ჭიპაშვილი რომანოზ გრიგოლის ძე 1895-1904 წწ ხევიჯვრის წმ. გიორგის ეკლესია
მღვდელი სპირიდონ ჭიპაშვილი
„სარნშუნოების დაცვის გულისათვის, რომელიც შევსწირე ზეციურ მამას ბარემ ხორციელად უნდა შევეწირო’’
მღვდელი სპირიდონ თეოდორეს ძე ჭიპაშვილი 1868 წელს ქუთაისის გუბერნიაში, შორაპნის მაზრაში, სოფ. ბაზალეთში მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1884 წლის 1 სექტემბრიდან 1890 წლის 1 აპრილამდე იყო ზედა საქარის სამრევლო-საეკლესიო სკოლის პედაგოგი. 1886 წელს მის პედაგოგიურ მოღვაწეობაზე გაზეთი „ივერია“ წერდა: „საქარაში ირიცხება სულ 600 მეტი კომლი. ამათში უფრო ბევრნი გლეხები, აზნაურნი და თავადნი კი ცოტანი არიან. თითქმის თოთხმეტი წელიწადი არის, რაც ქვედა საქარაში გამართულია სამრევლო სკოლა, ხოლო ზედა საქარაში ეს ოთხი წელინადი იქნება, რაც დაარსეს ამგვარივე სკოლა; ამ სკოლებში სწავლობენ როგორც გლეხკაცობის, ისე თავადაზნაურთა შვილები. ძვირად ჰნახავთ ამ სოფელში იმისთანა ყმაწვილს, რომელმაც წერა-კითხვა არ იცოდეს თავის დედაენაზედ. ზემოხსენებულის სკოლის მასწავლებელნი ბ-ნი ფილიმონ ბარბაქაძე და სპირიდონ ჭიპაშვილი ღარიბ გლეხების შვილებს ასწავლიან უფასოდ, ხოლო მდიდრებისაგან იღებენ ორითგან ოთხ მანეთამდე სწავლის ფასს წელიწადში. ეს მასწავლებელნი ასწავლიან ყმაწვილებს თავიანთ სახლებში, თავიანთივე მოწყობილობა აქვთ სკოლისათვის და ამასთანავე ძლიერ გულმოდგინენიც არიან“. 1888 წლის 16 იანვარს მამა სპირიდონი ზედა საქარის ჯვართამაღლების სახ. ტაძრის მეორე მედავითნედ დაინიშნა. 1889 წლის 1 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა იმავე ადგილზე დატოვებით, 1890 წლის 20 იანვარს ზედა საზანოს პირველ მთავარანგელოზთა სახ. ტაძარში გადაიყვანა, 1890 წლის 29 აპრილს კი მღვდლად დაასხა ხელი და დილიკაურ-ნიჟარეულის წმ. გიორგის სახ. ტაძარში განამწესა.
1890 წლის 1 სექტემბერს მღვდელმა სპირიდონმა თავისი ხარჯებით სოფელში გახსნა სკოლა და 1893 წლის 1 ივლისამდე თავადვე ინახავდა მას. 1896 წლის 25 ივნისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წლის 1 სექტემბერს მისივე თაოსნობით გაიხსნა მეორე სასწავლებელი. სკოლის გახსნას წინ უძღოდა ცილისმწამებლური წერილი ვინმე „ვლადო კორბოულელი-სანახშირელისა“, რომელიც გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე მოძღვარს უმოქმედობაში ადანაშაულებდა, და წერდა, რომ დილიკაურის სამრევლოს მღვდლებს საღათას ძილით სძინავთ და სკოლის გახსნას არც კი ფიქრობენო. მღვდელმა სპირიდონმა გაზეთის შემდეგ ნომერში ასეთი პასუხი გასცა ცილისმწამებელს: „ივერიის“ მე-257 ნომერში დასტამბულია მოწერილი ამბავი სოფ. დილიკაურიდგან სასწავლებლის უქონლობის და მოძღვრის დაუდევრობის შესახებ. დიდად გვაკვირვებს ამ კორესპონდენტის ლაპარაკი. ჯერ უნდა კარგად გაეგო და მერე მოეწერა წერილი. სიმართლის აღსადგენად ბ-ნ ვლადოს მოვახსენებ, რომ სოფ. დილიკაურში 1 სექტემბერშივე დაარსდა სასწავლებელი, მასწავლებლად ბ-ნი გ. ჭუმბურიძე იქმნა მოწვეული და ამჟამად იქ 30 მოსწავლე სწავლობს. თუ ჩემს სიტყვებს არ დაიჯერებს, მიბრძანდეს იმერეთის
საეპარქიო სამოსწავლო საბჭოში და ჰნახოს 1 სექტემბრის ჟურნალი. ამასაც მოვახსენებ, ბ-ნ კორესპონდენტს, რომ სოფ. დილიკაურის სასწავლებელი იმოდენა შენობაშია მოთავსებული, რომ შიგ სანახშირელი ბავშვებიც კი მოთავსდებიან“. 1907 წლის 16 ივლისს მთავარხუცესის თანაშემწის კანდიდატად აირჩიეს. 1910 წლის 1 იანვრიდან
დილიკაურის ორკლასიანი სამინისტრო სკოლის საღვთოს სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1910 წლის 12 აპრილს სამრევლო-საეკლესიო სკოლებში 25 წლიანი მოღვაწეობისთვის იმპერატორ ალექსანდრეIII სახ. სამახსოვრო ვერცხლის მედალი უბოძეს.
XX ს-ის 10-იან წლებში იყო დილიკაურ-ბოსლევის შემნახველ-გამსესხებელი გამგეობის საბჭოს წევრი. 1917 წელს ქართულ პრესაში უცნობი ავტორი ფსევდონიმით „ჩხრიმელის პირველი“ სოფ. დილიკაურზე სწერდა: „ეს სოფელი მდებარეობს ქ. ყვირილიდგან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით და არის ბუნებით შემკული. სახნავ-სათესით, ტყითა და
მინდვრით. ამ სოფელში 500 კომლია, რომელნიც უმეტეს ნაწილად მეურნეობას ეწევიან. წელს აქ კარგი მოსავალი იყო, თუმცა კი ზოგიერთი ვენახი ნაცარმა წაახდინა. კულტურული დაწესებულება აქ დღემდე არ ყოფილა და ეხლა კი ცდილობს ხალხი ახლო მომავალში მოაწყოს კოოპერატიული დუქანი, რომელიც ამ დროში პირველ სახსარს შეადგენს მცხოვრებთათვის. აგვისტოს თვეში მღვდ.
8-1 საპატრიარქოს უწყებანი N8 28თებერვალი-6მარტი 2019წ გვ.18
მღვდელი სპირიდონ ჭიპაშვილი (გაგრძელება)
სპირიდონ ჭიპაშვილის მეოხებით აქ გაიხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო, რომელსაც შემოსწირეს ამავე სოფლის სცენის მოყვარეებმა გრიშა ჭიპაშვილის მეთაურობით წარმოდგენიდან შეკრებილი 120 მან. ფული, წიგნები და გაზეთები სხვადასხვა პირებმა. სრული დარწმუნებული ვართ, რომ სხვებიც შემოსწირავენ თავიანთ წვლილს ამა ღარიბ სამკითხველო-ბიბლიოთეკას. სამკითხელო მოთავსებულია დილიკოურის სამრევლო სკოლის შენობაში“. მღვდელი სპირიდონი 1927 წლის 10 ოქტომბერს მარგვეთის ეპარქიის, არგვეთის ოლქის, დილიკაურის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. 1928 წლის 30 სექტემბერს დილიკაურის წმ. გიორგის სახ. ტაძარში უკვე მღვდელი ილარიონ სალაძე ჩანს, ხოლო მღვდელი სპირიდონი დილიკაურის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის წინამძღვარია. 1931 წლის 1 მაისს მარგვეთის ეპარქია ქუთაის-გაენათის ეპარქიაზეა მიწერილი და მღვდელი სპირიდონი დილიკაურის სამრველოში იხსენიება. XX ს-ის 30-იანი წლების დასაწყისში ათეისტურმა ხელისუფლებამ საქართველოს თითქმის ყველა
კუთხეში მასობრივად დაიწყო ეკლესიების დახურვა. ისინი ყველანაირ ხერხს მიმართავდნენ სამღვდელოების დასაშინებლად და დასამორჩილებლად. ცდილობდნენ, დაეკეტათ იმდროისთვის გადარჩენილი ეკლესიები, სადაც მორწმუნეები სულიერ საზრდოს იღებდნენ და ამით საბოლოოდ გაეწყვიტათ ის კავშირი, რომელიც მათ ეკლესიასთან აკავშირებდათ. იმ პერიოდში მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც მრევლმა და მოძღვარმა გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია კომუნისტებს. ერთ-ერთი ასეთი იყო მღვდელი სპირიდონის სამრევლოც. აი, რას წერდნენ ისინი 1934 წლის 25 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე): „ჩვენ ვართ მართმადიდებელნი
ქრისტიანენი. გვყავს სულიერი მოძღვარი. მიუხედავად ამისა, სოფლის აღმასკომის თავჯდომარემ და საბჭოს წევრებმა დაგვიხურეს დილიკაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია და მღვდელ სპირიდონ ჭიპაშვილს აუკრძალეს წირვა-ლოცვის ჩატარება და ამ მოკლე ხანში ჩამოგვართვეს დილიკაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაც და ხსნიან შიგნით კლუბს, ჩვენ კი შორიდან, ცრემლმორეულნი ვუყურებთ მათ. ამისთვის, უმორჩილესად გთხოვთ, ინებოთ განკარგულება და გათავისუფლებულ იქნას ერთი ეკლესია მაინც, რათა საშუალება მიეცეს მღვდელს ჩაატაროს ღვთისმსახურება. ხელს აწერს 200 კაცი“. იქვე მიმართავს თხოვნით მღვდელი სპირიდონიც ქუთაის-გაენათის საეპარქიო საბჭოს: „თუმცა წამერთვა უკანონოდ, ჩემი სიყმაწვილიდან ნაშოვნი სახლ-კარი, უძრავ-მოძრავი ქონების სახით, ადგილობრივი მთავრობისაგა და დამტოვეს გასაწყლებული, მაგრამ სარწმუნოების დაცვის გულისათვის, რომელიც შევსწირ ზეციურ მამას, ბარემ ხორციელად უნდა შევეწირო. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, გამომიგზავნოთ ნებართვა, რათა უკლებლივ შევასრული ყველა მღვდელმოქმედება მორწმუნეთა შორის! რომელიც დამჭირდება“. 1935 წლის 3 მაისს მღვდელი სპირიდონი უკანასნელად იხსენიება დილიკაურის ტაძარში. 1936 წლი 1 მაისს ამოღებულია მოქმედი სამღვდელოების რიგებიდან. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რით დამთავრდ ამ შეუპოვარი მოძღვრის ცხოვრება. მეუღლე მატათია გიორგის ასული (დაბ. 1862წ.) და შვილები: ნიკოლოზი (დაბ. 1882წ.), გრიგოლი (დაბ. 1883წ.), კონსტანტინე (1886), ვიქტორ (1888), ვლადიმერი (1898). სასულიერო პირები იყვნენ მღვდელ სპირიდინის უფროსი ძმები მღვდელი კირილე და დეკანოზი ლუკა. მღვდელი კირილე 1844 წელს დაიბადა. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. 1863 წლის 1 სექტემბერს ღარიხევის წმ. გიორგის სახ. ტაძრი მედავითნედ დაინიშნა. 1872 წლის 14 თებერვალ იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა. 1878 წლის 22 ივლისს მღვდლად დაახა ხელი და ღარიხევის ტაძარში მედავითნის შტატში დაადგინა. 1882 წლის 10 ივნისს იმავე ეკლესიაში მეორე მღვდლად დაინიშნა. 1897 წლის 15 ოქტომბერ საგვერდულით დაჯილდოვდა. 1898 წლის 29 მარტიდან 1901 წლის 6 თებერვლამდე იყო ხარაგაული სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე. 1904 წლის 1 მაისს სკუფია უბოძეს. 1905 წლის 13 მაისს ხევიჯრის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწსეს. 1906 წლის 30 ოქტომბრიდან იყო დილიკაური ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის წინამძღვარი. 1906 წლის 30 ოქტომბრიდან 1910 წლამდე დილიკაურის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგ. ჰქონდა ჯილდო იმპერატორ ალექსანდრე III სახ. ს. მახსოვრო ვერცხლის ჯვარი. მეუღლე ანასტასი გიორგი ასული (დაბ. 1843წ.) და შვილი მღვდ. სვიმონი (დაბ. 1868წ.). დეკანოზი ლუკა 1854 წელს დაიბადა. დაამთარა თბილისის სასულიერო სემინარია. 1882-188. წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელის პედაგოგად მუშაობდა. 1883 წლის 3 ნოემბერს ქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) დ. აკვნად აკურთხა, იმავე წლის 8 ნოემბერს იმერეთი ეპ. გაბრიელმა (ქიქოძე) მღვდლად დაასხა ხელი საქარის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარში განამწესა..1884 წლის 13 სექტემბერს სიმონეთი
8-2 საპატრიარქოს უწყებანი N8 28თებერვალი-6მარტი 2019წ გვ.19
მღვდელი სპირიდონ ჭიპაშვილი (გაგრძელება)
ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 1886 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა და დამტკიცდა მთავარხუცესად. 1890 წლის 1 აპრილს სკუფია უბოძეს. 1894 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1899 წლის 3 თებერვალს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1899 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1904 წლის 15 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1904 წელს დეკანოზ ლუკას გარდაეცვალა ცხოვრების თანამგზავრი, ერთგული მეუღლე თეოდოსია ალექსის ასული (1864- 1904წწ). დაკრძალვას დიდძალი ხალხი დაესწრო. დასაფლავების დღეს ახლადშესვენებულს წირვა ჩაუტარა და წესი აუგო იმერეთის ეპ. ლეონიდემ (ოქროპირიძე), რომელმაც ვრცელი სიტყვით მიმართა მის დამწუხრებულ მეუღლეს. ქადაგებას გთავაზობთ შემოკლებით: „რომელმან პოოს ცოლი კეთილი, უპოვნიეს მადლი, მიუღებიეს სიწყნარე უფლისა მიერ“ (იგავ. სოლ. 18, 22).
„შენ, აწ მწუხარებით აღვსილო, პატიოსანო მამაო ლუკა, იმ თავითვე გაშორა მოსიყვარულე ზეციური მამის მადლიანმა მარჯვენემ ყოველი შეცდომა და ბორკილი ამ დიდ საქმეში, იმთავითვე წაგიმძღვანა ჭეშმარიტება, დაგინერგა, აღგიზარდა და განგიმტკიცა მაღალი რწმენა. მეუღლეობა, ცოლ-ქმრობა შენ გქონია მიჩნეული საღმრთო მცნებად, ღვთისაგან ნაკურთხ საქმედ, ამისთვის მეუღლის ძებნის დროს არ გიხელმძღვანია ისეთი საანგარო მოსაზრებით, როგორც დამოყვრება მძლავრ და სახელგანთქმულ ოჯახთან, შეძენა სიმდიდრისა ცოლის შერთვით, თავის გამოჩენა საცოლის თანამედროვე
გემოვნების სწავლა-განათლებით, მისი გარეგანი მოხდენილობა-სიმშვენიერით და სხვა... განსვენებულ თეოდოსიაში შენ ჰპოე „ცოლი კეთილი“ და მით „მოიპოე მადლი, მიიღე სიწყნარე უფლის მიერ“. თანხმობიანი, გაწყობილი, უწყინარი, მყუდრო, ტკბილი, თქვენთვის და სხვებისთვის სასიამოვნო, სასარგებლო და აზრიანი ასეთი იყო თქვენი ცხოვრება დღიდან დაგვირგვინებისა აქამომდე, როდესაც ასე მოულოდნელად და უცბად გაწყდა თქვენ შორის ქვეყნიური მეგობრობის საამოდ მჟღერალი სიმი... შედარებას რომ მივმართოთ, მღვდლის ცოლი უნდა დავადაროთ დედა-ფუტკარს, ხოლო მღვდელი მუშა ფუტკარს, მაგრამ ამასთან ერთად, უნდა აუცილებლად გვახსოვდეს ის არსებითი განსხვავება, რომ იმ დროს, როდესაც მუშა ფუტკარი გარედან ეზიდება შინ თაფლს, „ცვილს, დედისა და ოჯახისათვის საზრდოს, მღვდელს თავისი მეუღლის განსაკუთრებითი დახმარებისა და შემწეობის ძალით უნდა საკუთარი ოჯახიდან გამოჰქონდეს სამწყსოში
მოსაფენად სიტკბოება, გონების საზრდო, ზნეობის საზრდო და ხალხის კეთილდღეობისათვის საჭირო სიმდიდრე. დილიდან საღამომდე მღვდელი შრომობს და საქმიანობს მრევლში, ამასთა, ილოცოს, სხვებთან იმგლოვოს და სხვ. ამგვარად დამაშვრალი, ღონემიხდილი ბრუნდება საღამო ხანს ოჯახში და ნეტარება მას, თუ სიამოვნებით მოელის მის დაბრუნებას მეუღლე, თუ მონაწილეობით, ხალისით და მტკივნეულად ეკითხება მას, რა გაარიგა, რა ნახა, რამ გაახარა და რამ ააღელვა მრევლში, თუ დიასახლისი თანაუგრძნობს მღვდლის მოღვაწეობას, თუ მის გულს ათფობს საღმრთო ცეცხლი ხალხისადმი სიყვარულისა. საკმარისია რამდენიმე საათი ამგვარი ზნეობრივი თანაგრძნობისა, რომ მღვდელს გაუაროს ფიზიკურმა დაღლილობამ, რომ მღვდელს მთლად მიავიწყდეს განვლილი სიმწარენი, საკმარისია ასეთი მეგობრის უბრალო სურვილი, რომ მღვდელი დილის მზის სხივებთან ერთად ხალისით გაფრინდეს მრევლში მუყაითი მუშა ფუტკარივით სამოქმედოთ... ახლად გარდაცვალებული მხევალი ღვთისა თეოდოსია აშკარად ჩანს, მიჩნეული იყო და პატივისაცემელი დედის მსგავს ადამიანად და ამის გამოა, რომ ასე გლოვობენ და თავს ევლებიან რო-
8-3 საპატრიარქოს უწყებანი N8 28თებერვალი-6მარტი 2019წ გვ.20
მღვდელი სპირიდონ ჭიპაშვილი (დასასრული)
გორც ქმარი, ისე მეზობლები, როგორც ნათესავნი, ისე ნაცნობნი, როგორც მამაკაცნი, ისე მანდილოსანნი, როგორც სამღვდელონი, ისე საერონი. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, კეთილო სულო! ამინ“. დეკანოზი ლუკა იყო ავტოკეფალიის აქტიური მხარდამჭერი და გულშემატკივარი. 1906 წელს თავისი ოლქის სამღვდელოების სახელით მან უშიშარი განცხადება გააკეთა იმჟამინდელ ქართულ პრესაში: „1906 წელსა მაისის 10 დღესა, ჩვენ ქვემორე ამისა ხელის მომწერნი სიმონეთის საბლაღოჩინო მაზრის ეკლესიების სამღვდელოებამ მოვისმინეთ ამა წლის „.................-ის 13 და 14 ნომერში დაბეჭდილის წერილის შინაარსი, რომლის ავტორიც ქართველი მღვდელი ირწმუნება, რომ ვითომც საქართველოს სამღვდელოებას არ სურდეს თავისი ეკლესიის ავტოკეფალობა, ეს საკითხი გამოგონილი იყოს რამოდენიმე კერძო პირთაგან. ამისათვის დავადგინეთ: იქნეს ცნობილი აღნიშნული წერილი ცილისწამებათ; საქართველოს სამღვდელოების ჭეშმარიტი სურვილი არის და იქნება აწიც მოიპოვოს საქართველოს ეკლესიისათვის ავტოკეფალობა, თანახმად ამა საგანზედ შედგენილი და წარდგენილი უმაღლეს მთავრობასთან პეტიციისა და მას შინა ხელს ვაწერთ ჩემი ოლქის ოცდათვრამეტი მღვდელი და მედავითნე“. დეკანოზი ლუკა 1907 წელს გარდაიცვალა. ჟურ- ნალი „მწყემსი“ თავის ფურცლებზე სწერდა: „ბლაღოჩინი დეკ. ლუკა ჭიპაშვილი 25 მარტს გარდაიცვალა თფილისის მიხაილოვის სამკურნალოში ცოტა ხნის ავადმყოფობის შემდეგ. განსვენების დღე არის დანიშნილი 31 მარტი. კვირას მწირველი იქმნება მისი სულის მოსახსენებლად ყოვლადსამღვდელო ლეონიდე, რომელიც მოწვეულია საქარის მაცხოვრის ეკლესიაზედ. განსვენებულს არავინ არ დარჩენია, ერთი ნაშვილები ქალიშვილის მარიამის მეტი“.