ქურციძე აბიბოსი მღვდელმონაზონი, დასავლეთ ევროპის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.73
51 საპატრიარქოს უწყებანი N51 25-31 დეკემბერი 2003წ გვ.6
ბერად აღკვეცა
12 დეკემბერს ნეკრესში, წმიდა აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეს ბერად აღიკვეცა საპატრიარქოს მორჩილი ოთარ ქურციძე და სახელად ეწოდა აბიბოსი. ბერად აღკვეცაში მონაწილეობდნენ: ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), ხონის მთავარეპისკოპოსი საბა (გიგიბერია) და ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე). 18 დეკემბერს საფარის წმიდა საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში ამავე წმიდანის ხსენების დღეს ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსმა თეოდორემ ბერი აბიბოხი აიყვანა დიაკვნის ხარისხში.,