ნა ამჯობინა. კომუნისტური ხელისუფლების დამყარების შემდეგ მელქისედეკი წლების განმავლობაში ქუთაისის სხვადასხვა სკოლებში პედაგოგად მუშაობდა. 1924-1928 წლებში ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში ასწავლიდა. 1931-1937 წლებში არსად არ მუშაობდა. 1938 წლიდან იგი თბილისში ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1941 წელს იგი სამსახურიდან დაითხოვეს, ვინაიდან უარი თქვა ანტირელიგიურ პროპაგანდაზე შემდგომში იგი იხსენებდა, როგორ გამოიძახეს რაიკომში და უთხრეს: „მელქისედეკ, სიტყვის თქმა. და წერა შეგიძლია, ჩვენ პატივს გცემთ. ამბობენ, რომ ღმერთი გწამს, ამიტომაც გაზეთებში რელიგია უნდა ამხილო, ამით სახელსაც აღიდგენ... თუ არა, ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ. მამა მელქისედეკს უთქვამს: ცუდი რა გამიკეთა ღმერთმა, რომ ვებრძოლოო? ანდა როგორ, რითი ვებრძოლო, ცაში ქვა ვესროლო? მე დონ კიხოტი არა ვარ, ასე მოვიქცეო“. ამის გამო იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს და განათლების სისტემაში მუშაობა აუკრძალეს. სხვაგან სადაც კი ფეხი შედგა, რამდენიმე კვირაში უმიზეზოდ აგდებდნენ. ძალიან გაუჭირდა. დიდმოხელე ძმას მისი დანახვაც არ უნდოდა. ომის პერიოდი იყო. შვილი ანტონი შიმშილით მოუკვდა. მეუღლე ნადია კვიჟინაძე ტუბერკულოზით გარდაეცვალა. დარჩა ერთი ქალიშვილი –- ციცინო. ომის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) მას სამლვდელო ხარისხი შესთავაზა. აი, რას წერდა იგი 1945 წლის 14 დეკემბერს უწმინდესს კალისტრატეს: „ვიტყოდი კიდეც, რომ ჩემში ყოველივეა მოცემული ამ მოწოდებისათვის, გარდა ერთისა, რაც თქვენ უკვე მოგხსენდათ ჩემგან და გამოიხატება მით, რომ ჩემში საერთოდ არასდროს არ არსებულა მიდრეკილება, რომ ოდესმე კულტმსახური გავმხდარიყავი და მით არა ნაკლებ მისებრ ტანსაცმელში მევლო. ჩემი პედაგოგიური ასპარეზზე მუშაობის შედეგად მე საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნება შევიქენი რესპუბლიკური მასშტაბით, მასთანაც სრულიად საერო კაცი. ჩემი პირობაა, რომ მე სამსახურის გარეშე უფლება მექნეს სამოქალაქო ტანსაცმელში სიარულისა“, ორი კვირის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ მამა მელქისედეკის წერილს ასე უპასუხა: „პირობებს თავი უნდა დაანებო, ან ჰო, ან არა“ –– კ. პ. კ. 1946 წლის 14 ივნისს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) მელქისედეკი დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 18 ივნისს –-– მღვდლად დაასხა ხელი.
მღვდელი პავლე ხელიძე, მარჯვნივ ფეხზე დგას მომავალი დეკანოზი მელქისედეკი.
1946 წლის 30 ივლისს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1948 წლის 8 თებერვალს კამილავკა ეწყალობა. დეკანოხითი მელქისედეკი მქადაგებლობის ნიჭით გამოირჩეოდა. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) თავის მოგონებებში იხსენებს: „როცა ის ქადაგებას იწყებდა, ტაძარში სიჩუმე ისადგურებდა, მრევლი სუნთქვა შეკრული უსმენდა. მამა მელქისედეკი ქართულ და რუსულ ენაზე ქადაგებდა. თუმცა მისი ქადაგებები დონით აკადემიური წრისათვის იყო განკუთვნილი, ის უბრალო ხალხსაც საუცხოოდ ესმოდა. მაშინ დავრწმუნდი, რომ ძლიერი სიტყვა ერთნაირად შეძრავს ყველა წრის კაცთა გულებს, რამეთუ სილამაზის გრძნობა დამახასიათებელი თვისებაა თვითონ ადამიანის სულისა. ერთხელ მამა მელქისედეკს ნაცნობი მოუყვანეს, კაცი თითქმის ბრმა იყო. თავის დროზე ქუთაისის მილიციის უფროსი ყოფილიყო და ხელიძეს და მის ოჯახს დევნიდა. ფანატიკური ბოროტებით ექცეოდა რელიგიას. 50-იან წლებში რაღაც დანაშაულის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მანაც, ისევე, როგორც თავის დროზე ხელიძემ, სამუშაო ვერ იშოვა. მერე კი ძეგლთა დაცვის კომიტეტის საშუალებით დარაჯად მოეწყო ზედაზნის მონასტერში და იმით ერთობოდა, რომ სტალინის პორტრეტი ხატის ადგილას დაკიდა და როცა ხალხი მის სადარაჯო ოთახში შედიოდა, ჯვარს “ხალხის ბელადის” პორტრეტის წინ ისახავდა. ეს ძალიან ამხიარულებდა მას და ეუბნებოდა: - ახლა ქრისტიანები კი არა, სტალინელები ხართო. ერთხელ ზედაზნის მონასტერში ნათლიმამასთან ერთად ვიყავი ასული. მან როცა ხატის ჩარჩოში ჩასმული სტალინის პორტრეტი დაინახა, ოთახიდან გამოვიდა, გადააფურთხა და თქვა: “დაწერილია, რომ წმინდა ადგილას საძაგელი იგი მოოხრებისაი იქნება”. გავიდა ხანი და ახლა ამ ნახევრად ბრმა ბერიკაცს თავისი “იდეური მტრის”, დეკანოზ მელქისედეკ ხელიძის ნახვა მოუნდა. მან იცნო, შინაურივით გადაეხვია და შინ შეიპატიჟა. ისინი დიდხანს საუბრობდნენ. მამა მელქისედეკს ჩემთვის საუბრის შინაარსი არ მოუყოლია, გადაკვრით მითხრა, ძველი დრო გავიხსენეთო“.
19-1 საპატრიარქოს უწყებანი N19 31მაისი-5ივნისი 2018წ გვ.18
1948 წლის 14 მაისს მამა მელქისედეკი თხოვნით მიმართავს უწმინდესს კალისტრატეს: „მე ანაფორა ჩავიცვი შედეგად თქვენი მოწოდებისა, მიუხედავად იმისა, რომ საღი და შეგნებული მორწმუნე მე ყოველთვის ვიყავი და დავრჩები. ქრისტეს ჯვრის ტარება მეტად ფაქიზ და საპასუხისმგებლო საგნათ მიმაჩნდა, ყოველ შემთხვევაში არა ისე მსუბუქ საკითხად, როგორადაც ეს სამღვდელოების დიდ უმრავლესობას წარმოუდგენია და მიაჩნია, რის გამოც დღევანდელ სამღვდელოების გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდი. ე. ი. ვრაცხდი ისეთ წოდებად, რომელშიაც ჭარბად გამჯდარა საერო, ვიდრე ქრისტიანული ზნე-ჩვეულებანი. უკიდურესი ეგოისტური გრძნობიდან მოკიდებული თავისთავის გამაკარებელ უპატიო სველ გობში ცხვირის რევამდე, და გაუნათლებლობიდან მოკიდებული უშნო და უხეშ ამპარტავნებამდე... და აი, ჩემდა არა სასიამოვნოდ, ასეთი საზოგადოების წევრად ვირიცხები დღეს მეც. მაგრამ რა გაეწყობა, უკან დახევა გვიანაა. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მცირე ძალოვანი მღვდლური საქმიანობა წარვმართო ჩემი შეხედულებისა და გვარად. მე ხმალში მუდამ მზად ვარ შეუდრეკელად ყველას გავყვე, მაგრამ არა ისეთ უბადრუკ პიროვნებებს. ამიტომ გთხოვთ, გამათავისუფლოთ სიონის ტაძარში მუშაობიდან და გადამიყვანოთ წინამძღვრად თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ეკლესიაში. ამასთან დავსძენ, რომ ჩემი გადაწყვეტილება კატეგორიულია“. უწმინდესმა კალისტრატემ გაითვალისწინა დეკ. მელქისედეკის თხოვნა და იგი იმავე წლის ზაფხულში თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანა. 1952-1954 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ II-მ (ფხალაძე) საეკლესიო წესების დარღვევისათვის დეკ. მელქისედეკი რამდენჯერმე მკაცრად გააფრ- თხილა.
1954 წლის 3 სექტემბრის სხდომაზე. საქართველოს ეკლესიის სინოდმა განიხილა დეკ. მ. ხელიძის საქმე და გამოიტანა ასეთი განჩინება: „დადასტურებულად ჩაითვალოს, რომ დეკანოზი ხელიძე მოძღვრისადმი შეუფერებლად იქცევა, არ ემორჩილება და არ სცნობს ეპარქიას, მღვდელმთავარსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განკარგულებებს. არ არიცხებს - გადახდის აცილების მიზნით შემოსავალ-გასავლის წიგნში, არ შეაქვს სრული შემოსავალი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულობაა. არ აქვს უმცროსის შესაფერი ურთიერთობა უშუალო უფროსთან, ეპარქიის მღვდელმთავართან და სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქთან. მიუხედავად ამისა, უმორჩილესად ეთხოვოს მის უწმინდესობას, აპატიოს დეკ. მ. ხელიძეს ჩადენილი დანაშაულობანი თუ იგი მის წინაშე მოიხდის ბოდიშს და შემდეგში მსგავს ქმედებებს აღარ გაიმეორებს“, ამ განჩინების შემდეგ დეკ. მელქისედეკმა შენდობა ითხოვა და მას ექვსი თვის ვადა'მიეცა, რათა დარჩენილი თანხები წარმოედგინა, თუმცა, 1954 წლის 13 ოქტომბერს მან ლოცვა-კურთხევის გარეშე დატოვა ეპარქია და ქ. ქუთაისში თვითნებურად და უკითხავად გაემგზავრა. უწმინდესის შეკითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინა მან ეს საქციელი, მან უპასუხა ამპარტავნული წერილით და გააჩაღა კამპანია მის წინააღმდეგ. 1955 წლის 2 მარტს მიუხედავად უწმინდესი მელქისედეკის კატეგორიული ბრძანებისა დეკ. მ. ხელიძემ არ წარმოადგინა ეკლესიის შემოსავალ-გასავლის წიგნი, ხოლო წიგნის ნაცვლად გამოგზავნა უსათაურო წერილი. უწმინდესმა მელქისედეკმა კვლავ გაითვალისწინა მისი დამსახურება და აპატია ეს მეორე ურჩობაც და აკმარა მას მცირე სასჯელი, გაათავისუფლა იგი ყოვლადწმინდა სამების ტაძრის წინამძლვრობიდან და 1955 წლის 31 მარტს კუკიის წმ. ნინოს სახ. ტაძრის მღვდელმსახურად განამწესა, რასაც დეკ. მელქისედეკი არ დაემორჩილა. 2 აპრილს, მან მის უწმინდესობას წერილით მიმართა, სადაც ეწერა: „სულსა სულგრძელსა და მაღალსა ვერ შეაშინებს სული მცირე და დაბალი...“. წერილში ეწერა სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებიც. პირველ წერილს მან მალევე მეორე წერილიც მიაყოლა. ამის გამო წმინდა სინოდმა მას დროებით შეუჩერა მღვდელმოქმედება მისი საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე. 1955 წლის 31 აგვისტოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი პ. გაგოშიძე საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს რწმუნებულს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთათვის მ. მექვაბიშვილს სწერდა: „ვინაიდან დეკ. ხელიძეს ამა აგვისტოს პირველიდან დაუტოვებია სამსახური და აღარა სურს განაგრძოს სამსახური წმ. ნინოს ეკლესიაში, ამიტომ იგი გათავისუფლებულია სამსახურიდან სავსებით“. 1955-1957 წლებში დეკანოზი მელქისედეკი უადგილოდ იყო. 1957 წლის აპრილში სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ დაინიშნა. 1957 წლის 12 სექტემბერს იგი ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში გადაიყვანეს და ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახ. საკათედრო ტაძარში განამწესეს. ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანცელარია ბათუმ-შემოქმედელჭყონდიდელ მიტროპ. ეფრემს (სიდამონიძე) სწერდა: „1957 წლის 12 სექტემბერს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვრის მოადგილე დეკ. მ. ხელიძე დღეიდან გადაყვანილია ბათუმში მიტროპ. ეფრემის განკარგულებაში სამსახურის სარგებლობისათვის. დეკანოზი ხელიძე მოვალეა გამოცხადდეს ბათუმში მიტროპ. ეფრემთან ამა სექტემბრის ოცამდე. თუ დეკ. ხელიძე ვადაზე გამოცხადდება მიტროპ. ეფრემთან და შეუდგება სამსახურს, რომელსაც დაავალებს მას მღვდელმთავარი, მაშინ კუთვნილი ხელფასი მიეცემა დღეიდან, 12 სექტემ- ბრიდან. თუ დეკ. ხელიძე დროზე არ გამოცხადდება სამსახურში, მაშინ მის შესახებ მსჯელობა იქნება კათოლიკოსთან სინოდში. სიონის საკათედრო ტაძრის პროტოპრესვიტერ ა. გაბუნიას ვავალებ 13 სექტემბერს სვეტიცხოვლის ტაძარი გადააბაროს
საპატრიარქოს უწყებანი N18 24-30მაისი 2018წ გვ.19
............ იღუმენ პართენს (აფციაური)“. დეკ. მელქისედეკი ბათუმში არ წავიდა და 1960 წლამდე კვლავ უადგილოდ იყო. 1960 წლის 4 მარტს უწმინდესმა ეფრემ II-მ კვლავ აღადგინა სასულიერო ხარისხში და ქიზიყში, ბოდბის წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1963 წლის აგვისტოდან სიცოცხლის ბოლომდე სიონის საპატრიარქო ტაძარში მსახურობდა და მცხეთის ორწლიან სამოძღვრო-საღვთისმეტყველო სასწავლებელში ასწავლიდა. დეკანოზი მელქისედეკი 1968 წლის 6 მარტს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დასაფლავებულია საბურთალოს საერო სასაფლაოზე. თავის ერთ-ერთ ქადაგებაში, რომელიც საშინელ სამსჯავრის ეხება, დეკ. მელქისედეკი ბრძანებდა: „უკანასკნელი საერთო სამსჯავრო ჩვეულებრივად საშინელ სამსჯავროს სახელწოდებით არის ცნობილი. მართლაც არ შეიძლება იყოს სამართალი უფრო საშინელი ადამიანისათვის, როგორიც უკანასკნელი მსოფლიო გასამართლება იქნება. უკანასკნელი სამსჯავრო საშინელი იქნება მსაჯულის სახით. კაცობრიული სამართალიც მით უფრო საშინელია ბრალდებულისათვის, რამდენად მაღლა დგას მსაჯული მისი მდგომარეობით, რამდენად ის გამჭრიახი და მიუდგომელია. მაგრამ რომელი სამართალი, თუნდაც ის მეფისა იყოს, შეედრება უკანასკნელ მსოფლიო სამართალს. მსაჯულის სახით აქ მსოფლიოს გამსამართლებლად თვით ძე ღვთისა მოვა, მეუფე ცათა და ქვეყანისა, მეუფე სიკვდილისა და სიციცხლისა, განსჯის ყოვლის მცოდნე ღმერთი, რომლის წინაშე დაუფარავია არა მარტო საქმენი, არამედ ყოველი აზრიც კი ადამიანისა. თითოეული დანაშაულებრივი საქმისათვის ისი ღირსეულად მიაგებს ადამიანს, ან საუკუნო ნეტარებას, ან საუკუნო სასჯელს, უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება აურაცხელი ბრალდებულის სახით. მსაჯულის ძე ღვთის წინაშე შეკრბებიან გასასამართლებლად ყველა ხალხები, იმდენად მრავალი, რომ მათი აღრიცხვისათვის ადამიანის ენაზე შესაფერი რიცხვი არც კი მოინახება. ამ ბრალდებულთა შორის იქნებიან ყველა ჩვენი მახლობელი, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები. ეს გარემოება კიდევ მეტად აძლიერებს ამ სამართალის ხასიათს. მას უფრო საშინელს, შემაძრწუნებელს ქმნის. უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება ცოდვათა ქმედების სიმრავლითაც. აქ მთელი ქვეყნის თვალწინ გადაიშლება მსოფლიო ცოდვების სანახაობის სურათი მთელი მისი სიშიშვლით, მთელი მისი საზიზღრობით და დანაშაულებით. ჩვენ ხშირად მოვყავართ საშინელებაში და ძრწოლაში ერთ საშინელ დანაშაულსაც, მამის მკვლელობას, შვილის მკვლელობას, ცოლის
18-6 საპატრიარქოს უწყებანი N18 24-30მაისი 2018წ გვ.20
მკვლელობას, მაშ როგორი სანახაობა იქნება მისი საშინელებით, როდესაც მსოფლიო ღვთიურ სამსჯავროზე გამოცხადდება და გაშიშვლდება ყველა კაცობრიული სისასტიკე, სიმძლავრე, ულმობელობა, გულქვაობა, შესრულებული სხვადასხვა დროს, ქვეყნის გაჩენიდან სხვადასხვა ხალხებს შორის. უკანასკნელი სამართალი საშინელი იქნება მისი შედეგებითაც. ეს იქნება სამართალი გადამწყვეტი, საბოლოო, მისი განაჩენი გადაჭრის ბედს თითოეული ადამიანისას სამუდამოდ. ის დახურავს სამარადისოდ კარებს ქრისტეს სასუფევლისას ცოდვილთათვის და გარდაუვალ უფსკრულს გათხრის მათსა და მართალთა შორის. „წარვედით ჩემგან წყეულნო, ჯოჯოხეთსა მას საუკუნესა, რომელი გამზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის“ (მათ. 25, 41). აი, რას ეტყვის უფალი, ეს მიუდგომელი მსაჯული ცოდვილთ უკანასკნელ მის საშინელ სამსჯავროზე. ვეცადოთ, საყვარელნო, რომ ღვთისადმი სარწმუნოებრივი საქმენით, სიყვარულით, მოკრძალებით, სიმდაბლით და სიწმინდით მოვიპოვოთ უფლება ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე მის მარჯვენით დგომისა და ზეციური მამის კურთხეულებთან ერთად ძე ღვთის ბაგენით საერთო სასიხარულო სიტყვების სმენისა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, განმზადებული თქვენთვის დასაბამიდან სოფლისა (მათ. 25, 24), ამინ“.