1991-1997წ. წინამძღვარი არქიმანდრიტი შიომღვიმე (მცხეთა) მამათა მონასტერი
საპატრიარქოს უწყებანი N29 8-14ოქტომბერი 2009წ გვ. 20
შიომღვიმის მონასტრის ხელახალი ამოქმედება კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ 80-იან წლებში და მისი თანამედროვე მდგომარეობა
XX საუკუნის 70-იან წლებში შიომღვიმის მონასტერში ჩატარდა სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები. წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში აღდგა საყრდენი კედლები, მოიხსნა გვიანდელი შელესილობა, კანკელი გადაეცა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს, გაკეთდა ღვარსაშვები, აღდგა სატრაპეზო და გალავანი. მონასტრის ხელახალ ამოქმედებაზე ზრუნვას 1978 წლიდანვე შეუდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. მისი ლოცვა-კურთხევით მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი სტუდენტებთან ერთად ხშირად ადიოდა მიტოვებულ მონასტერში. ასუფთავედნენ, ღირსი მამის საფლავზე პარაკლისებს იხდიდნენ და ყურადღებას აქცევდნენ იქაურობას. მხოლოდ 1987 წელს მოხერხდა აქ ბერების გაგზავნა და მონასტრის კვლავ დაფუძნება. მისი პირველი წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი იოანე (შეყლაშვილი) რომელიც 1991 წელს არქიმანდრიტმა გიორგიმ (ბარიშვილი) შეცვალა. 1997 წლის მაისიდან მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე).