სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12373

მთავარი იუბილარი/ ხსენება

შავიშვილი სამსონ იოანეს ძე მღვდელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

შავიშვილი სამსონ იოანეს ძე მღვდელი

დაბ. 1866წ.

შავიშვილი სამსონ იოანეს ძე მღვდელი 1866-192? 


შავიშვილი სამსონ იოანეს ძე მღვდელი 1866-192?  1883წ. მორჩილი, ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი 1905წ. ნიგოითი (ლანჩხუთი) წმიდა გიორგის ეკლესია 1909-1917წ. ქაქუთი (ოზურგეთი) მაცხოვრის ეკლესია 1906წ. წითელმთა (ოზურგეთი) წმიდა გიორგის ეკლესია




სამსონ შავიშვილი დაიბადა 1866 წელს ქუთაისის გუბერნიის, ოზურგეთის მაზრაში სახაზინო გლეხის ოჯახში. მამა მედავითნე იყო.

1883 წელს თბილისის სასულიერო სასწავლებელში ჩააბარა, 1886 წელს მესამე კლასიდან გამოვიდა და იმავე წელს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერში მორჩილის შტატში მიიღეს, სადაც საღმრთო ისტორია, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი შეისწავლა.

1901 წელს ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ დაინიშნა.

1904 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) სტიქარი უკურთხა.

1905 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), რომელიც იმ პერიოდში დროებით გურია-სამეგრელოს ეპარქიასაც განაგებდა დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ნიგოითის ორშტატიანი ეკლესიის მეორე მღვდლად დანიშნა.

1906 წელს წითელმთის წმინდა გიორგის ტაძარში გადაიყვანეს.

1909 წელს ქაქუთის ფერისცვალების ტაძარში განამწესეს. მასვე დაევალა ქაქუთის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგეობა.

1910 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. ჰყავდა მეუღლე მაკრინა არსენის ასული და შვილი ლონგინოზი.

1920-იანი წლების შემდეგ მისი ბედი უცნობია.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ლიხაურის განყოფილების გამგეობის წევრი (1912-1915)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ლიხაურის განყოფილების წევრი (1912-1916)

ბიბლიოგრაფია

გიორგი მაჩურიშვილი

შავიშვილი - გვარის 7 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

შავიშვილი სამსონ იოანეს ძე მღვდელი
შავიშვილი სამსონ იოანეს ძე - მღვდელი. დაბ. 1866წ. სრულად ნახვა
შავიშვილი დიმიტრი იოანეს ძე მღვდელი
შავიშვილი დიმიტრი იოანეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
შავიშვილი გიორგი (კარლო) რევაზის ძე ბერი
შავიშვილი გიორგი (კარლო) რევაზის ძე - ბერი. დაბ. 21 იანვარი 1984 წელს, ოზურგეთში; ბერად აღკვეცა 2025 წლის 11 აპრილი (ლაზარეს შაბათი) სრულად ნახვა
შავიშვილი დიმიტრი - ბერი.
შავიშვილი გიორგი - ბერი. სრულად ნახვა
შავიშვილი სალომე - მონაზონი. 2014 წლის 27 იანვარს, მონაზვნად აღკვეცა. სრულად ნახვა
შავიშვილი ივანე (იოანე) - მედავითნე. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.