სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12216

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გუნია ბიძინა დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გუნია ბიძინა დეკანოზი

დაბ. 9 თებერვალი, 1956წელს. 2008 წლის 14 ოქტომბერს, გამშვენებული ჯვრით, ენქერითა და მიტრით დააჯილდოვა და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა.  2008 წლის 22 ნოემბერს დაჯილდოვდა, მეორე ჯვრის ტარების უფლებით.


გუნია ბიძინა დეკანოზი  დაბ. 1956წ. ორი გამშვენებული ჯვრის და მიტრის ტარების უფლება 

საპატრიარქოს უწყებანი N36 16-22 ოქტომბერი 2008წ  გვ. 7

ხელდასხმა

14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სოლოლაკის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი ბიძინა გუნია გამშვენებული ჯვრით, ენქერითა და მიტრით დააჯილდოვა და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. ამავე დღეს საქართველოს პატრიარქმა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მღვდელი მიქაელ ბუკია — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით დააჯილდოვა.

საპატრიარქოს უწყებანი N41 27ნოემბერი-3 დეკემბერი 2008წ გვ. 6

დაჯილდოება

22 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა ტაძრის მღვდელმსახურნი: წინამძღვარი, დეკანოზი ბიძინა გუნია, დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი და დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი.

საპატრიარქოს უწყებანი N 12 1-6 აპრილი 2008წ. გვ. 6

წინამძღვრად დანიშვნა

30 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ბიძინა გუნია დაინიშნა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად, 



ინფორმაცია და ფოტო მოგვაწოდა ნათია ტრისტანის ასულმა ხანიშვილი. მრევლი.



2011 წელს მიენიჭა თსუ-ს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი (თემა: "საპასექო გამოთვლები "მცხეთის დავითნის" A-38 ხელნაწერის მიხედვით"); 2013 წელს მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი (თემა: "წელიწადის ცნების თეოლოგიური ასპექტები და საეკლესიო კალენდრის მოდელირების საკითხი"); 2013 წელს აირჩიეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორად; 2013 წლიდან არის თბილისის სასულიერო აკადემიის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი.

საეკლესიო მორჩილებები: 1990-1992წწ. იყო სტიქაროსანი და მედავითნე თბილისის კლდის უბნის წმ. გიორგის სახ. ეკლესიაში; 1991-1994წწ. სეფისკვერების მცხობელი თბილისის სასულიერო აკადემიაში; 1993-1998წწ. ვაჟ მგალობელთა გუნდის რეგენტი თბილისში ჩუღურეთში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში; 1992-2002წწ. თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის მედავითნე.

ხელდასხმა, სასულიერო ხარისხი და დაჯილდოება: 2002 წლის 17 თებერვალს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად; 2002 წლის 22 დეკემბერს ხელდასხმულ იქნა მღვდლად; 2006 წელს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში; 2008 წლის 15 ოქტომბერს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით; 2008 წლის 9 დეკემბერს დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

სატაძრო მსახურება: 2002 წლის 17 თებერვლიდან 8 დეკემბრამდე თბილისის  სიონის საკათედრო ტაძრის დიაკონია; 2002-2003წწ. თბილისის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის მღვდელმსახური; 2003-2008წწ. სოლოლაკში მდებარე ამღლების ტაძრის წინამძღვარი; 2008-2010წწ. თბილისის ქვაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვარი; 2010-2012წწ. თბილისის წმ. სამების ლავრის მღვდელმსახური; 2012 წლიდან თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრის წინამძღვარი.

საგანმანათლებლო დატვირთვა: 1994 წლიდან ლიტურგიკის ლექტორი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიაში; 1994 წლიდან მედავითნეობის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი; 1997-2006წწ. ლიტურგიკის ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის თეოლოგიის სპეციალობაზე; 2001-2003წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის ლექტორი; 2008-2015

წწ. სოხუმის სახ. უნივერსიტეტის თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.

არასაგანმანათლებლო დატვირთვა: 2010 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახ. განათლების ცენტრის საპატრიარქოს სკოლებთან ურთიერთობის კოორდინატორი; 2022 წლიდან საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე; სამეცნიერო კვლევის სფეროები: ლიტურგიკა, ლიტურგიკული ღვთისმეტყველება, საეკლესიო კალენდარი, პასქალიონი, საღმრთისმსახურო ტიპიკონები. ამ სფეროებში გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები და პუბლიკაციები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
გელათის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2012-)
ბიბლიოგრაფია
ლიტურგიკული კრებული : მოკლე საცნობარო კურსი : ლიტურგიკით დაინტერესებულ პირთათვის (შემდგენელი) // № 3. - თბილისი, 2019. - 198გვ.
წელიწადის ცნების თეოლოგიური ასპექტები და საეკლესიო კალენდრის მოდელირების საკითხი = Теологические аспекты понятия года и вопрос моделирования церковного календаря = Teological aspects of the concept of a year and issue of modeling of ecclesiastic calendar (ავტორი). - თბილისი, 2012. - 116გვ.
იულიუსის კალენდრის საკითხისათვის (ავტორი). - თბილისი, 2007. - 116გვ.

გუნია - გვარის 15 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

გუნია ანგია მღვდელმონაზონი
გუნია ანგია - მღვდელმონაზონი. კეხიჯვრის (ქარელი)  დედათა მონასტერი  სრულად ნახვა
გუნია ნესტორი მღვდელი
გუნია ნესტორი - მღვდელი. სრულად ნახვა
გუნია ბიძინა დეკანოზი
გუნია ბიძინა - დეკანოზი. დაბ. 9 თებერვალი, 1956წელს. 2008 წლის 14 ოქტომბერს, გამშვენებული ჯვრით, ენქერითა და მიტრით დააჯილდოვა და ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა.  2008 წლის 22 ნოემბერს დაჯილდოვდა, მეორე ჯვრის ტარების უფლებით. სრულად ნახვა
გუნია ბესარიონი - სქემმღვდელმონაზონი.
გუნია ეკატერინე - მონაზონი. 2007 წლის 27 აგვისტოს მონაზვნად აღკვეცა სრულად ნახვა
გუნია მოსე - მედავითნე. სრულად ნახვა
გუნია ოქროპირი - დიაკონი. სრულად ნახვა
გუნია ნიკოლოზი - მღვდელი. სრულად ნახვა
გუნია ბესარიონი - დიაკვანი. სრულად ნახვა
გუნია უშანგი - მედავითნე. სრულად ნახვა
გუნია მარკოზი - მღვდელი. სრულად ნახვა
გუნია თადეოზი - მღვდელი. სრულად ნახვა
გუნია იოანე - მღვდელი. სრულად ნახვა
გუნია ტრიფონი - მედავითნე. სრულად ნახვა
გუნია თეოფანე - მედავითნე. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.