1886 წლის კამერალურ აღწერათა სიებში შეყვანილია საგარეჯოში დროებითმცხოვრები მოსამსახურეები: 1. ცნობილი საზოგადო მოღვაწე, წ.კ.გ. საზოგადოების წევრი ალექსანდრე ზებედეს ძე ცხვედაძე, რომელიც იმ დროს მოღვაწეობდა საგარეჯოს სკოლაში შტატიან მასწავლებლად, ჩამოსული იყო გორის მაზრიდან. აღწერისას ალექსანდრე ცხვედაძე 45 წლის იყო, მისი მეუღლე - 35 წლის. 2. მატვეი მიხეილის ძე ელჩინოვი, ასევე საგარეჯოს სკოლის მასწავლებელი, ეროვნებით რუსი, 28 წლის. აღწერაში ცალკე გამოყოფილნი არიან სასულიერო პირების ოჯახები და ასეთი 16 ოჯახია: 1. დიმიტრი ნიკოლოზის ძე ხურციევი, 22 წლის; 2. ნიკოლოზ დავითის ძე დავიდოვი, დეკანოზი, 56 წლის; 3. პავლე ტიმოთეს ძე ქურხული, მედავითნე, 58 წლის, 4. დავით დავითის ძე გარსიევი, მღვდელი, 50 წლის; 5. ვასილ დიმიტრის ძე კიტიევი, მღვდელი, 36 წლის; 6. დიმიტრი პავლეს ძე დოლმაზოვი, 28 წლის; 7. ივანე იაკობის ძე გულისოვი, სოფელ გიორგი წმინდის მღვდელი, 35 წლის; 8. თადეოზ გაბრიელის ძე ტერ-გაბრიელოვი, მღვდელი, 58 წლის; 9. ზაქარია დავითის ძე ყანდარელი, მედავითნე, 44 წლის; 10. დიმიტრი ზურაბის ძე ფანოზაშვილი, მედავითნე, 36 წლის; 11. ზაქარია თადეოზის ძე ფხალაძე, მედავითნე, 24 წლის; 12. დავით სვეტნიკის ძე დემუროვი, წინა აღწერის დროს 26 წლის, გარდაცვლილი; 14. პეტრე აბრამის ძე ზარანოვი, შტატგარეშე მღვდელი, 74 წლის; 15. ზაქარია გულისოვი, მღვდელი, 54 წლის; 16. სერგოს ძე ესიტოვი, მღვდელი, 48 წლის.
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.