2005წ. ბერი მახათას (თბილისი) მთის მონასტერი
2008წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი მცხეთა-თბილისის ეპარქია
2026წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი კარსანი (მცხეთა) წმ. გიორგის ეკლესია/მამათა მონასტერი
ციხისელი ექვთიმე მღვდელმონაზონი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 23ტყუპი ძმები არქიმანდრიტები მამა დავითი და კონსტანტინე ჭინჭარაულები.
საპატრიარქოს უწყებანი N19 11-17ივნისი 2009წ გვ.7
დაჯილდოება
7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა შემდეგ მღვდელმსახურებს: წმინდა საბა განწმენდელის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ექვთიმეს (ციხისელს), წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ეგნატეს (ჩუხუას), წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ გიორგის (მიქაძეს), არმაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ზოსიმეს (სისვაძეს), ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელის“ ხატის სახელობის დედათა მონასტრის მღვდელ-მონაზონს ილიას (ბებიას).
საპატრიარქოს უწყებანი N9 3-9მარტი 2011წ გვ.8
დაჯილდოება
25 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოილოცა მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერი და სამადლობელი პარაკლისი აღავლინა. ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა: კრწანისის წმინდა საბა განწმედელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ ექვთიმეს (ციხისელი); წყნეთის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ ეგნატეს (ჩუხუა); მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრს, იღუმენ ზოსიმეს (სისვაძე).
2026 წლის 6 აპრილს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კარსანის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ექვთიმემ (ციხისელი) მონაზვნად აღკვეცა მიხეილ კიკნაძე, რომელსაც სახელად გიორგი უწოდა.