ალავერდი-ხანი (გ. 24 მაისი, 1614) — ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე. გამაჰმადიანებული ქართველი, გვარად უნდილაძე. ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი, ფარსის ბეგლარბეგი, აბას I-ის სამხედრო რეფორმების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი.
ალავერდი-ხანი იყო ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე. გამაჰმადიანებული ქართველი(საქართველოდან ტყვედ წაიყვანეს ბავშვობაში), გვარად უნდილაძე. ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი(მეფის მცველთა რაზმების უფროსი), ფარსის ოლქის ბეგლარბეგი, აბას I-ის სამხედრო რეფორმების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი, როგორც სარდალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალეთთან ომში(1603—1612). ისპაჰანში ააშენა ხიდი მდინარე ზენდერუდზე, რომელსაც დღესაც მისი სახელი ჰქვია. აბას I-ის ბრძანებით ალავერდი-ხანი დიდი პატივით დაკრძალეს ქალაქ მეშჰედში. ირანში ალავერდი-ხანის შვილებიც დაწინაურდნენ. უფროსმა იმამყული–ხანმა მამის სიკვდილის შემდეგ ფარსის ბეგლარბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსმა დაუდ–ხანმა განჯა–ყარაბაღისა. ერთ-ერთი ვერსიით, ალავერდი-ხან უნდილაძე შაჰის ბრძანებით მოკლეს, რადგან ფაქტობრივად იგი შაჰზე გავლენიან პიროვნებას წარმოადგენდა. პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.88