საპატრიარქოს უწყებანი N27 17-30სექტემბერი 2009წ გვ.5
დაჯილდოება
6 სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — ნაქულბაქების წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი იოანე (გვაჯაია); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — დიღმის წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ლუკა სუპატაშვილი; დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით — დედოფლისწყაროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკა-თედრო თაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ნიკოლოზ ლომსაძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ზემო მაჩხაანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ჯინაშვილი; არბოშიკის წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლე-სიის წინამძღვარი, მღვდელი ლევან იაკობიშვილი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ 2020 წლის 14 ივნისს, ყოველთა წმიდათა კვირიაკეს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სამღვდელოება დააჯილდოვა:
იღუმენი ამბროსი (მაისურაძე) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში;
დეკანოზი ირაკლი კუთხაშვილი დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით;
დეკანოზი გიორგი სამსონიძე დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით;
დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
დეკანოზი დავით კუჭავა დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
დეკანოზი დავით სუთიძე დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
მღვდელი ონისე გოგიშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში;
მღვდელი ვახტანგ გოგოლაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში;
მღვდელი პანტელეიმონ წულაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში;
მღვდელი მიქაელ არეშიძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში.

მშობლები
სუპატაშვილი ლუკა, დეკანოზი დაბ. 1968წ, მღვდელმსახური, დიდი დიღმის ასიათასი მოწამის სახელობის ტაძარი 2023წ. ვიდეო
-მამა ლუკა, რამ გადაგაწყვეტინათ ასიათასი მოწამის სახელზე ტაძრის აგება?
-პირადად მე ასიათასი მოწამის მოქცეული ვარ. 23 წლის ასაკში მოვინათლე. მანამადე კარგად არ ვიყავი გარკევული რელიგიურ საკითხებში. როცა წავიკითხე ასიათასმა მართლმადიდებელმა ქრისტესთვის დასდო იმისათვის, რომ ჯალალ ედდინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოხადა და თავისი ბილწი ტახტი დადგა, საიდანაც იქ უყურებდა თუ როგორ აწამებდნენ ქრისტიანებს. მაშინ დავუსვი საკუთარ თავს კითხვა, როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა რელიგია, როდესაც ადამიანს მისთვის შეუძლია თავის გაწირვა. ახლა ვფიქრობ, რომ მოწამეთა თავგანწირვის წაკითხამ ცხონების გზაზე დამაყენა. სერიოზულად დავფქრდი იმაზე, რომ ქრისტე არის ჩემი ცხოვრების გზა და არა ცხოვრებისეული ამბავი.