2014წ. მდგომარეობით იღუმენია მცხეთა-თბილისის ეპარქია
საპატრიარქოს უწყებანი N4 27იანვარი-2თებერვალი 2011წ გვ.6
მონასტრების კურთხევა
18 იანვარს რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) აკურთხა სამგორის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი და ტაძარი. წირვის შემდეგ მონასტერი მოილოცა და სამადლობელი პარაკლისი აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. პარაკლისის დასრულებისას მან დალოცა ტაძარში შეკრებილი მრევლი და მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ქეთევანი (ჯანუყაშვილი) ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენიას წოდება მიანიჭა.