2014წ. მდგომარეობით დეკანოზი შემოქმედის ეპარქია
ორმოცაძე იოანე მღვდელი, დაბ. 1978წ. ოჩამჩირე, შემოქმედის ეპარქია, დაჯილდოვდა ოქროს ჯვარი, საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2010. 2-8 დეკემბერი, N40(568), გვ.8 ფოტო
საპატრიარქოს უწყებანი N44 7-13 დეკემბერი 2006წ გვ.7
4 დეკემბერს ჯიხეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად აკურთხა ბათუმისა და სხალთის ეპარქიის ღვთისმსახური, დიაკონი კონსტანტინე ჯინჭარაძე, ხოლო ბათუმის სასულიერო სემინარიის IV კურსიის სტუდენტს, ირაკლი ორმოცაძეს დიაკვნად დაასხა ხელი და სახელად იოანე უწოდა. მღვდელი კონსტანტინე ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა, ხოლო დიაკონი იოანე – ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
საპატიარქოს უწყებანი N4 8-14 თებერვალი 2007წ გვ. 7
7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა იოსებმა (კიკვიძე) ოზურ- გეთის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვან იოანე ორმოცაძეს მღვდლად დაასხა ხელი. მღვდელი იოანე ლანჩხუთის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა