2014წ. მდგომარეობით იღუმენი მცხეთა-თბილისის ეპარქია
ბებია ილია მღვდელმონაზონი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 23საპატრიარქოს უწყებანი N19 11-17ივნისი 2009წ გვ.7
დაჯილდოება
7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა შემდეგ მღვდელმსახურებს: წმინდა საბა განწმენდელის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ექვთიმეს (ციხისელს), წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ეგნატეს (ჩუხუას), წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ გიორგის (მიქაძეს), არმაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ზოსიმეს (სისვაძეს), ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელის“ ხატის სახელობის დედათა მონასტრის მღვდელ-მონაზონს ილიას (ბებიას).