სულ რაოდენობა: 2
ბმულის კოპირება2011 წელს დაიწყო ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წევრებისთვის კელიების მშენებლობა, რომელიც უსახსრობის გამო დღემდე მიმდინარეობს. მონასტრის უკიდურესი გაჭირვებისა და შემომწირველების თითქმის არარსებობის გამო ვერ ხერხდება აღნიშნული კელიების დაწყებული მშენებლობის დასრულება.
ქარელის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ვედრებაში უძველესი IX-X საუკუნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარია. ღვთის მადლით და მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით 2007 წელს დედათა მონასტერია დაფუძნებული. წინამძღვარია იღუმენია ქრისტინე (კოპაძე). 2012 წლის სექტემბერში მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით აშენდა ტაძის სამრეკლო. მონასტერში ამჟამად მოღვაწეობს იღუმენი, ორი მონაზონი - დედა ეფემია, დედა იოანა (დედა იოანას მიერ არის მოხატული ტაძრის კანკელი, ასევე დაწერილია რამდენიმე ხატი, რომელიც ტაძარს ამშვენებს), ერთი მორჩილი მართა და სამორჩილე ლალი. წირვა-ლოცვა ტარდება შაბათ-კვირას. მწირველი მღვდელია სქემიღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე).
![]() 2007, 2020წ. წინამძღვარი იღუმენია სრულად ნახვა |
![]() |
| ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი |