სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ყარეგიშვილი ტაისია (თეონა) მონაზონი

2011 წლის 16 აპრილს შეიმოსა მორჩილების კაბით. 2012 წლის 14 აპრილს, სამონაზვნედ კურთხევა. 2013 წლის 26 აპრილს, მონაზვნად აღკვეცა.

2012წ. მდგომარეობით მონაზონი ერკეთი (ჩოხატაური) მთავარანგელოზის ეკლესია/დედათა მონასტერი

საპატრიარქოს უწყებანი N17 12-19მაისი 2011წ გვ.11

16 აპრილს ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნე ანა გალოგრე და სახელად ანტონინა უწოდა. ამავე დღეს მიტროპოლიტმა იოსებმა სამონაზვნეებად აკურთხა ერკეთის დედათა მონასტრის მორჩილები: მარიამ გორგოშიძე -– სახელად ეწოდა მარიამი. ბარბარე ჯიშკარიანი -- სახელად ეწოდა ბარბარე. თეოდორა შევარდნაძე -- სახელად ეწოდა თეოდორა. თეონა ანანიძე -–– სახელად ეწოდა თეოდორა. ამავე დღეს მორჩილის კაბით შეიმოსნენ: ოზურგეთის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წევრი კესარია ჭანია; ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წევრები: ხათუნა მეტრეველი, თეონა ყარეჯიშვილი, ელენე რამიშვილი და თამარ გელანტია.

საპატრიარქოს უწყებანი N17 3-9 მაისი 2012წ გვ.8

აღკვეცა

14 აპრილს ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) შეასრულა მონაზვნად აღკვეცის წესი: ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის სამღვდელმთავრო რეზიდენციის დედათა მონასტრის სამონაზვნე მართა ჭკუასელი -– სახელად ეწოდა ბარბარე; ერკეთის დედათა მონასტრის წევრები: სამონაზვნე თეოდორა შევარდნაძე –– სახელად ეწოდა ნინო, სამონაზვნე თეოდორა ანანიძე -– სახელად ეწოდა ემილია, სამონაზვნე ბარბარე ჯიშკარიანი –- სახელად ეწოდა ნატალია, სამონაზვნე მარიამი გორგოშიძე –სახელად ეწოდა ნანა. სამონაზვნეებად იკურთხნენ ერკეთის დედათა მონასტრის წევრები: მორჩილი ხათუნა მეტრეველი – სახელად ეწოდა ნანა, მორჩილი თეონა ყარეგიშვილი –– სახელად ეწოდა თეოდორა, მორჩილი ელენე რამიშვილი -- სახელად ეწოდა ელენე, მორჩილი თამარ გელანტია –- სახელად ეწოდა თამარი და ჩოხატაურის წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის სამღვდელმთავრო რეზიდენციის დედათა მონასტრის მორჩილი მართა მჭედლიშვილი -–– სახელად ეწოდა მართა.

აღკვეცა
26 აპრილს ერკეთის მთავარნგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის წევრები: სამონაზვნე ელენე რამიშვილი - სახელად უწოდა სარა, სამონაზვნე თეოდორა ყარეჯიშვილი --– სახელად უწოდა ტაისია, სამონაზვნე ნანა მეტრეველი – სახელად უწოდა ეკატერინე და სამონაზვნე თამარ გელანტია სახელად უწოდა სოსანა. ამავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: ერკეთის მონასტრის მორჩილები: თამარ დიასამიძე სახელად ეწოდა თამარი, ეთერი სიჭინავა -- სახელად ეწოდა ელენე, ჯიხეთის დედათა მონასტრის მორჩილი: ნანი მეფარიშვილი -- სახელად ეწოდა ნანა. მორჩილებად იკურთხნენ ჯიხეთის მონასტრის წევრები: თეონა დვალიშვილი – სახელად ეწოდა თეკლა და ნანა ლომია -– სახელად ეწოდა ნანა. წევრები: თეონა დვალიშვილი – სახელად ეწოდა თეკლა და ნანა ლომია -– სახელად ეწოდა ნანა.
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.