სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11733

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

უსიტაშვილი დიმიტრი ალექსის ძე მთავარხუცესი

1866-1924წწ დახვრეტილია

უსიტაშვილი დიმიტრი ალექსის ძე მღვდელი, ბლაღოჩინი, დეკანოზი , 58 წლის. 1924 წელს დახვრიტეს ა (შ.ს.ს. # 2423)

1924 წელს დახვრიტეს მღვდელი, ბლაღოჩინი, დეკანოზი დიმიტრი ალექსის ძე უსიტაშვილი, 58 წლის. აქტში წერია, რომ კომისიამ (ამხ. ბაუმფელდმა და ამხ. მასლენიკოვმა) სისრულეში მოიყვანა სამეულის გადაწყვეტილება. ისინი წინ აღუდგნენ ბანდიტიზმს გარე კახეთში, პროტოკოლის თანხმობით, 3 სექტემბერს, # 3

დადგენილებით გადაეცა უმაღლეს სასჯელს, ანუ განეჩინა დახვრეტა (შ.ს.ს. # 2423). ოქმში ვკითხულობთ, რომ მას ბრალად ედება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ აგიტაციაპროპაგანდა და ქრისტიანების შეიარაღებისკენ მოწოდება, რისთვისაც მოითხოვეს, მისთვის შეეფარდებინათ უმაღლესი სასჯელი — დახვრეტა. ეს იყო ცილისწამება.

საბჭოთა ხელისუფლებამ კარგად გამოიყენა 1924 წლის აჯანყება, უდანაშაულო მართლმადიდებელი მღვდლების დასაშინებლად და დასასჯელად. ყველა ოქმში ხაზგასმულია ,,Крестъянин’’. მათ აღიზიანებდათ მორწმუნე საზოგადოებისგან სამართლიანი კრიტიკა, რის გამოც უდანაშაულო მორწმუნეებს ხვრეტდნენ.

ზემოდასახელებული მამა დიმიტრი სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა. დაკითხვის ოქმში საინტერესო ჩანაწერია:

„კითხვა: რისთვის დაგაპატიმრათ ჩკ-მ ?

პასუხი: იმისათვის, რომ ჩვენ მოკლული მიცვალებულის სულის საოხად ვგალობდით“.

დეკანოზი უსიტაშვილი მენშევიკების ბანაკში იყო გადასული. იგი დეტალურად ხსნის, რის გამო გაიხადა ანაფორა. ვისაც იცნობდა მენშევიკების ბანაკიდან, სთხოვდა, რომ შეეწყვიტათ მასზე ზეწოლის განხორციელება და სიცრუის სიმართლედ აღიარების საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა

იძულება . ჩეკამ მიზანს ვერ მიაღწია, ამიტომაც საბოლოოდ დეკანოზი დიმიტრი დახვრიტეს.

გვ. 154-155

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.