ქურციძე გრიგოლი მღვდელმონაზონი, ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.34

ბუზმარეთის წმიდა გრიგოლ ხანძთელის მამათა, უდის წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა და წმიდა ნინოს დედათა მონასტრების წინამძღვარს არქიმანდრიტ გრიგოლს ( ქურციკიძე) , შეეწიოს ყველა წმიდანის და წმიდა დიდმოწამე მარინეს მადლი და ძალა ,, გამოგაჩინონ საქმემან შენმანო" - ნათქვამია და სწორედ ასეთია მამა გრიგოლის ღვაწლი და დამსახურება: მამა გრიგოლმა 2002 წელს დაიწყო მოღვაწეობა სამცხე-ჯავახეთში, სოფელ უდეში მიტოვებული, წამებულთა სასაფლაოს ტერიტორიაზე დაარსა დედათა მონასტერი, დაიმოწაფა დედები და მამები, დაიწყო ტაძრების რესტავრირება, მოხატვა და მონასტრების აღმშენებლობა, ასევე მონასტრების წევრებთან ერთად გააძლიერა სამონასტრო ცხოვრება, სოფელ უდეში დააარსა წმიდა ანთიმოზ ივერიელის მამათა და წმიდა ნინოს დედათა მონასტრები, ბუზმარეთის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მამათა მონასტერი, ასევე სამონასტრო მოსამზადებელი სკოლა, სადაც განათლებას იღებენ და ემზადებიან დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, მას დიდი წვლილი აქვს ჩვენს მხარეში, როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში, კულტურის, განათლების, ტურიზმისა და მხარის პოპულარიზაციის მიმართულებით.

ბუზმარეთის მამათა მონასტერი მარცხნიდან მარჯვნივ: მორჩილი ბეჟანი (ტეფნაძე), მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), არქიმანდრიტი გრიგოლი (ქურციძე), სამორჩილე ბესარიონი (ტეფნაძე)
Buzmareti Monastery From left to right: novice Bezhan (Tepnadze),
metropolitan Theodore (Tchuadze), Archimandrite Grigol (Kurtsidze),
aspirant to novicehood Besarion (Tepnadze)
წიგნიდან ტაო-კლარჯეთის ეპარქია 2013წ. მადლობა მიხეილ ჩხიკვაძეს დახმარებისათვის

უდის დედათა მონასტერი
მარცხნიდან მარჯვნივ: ლია (ზედგინიძე), მორჩილი ზოია (ყრუაშვილი), მორჩილი მარინე (აფრიამაშვილი), არქიმანდრიტი გრიგოლი (ქურციძე), მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), იღუმენია პარასკევა (ელბაქიძე), მონაზონი ეფროსინე (პოლივანოვა), ხათუნა მეტრეველი
Ude nunnery
From left to right: Lia (Zedginidze), novice Zoia (Uruashvili), novice Marine (Apriamashvili), Archimandrite Grigol (Kurtsidze), metropolitan Theodore (Tchuadze), hegumenia Paraskeva (Elbakidze), nun Ephrosine (Polivanova), Khatuna Metrevelli

წიგნიდან ტაო-კლარჯეთის ეპარქია 2013წ. მადლობა მიხეილ ჩხიკვაძეს დახმარებისათვის