საპატრიარქოს უწყებანი N24 21-27 ივნისი 2012წ გვ.8
სამძიმარი
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტორ-რესტავრატორი, ბატონი ვანო გრემელაშვილი. მისი პროექტებით რესტავრაცია ჩაუტარდა მრავალ ტაძარს. ის არის ავტორი ბაგრატის ტაძრის აღდგენის პროექტისა (შუშებიანი ნაწილის – ტაძრის დასავლეთი მკლავის გარდა), მუშაობდა ოშკის რესტავრაციის პროექტზე.