2019წ. მდგომარეობით დეკანოზი მცხეთა-თბილისის ეპარქია
შაშვიაშვილი გიორგი (მღვდელი). საპატრიარქოს უწყებანი. - 2011. - 4 აგვისტო. საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია, ფოტო
საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8დეკემბერი 2010წ გვ. 7
ხელდასხმა
25 ნოემბერს ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (მეურნეობის ტერიტორია). წირვის დროს ეპისკოპოსმა იაკობმა დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ლექტორი გიორგი შაშვიაშვილი. დიაკონი გიორგი დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N3 20-26 იანვარი 2011წ გვ.7
ხელდასხმა
10 ივლისს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) მლვდლად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორს, დიაკონ გიორგი შაშვიაშვილს. მღვდელი გიორგი დიღომში, ლაზარეს აღდგინების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა.