1980-იანიწ. მგალობელი სიონი (თბილისი) ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი
2004-2026წ. მდგომარეობით მგალობელი სამება (თბილისი) საპატრიარქო ლავრა
ჩვენი გვარი წარმოშობით რაჭიდანაა, გლოლადან. წინაპრები ბერიშვილები იყვნენ. ჩემი დიდი პაპა რაჭიდან სოფელ მარაბდაში გადმოვიდა. ეროვნული ამბები აწუხებდა. ამიტომ ახლა იქ მაქვს სოფელი და რითაც ვამაყობ, რადგან ცხრა ძმა ხერხეულიძე იქაა დაკრძალული. ჩვენი ტაძარიც გვაქვს მარაბდაში აშენებული. თუ ვინმეს რამე სჭირდებოდა, დახმარება უნდოდა, პაპა ეხმარებოდა. ყანაშიც ხშირად უწევდა ყოფნა, ზოგჯერ იმ ნაჩხატებში იმალებოდა ხოლმე და ნაჩხატა დათას ეძახდნენ. რომ ჰკვეთებოდნენ, რა გვარი ხარ, ნაჩხატაშვილიო. საბოლოოდ კი გადაწყვიტა, ნაჩხატაშვილი ოფიციალურადაც გამხდარიყო. მამაჩემი 12 წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა და ჰყვებოდა ხოლმე, - პაპის საფლავზე მიმიყვანდა და მეუბნებოდა, შვილო, იცოდე, ეს შენი პაპაო, შენი წინაპარიო... ასე გავხდით ბერიშვილები ბერიშვილები ნაჩხატაშვილები.