სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12237

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
დიმიტრი ნიკოლოზის ძე ვარდიაშვილი 1872-1924 წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. საბუე, ყვარელი დიმიტრი ნიკოლოზის ძე ვარდიაშვილი 1872-1924 წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. საბუე, ყვარელი

1872-1924 წწ. გარდ. 52 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ვარდიაშვილი სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

16       ბეჭდვა

დიმიტრი ნიკოლოზის ძე ვარდიაშვილი 1872-1924 წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. საბუე, ყვარელი


დიმიტრი ნიკოლოზის ძე ვარდიაშვილი 1872-1924 წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. საბუე, ყვარელი

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ დახვრეტილი დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი და მისი ობლად (უდედოდ) გაზრდილი ერთადერთი შვილი ანა ვარდიაშვილი, შემდგომში ცნობილი მომღერალი და ქალაქური სიმღერების შემოქმედი.

შვილი ანა ვარდიაშვილი

დაიბადა სოფელი საბუეყვარლის რაიონი1928-1931 წლებში სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ იყო ამავე თეატრის მსახიობი.

1927 წელს პირველად გამოვიდა ფანდურით თელავში ახვლედიანის მოთავეობით გამართულ პოეტ მარიჯანის საპატივსაცემო კონცერტზე.

1939 წელს შედგა მისი, როგორც მომღერლის დებიუტი მედუდუკეთა ანსამბლთან ერთად, თავიდანვე წარმატებით შეასრულა ქალაქური სიმღერები და დიდი პოპულარობა მოიპოვა.

1940-იან წლებში სსრკ რადიოკომიტეტის დავალებით ატარებდა კონცერტებს ტალგაუკოვის მედუდუკეთა ანსამბლის თანხლებით, პარალელურად იყო ფილარმონიის სოლისტი. 1941 წელს მიიწვიეს საქართველოს რადიოკომიტეტში, სადაც მღეროდა ქართულ ხალხურ სიმღერებსა და რომანსებს. 1939-1947 წლებში იყო საქართველოს რადიოკომიტეტის სოლისტი.

1941-1945 წლებში მუშაობდა თბილისის პიონერთა სასახლეში. 1948 წლიდან მუშაობდა სიმღერის მასწავლებლად ქალაქ ქლუხორის ბავშვთა სახლში. 1949-1957 წლებში იყო თბილისის სხვადასხვა სკოლის მასწავლებელი. მისი რეპერტუარი ძირითადად იყო: ქართული ხალხური ხიმღერები, მათ შორის: „იავნანა“, „არწივი“, „გუთნური“, „ციცინათელა“, „სალამი ჩიტუნებო“, „სიზმარი“, „მოხევის ქალო თინაო“, „მშვენიერო“, „შენ გეტრფი“, „მუხამბაზი“, „კეკელა და მარო“, „თამარ-ქალის სიმღერა“. 200 სიმღერიდან მხოლოდ 10 სიმღერაა შემორჩენილი. ეს ის საუკეთესო სიმღერებია, რომლებიც ომის პერიოდში ჩაიწერა. იმ დროს დუდუკებზე დაკვრა მკაცრად იკრძალებოდა. იგი იყო შემსრულებელი სიმღერის, რომელიც შეიქმნა კარლო კალაძის ლექსზე - „ჩემი გმირი გიწოდე...“. მისი სიმღერები სრულდებოდა როგორც დუდუკის თანხლებით, ასევე ჩონგურისა და გიტარის დამატებით.

აღსანიშნავია, რომ ანა ვარდიაშვილი მეგობრობა ელენე ახვლედიანთან, ისინი კლასელები იყვნენ.

ვარდიაშვილლის ღვაწლი განსაკუთრებულია ქალაქური (თბილისური) ანსამბლის („დასტის“) აღმოსავლური რეპერტუარის გაქართულებაში. აღსანიშნავია, რომ მან ანსამბლის ტრადიციულ საკვრავებს მესამე დუდუკი დაუმატა, რითაც შემდგომში შესაძლებელი გახდა სამხმიანი ქართული სიმღერების შესრულება.

1960 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ანა ვარდიაშვილს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.

ანა ვარდიაშვილი გარდაიცვალა 1978 წელს, 77 წლის ასაკში.

ანა ვარდიაშვილი დუდუკებზე მომღერალი პირველი ქალია. ანას მშობლები და, საერთოდ, ვარდიაშვილების საგვარეულო, ბუნებით იყო დაჯილდოებული მუსიკალური ნიჭით. მისი მამა იყო მომღერალი, რატილის მომღერალთა გუნდის წამყვანი სოლისტი, სასულიერო პირი, დეკანოზი დიმიტრი (ტიტე) ნიკოლოზის ძე ვარდიაშვილი (1872-1924). ანას დედა კი გახლდათ ოლიკო მანსვეტაშვილი. სამწუხაროდ, ანა სულ რაღაც ორწლინახევრის იყო, როდესაც დედამისი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ამის შემდეგ მას მამიდამისი – ქეთო ზრდიდა. ქეთოს ოლიკოს საფლავთან ფიცი დაუდევს, არ გავთხოვდები და შენს შვილს გავზრდიო, მაგრამ, ანა 9 წლის რომ ყოფილა, ოჯახს ქეთო ძალდატანებით გაუთხოვებიათ ქუთაისში.


მამა ნიკოლოზ ვარდიაშვილი დეკანოზი 1884 წელს სოფ. საბუის მღვდელი. ყვარელი



დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი 1871-1924
| ნაწილი

ვაგრძელებთ 1924 და 1937-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებულ სასულიერო პირთა ამსახველი ცხოვრების მოძიებასა და მათზე ინფორმაციის შეკრებას. ულმობელმა ეპოქამ უამრავი კეთილშობილი და ერისათვის თავდადებული მამულიშვილის სიცოცხლე შეიწირა. მათ რიგებშია დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი.

დეკანოზი დიმიტრი ნიკოლოზის ძე ვარდიაშვილი 1871 წლის 12 ოქტომბერს, თბილისის გუბერნიაში, თელავის მაზრის სოფ. საბუეში, დეკანოზის ოჯახში დაიბადა. ვარდიაშვილები წარმოშობით სოფ. ალმატიდან იყვნენ, წოდებით -- გლეხები.

მისი დიდი პაპა, მღვდელი სტეფანე ზურაბის ძე ვარდოშვილი (ასე იხსენიება იგი საეკლესიო საბუთებში, ხოლო მისი შვილები უკვე ვარდიაშვილებად დაეწერნენ), თავად იოანე ჯორჯაძის ყოფილი ჯმა იყო. სასულიერო განათლება სოფლის მღვდელ იოანესთან (გვარი უცნობია) მიიღო. 1806 წელს ნეკრესელმა მიტროპოლიტმა ამბროსიმ (მიქაძე) დიაკვნად აკურთხა. 1808 წელს მღვდლად დაასხა ხელი და ტურისციხის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში განამწესა. 1812 წელს ბრინჯაოს ჯვარი მიიღო. XIX ს-ის 20-იან წლებში ვეფხისციხის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარში გადაიყვანეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო, 1829 წელს იქიდან გათავისუფლდა. მღვდელი სტეფანე 1836 წლის 10 დეკემბერს ბუასილის ავადმყოფობით გარდაიცვალა. დარჩა მეუღლე -- ქეთევან გოგიას ასული და შვილები: მღვდელი ისააკი (დაბ. 1821წ.), მედავითნე იოსები (დაბ. 1822წ.), მღვდელი მიხეილი (1833-1913წწ.).

პაპა მღვდელი ისააკ სტეფანეს ძე ვარდიაშვილი -- 1817 წელს (სხვა ვერსიით, 1820 წელს) დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. XIX ს-ის 40-იან წლებში დიაკვნად და მღვდლად დაასხეს ხელი და საბუეს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძარში განამწესეს. 1868 წლის 21 მაისს „შტატიდან გავიდა“ და თავისი ადგილი უფროს ვაჟს  ნიკოლოზს -- დაუთმო. ჰყავდა შვილები: დეკანოზი ნიკოლოზი, მარინე, ვასილი, ანდრია, თეოდოტე, ბართლომე.

დეკანოზი ნიკოლოზ ვარდიაშვილი

მამა -- დეკანოზი ნიკოლოზ ისააკის ძე ვარდიაშვილი -- 1845 წლის 25 მაისს დაიბადა. დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი. 1869 წელს ჯერ დიაკვნად და შემდეგ მღვდლად დაასხეს ხელი და საბუეს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძრის წინამძღვრად დანიშნეს. XIX ს-ის 80-იან წლებში სამხედრო უწყებაში გადავიდა და კასპიისპირეთის პირველი „ტუზემნი“ მსროლელი „დრუჟინის“ კაპელანად დაადგინეს. 1892 წლის 30 სექტემბერს კასპიისპირეთის მე-7 მსროლელი ბატალიონის კაპელანად გადაიყვანეს. 1896 წლის 15 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1901 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1905 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. იმავე წლის 22 სექტემბერს სამღვდელო ხარისხში 35-წლიანი ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1906 წლის 15 აგვისტოს, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა შტატიდან. სიცოცხლის უკანასკნელი წლები პენსიაზე იმყოფებოდა და მშობლიურ სოფელში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა 1913 წლის 13 ივლისს. მისი ცხედარი 16 ივლისს სოფ. საბუეს ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე დეკანოზმა ნიკოლოზმა შეადგინა ანდერძი, რომელიც დაცულია ქუთაისში, წმ. მღვდელმოწამე ნაზარის (ლეჟავა) შთამომავლების ოჯახში (წმ. მღვდელმოწამე ნაზარის ძმის, ბენედიქტეს, მეუღლე გახლდათ ანა ვარდიაშვილი). ანდერძი მეტად საინტერესოა და მოგვყავს სრულად: „სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ათას ცხრას ცამეტსა წელსა, მაისის თორმეტსა დღესა. ე, ქვემორე ხელის მომწერმა დეკანოზმა ნიკოლოზ ისაკის ძე ვარდიევმა, სრულს ჭკვასა და გონებასა შინა მყოფმა, მომლოდნემ სიკვდილისა, კეთილგანვიზრახე დავადგინო განკარგულება შესახებ ჩემის მოძრავის და უძრავის ქონებისა, ჩემის სიკვდილის მემრე, შემდეგი: ას ფული, რომელიც ნაღდად და სარგებლიანი ქაღალდებით მაქვს შენახული სახელმწიფო შემნახველ კასსებში წიგნაკებით, აგრეთვე ორასი თუმანი (2000 მანეთი), რომელიც მღვდელს ქრისტეფორე ზურაბის ძე ჯიოევს მართებს სესხობრივ, უნდა

14-1  საპატრიარქოს უწყებანი N14 7-21 ოქტომბერი 2021წ გვ.22
დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი 1871-1924 (გაგრძელება)

დარჩეს საუკუნოთ ხელუხლებელი. ამ ფულიდამ დაიხარჯოს მხოლოდ იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება ჩემი დასაფლავებისთვის. როდესაც მღვდელი ჯიოევი მოიცემა ამ ორას თუმანს, მაშინ ეს ფულიც
უნდა მიემატოს კასსაში შენახულ ფულს და იქ ინახებოდეს სარგებლით;
2) მთელი ფულის სარგებელი უნდა იყოს ჩემნი ვაჟიშვილის, მღვდლის დიმიტრის ვარდიევის, მფლობელობაში მის სიცოცხლეში, შემდეგის პირობებით: ა) ამ სარგებლიდამ ჩემს ცოლს უნდა ეძლიოს საკმარისი საზრდო ვიდრე ხაზინიდამ პენსია დაენიშნებოდეს; ბ) ამ სარგებლიდამ უნდა ეძლიოს ჩემს შვილის შვილს, ირაკლი ჯაჯანიძეს, საკმარისი ღონისძიება სწავლა-განათლების დასამთავრებლად ათი წლის განმავლობაში, დღეის რიცხვიდამ დაწყობილი, რომელი ვადაც საკმარისია განათლების მისაღებად საშუალო და უმალლეს სასწავლებლებში. ხოლო უკეთუ მან ამ ვადაზედ ადრე დაამთავრა სწავლა, ანუ თავის სიზარმაცის გამო დაანება თავი სწავლას, მაშინ მოესპოს შემწეობის მიცემა;
ვ) ჩემი ასული თამარი, უკეთუ თვით სურვილი ექნება, იცხოვრებს ჩემს სახლში თავის დედასთან ერთად და ყოველისფრით უზრუნველი უნდა იქმნას, ვიდრე ამისი შვილი ირაკლი შეიძლებს ამის შენახვას;
4 სახლი თელავში, თავისი ეზოთი, რომელიც ეკუთვნოდა ობლებს ჯაჯანიძეებს და რომელიც მე შევიძინე ბანკიდამ საჯარო ვაჭრობით, იქმნება ჩემი ცოლის მფლობელობაში მის სიკვდილამდის, ხოლო ამის სიკვდილის შემდეგ -- ჩემი შვილის, მღვდლის დიმიტრის, მფლობელობაში საუკუნოთ. უკეთუ მემკვიდრეთ ჯაჯანიძეებმა მოისურვეს კვალად შეძენა ჩემგან ამ სახლის, მაშინ დაუბრკოლებლად უნდა დაუბრუნდეთ მათ იგი და გამოერთოთ ის ფული, რაიცა იქმნება დახარჯული სახლის გამოყიდვაზედ და მის გამართვაზედ. ამის ანგარიში დაწვრილებით იქმნება შედგენილი ჩემ მიერ. ამათგან მიღებული ფულიც მიეკეროს ხაზინაში შენახულს ფულს (პუნქ. 1); 5) ათი წლის შესრულების შემდეგ (პუნქ. 2, ასო  ბ) მთელი ფულის სარგებელი დარჩება ჩემი შვილის შვილის, მლვდლის დიმიტრის ასულის, ანნას მფლობელობაში, ვიდრემდის იგი დაბინავდება და
შეიქმნება ცხოვრებით უზრუნველი, მთელი სარგებელი ამის საჭიროებას მოეხმაროს; ი) ჩემი შვილის შვილის, ანნა დიმიტრის ასულის დაბინავების შემდეგ, სოფელს ალმატში უნდა გაიხსნას ამ ფულის სარგებლით შესაფერი სახელოსნო შკოლა და ამ ფულის სარგებლითვე ინახებოდეს ეს შკოლა. ხოლო უკეთუ რაიმე მიზეზით არ მოხერხდა ამ შკოლის გახსნა, მაშინ ამ სარგებლიდამ დაინიშნოს სუბსიდიები ღარიბი სასულიერო წოდების შვილებისთვის, მიუხედავად სქესისა და სასწავლებლისა;
7) დანარჩენი ჩემი მოძრავი და უძრავი ქონება დარჩება ჩემის ცოლის მფლობელობაში თავის სიცოცხლეში, ხოლო შემდეგ ამის სიკვდილისა -– ჩემი ვაჟიშვილის, დიმიტრის საუკუნო მფლობელობაში;
8) ვინაიდგან შემდეგ ჩემი ვაჟიშვილის და მისი ასულის, ანნას, სიკვდილისა არა ვინ იქმნება, რომ ეს ჩემი სურვილი აღსრულებაში მოიყვანოს, ამისთვის
მათ ეს უფლებები თავის დროს გარდასცენ ქართულ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას; 9) ჩემი დამარხვა უნდა შესრულდეს სულ უბრალოთ და ღარიბულათ, დიდი ფული არ დაიხარჯოს. თუ სახლში მოვკვდი -- ალმატის სასაფლაოში დავიმარხო და თუ სახლს გარეთ, სხვაგან აღვსრულდი, –– იქვე დავიმარხო;
10) დამარხვის შემდეგ არ გაიმართოს ჩემთვის არც ერთ დროს ქელეხები, არამედ გარდახდილ იქმნეს ყოველთვის პანაშვიდი, სიკვდილის დღიდამ
ორმოცი გაუწყვეტელი, ჩემი დაბადების დღეს (25 მაისს), ჩემი სიკვდილის დღეს და ჩემი ანგელოზის დღეს (6 დეკემბერს); ამ დღეებში და უიმისოთაც ყოველთვის ღარიბებს მოწყალება გაეცეს;
11) ჩემი სულის საუკუნოთ მოსახსენებლათ გაიგზავნოს ა) შუამთის უდაბნოში ხუთი თუმანი (50 მანეთი); ბ) შიომღვიმის უდაბნოში -–- ხუთი თუმანი; გ) დავით გარეჯის უდაბნოში -- ხუთი თუმანი;
დ) პერტომინის უდაბნოში (მთავარანგელოზთა სახ. მონასტერი არხანგელსკის გუბერნიაში) -- ხუთი
თუმანი და დაევალოთ ჩემი სულის საუკუნოთ მოხსენება;
12) ჩემი სულის მზრუნველად ვნიშნავ ჩემს შვილს, მღვდელს დიმიტრი ვარდიევს, და ვალად ვსდებ ყოველივე ზემორე მოხსენებული უნაკლულოდ შეასრულოს.
დასასრულ, ვითხოვ ყოველთაგან სულგრძელად
მოტევებას, უკეთუ ვისთვისმე რაიმე ზიანი მიმირგუნია და გევედრებით ილოცოთ, რათა ღმერთმა შენდობილ ჰყოს უბადრუკი სული ჩემი ყოველთა
ცოდვათაგან. მეც, ცოდვილსა მონასა ღვთისასა, მიმიტევებია ყველასთვის, თუ ვისმე რაიმე ზიანი ნებით ანუ უნებურად ჩემთვის შეუმთხვევია. დავუტევებ ყველას მშვიდობას“. -- ანდერძს უზის საბუეს
წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ბეჭედი და დეკანოზ ნიკოლოზის სულიერი მოძღვრის, დეკანოზ დავით გოგიაშვილის ხელმოწერა. მას ჰყავდა მეულლე - ანა იაკობის ასული და შვილები: თამარი (დაბ. 1869წ., მღვდელ ნიკოლოზ ჯაჯანიძის მეუღლე); დეკანოზი დიმიტრი (1871- 1924წწ.); სოფიო (დეკანოზ ქრისტეფორე ჯიოევის მეუღლე); ქეთევანი (ექიმ ბენედიქტე ანდრიას ძე ლეჟავას მეუღლე).

ვარდიაშვილის ოჯახი გრემის ტაძრის ფონზე;

14-2  საპატრიარქოს უწყებანი N14 7-21 ოქტომბერი 2021წ გვ.23
დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი 1871-1924 (გაგრძელება)

პატარა დიმიტრი (მას ოჯახში მოფერებით -- ტიტოს ეძახდნენ) სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, რის შემდეგაც სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, რომელიც მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. სემინარიის სწავლის პერიოდში ჩამოაყალიბა ქართველ მგალობელთა გუნდი, რომელიც თბილისის სხვადასხვა ტაძრებში გალობდა. მაგ.: 1893 წლის 17 იანვარს,  როდესაც გარდაიცვალა დიდუბის ტაძრის აღმშენებელი და მისი, პირველი წინამძღვარი, დეკანოზი ბესარიონ ზედგენიძე, დიდუბის ტაძარში წირვაზე, სადაც იგი მიწას მიაბარეს, მწირველი იყო ალავერდელი ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი), ხოლო გალობდა სემინარიის ქართული „ხორო“ ტიტო ვარდიაშვილის ლოტბარობით. 1895 წლის 18 დეკემბრიდან 1897 წლის 24 აგვისტომდე მღვდელი დიმიტრი დიდუბის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. 1897


14-3  საპატრიარქოს უწყებანი N14 7-21 ოქტომბერი 2021წ გვ.24
დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი 1871-1924 (დასასრული)

წლის 23 მაისს რუსეთის იმპერიის სამხედრო და საზღვაო სამღვდელოების პროტოპრესვიტერის წარდგინებით ერევნის გუბენიაში, სოფ. კენაკირახში მდგარი ყუბანის კაზაკთა პოლკის I პოლტავის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. სამხედრო ეკლესიის წინამძღვრად გამოარჩიეს. 1897 წლის 8 ივლისს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 15 ივლისს მღვდლად დაასხა ხელი. 1897 წლის 8 სექტემბერს მღვდელი დიმიტრი დანიშვნის ადგილზე ჩავიდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა. 1899 წლის 21 იანვარს საქართველოს ეპარქიალური სასწავლო საბჭოს ერევნის განყოფილების წევრად აირჩიეს. 1900 წლის 25 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1902 წლის 3 დეკემბერს სკუფია უბოძეს. 1903 წლის 1 ოქტომბერს ერევნის ვაჟთა გიმნაზიის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. 1903 წლის 9 ივნისიდან ამავე წლის 11 სექტემბრამდე დროებით იყო წარგზავნილი სპარსეთის საზღვარზე ახლად შექმნილი პოლკის მოძღვრად. 1905 წლის 14 იანვარს დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა ქ. ერევანში წმ. ნინოს დღესასწაული. ამასთან დაკავშირებით გაზეთი „ივერია“ წერდა: „14 იანვარს, ქ. ერევნის ქართველმა საზოგადოებამაც იდღესასწაულა წმ. მოციქულთა სწორის, ქართველთ
განმანათლებელი ნინოს დღესასწაული. ქართულად წირვა და პარაკლისი გარდახდილ იქმნა საკრებულო ტაძარში. დიდძალი ხალხი დაესწრო წირვას. სამხედრო წოდების მღვდლის, დ. ვარდიაშვილის, თხოვნით, განთავისუფლებულ იქმნენ ყველა ქართველი ჯარისკაცნი, რომელთაც
უცხო ქვეყანაში გარემოებისა და სამსახურის გამო გადმოხვეწილთ, წირვა მოისმინეს თავიანთ სამშობლო ენაზედ. განთავისუფლებულ იქნენ, აგრეთვე, ყველა სასწავლებელში ქართველი მოსწავლე ქალნი და ვაჟნი. მწირველი იყო დეკანოზი მამა ი. იორდანაშვილი, რომელმაც იმ დღეს
შესაფერისი სიტყვაც წარმოსთქვა. მადლობის ღირსია მამა იორდანიშვილი, რომ ყოველ წელს, 14 იანვარს, ერევნის ქართველობას აძლევს საშუალებას, წირვა მოისმინონ ქართულს, სამშობლო ენაზედ. მადლობის ღირსნი არიან აგრედვე ქ-ნნი ა. ზედგენიძისა, ქ. ვარდიაშვილისა; ბ-ნნი კასრაძე, ი. ზედგენიძე და მღვდელი დ. ვარდიაშვილი, რომელნიც ქართული სასიამოვნო გალობით, ყოველწლივ, ნინოობა დღეს, ატკბობენ ერევნელ ქართველთა ყურთასმენას“. 1906 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1908 წელს მღვდელმა დიმიტრიმ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა ორი ქართული ხელნაწერი. 1910 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1911 წლის 22 სექტემბრიდან 1912 წლის 19 ნოემბრამდე დროებით
იყო კავკასიის მეორე კაზაკთა დივიზიის მთავარხუცესი.



15 საპატრიარქოს უწყებანი N15 21ოქტომბერი-3 ნოემბერი 2021წ გვ.20
დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი 1871-1924

ვაგრძელებთ 1924 და 1937-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებულ სასულიერო პირთა ამსახველი ცხოვრების მოძიებასა და მათზე ინფორმაციის შეკრებას. ულმობელმა ეპოქამ უამრავი კეთილშობილი და ერისათვის თავდადებული მამულიშვილის სიცოცხლე შეიწირა. მათ რიგებშია დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი.

II ნაწილი

1911 წელს ქართულ პრესაში ატყდა დაპირისპირება დიდუბის ეკლესიის გარშემო. საკითხი ეხებოდა დიდუბის ეკლესიაში რუს მგალობელთა გუნდის
შექმნას და ტაძარში შერეული ქართულ-სლავური გალობის დაწესებას. წერილის ავტორი ამ გუნდის შექმნას დეკ. კალისტრატე ცინცაძეს აბრალებდა, თავად კალისტრატე ცინცაძე კი დეკ. ბესარიონ ზედგენიძეს ადანაშაულებდა, ასევე გამოითქვა აზრი, რომ დიდუბის ეკლესიის მნათე ა. სემინოჟენკო იყო ამაში დამნაშავე. მლვდელმა დიმიტრიმ, რომე-

15-1  საპატრიარქოს უწყებანი N15 21ოქტომბერი-3 ნოემბერი 2021წ გვ.21
დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი 1871-1924 (გაგრძელება)

ლიც თვალყურს ადევნებდა ამ პოლემიკას, პრესაში თავისი წერილი გამოაქვეყნა ვითარების განსამუხტად. აი, რას წერდა იგი: „გაზეთებში ატეხილი კამათის გამო დიდუბის ეკლესიის წარსულ-აწმყო მდგომარეობაზე ორიოდე სიტყვა მსურს გავუზიარო მკითხველებს.
დიდუბის საეკლესიო სკოლაში ორ წელიწადს ვმასწავლებლობდი. შეგირდებს შევასწავლე ქართულად ისეთი რთული საგალობლები, როგორიც მაგ. „წყალობა მშვიდობა“, „შენ გიგალობთ“, „ღირს არს ჭეშმარიტად“, „მამაო ჩვენო“. ყველა ამ საგალობლებს პატარა მოწაფეები, ყველა ტომისა და სარწმუნოებისა, ვისაც კი კარგი ხმა ჰქონდა, გალობდნენ წირვაზე კვირა-უქმე დღეებში. ყოველ ორშაბათობით კი მთელ წირვას ვაგალობებდი რუსულ-ქართულად. ერთი მალაკნის დედაკაცი წამეჩხუბა კიდეც, რათ აგალობებ ჩემ შვილს თქვენს ლოცვებსაო. ამის გარდა, საბაღოსნო სკოლის ქართველმა შეგირდებმა მთხოვეს, გვასწავლე ქართული საერო-საეკლესიო სიმღერა-საგალობლები, ხანდახან გამოვიყენებთ სოფელში, ან ქალაქშიო. მე დიდი სიამოვნებით მოვკიდე ხელი ამ საქმეს. ჩქარაც შეისწავლეს და დიდუბის ეკლესიაში ჩემ შეგირდებთან ერთად ვაგალობებდი. თუმცა რუსული გუნდი ცალის თვალით გვიყურებდა, რომ საგალობლებს შუაზე უყოფდით, მაგრამ ხმას ვერა გვცემდნენ, რადგანაც წინამძღვრის განკარგულებით ვგალობდით და საგალობლებსაც მისი ნებართვითვყოფდით. ორშაბათობით, მრავალ მლოცველთა შორის, ქართველებიც მოდიოდნენ დიდუბის ეკლესიაში,
ქართულად პარაკლის-პანაშვიდების გადახდას თხოულობდნენ. მე ჩემის ნებაყოფლობით ვასრულებდი დიაკვნის თანამდებობას, რადგან მოყვარული ვიყავი გალობისა. ვშველოდი როგორც მ. კალ. ცინცაძეს, აგრედვე მ. იროდიონ გურგენიძეს და არ მახსოვს ან ერთს, ან მეორეს უარი
ეთქვათ ვისთვისმე, ქართულად კი არა, რუსულად სხვებთან ერთად გადაგიხდითო პანაშვიდპარაკლისსაო". 1913 წლის 3 თებერვალს საქართველოს ეპარქიალური სასწავლებლის საბჭოს ერევნის განყოფილების წევრად ყოფნის 12-წლიანი ერთგული სამსახურისთვის წმ. ანასIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1914 წლის 17 დეკემბერს აირჩიეს 2-ე კავკასიის კაზაკთა დივიზიის მთავარხუცესად. 1915 წლის 10 ივნისს წმ. ანას II ხარისხის მახვილებიანი ორდენით დააჯილდოვეს. 1915 წლის 9 აგვისტოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. შემორჩენილია წერილი, რომელიც დეკანოზმა დიმიტრიმ 1914 წელს ფრონტის ხაზიდან გამოუგზავნა თავის შვილს -- ანას: „საყვარელო და ძვირფასო ანიჩკავ! გაკოცებთ ყველას, დიდსა და პატარას, ამ შრომას შენ გავალებ, დაუარე ყველას და დალოშნე! ჩემ წერილს, ფულს და ამანეთებს მიიღებდით. ვიცი, ომის გამოცხადება რა შთაბეჭდილებას მოახდენდა თქვენზე; გეგონებოდათ თქვენ გაკრეჭილ მღვდელს, რომელსაც ამ სურათში იცნობთ, ოსმალოები ან ნემენცები ასო-ასო ასჭრიდნენ. ჩემი დარდი ნუ გექნებათ. მე ხელს ვერავინ მახლებს ამ ვეშაპივით ბიჭების პატრონს, რომლებიც გარს მახვევიან. დაგიგვიანეთ წერილი იმისთვის, რომ ივლისის 8-დან 19-მდე ბაქოში ვიყავ, სადაც არც ტელეგრამაა, არც ფოშტა, 19-დან ამ თვის 2-მდის არ ვიცი, რას ჰქვიოდა ძილი, რას ჰქვიოდა ჭამა და სმა. მთელი ეკლესია და სახლი დავაბარგე, შევკარ, შევბეჭდე და ჩავაბარე პოლიციას 96 იაშიკი. ბიჭი გიამბობთ ჩემს ამბავს. კიდევ კარგი, რომ ყოჩაღი ბიჭები მყვანდნენ. ეხლა აქ ვართ, ხიოშში, არ ვიცით, წავალათ სადმე, მოგვიხდება ვისთანმე „ჩიხუბის“ გაკეთება თუ
ვიჯდებით დოყლაპიებისავით. ენკენისთვიდგან შენ თელავის ხაზინიდგან მიიღებ ხოლმე ხუთმეტ თუმანს თვეში. ჩემ ჯამაგირს ვიტოვებ, სანამ ომი
გათავდება. მომწერეთ თქვენი ამბავი ძველი ადრესით. შენი მამა ტიტო“.
1916 წელს დეკანოზმა დიმიტრიმ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას შესწირა თავის ოჯახში დაცული ისტორიული ხელნაწერები და ნივთები, მათ შორის: „1) ნეკრესელი მღვდელმთავრის ნაბოძები სიგელი მღვდლის სტეფანე ვარდოშვილსა; 2) პატიების ბარათი, რომელიც უბოძებია სტეფანე მღვდლისათვის ელეფთერ არქიმანდრიტს; 3) ფარნაოზ ბატონიშვილის მხლებელ-



15-2   საპატრიარქოს უწყებანი N15 21ოქტომბერი-3 ნოემბერი 2021წ გვ.22
დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი 1871-1924 (გაგრძელება)

თა გადასახლება რუსეთში (ხელნაწერი პაწია ტანის წიგნი); 4) სძლისპირი და ღვთისმშობლისანი (პაწია ტანის წიგნი ხავერდის ყდაში); 5) ქართული გრამატიკა (ხელნაწერი); 6) ანდრია სალოსის ცხოვრება და მოქალაქეობა (ხელნაწერი); 7) ორი ფურცელი კურთხევანიდან (ხუცური ხელნაწერი); 8) ძველებური ლექსთა კრებული, ისაკ ვარდიაშვილის გადმოწერილი 1841წ.); 9) ეპისტოლე გიორგი ერისთავისა (ხელნაწერი წიგნი); 10) ტიბიკონი გელათის დედათა მონასტრისა (ხელნაწერი წიგნი); 11) სამადლობელი
პარაკლისი ტროფიმე იღუმენის მიერ 1774წ. ქ. ყიზლარში გადმოთარგმნილი რუსულიდან; 12) განმარტება იგავთა სახარებიდან და ცხოვრება დავით და კონსტანტინესი, გადმოწერილი ისაკ ვარდიაშვილის
მიერ; 13) ისაკ ვარდიაშვილის გადმოწერილი დაუჯდომელი, ყდაში; 14) სამასეული სწავლანი წმიდა მამათა, 1797 წელს გადმოწერილი ნიკოლოზ ვაჩნაძის მიერ ყდიანი; 15) სასიამოვნო მოთხრობა „,მიმოსვლისათვის ქერეოსისა და კალიროიასი“, იაკინთე ალექსიევისაგან ჩყლ წელსა რუსულიდან გადმოთარგმნილი, ყდიანი; 16) გვირგვინი და ასი მოთხრობა, ისაკ ვარდიაშვილის გადმოწერილი 1841 წელი, ყდიანი; 17) მარგალიტიანი ხუცური ხელი, ყდიანი; 18) ნაბეჭდი წიგნი: თამარ მეფესი და მეუღლისა მისისა დავით მეფისა შესხმა; 19) ჩახსაკრავის საქსოვი ჩხირები, მაქოები (წყვილი) და ტყავის ფირფიტა". 1916 წლის 6 მაისს იგი კავკასიის მეფისნაცვლის ბრძანებით წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით
დაჯილდოვდა. იმავე წლის ბოლოს დაჯილდოვდა იმპერატორის კაბინეტიდან გაცემული გამშვენებული ჯვრით. 1917-1918 წლებში პირველი მსოფლიო ომის დროს დასავლეთ ფრონტის ლაშქრის სამღვდელოების უფროსი მღვდლის თანამდებობა ეკავა. 1919 წელს, ომის დასრულების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა და თელავის მაზრის, სოფ. საბუეს წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1920 წელს ენქერით დაჯილდოვდა. 1921 წლის 5 აგვისტოს თელავის მაზრის II ოლქის სამლვდელოების კრებამ იგი თავის სულიერ მოძღვრად აირჩია. 1922 წლის ივნისში, კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს, საბუეს წმ. იოანე ნათლისმცემლისა და ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძრების წინამძღვრად იხსენიება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) დეკანოზ დიმიტრიზე წერდა: „იგი იყო საუკეთესო მცოდნე ქართული გალობა-სიმღერისა. თბილისში პედაგოგად მუშაობის დროს სამრევლო სკოლის მოწაფეებს შეუერთა საბაღოსნო სკოლის მოწაფეები და შექმნა
ჩინებული გუნდი, რომელიც მეტოქეობას უწევდა საეკლესიო გუნდს“. დეკანოზი დიმიტრი 1924 წლის 1 სექტემბერს აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დახვრიტეს სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად. საინტერესო მოგონებები დაგვიტოვა დეკანოზ
დიმიტრის შესახებ ქართველმა კრიტიკოსმა და მწერლმა, პირველი საკათალიკოსო საბჭოს წევრმა იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავამ (1872- 1967), რომელიც თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი ჯგუფელი იყო. აი, რას წერდა იგი: „სიონის საკათედრო ტაძრის ცნობილ პროტოდიაკონ კონსტანტინე კარგარეთელს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა სემინარიის მოწაფეთა შორის, მაგრამ ყველაზე უფრო მასზე შეყვარებულნი იყვნენ ტიტო ვარდიაშვილი და კოტე დათაძე. ისინი მზად იყვნენ კონსტანტინეს შესახებ მთელი დღე ელაპარაკათ. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ტიტო და კოტე მომღერალ მგალობლები იყვნენ. მთელი ექვსი წლის განმავლობაში ისინი ამშვენებდნენ სემინარიის ქართულ და რუსულ გუნდებს. ტიტოს უბადლო ტენორი ჰქონდა. ზარივით გაისმოდა მისი ხმა ქართველ გუნდში. მთელი ექვსი წლის მანძილზე მას არამცთუ მეტოქე, შემცვლელიც არ ჰყოლია. ის იყო პირდაპირი
ბურჯი ქართული გუნდის და ამ უკანასკნელის გამოცდილი ლოტბარი. დათიკო დავითაშვილი დიდად აფასებდა მას და უცვლელად მეგობრობდა.
ტიტო კახელი იყო. კახური „მრავალჟამიერის“ მასავით ლაზათიანად შემსრულებელი, გარდა სანდრო კავსაძისა, მე არ მომისმენია. სანდროს
ტკბილი და მოქნილი ხმა ჰქონდა, ტიტოს -– ძლიერი და ზარივით წკრიალა. ტიტო თელავის სასულიერო სასწავლებლიდან გადმოვიდა. თავიდანვე ყველაფერში ეტყობოდა, რომ შეძლებული ოჯახიდან იყო. ფული მუდმივ ბლომად ჰქონდა ჯიბეში; ტკბილეულობაში ან ხილში თუ დახარჯავდა, თორემ არც ლუდს, არც ღვინოს და არც თამბაქოს არ ეკარებოდა. თვითონ
ტიტო ამბობდა, რომ ბავშვობიდან ერთი წვეთი ღვინო არ დამილევია, თუმცა ღვინის კუთხეში დაიბადა და მამამისსავე საკუთარი ზვარი ჰქონდა.
საკვირველი ის იყო, რომ ტიტო მოწაფეების „ორგიებში“ ხშირად იღებდა მონაწილეობას: მღეროდა, მხიარულობდა. გარეშე მაყურებელს ეჩვენებოდა, რომ ისიც ზარხოშად იყო და ქეიფობდა. ნამდვილად ერთ წვეთსაც არ ჩაისხავდა პირში. მთელი ოთხი-ხუთი საათის ასეთი „ქეიფის“ შემდეგ სხვა ამხანაგებთან ერთად ისიც ბრუნდებოდა სემინარიაში. ხარჯში აუცილებლად თანაბარ მონაწილეობას იღებდა. იყო შემთხვევაც, რომ მოქეიფე ამხანაგებთან ერთად მასაც დაგვიანებია  სემინარიაში დაბრუნება და ამისათვის ყოფაქცევაში ცუდი ნიშანი მიუღია.


15-3   საპატრიარქოს უწყებანი N15 21ოქტომბერი-3 ნოემბერი 2021წ გვ.23
დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი 1871-1924 (გაგრძელება)

ტიტო გულმართალი და სანდო ამხანაგი იყო. ყველასთან კარგი განწყობილება ჰქონდა. მაინც და მაინც დიდი ნიჭიერი არ იყო, თუმცა კლასიდან კლასში გადადიოდა. მუსიკით გატაცებული, ის წიგნების კითხვას არ მისდევდა. სემინარიის ჟურნალ-გაზეთებში თავისი ძალა არ უცდია.
სემინარიის დამთავრების შემდეგ (უეჭველია, ვინმე ეყოლებოდა დამხმარე) ტიტო პოლკის მღვდლად ეკურთხა და დიდ წარმატებასაც მიაღწია: შედარებით მალე დეკანოზობა მიიღო; გულმკერდი სამხედრო ორდენებით დაიმშვენა. უეჭველია, მხიარული, ცოცხალი, მომღერალ-მგალობელი ტიტო ოფიცერთა წრეში მალე დაიმსახურებდა სიმპატიასა და სიყვარულს. ეს კი სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ პოლკის მღვდლის კარიერა გაეკეთებინა. სემინარიის შემდეგ მხოლოდ ერთხელ შევხვდით მე და ტიტო ერთმანეთს (თუ მეხსიერება არ მღალატობს, 1913-1914 წლებში). ის-ის იყო, რომ პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ტიტოს პოლკი დროებით თბილისში დაბანაკებულა და ისიც მას გადმოყოლია. ტანდაბალი ტიტო დამსხვილებულა; მოშვებულ შავ წვერ-ულვაშს მისი სახე დაუმშვენებია. გიორგის ლენტზე მას ოქროს ჯვარი ეკიდა და კიდევ სამი ორდენი. მეგობრულად მივესალმეთ ერთმანეთს; გამოვკითხეთ ამბები და
დავშორდი, ტიტოს სადღაც მიეჩქარებოდა. რევოლუციის შემდეგ ტიტოს, როგორც გავიგე, გაუხდია ანაფორა და მამაპაპეულ სოფელში დაბრუნებულა და სოფლის მეურნეობისათვის მოუკდია ხელი. ანაფორა გახდილი ტიტო მე არ მინახავს (აქ იპოლიტე ცდება, დეკანოზი დიმიტრი, მართალია, სოფელში დაბრუნდა, მაგრამ იგი ბოლომდე მსახურობდა და ანაფორა არ გაუხდია -– გ.მ). 1924 წლის გამოსვლებში მონაწილეობა მიუღია და უაზროდ და უმიზნოდ თავი დაუღუპავს“. ჰყავდა მეუღლე - ოლიკო მანსვეტაშვილი, რომელიც 1898 წელს ტუბერკულიოზით გარდაიცვალა.
დარჩათ ერთი ასული --– ანა (დაბ. 30.05. 1896-1978წწ.). ანა ვარდიაშვილი იყო დუდუკებზე მომღერალი პირველი ქალი. მისი მშობლები და, საერთოდ, ვარდიაშვილების საგვარეულო, დაჯილდოებული იყო მუსიკალური ნიჭით. ანა 1928-1931 წლებში სწავლობდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ იმავე თეატრის მსახიობი იყო. 1927 წელს პირველად გამოვიდა ფანდურით თელავში, ახვლედიანის მოთავეობით გამართულ პოეტ მარიჯანისადმი მიძღვნილ კონცერტზე. 1939 წელს შედგა მისი, როგორც მომღერლის დებიუტი მედუდუკეთა ანსამბლთან ერთად, თავიდანვე წარმატებით ასრულებდა ქალაქურ სიმღერებს და დიდი პოპულარობა მოიპოვა. XX ს-ის 40-იან წლებში სსრკ რადიოკომიტეტის დავალებით ატარებდა კონცერტებს ტალგაუკოვის მედუდუკეთა ანსამბლის თანხლებით, პარალელურად, იყო
ფილარმონიის სოლისტი. 1941 წელს მიიწვიეს საქართველოს რადიოკომიტეტში, სადაც მღეროდა ქართულ ხალხურ სიმღერებსა და რომანსებს. 1939- 1947 წლებში იყო საქართველოს რადიოკომიტეტის
სოლისტი. 1941-1945 წლებში მუშაობდა თბილისის პიონერთა სასახლეში. 1948 წლიდან მუშაობდა სიმღერის მასწავლებლად ქ. ქლუხორის ბავშვთა სახლში. 1949-1957 წლებში გახლდათ თბილისის სხვადასხვა სკოლის მასწავლებელი. მის რეპერტუარში, ძირითადად, ქართული ხალხური ხიმღერები შედიოდა, მათ შორის: „იავნანა“, „არწივი“, „გუთნური“, „ციცინათელა“, „სალამი, ჩიტუნებო“, „სიზმარი“, „მოხევის
ქალო თინაო“, „მშვენიერო“, „შენ გეტრფი“, „მუხამბაზი“, „კეკელა და მარო“, „თამარ-ქალის სიმღერა“. 200 სიმღერიდან მხოლოდ 10 სიმღერაა შემორჩენილი. ეს ის საუკეთესო სიმღერებია, რომლებიც ომის
პერიოდში ჩაიწერა. იმ დროს დუდუკებზე დაკვრა
მკაცრად იკრძალებოდა. იგი იყო შემსრულებელი სიმღერისა, რომელიც შეიქმნა კარლო კალაძის ლექსზე -– „ჩემი გმირი გიწოდე...“. მისი სიმღერები
სრულდებოდა როგორც დუდუკის თანხლებით, ასევე ჩონგურისა და გიტარის დამატებით. აღსანიშნავია, რომ ანა ვარდიაშვილი მეგობრობდა ელენე ახვლედიანთან, ისინი კლასელები იყვნენ. ვარდიაშ-

15-4   საპატრიარქოს უწყებანი N15 21ოქტომბერი-3 ნოემბერი 2021წ გვ.24
დეკანოზი დიმიტრი ვარდიაშვილი 1871-1924 (დასასრული)

ვილის ღვაწლი განსაკუთრებულია ქალაქური (თბილისური) ანსამბლის („დასტის“) აღმოსავლური რეპერტუარის გაქართულებაში. აღსანიშნავია, რომ  მან ანსამბლის ტრადიციულ საკვრავებს მესამე დუდუკი დაუმატა, რითაც შემდგომში შესაძლებელი გახდა სამხმიანი ქართული სიმღერების შესრულება. 1960 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ანა ვარდიაშვილს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. ხელოვნებათცმდონე ლია
ბუაძე თავის სტატიაში „ჩვენი უკვდავების საიდუმლო“ ანა ვარდიაშვილზე წერდა: „უფროსი თაობის წარმომადგენლები დღესაც ჰყვებიან ლეგენდებს
მასზე. საოცარი პიროვნება ყოფილა. მის თავზე წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ... მამა 1924 წელს დაუხვრიტეს „სრულიად გასაგები მიზეზით“ იგი მღვდელი იყო. ჩამოართვეს ხისაივნიანი ლამაზი სახლი სოფელ საბუეში, სწორედ ის სახლი, რომლის შემოგარენს გატაცებით ხატავდა მისი მეგობარი ელენე ახვლედიანი. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი ქალი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში, მაშინდელი „ელიტარული სამყარო“ მას სდევნიდა, აქაოდა „სარდაფის ინსტრუმენტი“ სცენაზე გამოიტანაო. არადა, მართლაც დაუვიწყარია მის მიერ დუდუკზე დამღერებული ჩვენი ხალხური ჰანგები, ის საოცარი მთლიანობა, ანა ვარდიაშვილის ხმა და ხალხურ საკრავთა მრავალხმოვანი აკონპანიმენტი რომ ჰქმნის“ )).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.09.2023
ბოლო რედაქტირება 22.02.2026
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0