მალხაზ ბუზარიაშვილი ლაზარეს ძე დაიბადა 07 სექტემბერი 1939 წელს საგარეჯოში იზრდებოდა ფალავნების გვერდით,
ულიანოვსკის სტუდენტური სპარტაკიდის გამარჯვებული 1958-59 წლებში 65 კგ, ციმბირის ოკრუგის სახმელეთო ჯარების ჩემპიონი 1960 წელს 67 კგ.
გარდაიცვალა 2019 წელს დაკრძალულია საგარეჯოში ბუზარიაანთ სასაფლაოზე
მარჯვნივ მიხა ქურხულთან 1880-1961წწ ფალავანი
მიხა ქურხული მუშაობდა ყასბად საგარეჯოს რკინიგზის სადგურთან ახლოს, 8 წელი იყო მეფის რუსეთის ჯარში. 1911 წელს განთავისუფლდა და უკვე 32 წლის ასაკში შეუდგა პროფესიონალი მოჭიდავის კარიერას. 1912-1913 წლებში გამოდიოდა "ნიკიტინის ცირკში". მისი პირველი შთამბეჭდავი წარმატება ცირკის არენაზე შედგა სადაც "ბეჭდაუდებელი" ფალავნის სახელის მქონე შაშო ვერელი დაამარცხა სუფთად, ამის მერე უკვე თავად გაერია უძლიერეს "ბეჭდაუდებელ" ფალავანთა კოჰორტაში. ყველა პრესტიჟულ ტურნირებზე მიჰყავდათ მიხა ცირკის მეპატრონეებს და ერთი სიამოვნება იყო თურმე მიხას სარბიელზე საქმეში, ხილვა - თავის დროზე დასჭიდებია გოლიათად შერაცხულ სანდრო კანდელაკს, დიდი ხანი გაგრძელდა ორი ბრგე ვაჟკაცის შერკინება მაგრამ, ვერცერთმა ვერ იძალა, ამის შემდეგ კარგი მეგობრები გახდნენ. ასევე შთამბეჭდავი შერკინება ჰქონია საგარეჯოელს - ქუთათელ ბეჭდაუდებელ ფალავან კოლია ქვარიანთან, აქაც ვერავინ იძალა ეს შეხვედრაც ფრედ დასრულდა. ნიშანდობლივია მიხა ქურხულის ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობის ისტორია, კერძოდ ქალაქ გორში, მთელი კავკასიის ელიტარულ ფალავნებს მოეყარად თავი, მიხას 14 შეხვედის ჩატარება მოუწია და ყველაში იმარჯვა, უმეტესობა მოიგო, ორგანიზატორებმა სხვა კუთვნილ პრიზებთან ერთად ვერცხლის ძვირფასი ქამარ-ხანჯალი დაჰკიდეს. 45 წლამდე გაგრძელდა მიხას პროფესიონალური კარიერა, წერტილი კი თავის გამოსვლებს თავადვე დაუსვა, როდესაც ახალბედა, პერსპექტიულ, ფალავანთან წამალაშვილთან დამარცხდა. დიდი სარბიელიდან წასვლის შემდეგაც მშობლიურ საგარეჯოში ახალგაზრდა და მოზარდ ფალავნებს ხშირად ეხმარებოდა დაოსტატებაში. "ქართული ჭიდაობის კორიფე" ასე შეამკო იმ დროის გულშემატკივარმა. მოჭიდავე.
წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.574;
იტანამშრომლა მოგვაწოდა კახა ბუზარიაშვილი შვილი