების ეკლესია, რომელიც 1912 წელს იკურთხა. იმავე წლის 13 მარტს ხელმეორედ დაინიშნა თასმალოს სამრევლოში. 1918 წელს აზერბაიჯანელმა მუსავათელმა პანთურქებმა მამა მიხეილს გამაჰმადიანება შესთავაზეს. მათი ვერაგული აზრით, მისი გამაჰმადიანებით მთელი მრევლი და ასევე საინგილო გათათრდებოდა. მამა მიხეილმა კატეგორიული უარი განაცხადა ამ წინადადებაზე, რის გამოც 93 წლის მოძღვარ ღალატით მოკლეს და მისი ნაწამები ცხედარი ნახშირის ორმოში ჩააგდეს. ფოტო მოგვაწოდა მღვდელ მიხეილ ყულოშვილის შთამომავალმა მიხეილ ყულოშვილმა.




,,მომკალით წმინდა საქმისთვის!’’
მღვდელი მიხეილ ყულოშვილი 1825-1918
ჰერეთის დიდებული კუთხე არაერთი ღირსეული ქართველის მშობელია. მათ შორის იყვნენ თავდადებით გამორჩეულნი. ამჯერად გვინდა მღვდელ მიხეილ ყულოშვილის ცხოვრებაზე და მის მოწამეობრივ აღსასრულზე მოგითხროთ. მღვდელი მიხეილ ყულოშვილი დაიბადა 1825 წელს კახის რაიონის (ჰერეთი) სოფელ კახში. იგი იყო შინაურულად აღზრდილ-განსწავლული. ქართული ენის გარდა, იცოდა რუსული, აზერბაიჯანული, უდინური, სომხური და არაბული ენები, ამ ენებზე წერდა კიდეც. 1866 წელს მიიღო დიაკვნობა და თავდაპირველად ბელაქანში მსახურობდა. 1870 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და როგორც კახში, ისე სოფელ მარანსა და თასმალოში დაიწყო მოღავწეობა. მამა მიხეილ მეტისმეტად მშრომელი, მხნე, ენერგიული, ლამაზად მწირველი, მშვენივრად მგალობელი, თავმდაბალი და კარგი მქადაგებელი იყო. მამა მიხეილმა მღვდლობამდე შეისწავლა მკურნალობა და სიცოცხლის ბოლომდე უსასყიდლოდ კურნავდა მრევლსა და მთელ მოსახლეობას. ახლეობას. მან კახში 1865-70 წლებში გახსნა სამრევლო სკოლა და უსასყიდლოდ ასწავლიდა ბავშვებს, მათ შორის მოსე ჯანაშვილსაც (ისტორიკოსი და საზოგადო მოღავწე). 1892 წელს თბილისის ჯვარისმამის ტაძარში მღვდლად აკურთხეს მისი ვაჟი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურ-სდამთავრებული ნიკოლოზ ყულოშვილი. მამა მიხეილმა სოფელ კახის წმიდა გიორგის ეკლესიაში ახლად ნაკურთხი მამა ნიკოლოზი გაამწესა, თავად კი ახლად აღადგენილ თასმალოს წმიდა თომა მოციქულის სახელობის ტაძარში გააგრძელა სამღვდელო სამსახური. სამწუხაროდ, მამა ნიკოლოზი 1895 წლის დეკემბერში მოულოდნელად გარდაიცვალა. მისმა დაქვრივებულმა მეუღლემ სოფიო კონჭოშვილმა ჰერეთს შეწირა მთელი თავისი სიცოცხლე. იგი ათეული წლების მანძილზე მასწავლებლობდა ჰერეთში და მრავალი სასიკეთო საქმის დაგვირგვინება შეძლო. 1912 წელს მამა მიხეილმა განაახლა მერვე საუკუნის (718წ.) არჩილ მეფის მიერ აშენებული კახის სამების (კახსრის) საყდარი.


მღვდელი მიხეილ ყულოშვილი(დასასრული)
 იგი გონებრივ გამჭრიახობასთან ერთად ფიზიკურადაც ძლიერი იყო. ძალიან უყვარდა როგორც ქართველ მრევლს, ასევე არაქართველებსაც, რომელთაც თანაბრად უნაწილებდა კეთილ რჩევა-დარიგებებს. 1918 წელს, მუსავატელების (მუსავატელთა პოლიტიკური პარტია მართავდა აზერბაიჯანს მისი ხანმოკლე დამოუკიდებლობის დროს) მძვინვარების პერიოდში, მოძღვარს ათასნაირად ავიწროებდნენ. ხან მუქარით და ხანაც დაპირებებით არ ასვენებდნენ. 93 წლის იყო, როცა, ერთ-ერთი წირვის შემდეგ, სოფლიდან კახში ცხენით გზად მიმავალი ოჯახში ავადმყოფის საბაბით შეიპატიჟეს, მოძღვარი უყოყმანოდ გაჰყვა მათ და აივანზე ამოთხრილ ფარდაგგადაფარებულ ორმოზე გადაატარეს. ჩავარდნილი მოხუცი მოძღვარი გაკოჭეს, აწამეს და რჯულის გამოცვლა მოსთხოვეს. „კი გამოვიცვლი რჯულს, რჯული რომ გქონდეთ. ურჯულო-ები ხართ. ძმა ძმის ცოლს ირთავს, ბიძაშვილი ბიძაშვილისას“, ამხილა მან ისინი ცოდვაში ხორციელი სიკვდილია!“ ხელი პირჯვრის გადასაწერად ასწია და თქვა: „მომკალით წმინდა საქმისთვის!“ მას თავი მოჰკვეთეს და ტყეში დამალეს. შეწუხდა მთელი თემი - მთელი ჰერეთი. მისმა რძალმა სოფიო კენჭოშვილ-ყულოშვილმა მოძღვრის სიძეს, თბილისის მაშინდელი არ-ტილერიის სარდალს, კონსტანტინე ტარტარაშვილს აცნობა და მისი დახმარებით მამა მიხეილის ცხედარი კახში გადაასვენეს. მის დაკრძალვას, ქართველების გარდა, უამრავი არაქართველიც ესწრებოდა. ერის სულიერი მოძღვარი მღვდელი მიხეილ ყულოშვილი კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მღვდელ მიხეილ ყულოშვილის მასალები მისი მოსწავლის, მოსე ჯანაშვილის ნაწერებსა და მისი უშუალო მემკვიდრის, შვილთაშვილის, ექიმ-პოლკოვნიკ მიხეილ ყულოშვილის მოგონებებში მოვიძიეთ, რომელსაც 17 ივლისს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა.

საპატრიარქოს უწყებანი N7 12-20ივლისი, 2012წ გვ.17

 მღვდელი მიხეილ ყულოშვილი 1845-1917

მღვდელი მიხეილ ყულოშვილი 1845 წელს საინგილოში, ყოფილ ელისუს სასულთნოს სოფელ კაკში (თანამედროვე აზერბაიჯანი, კახის რაიონი, სოფელი კახი) რაფიელ (ასლან) და საბედო ყულოშვილების ოჯახში დაიბადა. მიხეილის პაპა აბელი იყო მონათუხუცესი ყუღლარ აღა ვახვახიშვილისა, რომელიც უკვე ალისულთნად იყო წოდებული, ბებია დარეჯანი კი „ხუციანთ წმიდა კერის“ ქალიშვილი იყო. არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ დარეჯანი წმინდა გიორგის სახელობის ქურმუხის საყდრისაკენ ცხენით მიდიოდა და თან უფროსი ვაჟი, 13-14 წლის დავითი ახლდა. ერთ-ერთმა თათარმა დაინახა ეკლესიისკენ მიმავალი ქალი და ვახვახიშვილთან დააბეზღა. ვახვახიშვილის ისეთი მოწიწება ჰქონია ამ გვარის მიმართ, რომ თათარს თვალი გამოსთხარა და უთხრა: „განა მე კი არ ვიცი, რომ დარეჯანი წმიდა „ხუციანთ ოთხთავის“ კერიიდანაა და ეკლესიაში ლოცულობსო!“ (მოსე ჯანაშვილის გადმოცემით, „ხუციანი ანუ ხუციშვილები“ კახში იმ აბრაამისა და იოაკიმე ხუცესის შთამომავალნი არიან, რომლებიც სულთანმა აწამა. მათ კერაში შემორჩენილია „ოთხთავი“ და სხვა საეკლესიო ნივთები). ოჯახურმა ტრადიციებმა დიდი გავლენა იქონია მიხეილ ყულოშვილის პიროვნების ჩამოყალიბებაზე. იგი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე 1854 წლის 17 აგვისტოს მოინათლა.


ქართულ ენაზე წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ზაქათალის ოლქის მთავარხუცეს, მღვდელ იროდიონ ელიოსიძის ლოცვა-კურთხევით, მღვდელ სვიმონ ბეგიაშვილთან ისწავლა. გარდა ქართულისა, მას საუცხოოდ სცოდნია რუსული, თათრული, სომხური და უდინური ენები. ზეპირად უსწავლია „ვეფხისტყაოსანი“. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ 1858 წელს, მისი თაოსნობით, საინგილოში პირველი ქართული სამრევლო-საეკლესიო ორკლასიანი სკოლა გაიხსნა, სადაც ინგილო ბავშვებს მიხეილი უსასყიდლოდ ასწავლიდა ქართულ ენაზე წერა-კითხვას. სწავლა-განათლების საქმეში მიხეილ ყულოშვილს დიდად უწყობდნენ ხელს ივანე-პაპა ბულუღაშვილი და მღვდელი პეტრე კონჭოშვილი. ივანე-პაპა ბულუღაშვილმა კარდაკარ შემოიარა კახი და თითო კერას თითო ვაჟის გაგზავნა დაავალა სკოლაში. 1860 წლის 19 სექტემბერს მიხეილი ბელაქანის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. 1864 წლის 27 მარტს მარსანის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე წელს იგი სასულიერო უწყებაში მიიღეს და 1865 წლის 6 ოქტომბერს შტატის მედავითნედ დაამტკიცეს. 1866 წლის 20 ნოემბერს მლვდელ პეტრე კონჭოშვილის წარდგინებით დიაკვნად აკურთხეს და კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1870 წლის 11 იანვარს საინგილოს ოლქის მთავარხუცეს, მღვდელ გრიგოლ ღამბარაშვილის წარდგინებით საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ვართაშენის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1874 წლის 1 სექტემბრიდან 1878 წლის 21 დეკემბრამდე სოფელ ვართაშენის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელია. 1875 წლის 28 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1881 წლის 5 იანვარს საინგილოს ოლქის მთავარხუცესის, მღვდელ დავით უტიაშვილის ლოცვა- კურთხევით გაიგზავნა ახლად მონათლული ინგილოების სულიერ მოძღვრად. 1882 წლის 6 ივლისს კახის ეკლესიის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1888 წლის 18 მაისს საქართველოს ეგზარქოსის პალადის (რაევი) ლოცვა-კურთხევით საინგილოს ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1889 წლის 4 თებერვალს წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვრით დაჯილდოვდა. 1890 წლის 18 სექტემბერს საინგილოს ოლქის მისიონერის, მლვდელ-მონაზონ ლეონიდეს (ოქროპირიძე) თხოვნით კახის ქალთა სამრევლო–საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა, სადაც ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა.

მღვდელი მიხეილ ყულოშვილი აქტიურად მონაწილეობდა 1888-1904 წლებში ქურმუხის ტაძრის აღდგენის საქმეში. ქურმუხის ტაძრის აღდგენა ადგილობრივ

27-1  საპატრიარქოს უწყებანი N7 12-20ივლისი, 2012წ გვ.18

 მღვდელი მიხეილ ყულოშვილი 1845-1917 (გაგრძელება)

ქართველ მოსახლეობას დიდი ხანია უნდოდა, თუმცა

შექმნილი პოლიტიკური ვითარება მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევდა. XIX ს-ის 80-იანი წლების ბოლოს ქურმუხის ეკლესიის აღდგენის მიზნით მათ ფულის შეგროვება დაიწყეს. ამ საქმის ინიციატორი და ორგანიზატორი კახის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი მიხეილი იყო (გაზეთი „ივერია“, 1890 წელი 175, სტატია „სოფელი კაკი“, გვ. 1). მამა მიხეილი ქურმუხის ეკლესიის მშენებლობის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი იყო. 1891 წელს „კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ“ სოფელ თასმალოში წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. 1892 წლის 16 მაისს მამა მიხეილი აღნიშნული ტაძრის წინამძლვრად დაინიშნა და 18 მაისს სკუფია უბოძეს. 1894  წლის 9 ოქტომბერს თასმალოს  ეკლესია საზეიმოდ ეკურთხა 


(კავკასიაში მართლმადიდებლუ-რი ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების 1898-1901 წლ. ანგარიში, გვ. 14). თასმალოს ეკლესია კახიდან დაახლოებით 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ეს ძველი ქართული სოფელი მთლიანად გარშემორტყმული იყო მუსლიმებითა და ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა

ძლიერ დისკრიმინაციას განიცდიდა. ახლადმოქცეულებს მუსლიმი სასულიერო პირები განსაკუთრებით ავიწროებდნენ. მამა მიხეილი კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჩადიოდა თასმალოში და საჭიროების შემთხვევაში იქ რჩებოდა. აქ მოღვაწეობა მას მეტად რთულ პირობებში უხდებოდა. 1900 წლის მონაცემებით, თასმალოს მართლმადიდებლური სამრევლო 22 კომლისგან შედგებოდა, რომელთა შორის 38 მამრობითი, ხოლო 25 მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო. ასეთ რთულ პირობებში და შედარებით მოკლე დროში 22 ოჯახის მოქცევა მამა მიხეილის წარმატებულ მისიონერულ მოღვაწეობაზე მეტყველებს. 1907 წლის 30 ივლისს მამა მიხეილი კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მეორე მღვდლად დაინიშნა. 1908 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1911 წლის 8 ოქტომბერს კვლავ დაინიშნა კახის ქალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთოს სჯულის მასწავლებლად. 1913 წლის 13 მარტს კვლავ თასმალოს ეკლესიაში განამწესეს და ზაქათალის ოლქის მისიონერად გამოარჩიეს. 1915 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. მამა მიხეილ ყულოშვილი შრომისმოყვარე და ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო. ხანში შესულ ხალხს დღესაც ახსოვს, რომ იგი თავად უვლიდა კარმიდამოს. უყვარდა თავისი ხალხი, რჩევა-დარიგებას აძლევდა მათ, საექიმო საქმეც შეეძლო და თუ ვინმე გაჭირვებულს დაინახავდა, ის იყო მისი პირველი შემწე. მიხეილ მღვდელზე მოგონება მისმა ძმისშვილმა,

ვანო ყულოშვილმა შემოგვინახა, რომელიც მის სახლში იზრდებოდა. მისი თქმით, მამა მიხეილი უვიცობისა და ჩამორჩენილობის წინააღმდეგ იბრძოდა, ცდილობდა ხალხში ცოდნა-განათლების შეტანას, უყვარდა გაჭირვებულთათვის ხელის შეწყობა და როდესაც ხელმოკლე ადამიანს შეხვდებოდა, ძალიან განიცდიდა და მას დახმარების გარეშე არ ტოვებდა. მიხეილ ყულოშვილის საქმიანობას ფუჭად არ ჩაუვლია. მისი მეშვეობით კუთხეს ახალი პატრონები და პატრიოტები გამოუჩნდა, რომელთა შორის იყო ინგილო ისტორიკოსი, მოსკოვის არქეოლოგიური აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი მოსე ჯანაშვილი. მოსე ჯანაშვილი მიხეილ მღვდელის შესახებ წერდა: „ჭეშმარიტ მღვდელს უყვარს თავისი ერი და ერსაც უყვარს თავისი კეთილი მწყემსი“. მამა მიხეილმა მოსწავლეებს მშობლიური ქვეყნის სიყვარული გაუღვივა, შეასწავლა და შეაყვარა მისი ისტორიული წარსული. მან საკუთარი სახსრებით განაახლა სოფელ კასრის ყოვლადწმინდა სამების სახლობის ეკლესია, რომელსაც უკვე განადგურება ემუქრებოდა. კასრის კასრის საყდრის შესახებ მოსე ჯანაშვილი წერს „კასრის საყდარი ააშენა არჩილ მეფემ 1718 წლის დამდეგს, განაახლა ამ რამოდენიმე წლის წინად (1912 ინგილო მღვდელმა მიხეილ ყულოშვილმა“. კასრის საყდარი დღესდღეობით აღარ არსებობს. 1947 წელს იგი მიწისძვრამ დაანგრია. 1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ძლიერ დაიძაბა პოლიტიკური მდგომარეობა საინგილოში. საქართველოს წარმომადგენლებმა, შიშიანობის გამო, ზაქათალის ოლქი მიატოვეს. საქართველოსთან ყოველგვარი მიმოსვლა და კავშირი შეწყდა. ჩაიკეტა გზები. თურქი ასკერების მხარდაჭერით, აზერბაიჯანელმა მუსავათელმა პანთურქებმა მთელი ტერიტორია დაიპყრეს. ოლქის სოფლებში პროთურქული რაზმები დადიოდნენ და თურქულ სიმღერებს გაჰყვიროდნენ. ხალხს თავის რაზმებში ჩაწერას მოუწოდებდნენ, დაარბიეს და ამოწყვიტეს სომხური სოფლები. ვინც გადარჩა, ინგილოების დახმარებით, ალაზანს გაღმა, საქართველოში გადმოვიდნენ და შირაქში დასახლდნენ. უკვე ინგილოების განადგურების ჯერი დადგა. ხალხი შიშმა მოიცვა, ბევრი ტყე-ღრეში გაიქცა თავის შესაფარებლად. მუსავატელებმა ძარცვაგლეჯასა და მკვლელობებს მიჰყვეს ხელი. მაშინ მღვდელ მიხეილ ყულოშვილს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ქრისტიანულ სოფლებში: კახში, ალიბეგლოში, ყორაღანში, მარსანში, თასმალოში, ალათემურში და სხვაგან. მისი სჯეროდათ, მის აზრს პატივს სცემდნენ. მღვდელს სარწმუნოების შეცვლის გაგონებაც არ


27-2  საპატრიარქოს უწყებანი N7 12-20ივლისი, 2012წ გვ.19

 მღვდელი მიხეილ ყულოშვილი 1845-1917 (გაგრძელება)

უნდოდა, ქრისტიანობის უარყოფასა და მუსულმანობის მიღებაზე მასთან მისულ მრჩევლებს კატეგორიულად მოსთხოვა, მეორედ მასთან აღარ მისულიყვნენ. მუსავატელთა მუქარის მიუხედავად, მამა მიხეილი

ყოველდღე უშიშრად დადიოდა სოფელ მარსანსა და თასმალოში, სადაც წირვა-ლოცვას აღავლენდა. იგი სახარებისეულ გამოთქმას იშველიებდა, კეთილი ბოროტზე მუდამ იმარჯვებსო.

1917 წლის 1 ნოემბერს მამა მიხეილი თავის სამრევლოში ჩავიდა. წირვის დამთავრების შემდეგ, ცხენი შეკაზმა და სახლისკენ გზას გაუდგა. მას გზად სოფელი მარსანი უნდა გაევლო. სოფლის ხიდთან ერთი დაღონებული კაცი შემოხვდა, რომელმაც ავადმყოფის სანახავად გაყოლა სთხოვა. აბა, რას წარმოიდგენდა, რომ ატყუებდნენ? ბუნებით კეთილი ადამიანი

მაშინვე მიენდო უცნობს. როდესაც „ავადმყოფთან“ მივიდნენ, გაუკვირდა, რომ კარებთან არავინ მიეგება, მაგრამ გაიფიქრა, ალბათ ავადმყოფი მძიმედ არისო და გაბედულად შეაბიჯა სახლში, იქ კი ხიფათი ელოდა. იატაკი წინასწარ იყო ახდილი და რომ არავინ მიმხვდარიყო, მასზე დიდი ფარდაგი დაეფარებინათ. მამა მიხეილს ფეხი დაუბიჯებია თუ არა, ფარდაგიანად სარდაფში ჩავარდნილა. ქვევით ჩასაფრებული იყვნენ

მოსყიდული მკვლელები, რომლებსაც მღვდელი სა- ხელდახელოდ შეუბოჭავთ. თავდაპირველად ტკბილად დაელაპარაკნენ, სარწმუნოების შეცვლას სთხოვდნენ, რათა შემდეგ გაქრისტიანებული ინგილო ხალხი მუსლიმანობაზე მოექცია. მამა მიხეილი, რა თქმა უნდა, არ დათანხმდა. ისინი მოხუცს ხანჯლებით დაადგნენ თავზე, რომ ძალით გამოეცვალა რჯული, მაგრამ ამაოდ. ბოლოს უთქვამს მამა მიხეილს: „ვიცი, რომ სიკვდილის პირას ვარ, მაგრამ მე ჩემს სარწმუნოებას ურჯულოთა რჯულზე არ შევცვლი“. ადამიანის სიცოცხლის ბოლო მაინც სიკვდილია, ამიტომ „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“. დაე,

მომკალით წმინდა სამებისათვის. სიკვდილის შიშითაც კი არ მივიღებ თქვენს საზიზღარ სარწმუნოებას, „სადაც დედისა და დის მეტს არავის ცნობთ, ძმა ძმის ცოლს ირთავს, არ იცით სისხლით ნათესაობა, გაქვთ ჩამორჩენილი კულტურა“... მაგრამ ჯალათებმა არ დააცალეს. მან სასწრაფოდ ასწია ხელი, რათა პირჯვარი გადაესახა, მაგრამ ვეღარ მოასწრო.

შებინდდა თუ არა, მტარვალებმა მღვდლის გვამი შავ სუდარაში შეახვიეს, ურემზე დადეს და უღრან ტყეში წაიღეს. უპატრონოდ დარჩენილი ცხენი ჭიხვინით გამოიქცა სოფელში, ხალხი ყველაფერს მიხვდა (მოძღვარს სახლში დაქვრივებული რძალი, საინგილოს ქალთა შორის ქართული კულტურის გამავრცელებელი, ცნობილი მასწავლებელი სოფიო ყულოშვილი ელოდა, რომელიც 21 წლისა უდროოდ დაქვრივდა.

სოფიოს მეუღლე, მიხეილ ყულოშვილის ერთადერთი ვაჟიშვილი, სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ნიკოლოზი მაჩხაანში მასწავლებლობდა, მაგრამ საინგილოში ქრისტიანობის გაძლიერების მიზნით მიხეილმა 1892 წლის მაისში იგი მღვდლად აკურთხებინა და კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად დაინიშნა. მღვდელი ნიკოლოზი 1895 წლის შემოდგომაზე ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მათ დარჩათ ერთი ასული -- ნინო (დაბ. 1891 წლის 10 ივლისს). მამა მიხეილის მკვლელობის ამბავი სწრაფად გავრცელდა მთელ საქართველოში. გაზეთ „საქართველოს“ 1918 წლის მეექვსე ნომერში ვინმე „ვ-ლი“-ის ფსევდონიმით წერდა: „ამასწინად აქ ვერაგულად მოკლეს ინგილო მღვდელი, გავლენიანი და ფრიად პატივცემული მოხუცი მიხეილ ყულოშვილი, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია არამც თუ საინგილოში, არამედ მის გარედაც. მამა მიხეილი უკვალოდ დაიკარგა ნოემბრის პირველს სოფელ მარსანში, რომელიც დასახლებულია მუსულმან-ინგილოთაგან.

მღვდელი ნიკოლოზ ყულოშვილი და მისი მეუღლე სოფიო კონჭოშვილი;

18 დღის ძებნის შემდეგ გვამი მღვდლისა ვიპოვეთ სოფელ მარსანის ახლო ტყეში, ძველ ნახშირის საწვავ ორმოში ჩაგდებული.

ნახევრად გახრწნილი გვამი რომ ამოიღეს, მნახველთ საშინელი სურათი წარმოუდგათ: ხელები გაკრული ზურგზედ, ხანჯლის ჭრილობა გულის ზემოთ, ყელი გამოჭრილი და კისრის ხერხემლის ძვლები დაკეპილი. ექიმის გამოკვლევით, ხელებგაკრული მღვდელი დაუწვენიათ მარცხენა გვერდზე და მარჯვენა მხრით დაუწყიათ ხანჯლით (ან ცულით) ცემა და ნახევარზედ მეტად მოუშორებიათ კისერი. კუჭის გაშინჯვამ აღმოაჩინა, რომ მღვდელი რამდენიმე დღე მშიერი ჰყოლიათ დამწყვდეული. არის ნიშნები, რომ გვამის დაწვა სდომებიათ ორმოში, მაგრამ ცეცხლი მალე ჩამქრალა. ამ მხეცური მკვლელობის ჩამდენნი ხალხმა იცის, მაგრამ ვერ უთქვამს, რადგან მთავრობა არ არის და გამჟღავნებისათვის შურისძიების ეშინიათ. მღვდელ ყულოშვილის გვამი მრავალი ხალხის თანდასწრებით დაკრძალულ იქნა კახის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში. წარმოთქმულ სიტყვებში დახასიათებული იყო მამა მიხეილის ხანგრძლივი მოღვაწეობა საინგილოში და თავდადება სჯულისათვის, რამაც მოწამეობრივი გვირგვინი არგუნა მას. ეჭვი არ არის, რომ ეს მხეცური მკვლელობა ჩადენილია სარწმუნოებრივ ნიადაგზე. სიცოცხლის დროსვე მუსულმანები ხან ემუქრებოდნენ მღვდელ ყულოშვილს, ჩვენს სჯულზე გადმოდი, თორემ ინა-

27-3  საპატრიარქოს უწყებანი N7 12-20ივლისი, 2012წ გვ.20

 მღვდელი მიხეილ ყულოშვილი 1845-1917 (დასასრული)

ნებო, ხან კი სჯულის გამოცვლისათვის ბევრს რამეს პირდებოდნენ. განსაკუთრებით მოლები ემტერებოდნენ, რადგან უკანასკნელმა კარგად იცოდა მაჰმადის სჯული, ყურანის ახსნა და ხშირად ამხელდა მოლების უვიცობას. მუქარას უთვლიდნენ მუსულმანები ქრისტიან-ინგილოთაც და ძალათ უნდათ მაჰმადიანობა მიაღებინონ. საჭიროა ქართველობამ ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს მათ გაჭირვებულ მდგომარეობას და ეხ- _ ლავე ზომები მიიღოს ინგილოთა განსაცდელიდან დახსნისათვის, თორემ მერე გვიან იქნება. გამუსულმანებული ინგლო ქართველ ეროვნებაზე ყოველთვის უარზეა, რადგან გაფანატიკოსებული მუსულმანი სჯულსა და ეროვნებას ერთმანეთში ვერ არჩევს ინგილოთა უნუგეშო მდგომარეობაზე ეცნობა კავკასიის კომისარიატს და კათოლიკოს კირიონს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონის განკარგულებით საინგილოში მობრძანდა ალავერდელი ეპისკოპოსი პიროსი. მათმა მეუფეობამ ადგილობრივი ბლაღოჩინის და პოლკოვნიკ ტარტარაშვილის თანხლებით მოიარა ინგილოების სოფლები. ბევრ მრევლში სწირა და ყველგან გამამხნევებელ, მანუგეშებელ სიტყვით მიმართავდა ხალხს. ზოგიერთ სოფელში მათმა მეუფებამ მუსულმან-ინგილოებთანაც გაჰმართა საუბარი. მათდამი მიმართულ სიტყვებში ეპისკოპოსი ურჩევდა მათ ჰქონოდათ ქრისტიანებთან კეთილი მეზობლობა, სიყვარული, ერთმანეთის შველა ეხლანდელს ძნელს, ყველასათვის გასაჭირს დროს. მათი მეუფებისა ხალხი მადლობელი დარჩა.

3 დეკემბერს ეპისკოპოსმა პიროსმა აკურთხა სოფელ კახში ივან-ბაბა ბულუღაშვილის საფლავზე ძეგლი. ივან-ბაბა ბულუღაშვილი პირველი ინგილო იყო, რომელმაც ხმა აიმაღლა წარსულ საუკუნის 50-იან წლებში და მოუწოდა თანამოძმე ინგილოებს, დაბრუნებოდნენ ღვიძლ ძმა ქართველებს, რომელთაგან ჩამოაშორა იგინი უკუღმმართმა  ის ტორიულმა პირობებმა. დიდი იყო ღვაწლი ივან-ბაბასი და აკი მადლიერმა შთამომავლობამ ღრმა მადლობის ნიშნად დაუდგა მას ღირსეული ძეგლი. ძეგლის კურთხევას დაესწრო დიდძალი ხალხი. სიტყვები წარმოთქვეს და აღნუსხეს ივან-ბაბას დიდი ღვაწლი ეპისკოპოსმა პიროსმა, მღვდელმა ბესარიონ ფურცელაძემ, პოლკოვნიკმა ტარტარაშვილმა. ერთი კვირის მოგზაურობის შემდეგ მათი მეუფება დაბრუნდა ქ. ზაქათალაში, სადაც ხანგრძლივი თათბირი იქონია ზაქათალის ოლქის კომისრებთან ქრისტიანების გაჭირვებულ მდგომარეობის შესახებ და შემდეგ გაემართა კახეთისკენ“. მადლიერმა ერმა დიდხანს იგლოვა მიხეილ მღვდლის გარდაცვალება. დასაფლავებას ინგილო ქრისტიანებთან ერთად მაჰმადიანებიც ესწრებოდნენ. ალათემურის თავიდან კახამდე მოყოლებული გზები მრევლით იყო სავსე და როგორც პროფესორი მ. ჯანაშვილი იგონებდა, ყველა აღშფოთებული იყო და სულიერი მამის მკვლელობის გამო ვერაგი მკვლელების მიმართ სიძულვილს გამოთქვამდა. მამა მიხეილი გამორჩეული რუდუნებითა და პატივისცემით მიასვენეს კახის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში და საინგილოს დიდი ეროვნული გმირის, ივანე-პაპა ბულუღაშვილის გვერდით, საინგილოს პანთეონში დაკრძალეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილებით მღვდელი მიხეილ ყულოშვილი წმიდათა დასში შეირაცხა. ხსენების დღედ დადგინდა 5 ივლისი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.03.2023
ბოლო რედაქტირება 09.11.2025
სულ რედაქტირებულია 8

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0