2026წ. მდგომარეობით მგალობელი სამება ძველი ტაძარი (ეროვნულ ბიბლიოთეკასთან)
მამა გარდამეცვალა 1994 წელს და ტაძარში მისულს რეგენტი დამხვდა კაცი რომელივ რაღაცით მამას გავდა ზურთით რომ იდგა განსაკუთრებით. ვიდექი და ვტიროდი კუთხეში.
მოგვიანებით მამა ხვთისოსთან მიმიყვანა მეგობარმა გოგონამ რომელიც ფოფოდიაა, ამჟამად კურთხევა ავიღეთ რომ მესწავლა გალობა მისი მრევლიც გავხდი.
ძველ სამებაში ქალბატონ ნაირა ნაჩხატაშვილმა გამიშვა საგალობლად.
უფლის წყალობით და პედაგიგების ლომის წილია ამ ნაშრომებში.
ქალბატონი ანასტასია ქაჯაია და გურგენი ხუჭუა. მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდი.
ბავშვობიდან მქონდა ხატვის სურვილი. ერთ ნახატზე რომელიც მამის ხსოვნას მივუძღვენი შემთხვევით დრაპირებაზე ღვთისმშობლის სულუეტი ამოვიდა მაგრამ არც კურთხევა მქონდა და ვერ გავაგრძელებდი. მოგვიანებით მამა ღვთისომ (შალიკაშვილი) ნახა ეს ნამუშევარი და თავად მომცა კურთხევა მესწავლა ხატწერა.
ხატწერა როგორ ასეთი ჩემი სამადლობელი იყო უფლისადმი. განსაცდელი ქონდა ჩემს ოჯახის წევრს და სამებაში ხატის წინ ვტიროდი. წირვა რომ დამთავრდა ხატზე ვინც ემთხვია ყველა მოდიოდა მრევლს ვგულისხმობ და თავზე მადებდა ხელს ასე მითხრეს რაზეც ეხლა ტირიხარ იმაზე გეტიროს ამ ხატთან სიხარულის ცრემლებითო.
ზუსტად ასე ამიხდინა უფალმა. ერთ დღესაც უთხრეს რომ არ აქვს არც სიმსიმნე არც მეტასტაზები ჯანმრთელი ხარ არაფერს გინიშნავ და ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრეო.
