სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11733

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ზაქარაია ფედოსია (ფატი) მონაზონი

1969წ. მონაზონი თეკლათი (სენაკი) ღვთიმშობლის შობის დედათა მონასტერი

ზაქარაია ფებრონია  მონაზონი

1969 წელს ღამით თავს დაესხნენ მონაზონ ფედოსია (ფატი) ზაქარაიას, ვინაიდან იგი დიდი მკურნალი იყო და მისი სახელი შორს იყო განთქმული. ეგონათ, მდიდარი იქნებოდა. მისი სენაკის გატეხას დიდი წვალება არ სჭირდებოდა, შეუცვივდნენ საცოდავ მოხუცებულს და მოსთხოვეს ფული. დედა ფედოსიას არა გააჩნდა რა, ვინაიდან იგი უსასყიდლოდ კურნავდა სნეულთ. ყაჩაღებმა არ დაუჯერეს, გადააბრუნეს ყველაფერი და რომ ვერა ნახეს რა, რკინა ჩასცხეს თავში. გონდაკარგული შემდეგ ძლივს მოუსულერებიათ. მამა კონსტანტინემ მითხრა, ძალიან შეშინებული იყო დედა ფატი, მარტო ვეღარ ვტოვებდით. ვამშვიდებდით, ვეუბნებოდით: - მეტად აღარ მოვლენ, რახან დარწმუნდნენ, რომ არაფერი გაქვსო, მაგრამ მაინც ეშინოდა. ცოტა ხანს იავადმყოფა და ასე შიშით დალიაო სული. ავაზაკები ქართველები ყოფილან, ალბათ, სენაკის მკვიდრნი. მათ დაიდეს დიდი ცოდვა. ფულისათვის მოკლეს 80 წლის მოხუცი. უნდა ითქვას ისიც, რომ იმ ავაზაკებს, როგორც ამ საქმეში გარკვეულმა რამდენიმე ერისკაცმა მითხრა, ხელმძღვანელობდა აქაურივე ქალი, ფრიად უღვთო და საშინელი, რომელმაც დედა ფატის ღვთისნიერად მოაჩვენა თავი, მისგან შეისწავლა ბევრი რამ და ბოლოს გადაწყვიტა მისი მოშორება.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.