სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
გრიგოლ ზამბახიძე 1895-1963წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ვერტყვიჭალა, ხარაგაული გრიგოლ ზამბახიძე 1895-1963წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ვერტყვიჭალა, ხარაგაული

1895-1963 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი ზამბახიძე სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

284       ბეჭდვა

გრიგოლ ზამბახიძე 1895-1963წწ დეკანოზი დაბ. სოფ. ვერტყვიჭალა, ხარაგაული

დეკანოზი გრიგოლ ზამბახიძე (1924)

ზამბახიძეების გვარი ცნობილია სასულიერო მოღვაწეებით. მე -18 საუკუნის მე-2 ნახევარში იმერეთის სამეფოში მოღვაწეობდა მღვდელი პეტრე ზამბახიძე-თავად წერეთლის ყმა და კარის ეკლესიის მსახური . მისი ვაჟი მღვდელი ლუკა-კვერეთის უდაბნოში აღიზარდა. 1815 წელს დიაკვნად აკურთხეს და სხვიტორის მაცხოვრის ეკლესიაში მოღვაწეობდა. მამა ლუკას ოთხი ვაჟი ჰყავდა. გიორგი, მღვდელი იაკობიმაქსიმე და მღვდელი ბესარიონი. ბესარიონის შვილი ილარიონი ( 1859 წ ) ასევე სასულიერო პირი გახდა. მას ჰყავდა ხუთი შვილი : მღვდელი ნიკოლოზი , დეკანოზი გრიგოლი ,ჰუბლია, ალექსანდრე და შუშანიკი.




დეკანოზი გრიგოლ ზამბახიძე დაიბადა 1895 წლის 2 ივნისს ხარაგაულის რაიონის სოფელ ვერტყვიჭალაში. 1908-12 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1914წ. ხარაგაულის მაზრის სოფელ ზოვრეთის წმ. გიორგის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. 1915 წ. ჭიათურის მაზრაში, სოფელ ლიჩის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1919წელს ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა ( კაჭახიძე) დიაკვნად აკურთხა . ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ბორჯომის ოლქის სოფელ დვირში დაადგინა. ასევა დაევალა ხაშურის რ-ნის სოფელ ბროლოსნის წმ.გიორგის ეკლესიის წინამძღრობა.1921-23 წლებში ჯავახეთში, სოფელ საროს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. აუტანელი პირობების და მძიმე ეკონომიკური პირობების გამო მიატოვა. სამრევლო და იმერეთში, თავის სოფელში დაბრუნდა. 1924 წელს ოსიაურის წმინდა გიორგის ეკლესიაში წინამძღვრად დაინიშნა. 1926 წელს სამღვდელოების დევნის პერიოდში მამა გრიგოლმა შეწყვიტა მსახურობა და გაიხადა ანაფორა.

ანაფორაგახდილი მოძღვარი წლების განმავობაში ხაშურის რ-ნში სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდა.

1944 წლის 21 ივნისს კათალიკოს- პატრიარქი ,უნეტარესი კალისტრატე ცინცაძე წერილს წერდა ეკლესიის საქმეთა რწმუნებულს მოქალაქე კ.ი. ქადაგიშვილს: „ ოსიაურის წმ. გიორგის ეკლესიის ყოფილი მოძღვარი, მღვდელი გრიგოლ ილარიონის ძე ზამბახიძე, ჟამთა ვითარების გამო შესულა სამსახურში ხაშურის ზაგორზენოს საწყობში,სადაც დაუპატიმრებიათ 1943წლის აპრილს 14-ს, ვინაიდან 31 ტონა დანესტიანებული შვრია აღმოჩენილა იატაკის ქვეშ და მიუსჯიათ 10 წელი. ამჟამად ის იმყოფება კასპის რაიონის იგოეთის ინვალიდთა კოლონიაში პატიმრად და მთხოვს დახმარებას. „

"მოგახსენებთ რა აღნიშნულს,პატივისცემით გთხოვთ , აღმოუჩინოთ შესძლებისგვარი დახმარება უმწეო ადამიანს, მღვდელ ზამბახიძეს "

ხელისუფლებამ გაითვალისწინა უწმინდესის თხოვნა და მამა გრიგოლი მალევე გაათავისფლა საპატიმროდან.1947 წელს ის აღადგინეს მღვდლის ხარისხში და ქარელის რ-ნის სოფელ ატოცის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა.1954 წლის შობის მარხვაში ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1957 წლიდან უმსახუროდაა. 1961 წლის 9 აპრილს მროველ-ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (დევდრონი) მამა გრიგოლი სურამის მაცხოვრის ფერიცვალობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა.

სიცოცხლის უკანასკნელი წლები მოძღვარმა აფხაზეთში, ოჩამჩირეში გაატარა, სადაც იგი მოწამლეს და გზად მიმავალი სოფელ ხევთან გარდაიცვალა 1963 წელს.

„კაცი მისთვის დაიბადა,

ნამუსის ქუდს ატარებდეს,

თავის სუფთა წმინდა სახეს

ჭუჭყსა აღარ აკარებდეს.

მისი ნახვა გამგონ ხალხსა

დილასავე ახარებდეს

ის ეყოფა მას სიმდრიდედ

ხალხსა, რომ თავსა აყვარებდეს."



საპარტიარქოს უწყება 24.06.2013 წ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.06.2023
ბოლო რედაქტირება 13.10.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0