2026წ. მდგომარეობით ბერდიაკვანი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
2026 წლის 15 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ხელვაჩაურის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მაქსიმემ (ბეჭვაია) ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის დედათა მონასტერში მონაზვნად აღკვეცა იერუსალიმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი გრიგოლ ნადიბაიძე, რომელსაც სახელად ილია ეწოდა.
2026წლის 29 მარტს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის წევრს, ბერ-დიაკონ გაბრიელს (სამადაშვილი), ხოლო დიაკვნად - მონაზონ ილიას (ნადიბაიძე).
