წმიდა ალექსი (შუშანია) დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში,
ღრმად მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკში ალექსი სკოლაში შეიყვანეს. აქ მან დიდი ნიჭიერება გამოიჩინა, მაგრამ მალე მძიმედ დაავადდა, სწავლა ვეღარ გააგრძელა და მამამ ოზურგეთში წაიყვანა, სადაც თავად ვაჭრობდა.
ალექსის 1868 წელს გარდაეცვალა მამა. სიკვდილის წინ მან დალოცა შვილი და ანდერძად დაუბარა, ეზრუნა ოჯახისათვის. ამ დროს მომავალი მღვდელმონაზონი 16 წლის იყო.
ამავე წელს ალექსი იერუსალიმში გაემგზავრა და იქაური სიწმინდეები მოილოცა, შემდეგ კი კონსტანტინეპოლში ჩავიდა ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან, რომელიც იყო დიდვაჭარი და ამასთან, ფრიად განსწავლული კაცი, მცოდნე მრავალი აღმოსავლური ენისა, დიდად ღვთისმოსავი.
ბიძასთან ყოფნის ჟამს ალექსი შეეჩვია ვაჭრებს და იმდენად მოეწონა ეს ხელობა, რომ თავადაც ვაჭრად გახდომა მოუნდა, მაგრამ ღვთის განგებამ სხვა გზა უჩვენა.
ალექსიმ ბიძას გამოართვა წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ხატი, თავის ოთახში განმარტოვდა და დაეწყო დიდი შინაგანი ბრძოლა: ცალკე საერო ცხოვრება იზიდავდა თავისი ახალგაზრდული სიამოვნებით, დედის, ბებიის, ძმის და ტოლ-სწორებისადმი სიყვარულით, ცალკე კი უხილავი ძალა მოუწოდებდა წმიდა და მაღალი ცხოვრებისაკენ. ასეთ ბრძოლაში გავიდა რამდენიმე საათი. ბოლოს ალექსიმ იკითხა: „რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას? “ უხილავმა მოძღვარმა კითხვითვე უპასუხა: „ეხლა რომ მოკვდე, ვინ გაარიგებს შენს საქმეს?” ალექსიმ მიუგო: „ღმერთი! “ კვლავ გაისმა ხმა: „მაშინ შენც მოკვდი ღვთისათვის საწუთროისაგან და ღმერთს მიანდევი ყოველივე შენი საქმე და იგი გაარიგებს.”
შემდგომ ამისა ალექსი საოცრად გამოიცვალა: თითქმის გამუდმებით, თვეობით იჯდა თავის ოთახში, კითხულობდა საღმრთო წიგნებს და მკაცრად მარხულობდა.
ალექსის ამგვარმა ყოფამ ბიძამისს კონსტანტინეპოლზე გული აუცრუა და მალე ყველანი საქართველოში დაბრუნდნენ.
შინ დაბრუნებულმა ალექსიმ ოჯახს განუცხადა, რომ ბერად აღკვეცის აღთქმა დადო. დები და ძმა დიდად შეწუხდნენ, დედამ კი მადლობა შესწირა ღმერთს და დალოცა შვილი.
ალექსი თეკლათის დედათა მონასტერში ავიდა, საერო სამოსელი განიძარცვა და ბერულ მოღვაწეობის გზას შეუდგა. ამ დროს ალექსი 20 წლის იყო. იმ დღიდან მან მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. დადიოდა სოფლებში, უვლიდა ჭლექით, ქოლერით და სხვა მძიმე ავადმყოფობებით დასნეულებულებს, მარხავდა უპატრონო მიცვალებულებს.
ასე განვლო რამდენიმე წელმა. ერთხანს ალექსი სალოსურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი ძლიერი მქადაგებელი იყო ღვთის სიტყვისა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილი მაგალითი იყო მრავალთათვის. მისი ქადაგების გავლენით მალე მონაზვნად აღიკვეცნენ დედამისი ელენე, უმცროსი და სალომე და ძმა ბესარიონიც. ბესარიონმა მოილოცა იერუსალიმის სიწმიდენი, იქ რამდენიმე წლის განმავლობაში იღვწოდა, შემდეგ კი მარტვილის მონასტერში მღვდლად ეკურთხა, მიიღო სქემაც და, ბოლოს, აღესრულა.
თავად ალექსიმაც იღვაწა ათონზე, გადაწერა მრავალი წიგნი. ათონიდან მობრუნებულმა დიდი სასოებით მოილოცა კიევის მღვიმეთა მონასტერი, საქართველოში დაბრუნდა და კვლავ განაგრძო თავისი ჩვეული მოღვაწეობა ლოცვით, მარხვით და კეთილი საქმეებით.
დაახლოებით 1885 წელს ალექსი შუშანია დაემკვიდრა გელათის მონასტერში, სადაც მრავალი საღვთო წიგნი შეისწავლა და გადაწერა. 1886 წელს იგი გადაყვანილ იქნა დიაკვნად, ხოლო 1888 წელს კი – მღვდელ-მონაზვნად.
1890 წელს ალექსი ბერი ავადმყოფობის გამო თეკლათის მონასტერში დაემკვიდრა თავის მონაზონ დედასთან და დებთან ერთად.
ღვთის განგებით, 1891 წელს ალექსი ბერმა ბერული სენაკის მშენებლობა დაიწყო მენჯში, ე.წ. მთავარანგელოზთა გორაზე. ღვთისნიერ ადამიანთა დახმარებით ნელ-ნელა გამოიკვეთა ძველი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა ტაძარი. შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა ამ სავანეში დაყუდებულ მოღვაწეობას. მამა ალექსის ჯანმრთელობაც ისე გამოუკეთდა, რომ წირვა-ლოცვის შესრულება შეეძლო. შემოწირულ თანხას იგი სამ ნაწილად ჰყოფდა: ერთ ნაწილს გადადებდა პირადი საჭიროებისათვის, მეორეს – ეკლესიისა და სტუმართათვის, მესამეს კი – დავრდომილთა და გლახაკთათვის. როდესაც მკაცრმა ასკეტურმა მოღვაწეობამ ფიზიკურად გატეხა, მოწაფეები დაითხოვა და ბოლო, დაახლოებით 1915 წლის შემდგომ წლებში, ვიდრე ამიერ ქვეყნიდან განსვლამდე, თავის სქემონაზონ ბიძაშვილებს, დებს – აკეფსიმასა და ფასტოს იხმარებდა.
1898 წლიდან ალექსი ბერმა დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. სენაკში მას ჰქონდა კაცის სიმაღლის ხის ჯვარი, რომელსაც ლოცვის დროს ზურგით იპყრობდა ხოლმე, რადგანაც, როგორც თვითონ ამბობდა, ჯვრის ასე პყრობა გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს აგონებდა. მნახველთა მისაღებად მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდიოდა.
მიუხედავად ალექსი ბერის მკაცრი, ასკეტური ცხოვრება-მოღვაწეობისა, ის მაინც საოცრად ახლოს იყო ხალხთან, ახერხებდა მათთან სულიერ სიახლოვეს .
ხანგრძლივი მოღვაწეობით დამაშვრალი ბერი 1923 წლის 18 იანვარს მიიცვალა.
ღვთის წყალობით და უფლისმიერი მინიშნებით ალექსის აღკვეცამდე მისმა შუათანა დამ, სოფიომ მიიღო დედისგან ლოცვა-კურთხევა და მონაზვნად აღიკვეცა ახლად დაარსებულ თეკლათის დედათა მონასტერში. თავად ალექსი ნააღდგომევს აპირებდა სოფლისგან განშორებას. დაიწყო კიდეც მზადება აღთქმის შესასრულებლად: დიდი მარხვა მკაცრად იმარხა-დღეგამოშვებით იღებდა საზრდელს, დიდ ხუთშაბათს ეზიარა. დიდ პარასკევს, ღამით, მან იხილა ჩვენება: თითქოს საკვირველ ტაძარში შევიდა. ამბიონზე ბარძიმითა და საზიარებელი კოვზით იდგა თავად მაცხოვარი, რომელმაც აზიარა მომავალი წმიდანი. ეს ჩვენება ღირსმა უფლის ნებად მიიღო, დიდ შაბათს მღვდლის წინაშე გულწრფელად აღიარა თავისი ცოდვები და ეზიარა.
გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში ალექსი ბერი ყოველდღე ეცხადებოდა სქემმონაზონ ფასტოს, რომელიც თავის დასთან, სქემოსან აკეფსიმასთან ერთად მამა ალექსის სავანეში დარჩა სამოღვაწეოდ.
ქრისტეს მოძულე მთავრობის მიერ სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით დებმა, ფასტომ და აკეფსიმამ, წმიდა ბერი თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს, თვითონ კი მთავარანგელოზების მონასტერში დარჩნენ.
1960 წლის 8 იანვარს ფასტომ და აკეფსიმამ იმჟამად ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის ლოცვა-კურთხევით მამა ალექსის უხრწნელი გვამი თეკლათის დედათა მონასტრიდან თავის სავანეში გადაასვენეს და დაკრძალეს ტაძრის აღმოსავლეთის კედლის მახლობლად.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ
საპატრიარქოს უწყებანი No4, 27 იანვარი - 2 თებერვალი 2011 წ. გვ.17
მღვდელ-მონაზონი ალექსი (შუშანია) 1852-1923
XIX-XX საუკუნის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი მოღვაწე და ასკეტი ბერი ღირსი მამა ალექსი შუშანია 1852 წლის 23 სექტემბერს, სამეგრელოში, სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ღვთის მორწმუნე ლევან შუშანიასა და ელენე შავდიას მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. დედამისი ელენე ყოველდღე დილით და დაწოლისას, ლოცულობდა ხატის წინაშე და გულმოდგინედ ევედრე- ბოდა ღმერთს შემდეგი სიტყვებით: „ღმერთო, ჩემს შვილებს გარდმო- უვლინე შენი მადლი და განამტკიცე შენს სარწმუნოებაზე“. თავად ალექსი ბერი საკუთარი ყრმობას ასე იხსენებდა: „წელსა მეშვიდესა შემიყ- ვანეს შკოლაში და ვსწავლობდი შესანიშნავ ნიჭით, ასე რომ, სულ მცირე დრო მჭირდებოდა გაკვეთილისათვინ, ხოლო უმეტესი დრო სულ თავისუფალი ვიყავი და ასე მეორე კლასში გადავედი პირველ მოსწავ- ლედ და მეორე კლასში გადასვლისთანავე გავხთი მძიმე ავად, რომლი-თა სრულიად გამოთხოვებულ ვიქმენ სწავლას. ასე რომ, შემდეგ გამორჩენისა, მამამ, რომელიც ზუგდიდში ვაჭრობდა, თავისთან დამაყენა საფართლოში. 1868 შელს გარდაიცვალა მამა ქ. ზუგდიდში, რომელმან სიკვდილის ჟამს მიმიწოდა და კურთხევა გადმომცა და გულითადი დალოცვის შემდეგ ხელი დედისა ჩემისა ჩემს ხელში ჩადვა და ჩამაბარა დედა და დანი. დავრჩით ობლად ორი ძმა და ოთხი დები დედის ხელში. ამ დროს ვიყავი 16 წლის“.
მამის სიკვდილის შემდეგ ახალგაზრდა ალექსი გაემგზავრა ქ. სტამბულში, სადაც იმ დროს ცხოვრობდა და ვაჭრობდა ბიძამისი ისლამ შუშანია. ისლამის ოჯახში ალექსის დახვდა საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა, განსაკუთრებით სასულიერო შინაარსისა. იგი დაეწაფა ამ წიგნების კითხვას. მან ერთი წელი დაჰყო სტამბულში და აქ მოხდა მკვეთრი გარდატეხა მის მსოფლმხედ- ველობაში. სარწმუნოებრივი განწყობით გაჟღენთილი დაბრუნდა თავის სამშობლოში.
ალექსი ხშირი სტუმარი იყო გელათისა და მარტვილის მონასტრებისა, რომელთა წიგნთსაცავებში გატაცებით ეცნობოდა ძველ ხელნაწერებს. ამ ხანებში მას სანიმუშო კალიგრაფიით გადაწერილი აქვს „ექვსთა დღეთა“ ბასილი დიდისა, წიგნი ისააკ განშორებულისა და მამათა ცხოვრება. ამავე ხანებში მას ხუცურად გადაუწერია გელათის გულანის საგალობლები.
ერთ დღეს ალექსი მივიდა თეკლათის დედათა მონასტერში, სადაც მას დახვდა ათონის წმინდა მთის ქართველთა სავანის წინამძღვარი, იღუმენი ბენედიქტე (ბარკალაია), რომელმან უთხრა: „იესო ქრისტეს სახელით გთხოვ და წამომყევ ძველ ათონში, დროებით, ვინაიდგან მაქვს ბევრი საწერ საქმეებიო“. ქრისტეს სახელით თხოვნის შეუსრულებლობა ძალიან ძნელ იყო ალექსისათვის და მისცა პირობა, რომ გაჰყვებოდა. გა- მოეთხოვა თავისიანებს და გაჰყვა მამა ბენედიქტეს ათონზე. მათთან ერთად გელათის მონასტრიდან წავიდა მღვდელ-მონაზონი თეოდორე (ე- რისთავი), ფრიად განათლებული ასკეტი ბერი, რომელიც სამუდამოდ დარჩა ათონზე და იქიდან უწევდა სულიერ ხელმძღვანელობას სამშობ- ლოში დაბრუნებულ ალექსის. ათონის წმინდა მთაზე ალექსიმ დაჰყო ხუთი თვე. სამშობლოში დაბრუნებისას გზად გამოიარა ქ. კიევში, მოი- ლოცა პეჩორის ლავრა და იქიდან საქართველოში ჩამოვიდა. მალევე მამა ალექსის ქადაგებით მისმა ძმამ, ბესარიონმაც, დატოვა საერო ცხოვრება და მანაც მონასტერს მიაშურა.
1880 წელს ალექსიმ იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელს (ქიქოძე), რომელიც იმჟამად სამეგრელოს ეპარქიასაც განაგებდა, სთხოვა, თეკლათის კუნძულზე განმარტოებით ცხოვრების უფლება მიეცა; მაგრამ მეუფემ არ ურჩია კუნძულზე მარტო მოღვაწეობა და ლოცვა-კურთხევა მისცა, გელათის მონასტერში, თავისი მოძღვრის, მამა თეოდოსის სენაკში დაბინავებულიყო, რაც აღასრულა კიდეც. მომდევნო წელს იგი ხობის მონასტერში გადაიყვანეს, სადაც მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბენიამენმა (ჭყონიამ) ბერად აღკვეცა. 1886 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) ბერი ალექსი დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1888 წელს მღვდლად დაასხა ხელი.
1890 წელს მამა ალექსი, ავადმყოფობის გამო, თეკლათის მონასტერში დაემკვიდრა, თავის მონაზონ დედასთან და დებთან ერთად. საღვთო გამოცხადების შედეგად მან გადაწყვიტა დაბინავებულიყო მენჯში, მთავარანგელოზთა კუნძულზე. როდესაც ამაზე ეპისკოპოს გრიგოლისგან ლოცვა-კურთხევა მიიღო, 1891 წელს სენაკის მშენებლობაც წამოიყო. ღვთისნიერ ადამიანთა დახმარებით ნელ-ნელა გამოიკვეთა ძვე- ლი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი. შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა
4-1 საპატრიარქოს უწყებანი No4, 27 იანვარი - 2 თებერვალი 2011 წ. გვ.18
მღვდელ-მონაზონი ალექსი (შუშანია) 1852-1923 (გაგრძელება)
ამ სავანეში მოღვაწეობას. მალე მისი ჯანმრთელობაც გაუმჯობესდა და წირვა-ლოცვის აღსრულებაც დაიწყო.
მამა ალექსის სავანეს საეკლესიო მთავრობასთან არავითარი ოფიციალურ-ადმინისტრაციული დამოკიდებულება არ ჰქონია. არავითარი ჯილდო და სიგელი მას არ მიუღია, თუმცა ხშირად სთავაზობდნენ. უბრალო სამკერდე სამღვდელო ჯვარსაც არ ატარებდა. მონასტერი საეკლესიო მთავრობისაგან არავითარ ფულად დახმარებას არ იღებდა. მამა ალექსი, თავის რამდენიმე მოწაფესთან ერთად, საკუთარი შრომით ცხოვრობდა.
1898 წელს იგი სრულებით ჩაიკეტა თავის სავანეში და სიკვდილამდე დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა. გარეშე მნახველებს მხოლოდ შაბათ-კვირაობით იღებდა. დროს ლოცვასა და სულისათვის სასარგებლო შრომების წერაში ატარებდა.
საინტერესოა მისი ცხოვრების რეჟიმი: ჭამდა დღეში ერთხელ, ცხოვრობდა უბრალოდ და სადად, ეცვა ძაძის ანაფორა. თავის ოთახში ლოცულობდა განმარტოებით. მისი საყვარელი ლოცვა იყო: „უფალო - იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“. ლოცვის დროს ზოგჯერ მხარზე ზურგით იპყრობდა საგანგებოდ დამზადებულ კაცის სიმაღლის ხის ჯვარს. გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს მაერთებსო, იტყოდა ხოლმე მახლობლებთან საუბარში. მიუხედავად მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისა, მამა ალექსი მაინც ახლოს იყო ხალხთან. წერდა ლექსებს, სულის მაცხოვნებელი წერილებით ამხნევებდა მრევლს და ამხელდა იმ დროს გავრცელებულ ათეისტურ ცრუმსოფლმხედველობას. მამა ალექსის მრავალი მტერი და მოშურნე ჰყავდა, რომლებიც არ ერიდებოდნენ არანაირ მეთოდებს მის წინააღმდეგ. ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით აკ- რიტიკებდნენ მის მოღვაწეობას და ცილისწამებასაც არ იშურებდნენ მისთვის. ერთ-ერთი ასეთი წერილი გამოქვეყნდა 1903 წელს ჟურნალ „კვალის“ ფურცლებზე, სადაც ვინმე „ბატონი ოტია“ ალექსი ბერის სა- ხელის გასატეხად წერდა, თითქოს წმინდა ბერს ეთქვას ახალი სენაკის რაიონში მცხოვრები გლეხისათვის, შენი მიცვალებული ცოდვების გამო მიწამ არ მიიღო (ე. ი. გვამი არ გაიხრწნა) და ისე ძევს საფლავშიო. მიც-ვალებულის პატრონმა საფლავი გათხარა, მაგრამ ალექსის ნათქვამი არ დადასტურდაო.
ტრიფონ კალანდარიშვილმა გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე საკადრისი პასუხი გასცა თავხედ ავტორს. აი, რას წერდა იგი: „კვალის მე-20 -ში დაბეჭდილია სოფელ სახარბედიოდან ერთი უცნაური და დაუ-ჯერებელი წერილი, რომელიც სავსეა სიცრუითა და ლანძღვა-გინებით. ვინაიდან გულუბრყვილო მკითხველი შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს ბატონ ოტიას სიტყვებმა, ამიტომ მსურს მკითხველს ვაუწყო შემდეგი: ნამდვილია, რომ ზემოხსენებულ სოფელში არის მონასტერი, სადაც შესდგომია დაყუდებულს ცხოვრებას, ეს ათ წელიწადზედ მეტია, მღვდელ-მონაზონი ალექსი შუშანია, ბატონ ოტიას მიერ აბუჩად აგდებული. ხოლ 30 წელიწადზე მეტი იქნება, რაც ამ პატიოსანმა ადამი ანმა დატოვა ყოველივე ამა წუთისოფლისა, თავისს სენაკშია განუშორებლად, არ დადის სოფლად და ქალაქად, ატარებს დროს წირვა-ლოცვაში თვით მონასტრის ეკლესიაში. გამოვა ხოლმე მონასტრიდან მხოლოდ მაშინ, როცა მღვდელმთავარს ჰსურს მისი ნახვა (ასე იყო 1899 წელს, როცა დედათა მონასტერში მობრძანდა ეგზარქოსი ფლაბიანე, 1902 წელს ყოვლადსამღვდელო დიმიტრიმ (აბაშიძე) ინახულა ისევ დედათა მონასტერში და 1903 წელს ეგზარქოსმა ალექსიმ, რომელთაც დაიბარეს ხსენებული მღვდელ-მონაზონი ახლომდებარე დედათა მონასტერში).
სწორედ სამწუხაროა, როდესაც მართლაც მტკიცე და შეურყეველს თავის სარწმუნოებაში ადამიანს სწამებენ ისეთ ცილს, რომელიც მიუდგომელს და გარემოების მცოდნე ადამიანს ზიზღსა ჰგვრის. გვიბრძანოს ბატონმა ოტიამ, სად, როდის და რომელ ეკლესიაში ამოთხარეს მღვდელ-მონაზონ ალექსის შთაგონებით მიცვალებული? რომელ ეკლესიაში იყო, რომ ხსენებული პირი „აწითლდა“ საზოგადოების წინაშე? შეიძლება სხვა ვინმე ბოროტმოქმედებდეს პატივცე- მულ მღვდელ-მონაზონის უანგარო ცხოვრებით,
4-2 საპატრიარქოს უწყებანი No4, 27 იანვარი - 2 თებერვალი 2011 წ. გვ.19
მღვდელ-მონაზონი ალექსი (შუშანია) 1852-1923 (გაგრძელება)
მაგრამ ამას, ბატონო ოტია, რად უნდა დაუჯეროდ? თუ ბატონი ოტია ოდიშელია და გაუგონია მამა ალექსიზედ რამე, ყოველს შემთხვევაში იმისს მსგავსს, რასაც იგი სწერს, არ გაიგონებდა.
ჩემის აზრით, როდესაც ამისთანა ცილსა სდებენ ადამიანს, როგორც იკადრა ბატონმა ოტიამ, ვერაფერი საქციელია ნიღაბაფარებული ლანძღვა-გინებით გაქელოს ადამიანის ღირსება და მიწასთან გაასწოროს. გვაკვირვებს დიდად, რომ ბატონ ოტიას ვერ გაუგია საქმის გარემოება და ისე ცილს სწამებს ასეთს პირს, რომელიც პატივის- ცემის ღირსია და რომელსაც სასულიერო მთავრობაც ძლიერ კარგად იცნობს.
რაღა გვეთქმის! ღმერთო, მიუტევე, რამეთუ არა იციან, რასა სწერენ!“
თავად მამა ალექსი დიდად აუღელვებია ამ ჭორს და მიუმართავს მაზრის უფროს როზანოვისათვის კორესპონდენციაში მოყვანილი ცნობის შესამოწმებლად. მაზრის უფროსს დაუკითხავს ამ წერილში მითითებული გლეხი და მისი მე- ზობლები, მაგრამ ცნობა არ დადასტურებულა.
1918 წლიდან მამა ალექსის ლოცვა-კურთხევით, მისი ბიძაშვილები, მონაზვნები — ფავსტო და აკეფსიმა თეკლათის მონასტრიდან გადავიდნენ მთავარანგელოზთა სავანეში სამოღვაწეოდ. წმინდა მამას ჯანმრთელობა ამ დროისათვის საგრძნობლად შერყეული ჰქონდა. იგი მწვავე ფორმის მალარიამ და გულის დაავადებამ შეიპყრო. ტაძარში გადმოსულ მონაზვნებს უნდა ეზრუნათ ავადმყოფ სულიერ მამაზე და თან გაძღო- ლოდნენ ტაძარსა და საცხოვრებელ ეზო-მიდამოს.
ხანგრძლივი მოღვაწეობით დამაშვრალი ღირსი მამა ალექსი შუშანია 1923 წლის 18 იანვარს (ახ. სტილით 31 იანვარს) გარდაიცვალა.
ქრისტესმოძულე მთავრობის მიერ სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით, დებმა, მონაზვნებმა ფავსტომ და აკეფსიმამ, მამა ალექსის ცხედარი თეკლათის მონასტერში დაკრძალეს, თვითონ კი მთავარან- გელოზთა სავანეში დარჩნენ სამოღვაწეოდ. 1960 წლის 8 იანვარს ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ეფრემის (სიდამონიძე) ლოცვა- კურთხევით, ღირსი მამის უხრწნელი გვამი თეკლათის დედათა მონასტრიდან გადაასვენეს და მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის აღმოსავლეთის კედლის მახლობლად დიდი პატივით დაკრძალეს.
1995 წელს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მღვდელ-მონაზონი ალექსი (შუშანია) წმინდანთა დასში შეირაცხა ღირსი მამის სახელწოდებით. 2001 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ალექსი ბერის საფლავზე პატარა ტაძარი ააგეს.
მღვდელ-მონაზონი ალექსი აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ „მწყემსსა“ და „შინაურ საქმეებთან“, სადაც მრავლად ქვეყნდებოდა მისი სტატიები. დღესდღეობით მისი წერილები და დარიგებანი გამოცემულია რამდენიმე ტომად. ამჟამად გთავაზობთ მამა ალექსის ერთ უცნობ წერილს, რომელიც მან 1917 წლის 1-4 სექტემბერს თბილისში გამართულ ბერმონაზონთა კრე- ბას გაუგზავნა. წერილი საყურადღებოა თავისი ღრმა შინაარსითა და დღევანდელი ბერმონაზვნებისთვისაც ფრიად აქტუალური აქნება:
„არა არს ქვეყანაზედ ისეთი მოვლენები, რომელთა პირველ შობილ იდეალურ სახეს ფერი არ ეცვალოს და არ დამახინჯებულიყოს. სწორედ ასე დაემართა ბერობის იდეასაც. ვისაც ნათელაზროვნებით განუხილავს პირველ ყოფილი ბერობის სული, ღრმად ჩაუხედნია მის გენიურ ლტოლვაში და მისი არსებობის ნამდვილი სახე წარმოუდგენია საღ გონებით, მწამს, რომ გულახდილად აღიარებს, რომ დღევანდელ ბერო- ბას მხოლოდ სახელი და გარეგანი მხარე შერჩენია. დღეს ქვეყნის პირიდან აღიგავა ჭეშმარიტი ბერების სახე და ნაცვლად ამისა მეფობს უნაყოფო, უმადლოდ, ანგარებით, დიდებისმოყვარებით გამოფიტული ცარიელი ფორმა. დღეს მონასტერში მეფობს ბატონყმობა და არა ძმობა. ე. ი. უფროსების ბატონ-ბრძანებლობა, ჯამაგირთა გადიდება და არა ძმურად ჯამაგირ-შემოსავლისა თანასწორ განაწილება. წინამძღვარი იგი- ვე ბერია, ვითარცა თითოეული წევრი კრებულისა და ისეთი ადამიანია, როგორც მორჩილი. ამისთვის ათასი მანეთი და მეორისათვის ასი განა შექმნის ძმობას და ააყვავებს მონასტერს? განა ეს ეკუთვნის ქრისტეს მცნებას: თქვენ ყველანი ერთ ხართ. ავიღოთ ჩვენი სასიქადულო წმინდა ექვთიმე ათონელის კანონი, სადაც წერია: თუ წინამძღვარმა განასხვავოს თავი თვისი საჭმელ-სასმელით, ჩაცმით და ყოველგვარი ნივთიერ მოთხოვნილებით, იგი აღტაცეთ ხელით და გადასვით ბჭის გარეთ. ასეთი თანასწორობა და ძმობა უნდა ედვას ერთა ცხოვრებას მონასტერში კავშირად და არა ბატონობა, კადნიერებად ნუ ჩამომერთმევა თქმა და, რასაც აქ ვლაპარაკობ, ის საქმითაც განხორციელებულია ჩვენს სავანის ძმობაში და მაინც ვერ წარგვიმართია გზა კეთილ ბერობისა, თორემ ერთს ათასი
4-3 საპატრიარქოს უწყებანი No4, 27 იანვარი - 2 თებერვალი 2011 წ. გვ.20
მღვდელ-მონაზონი ალექსი (შუშანია) 1852-1923 (დასასრული)
მანეთი, მეორეს ასი რომ ეძლევა, რას შექმნის, თუ არა იმას, რომ განადიდებს უამისოდაც ჩვენს საცოდავ ბუნებაში ჩაქსოვილ ინტერესს, შურს და სიძულვილს. შე- იძლება ვინმემ წინა მიყოს პასუხად მამათა სწავლაში ხსენებული „მორჩილება“ უპირატეს ყოველთა სათნოებათა ცნობილად. დიახ, მეც ამისი თანახმა გახლა- ვართ, მაგრამ მიტომ მოგასხენებთ ამ წერილის თავში: არა არს ქვეყანაზედ ისეთი მოვლენა, რომლის პირველ შობილ სახეს ფერი არ ეცვალოს — მეთქი. სწორედ ბე- რობის იდეალურ სახეს ისე ეცვალა ფერი, რომ მხოლოდ ეს ლექსი „მორჩილება საბატონყმობო იარაღად შერჩენია და მეტი არაფერი. ის მამები, რომლებმაც მორჩილების სათნოებას უპირატესობა მისცეს, მზესავით უნდა უნათებდნენ გულის კარს მორჩილებას, არა ბატონურ მბრძანებლობით, არამედ ნამდვილ მამობრივი სიყვარულის ჩვენებით, თან უპოვარ, უანგარო, უჩინოსნო და ნივთიერად თანასწორი ცხოვრე- ბის მაგალითის მიცემით. აი, ასეთი საღმრთო ნდობით აღჭურვილ მამებს შეუორგულებლად ემორჩილებოდნენ მოწაფენი. და რომ ასეთი მამები ამხანაგურად ექცეოდნენ მორჩილებს და არა ბატონურ უფლებით, ამას ამტკიცებს მთელი მამათა ცხოვრების სწავლა, რომლის ზღვა მაგალითისაგან ერთს მოვიყვან საბუთად: მორჩილს და მის წინამძღვარს მოუვიდათ უკმაყოფილება, რის გამო სხვა ვინმე რჩეული მამა ჩადგა მათ შორის საქმის მოსაგვარებლად. მოწაფეს ეკითხება ურჩობის მიზეზს და იგი მიუგებს: ბრძანებლობით მითხრაო და არა მამობრივი სიყვა- რულითო, რის გამო შუამავალმა ბერმა წინამძღვარი განაკრძალა.
ჭეშმარიტებაა, რომ ყოველმა საბერო პირმა, როცა შედის მონასტერში, უნდა უარყოს თავისი ნება და დაემორჩილოს მონასტრულ მართვა-გამგეობას, რადგან ესრეთი თავისი უარყოფა პირველი მისი უფლებისა, მისივე თავისუფლებით შეწირულ არს ქრისტესადმი, როგორც მისი სულის ხელმძღვანელისადმი, მაგრამ არავისთვის საიდუმლოებას არ შეადგენს, რომ დღევანდელი მონასტრები ვერ უწევენ ხელმძღ- ვანელობას ახალ შემოსულ საბეროს მამობრივი სიყვარულით და სათნოების ჩვენებით. აგრეთვე არც საბეროების მხრით მართლდება ჭეშმარიტ ბერულ მიზნით გამოსვლა, არამედ მათ ახელმძღვანელებს უფ- რო საქვეყნო დიდება და ხარისხით ზე აღწევა. და ესე ვითარად ვგონებ სამონასტრო ბერულ ცხოვრების ჩარხი დაჰქანდა დაღმართ და ლამის დაიმსხვრეს. ასე და ამგვარად, ჩვენი მონასტრების დაცემულ მდგო- მარეობას ვერას უშველის თბილისში, სამ სექტემბერს სამონასტრო კრების ზრუნვა და ვერც ბატონყმობრივი „დისციპლინის“ აღდგენა, თვით უფროსების სათაყვანოდ შედგენილი უმცირესობის ზურგზე. აქ მშვენიერად მოეზავების ქრისტეს მიერ ყვედრება სჯულის მეცნიერთა მიმართ: „თქვენდაცა ვაი არს, რამეთუ აღკიდით კაცთა ტვირთ ძნიად სატვირთავი და თქვენ ერთითაცა თითითა არა შეახით ტვირთსა მას“ (ლუკ. 11. 46). უკანასკნელი საშვალება, რომ ჩვენს წინაპართა მიერ დიდებული საისტორიო შენობანი მონასტრებისა ეგოს უკუნისამდე დაუქცეველ ძეგლებად, უნდა დაარსდეს და მოთავსებულ იქმნეს ამ შენობებში საშვალო და უმაღლესი სასწავლებლები, ხოლო აწ არსებული თანამედროვე გადაგვარებულ ბერების იმედი აღარას გვარგებს, რადგან გაივ- ლის ხანი და უღმერთო, უიდეო და უშინაარსო ბნელ პირებს სასტიკი მსაჯული გაღვიძებულ დროისა, ექსორია ჰყოფს მათ სულით ამაღლებულ წინაპართა მიერ დაარსებულ წმინდა სავანეთაგან“
.