სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

წიქარიშვილი ანდრონიკე არქიმანდრიტი

2008 წლის 15 თებერვალს დაჯილდოვდა, ოქროს ჯვრით და იღუმენის წოდება მიანიჭა. 2011 წლის 02 ივნისს დაჯილდოვდა: არქიმანდრიტის წოდებით - ყოვლადწმინდა საების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური.

2004წ. მდგომარეობით მღვდელმონაზონი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია

2011წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი სამება (თბილისი) საპატრიარქო ლავრა

ქვემო მაჩხაანის ყოვლადწმიდა სამების მონასტერი (2004 წ.)

წინამძღვარი: მღვდელმონაზონი ანდრონიკე (წიქარიშვილი)

მისამართი: სიღნაღის რ-ნი, სოფ. ქვემო მაჩხაანი

საპატრიარქოს უწყებანი N6 21-27 თებერვალი 2008წ გვ. 8

დაჯილდოება

15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ეკლესიაში მრავალი წლის მანძილზე ერთგული მსახურებისათვის მღვდელ-მონაზონი ანდრონიკე (წიქარიშვილი) დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და იღუმენის წოდება მიანიჭა.

 საპატრიარქოს უწყებანი N23 16-22 ივნისი 2011წ გვ.7

დაჯილდოვება

2 ივნისს საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების  სახელობის ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სასულიერო პირები: არქიმანდრიტის წოდებით - ყოვლადწმინდა საების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური, იღუმენი ანდრონიკე (წიქარიშვილი); მიტრით -საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების  სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი; გამშვენებული ჯვრით ––- ვაკის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი და საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი ჯიბუტი; ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის (სამედიცინო უნივერსიტეტის  ეზო) მღვდელმსახური, დეკანოზი ანტონ გელაშვილი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის (სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო) მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი წურწუმია; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი გიუტაშვილი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.