1933წ. მღვდელმონაზონი ფოთი ალექსანდრე ნეველის ტაძარი/ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი
1933 წლის 12 ივლისს ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებამ ფოთის საკათედრო ტაძრის სამრევლოს თავმჯდომარედ ეპისკოპოსი იოანე (ფანცულაია) აირჩია, მის განკარგულებაში გადავიდა საკრებულო სახლი, ხოლო მედავითნის ადგილზე განამწესეს მღვდელ-მონაზონი ექვთიმე (ნანეიშვილი). მათთან ერთად მამა იოანეც კვლავინდებურად განაგრძობდა ღვთისმსახურებას. საბოლოოდ, 1934 წლის 23 აპრილს ქ. ფოთის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით ტაძარი მაინც დაიხურა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) მამა იოანე თბილისში გადაიყვანა და ერთ-ერთ ტაძარში განამწესა.
ნანეიშვილი ექვთიმე მღვდელმონაზონი გარდაიცვალა გადასახლებაში 1937წ