1960-2020წ. დეკანოზი ველისციხის (გურჯაანი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, სიღნაღის მაზრა,
2020წ. ღვთივგანისვენა დეკანოზი გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია
მიტიჩაშვილი იაოანე დეკანოზი,გურჯაანის და ვესლისციხის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.40
„კარგი მოძღვარი ტკბილი უნდა იყო, ხალხს ცუდი არ უნდა უთხრა, ყველას - მომსვლელსაც და წამსვლელსაც - კარგი პასუხი უნდა გასცე,“ - ამბობდა მოძღვარი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ნახევარ საუკუნეზე მეტს ემსახურა.
საპატრიარქოს უწყებანი N27 14-20ივლისი 2005წ გვ.20
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე) სტუმრად სამთავროს დედათა მონასტერში. სავარაუდოდ 1969 წელი.
სხედან მარცხნიდან: მერი შიოლაშვილი (შემდგომში მონაზონი ანა, ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოს დიმიტრის დედა), დიდუბის ტაძრის მღვდელი რომანოზ ბიბილაშვილი, მღვდელი სოგრატი ჭულუხაძე, მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II, მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი), სამთავროს მონასტრის იღუმენია ზოილე (დვალიშვილი, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ნათლია), მონაზონი ეფემია (ხიზანიშვილი), მონაზონი დარო (აჭაიძე). მეორე რიგში დგანან: მეორე მარიამ ჩოჩოშვილი-შიოლაშვილისა, მეოთხე — დიაკვანი იოანე მიტიჩაშვილი (ამჟამად დეკანოზი ველისციხის ტაძარში), მეშვიდე — სასულიერო სემინარიის პედაგოგი ილია ჭეიშვილი, მერვე — ვიქტორ შიოლაშვილი, მეცხრე შენგელია (შემდგომში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის დეკანოზი), დედები მონაზონი ნინო, მონაზონი რაქილი (უროტაძე), მესამე რიგში მონაზონი ლიუბოვი და მონაზონი ნადეჟდა. ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებთ ბატონ ვიქტორ შიოლაშვილს