ფონდი მოლოდინი 1990-იანი წლებიდან, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება
გურამ ხუნწელია
20 ივლისს 2023წწ, დაკრძალავენ კიდევ 13 ადამიანს, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს დაიღუპნენ და ოჯახებმა მათი ნეშტები მხოლოდ 30 წლის შემდეგ დაიბრუნეს.
გივი ჭელიძე, დავით ზაქარაია, გურამ ხუნწელია, შახი სიჭინავა, შითა მურუსიძე, მოსე მარგველანი, ანზორ თოდუა, გენადი თოდუა, ვახტანგ ჩიჩუა, აბელ პატარაია, დავით შარვაძე, ჯემალ იოსავა, გულნარა აბულაძე - აფხაზეთიდან გადმოსვენებულებიდან 4 სამხედროა, 9 კი სამოქალაქო პირი. მათი პანაშვიდი თბილისში, სამების ტაძარში გაიმართა.