სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11816

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
 წერეთელი იოსებ ნიკოლოზის ძე მოძღვარი 1882-1917წწ ჭიათურა, ქუთაისი  წერეთელი იოსებ ნიკოლოზის ძე მოძღვარი 1882-1917წწ ჭიათურა, ქუთაისი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი წერეთელი სია

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

465       ბეჭდვა

წერეთელი იოსებ ნიკოლოზის ძე მოძღვარი 1882-1917წწ ჭიათურა, ქუთაისი

წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია 

1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.

 წერეთელი იოსებ ნიკოლოზის ძე, 1882-1916წწ ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. 1893-1914წწ სკინდორის წმ. გიორგის ეკლესია. 1891-1893წწ ქუთაისის საკათედრო ტაძარი. 1914-1917წწ ცხუკვეთის წმ. გიორგის ეკლესია.


იოსებ წერეთელი მეუღლესთან, ოლღა ბაგრატიონთან, ერთად, ფოტო გადაღებულია სოფელ ცხრუკვეთში. გადაღების თარიღი უცნობია

საპატრიარქოს უწყებანი N36 3-9 დეკემბერი 2009წ გვ.18

დეკანოზი იოსებ წერეთელი 1864-1951

დეკანოზი იოსებ ნიკოლოზის ძე წერეთელი 1864 წლის 10 აპრილს, ჭიათურის რაიონის სოფელ ცხრუკვეთში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება სახლში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. შემდეგ დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. XIX საუკუნის 80-იან წლებში დაქორწინდა ოლღა პავლეს ასულზე. 1891 წელს იმერეთის ეპისკო- პოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად და მღვდლად დაასხა ხელი და ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად განამწესა. 1892 წელს საგვერდული უბოძა. 1893 წელს სკინდორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა და შორაპნის მაზრის, სვერის ოლქის მთავარხუცესად დაადგინა. 1900 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა. 1907 წლის 6 მაისს  კამილავკა ეწყალობა. 1911 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1914 წლის 10 ოქტომბერს, მამამისი, მღვდელი ნიკოლოზ წერეთელი ავადმყოფობის გამო პენსიაზე გავიდა და ამავე წლის ოქტომბერში იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მამა იოსები ცხრუკვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანა. 1915 წლის აღდგომას წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. დეკანოზი იოსები აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის I, II, III და IV საეკლესიო კრებებში, როგორც იმერეთის ეპარქიის დელეგატი. 1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. საქართველოში კომუნისტური ხელისუფლების

36-7 საპატრიარქოს უწყებანი N36 3-9 დეკემბერი 2009წ გვ.19


დეკანოზი იოსებ წერეთელი 1864-1951(გაგრძელება)

დამყარების შემდეგ ეკლესიას და სამღვდელოებას მძიმე დღეები დაუდგა. 1917-26 წლებში, ვინაიდან არგვეთის ეპარქიას საკუთარი მღვდელმთავრი არ ჰყავდა, დროებით ქუთაის-გაე- ნათის ეპარქიას ექვემდებარებოდა. 1926 წლის მარტში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად აკურთხა დეკანოზი ვარლაამ მახარაძე, რომელიც არგვეთის ეპარქიის მმართველად დაინიშნა. მეუფე ვარლაამი ერთი თვის შემდეგ ჩაბრძანდა თავის ეპარქიაში, სადაც მას დიდი სიხარულით შეხვდა ადგილობრივი სამ-ღვდელოება და მორწმუნე საზოგადოება. 1926 წლის 25 აპრილს, ბზობას, მეუფე ვარლაამი მიიწვიეს სოფელ კორბოულის (ძლევის) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კურთხევაზე. მისი მეუფება წინა დღესაც მივიდა ლოცვაზე და თვითონ ჩაატრა ლოცვა პურის კურთხევითა და ზეთის ცხებით, რაც ერთობ იშვიათია სოფლის ეკლესიისათვის. ხალხი მრავლად დაესწრო ლოცვას. ლოცვის დასრულებისას მეუფემ წარმოთქვა სიტყვა, რომლის დროსაც დამსწრე საზოგადოებას სთხოვა, მეორე დღესაც მოსულიყვნენ ეკლესიაში, ენახათ ეკლესიის განახლების წესი და მოესმინათ მღვდელმთავრის რვა. მეორე დღეს მისი მეუფება წირვაზე ადგილობრივი დეკანოზის იოსებ წერეთლის თანხლებით მივიდა. ეკლესიის საკმაოდ ფართო ეზო სავსე იყო ხალხით. ეზოს შესასვლელი კარებიდან − ტაძრის კარებამდე ორ-ორ რიგად იყვნენ ჩამწკრივებული ბავშვები, ბზის ტოტებით ხელში, რომლებიც მის მეუფებას მოახლოე- ბისთანავე თავს უხრიდნენ და ფეხქვეშ ცოცხალ ტოტებს უფენდნენ. ეკლესიაში წირვას უამრავი ხალხი დაესწრო, ლიტანიობის შემდეგ მეუფემ იქადაგა. ყველა გულმოდგინედ ადევნებდა თვალყურს მღვდელმთავრის სიტყვებს და ქმედებებს. ამ დღეს მისი მეუფებაც და საზოგადოებაც ნათლად დარწმუნდნენ, რომ მიუხედავად საშინელი რეპრესიებისა და ანტისარწმუნოებრივი მოძრაობისა, ქრისტიანობას ისე ღრმად აქვს ფესვები გადგმული ქართველი ერის გულში, რომ მისი მოსპობა და აღმოფხვრა არც ისე ადვილია, როგორც ეს სარწმუნოების მტრებს ჰგონიათ. დამსწრე საზოგადოება დიდად კმაყოფილი დარჩა წირვა-ლოცვისა და წარმოთქმული სიტყვებით. 1929 წელს მეუფე ვარლაამი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და ეპარქია კვლავ დაქვრივდა. სამღვდელოება დიდი შემართებით აგრძელებდა ქადაგებას და მოღვაწეობას ხალხში, მაგრამ ხელისუფლებამ XX საუკუნის 30-იან წლებში ნელ-ნელა დახურა არგვეთის ეპარქიის თითქმის ყველა ეკლესია.


მამა იოსებიც ტაძრის გარეშე დარჩა, ამას დაერთო 1934 წლის 24 მარტს საყვარელი მეუღლის ოლღას გარდაცვალება, რამაც მხცოვანი მოძღვარის გული დაამძიმა, თუმცა ტაძრის დაკეტვასა და ცხოვრების თანამგზავრის დაკარგვას არ შეუშინებია დეკანოზი იოსები და შემდგომ წლებშიც აქტიურად განაგრძობდა საეკლესიო მოღვაწეობას, ნათლავდა ბავშვებს, აპატიოსნებდა მიცვალებულებს და ანუგეშებდა ჯერ კიდევ შემორჩენილ მრევლს. ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ სვიმეო- ნის (ჭელიძე) ლოცვა-კურთხევით, მას სვერისა და ცხრუკვეთის სამრევლოების მოვლა-პატ- რონობა დაევალა. 1946 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქკალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით არგვეთის ეპარქიაში გაიხსნა მღვიმევის მაცხოვრის სახელობის ეკლესია (ყოფილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერი) და დეკანოზი იოსები ამ ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. იგი ცხოვრობდა ამავე მონასტრის ერთ-ერთ სენაკში. დეკანოზი იოსები 1951 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა (საფლავზე დეკანოზ იოსების გარდაცვალების თარიღად მითითებულია 1953 წლის 4 დეკემბერი, რაც შეცდომაა — გ.მაჩურიშვილი). დასაფლავებულია თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით. წესი აუგეს შეასრულეს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) და ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე), მრავალრიცხოვან სამღვდელოებასთან ერთად. დეკანოზი იოსები აქტიურად თანამშრომლობდა იმ პერიოდში იმერეთში გამომავალ საეკლესიო ჟურნალებში - „მწყემსსა“ და „შინაურ საქმეებში“. იყო მრავალი საინტერესო სტატიის ავტორი და მქადაგებელი. გთავაზობთ მამა იოსების წარმოთქმულ ერთ-ერთ ქადაგებას, რომელიც მან ცნობილი პოეტის, აკაკი წერეთლის საჩხერიდან გამოსვენების დროს წარმოთქვა: „საქართველოს დიდებავ და სიქადულო, სულმნათო ადამიანო, აკაკი! შენი ღვაწლი და ამაგი, შენი უკვდავი ლიტერა- ტურული ქმნილებანი და დაუღალავი, შეუპოვარი მოღვაწეობა ეკლით მოფენილ საზოგადო სარბიელზე — ჩვენმა პრესამ უკვე აღნიშნა. შენს რუსთაველისებურს, მთის ნაკადულივით მოჩუხჩუხე, ჩანჩქერივით მჩქეფარე, ბულბულის გალობისაებრ ხმატკბილ ცელქ-ცქრიალა ლექსებს ქებითი ქება უკვე მიუძღვნეს. შენ რომ ქართველთა ეროვნულ შეგნებას საძირკველი ჩაუყარე, ხალხს თავისუფლება შე

36-8 საპატრიარქოს უწყებანი N36 3-9 დეკემბერი 2009წ გვ.20

დეკანოზი იოსებ წერეთელი 1864-1951(დასასრული)

აყვარე და თითოეულ ჩვენგანის გულში ჩაგრულისადმი სიყვარული აღზარდე, ესეც ხომ აღნიშ- ნულია. ვიტყვი მხოლოდ, რომ შენი პოეზიის საგანი შენი მრავალტანჯული სამშობლო იყო. „თავს ვადგავარ მისი ჭირისუფალი და გულსა მწვავს მწუხარების მე ალიო“, ― ამბობ შენ აღმოკვნესით. დიაღ! შენ მხოლოდ სამშობლოს უგალობდი და უმღერდი, თავს ლეჩაქახდილს და ფეხშიშველს და მუდამ მის მხსნელ ტარიელს ეძებდი და შენი ანდერძი — სამშობლოსათვის თავდადებასა და საზოგადო საქმისათვის თავგანწირულ მუშაობასა და მოქმედებას გვავალებს. მაგრამ მე ამას, აი, რა უნდა დავუმატო კიდევ: ის სულიერი შემოქმედებითი ნიჭი და ძალა, რომელიც შენ უხვად გქონდა მიმადლებული, მოგანიჭა ამ მშვენიერმა პატარა კუთხემ, ამ არემარემ, რომელსაც პატარა კახეთს უწოდებენ. შენ თავგადასავალში აღიარე, ბედნიერი მხოლოდ ბავშობის  დროს ვიყავიო. მაშ, შენი სიცოცხლის უბედნიერესი დრო გაგიტარებია აი, ამ სავანეში, რომელმაც ძუძუ გაწოვა, სხვიტორში, რომელმაც ბუნების წარმტაცი მშვენიერება შეგაყვარა და მთლად ამ პატარა საწერეთლოში, რომელიც ისე გიყვარდა, რომ შემდეგ, როდესაც კი ნამუშევარს, დაღლილს, დაქანცულს სულის დამშვიდება მოგსურდებოდა, აქ მოაშურებდი, აქ შეიკრებდი ძალას და განიკურნებდი ხოლმე. დიაღ! ეს არემარე რომ გიყვარდა, ამიტომ ინახულე ახლაც სიკვდილის ჟამის წინაც და საკუნოდ იქ განისვენე, სადაც სიცოცხლის დროსაც მოიპოვებდი ხოლმე მოსვენებას. ამ კუთხემ გშობა და გაწოვა ძუძუ და ამ კუთხემვე განგისვენა საუკუნოდ, რადგან როგორც შენ ის გიყვარდა, მასაც ისე უყვარდი. დღეს კი შენი დაობლებული დასასვენებელიწალკოტი თვალცრემლიანი საუკუნოდ გეთხოვება. სწუხს, რომ შენი ნეშტი ვერ მიიბარა, ვერ ჩაიხუტა გულში და აი, ეს მოზღვავებული ხალხი უზომო მწუხარებას შეუპყრია, თავს დაგტირის და გგლოვობს თავის საყვარელ მგოსანსა და დიდებულ მამულიშვილს, მაგრამ ნუგეშად ის დაგვრჩენია, რომ ჩვენი აკაკი მთელი ერის სადიდებელი შეიქნა და მისი განსასვენებელი ადგილი, საქართველოს გული, იმავე დროს ჩვენი პატარა კუთხის გულიც არის. და სამშობლოს არ უარყვია სურვილი დიდებული მგოსნისა, რომელმაც დაიბარა: „ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს, ზე კალთა დამაფარეო და რომ მოვკვდები, გახსოვდეს, ანდერძი დავიბარეო. დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ: შენს მიწას მიმაბარეო, ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშაბლო მხარეო!“ სამშობლოც ასრულებს შენს ნებას: შენს წმინდა ნეშტს მთაწმინდა მიიბარებს, ის წმიდა ადგილი, რომელიც ასე გიყვარდა, საქართველოს მეორე დიდი მოამაგის — სულმნათი ილიას გვერდით. მუხლს ვიდრეკ შენი ცხედრის წინაშე და ერთად ჩემი საბლაღოჩინო ოლქის სამღვდელოებისა მხურვალედ შევსთხოვ უზენაესს, რომ კვალად მოვლენოდეს ჩვენს, შენგნით დაობლებულ ქვეყანას, შენებრ სახელოვანი მამულიშვილი. საუკუნოდ ხსენება შენს დიდებულს სახელს, დიდებულო მგოსანო!“




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.06.2023
ბოლო რედაქტირება 22.09.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0