2010-2025წ. დეკანოზი სიონი (თბილისი) ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი
სანამაშვილი გიორგი დეკანოზი, სიონის საკათედრო ტაძრი 2010წ
საპატრიარქოს უწყებანი N11 23-29მარტი 2006წ გვ.9
19 მარტს, სემინარიის IV კურსის სტუდენტი გიორგი სანამაშვილი დიაკვნად აკურთხეს. იგი ქაშვეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N28 1-8 ოქტომბერი 2009წ გვ.10
დაჯილდოება
21 სექტემბერს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ვახტანგ სტეფნაძე, თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანი და თემქის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ გალდავა, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი, ჩიტაძის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გელასი ნატროშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი სანამაშვილი.