2012წ. მდგომარეობით მორჩილის კაბა შემოქმედის ეპარქია
საპატრიარქოს უწყებანი N17 3-9 მაისი 2012წ გვ.8
აღკვეცა
14 აპრილს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) სამონაზვნეებად აკურთხა ჯიხეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტრის წევრები: მორჩილი აკვილინა ჩარკვიანი –– სახელად ეწოდა აკვილინა, მორჩილი ნინო ხაინდრავა - სახელად ეწოდა დომნიკა, მორჩილი თინათინ ცერცვაძე -– სახელად ეწოდა თინათინი, მორჩილი ნანა გაბუნია -– სახელად ეწოდა ნანა, მორჩილი ციალა მეგრელაძე სახელად ეწოდა ბარბარე, მორჩილი ნინო ხუსკივაძე სახელად ეწოდა პელაგია. მორჩილის კაბით შეიმოსნენ: ნონა ლიკლიკაძე და ნანი მეფარიშვილი.