2010-2011წ. ქტიტორი რუსთავის სიონი
რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, უფრო ცნობილი როგორც რუსთავის სიონი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი ქალაქ რუსთავში. აგებულია 2000-2011 წლებში. პროექტის ავტორები არიან დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, ნიკოლოზ აბაშიძე და ნიკოლოზ დადიანი, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან აბაშიძე; მშენებლობას ხელმძღვანელობდა თემურ ბურკიაშვილი. მოქანდაკეები ქალაქ რუსთავის მოქალაქეები იყვნენ. ტაძრის ქტიტორია თამაზ გველუკაშვილი
რუსთავში ახალი ტაძრის აგების იდეა თამაზ გველუკაშვილს გაუჩნდა, რომელიც ასევე რუსთავის სიონის ქტიტორია. 2001 წლის აგვისტოში (მარიამობისთვეში) მომავალ ტაძარზე საუბრისას გადაწყდა, რომ ახალი ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის იქნებოდა. საინიციატივო ჯგუფმა ტაძრის აგებაზე ლოცვა-კურთხევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისაგან, ილია II-ისაგან მიიღო