სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12188

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

თვაური ირინე სქემმონაზონი

გარდ. 2023წ.

თვაური ირინა სქემმონაზონი გარდ. 2023წ.

სქემმონაზონი ირინე:

უწმიდესი, მიწიერი ანგელოზი, ჩვენს იმედად მოვლინებული

-1997 წელი, რამდენიმე თვე სამთავროს დედათა მონასტერში  კეთილმოწესე ვიყავი. ერთხელ, იღუმენია ქეთევანმა პატრიართან გამაგზავნა გარკვეული საკითხის შესათანხმებლად.


ერთ-ერთი საკითხი იყო, მონასტერში შემოსასვლელიდან ტაძრანდე ძვირფასი ჯიშის ყურძნებით ხეივნის გაკეთება. ეს იდეა ბატონმა ჯუმბერ პატიაშვილმა მოგვაწოდა, თან დასძინა-"ყველანაირ ხარჯებს მე გადავიხდი და ყურძნის ჯიშებსაც  შევარჩევო".  ამის შესახებ  უწმიდესს მოვახსენე... ის ჩაფიქრდა და ორი-სამი წუთის შემდეგ მიპასუხა:-დედაო, იდეა არაჩვეულებრივია, ძალიან კარგია, მაგრამ მონასტრისთვის შეუფერებელი.  გამიკვირდა და კითხვა გამიჩნდა, თუ იდეა კარგია, შეუფერებელი როგორღა არის? მაგრამ ვიდრე რაიმეს ვიკითხავდი უწმიდესმა საუბარი განაგრძო. -ეზოში შემოსული მომლოცველის ყურადღება მრავალსაუკუნოვანმა, დიდებულმა ტაძარმა უნდა მიიქციოს და არა ყურძნის მტევნებით შემკულმა, ლამაზმა ხეივანმა. შემდეგ გაიღიმა და საუბარი ასე დაასრულა: -თუ ყურძენი მწიფეა და მომლოცველი მშიერი... მეც გამეღიმა, მივხვდი, რომ უწმიდესი მართალი ბრძანდებოდა და სწრაფად დავეთანხმე.

უწმიდესის სამთავროში მობრძანება დედებისთვის ცაზე მზის გამობრწყინებას ჰგავდა, რადგან მას ყოველთვის სიმშვიდე და სიხარული მოჰქონდა.  ენით გამოუთქმელ ბედნიერებას განვიცდიდით. უწმიდესის სიბრძნით და მისი სიტყვების ძლევამოსილებით ხშირად გაკვირვებული ვრჩებოდი. ის ჩვენს გულისთქმებს კითხულობდა და ისეთ თემებზე გევსაუბრებოდა, რომ სულიერი კურნება მიგვეღო.


1998 წელი 19 ივლისი. ავტოავარიით ოცდაშვიდი წლის ვაჟიშვილი გარდამეცვალა. ამ მოულოდნელმა მძიმე განსაცდელმა, ლამის სასოწარკვეთილებაში ჩამაგდი. მარილის სვეტად ვიქეცი, ამ სამყაროს აღარ ვეკუთვნოდი. ცრემლი გამიშრა, გათიშული ვიჯექი. ასე მეგონა, ჩემს წინ სხვა მიცვალებული ესვენა და არა ჩემი შვილი. ამ მდგომარეობაში მყოფს ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ფსიქოლოგიურად კარგად აღარ ვიყავი.


საღამოს მონასტრიდან დამირეკეს და უწმიდესის კურთხევა გადმომცეს:-ეს განსაცდელი ისე მიიღოს, როგორც მონაზონს შეეფერება. იმ რწმენით, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა, იმ ნების სიღრმეს ჩვენ ვერ ჩავწვდებით და რადგანაც მან ასე ინება, ასეა საჭირო. რა საოცარი მადლმოსილება ჰქონდა ამ კურთხევას, ეს დღესაც მიკვირს. ვერ ვიტყვი, რომ დარდი და წუხილი აღარ მქონდა, მაგრამ საღი აზროვნების უნარი დამიბრუნდა და გულის  ნაწილში სიმშვიდემ დაისადგურა. სწორედ ამ სიმშვიდემ გადამატანინა ესოდენ რთული განსაცდელი.


არქიმანდრიტი მიქაელის (გაბრიჭიძე) და იღუმენია ქეთევანის კურთხევით, მონასტერში ორმოცი დღის შემდეგ დავბრუნდი. დრო გადიოდა და ჩემი წუხილი ისევ იზრდებოდა. ვერ ვეგუებოდი ესოდენ დიდ დანაკარგს. შვილი მენატრებოდა, ხშირად ვტიროდი. ასეთ მდგომარეობაში მყოფმა, კიდევ მივიღე ნუგეში უწმიდესისგან. პატრიარქი მონასტერში მობრძანდა, ყველა სითბოთი და სიყვარულით დაგვლოცა, გვესაუბრა მორჩილებაზე და თავმდაბლობაზე. დედებმაც დაუსვეს შეკითხვები. ყველამ ამომწურავი, საჭირო პასუხი მიიღო.


უწმიდესი წამოდგა, ყველას თვალი გადაგვავლო და მზერა ჩემზე შეაჩერა, მომიახლოვდა და მკითხა:

-დედაო, ასეთი მოწყენილი, ნაღვლიანი სახე რატომ გაქვს, რა გიჭირსო?

მე ცრემლები ჩამომცვივდა და ძლივს ვუპასუხე: -შვილი გარდამეცვალა. მეტის თქმა  ვერ შევძელი მოძალებული ცრემლების გამო. უწმიდესი მამობრივი სიყვარულით მომეფერა, ჩემი თავი გულთან მიიდო, თავზე ხელი გადამისვა და საოცარი დამამშვიდებელი ხმით მითხრა:

-მახსოვს. დედაო, შენი შვილი ყოველთვის შენს გვერდითაა.  მასზე როდესაც ფიქრობ, ის შენ გეფერება, ცრემლებს გიმშრალებს და წუხს ასეთ მდგომარეობაში რომ გხედავს. ეს სიტყვები ჩემს გულს სალბუნად დაედო. მხნეობა და სიმშვიდე დამიბრუნდა. გმადლობ უფალო, ასეთი ბრძენი საჭეთმპყრობელის ბოძებისთვის. ის ხომ ჩემი და კიდევ უამრავი, სხვადასხვა განსცდელების მქონე ადამიანების იმედად და ნუგეშად მოგვივლინე.


თითქმის ერთი წლის შემდეგ, უწმიდესის კურთხევით, საგარეჯო-გურჯაანის ეპარქიაში გადამიყავნეს, რომელსაც ეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა) განაგებდა. ამ პერიოდში ჯოხით დავდიოდი, ფეხები მაწუხებდა. დროთა განმავლობაში კი ჭინჭრით ჭოჭინით მომიწია სარულმა.


2015 წელი. თბილისში წმიდა სამების საკათედრო ტაძარში  უწმიდესის ლოცვას ვესწრებოდი. მთელი ლოცვა გულში ვეფერებოდი დიდ მამას და ღმერთს ვთხოვდი, მისთვის ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მიეცა.

ლოცვა დამთავრდა. უწმიდესი დაცვის თანხლებით ამბიონიდან კიბეებზე ჩამოდიოდა. უცებ შეტრიალდა და მრევლისკენ წავიდა ჩემი საპირისპირო მიმართულებით, მაშინ შევამჩნიე, რომ იქ ინვალიდის ეტლი იდგა შიგ მჯდომი საშუალო ასაკის მამაკაცით. უწმიდესი მამაკაცს მიუახლოვდა, დალოცა, თავზე ხელი დაადო და რაღაცას ესაუბრებოდა. ამ მამაკაცს ბედნიერებისგან სახე გაუბრწყინდა, ალბათ იმ წუთში აღარაფერ წუხილს აღარ გრძნობდა, შეჰყურებდა უწმიდესს და მთელი გულით ხარობდა. მე, მოშორებით სკამზე ვიჯექი, წინ ჭოჭინა მედგა, ვუყურებდი ამ სიხარულით სავსე მამაკაცს და ვფიქრობდი: -ღმერთო, მეც რა ბედნიერი ვიქნებოდაი ასე რომ დაველოცე. ფიქრის დამთავრება ვერ მოვასწარი, რომ ვხედავ, უწმიდესი ჩემსკენ მოდის. დაცავაც კი გაკვირვებული მოჰყვებოდა.


ის თითქმის მომიახლოვდა, მოულოდნელობისგან ისე დავიბენი, რომ ფეხებში ძალა საერთოდ წამერთვა. სამჯერ წამოვიწიე ასადგომად და სამჯერვე მოწყვეტით სკამზე დავარდი. ძალიან შევწუხდი და შეშფოთებულმა ვთქვი:

-ვაიმე, ვერ ვდგები, ხმა აკანკალებულს თვალებზე ცრემლები მომადგა. უწმიდესმა მამობრივი, თბილი ღიმილით გამიღიმა და მითხრა: -არაუშავს დედაო. დამლოცა, თავზე ხელი დამადო და გამოუთქმელი სიხარულით და ბედნიერებით ამავსო. ალბათ, ათი წუთი ვიჯექი სკამზე და ვტიროდი; ეს ცრემლები არ იყო გლოვისა და მწუხარების, ეს სიხარულის ცრემლები იყო.

თვაური - გვარის 3 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

თვაური შალვა მღვდელი
თვაური შალვა - მღვდელი. სოფლების, საციხური, კოდა, აბანო (ქარელი) მოძღვარი სრულად ნახვა
თვაური ირინე - სქემმონაზონი. გარდ. 2023წ. სრულად ნახვა
თვაური ნანა/თამარ გიორგის ასული - მონაზონი. დაბ. 1946წ. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.