სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წუნდა XII-XIII საუკუნე იოანე ნათლისმცემლის ეკლესია სოფ. ნაქალაქევი ასპინძა სამცხე-ჯავახეთი წუნდა XII-XIII საუკუნე იოანე ნათლისმცემლის ეკლესია სოფ. ნაქალაქევი ასპინძა სამცხე-ჯავახეთი წუნდა XII-XIII საუკუნე იოანე ნათლისმცემლის ეკლესია სოფ. ნაქალაქევი ასპინძა სამცხე-ჯავახეთი წუნდა XII-XIII საუკუნე იოანე ნათლისმცემლის ეკლესია სოფ. ნაქალაქევი ასპინძა სამცხე-ჯავახეთი წუნდა XII-XIII საუკუნე იოანე ნათლისმცემლის ეკლესია სოფ. ნაქალაქევი ასპინძა სამცხე-ჯავახეთი
ბმულის კოპირება



ასპინძა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

16       ბეჭდვა

წუნდა XII-XIII საუკუნე იოანე ნათლისმცემლის ეკლესია სოფ. ნაქალაქევი ასპინძა სამცხე-ჯავახეთი

 წუნდის  იოანე ნათლისმცემლის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — XII-XIII საუკუნეებშია აგებული. პატარა კლდეზე აღმართული ეს ეკლესია, ნაგებია სუფთად გათლილი სწორი კვადრებით, კარ-სარკმლების ჩარჩოები და კარნიზი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. დასავლეთ კარზე ასომთავრული წარწერაა. სამხრეთით მიშენებულია კარიბჭე, რომლის სვეტებიც ასევე უხვადაა მოჩუქურთმებული. ეკლესია რესტავრირებულია 1938 წელს. შემორჩენილია სამრეკლო, აგრეთვე გელაზის ქვები და ქვაში ამოჭრილი საწნახლები.

ნაქალაქარის ჩრდილოეთით მდ. მტკვრის მარჯვნივ, XIX საუკუნეშ ჯერ კიდევ იდგა ნაციხარი — ვერისწყალა

ქართული ეროვნული ტრადიციის თანახმად ქალაქი დააარსა ქართველთა ერთ-ერთმა ეთნარქმა — ჯავახოსმა. ლეონტის მროველის სიტყვებით: „ხოლო ჯავახოსს მისცა ფანავრითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა. და ამან ჯავახოს აღაშენა ორნი ციხე-ქალაქნი: წუნდა და ქალაქი არტაანისა, რომელსა მაშინ ერქუა ქაჯთა ქალაქი, ხოლოაწ ჰქჳან ჰური“. ძვ. წ. III საუკუნეში ქართლის მეფე ფარნავაზ I-მა დააარსა წუნდის საერისთავო. ერისთავის გამგებლობაში შედიოდა ჯავახეთიკოლაარტაანი.

საქართველოში ქრისტიანობის მიღების შემდეგ პირველად აგებულ ეკლესიათა შორის წუნდის ეკლესიაც უნდა ვიგულისხმოთ, რადგან კონსტანტინე ბერძენთა მეფის მოციქულმა „დაუტევნა წუნდას ხურონი და განძი და რაჟამს ეწყო ოდენ ეკლესიას, წამოვიდა და მოვიდა მანგლისს“. ქართლის ცხოვრების მიხედვით მირდატის დროს შენდება ეკლესიები ერუშეთსა და წუნდაში „... და მატა შემკობა და შენება ერუშეთსა და წუნდის ეკლესიათა“. V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის შედეგად წუნდა ჯავახეთში წამყვანი საეკლესიო ცენტრია და „... დასუა ერთ ეპისკოპოსად კლარჯეთს, ეკლესიასა ახიზისასა; ერთი არტაანს ერუშეთს; ერთი ჯავახეთს, წუნდას“. ვახტანგ გორგასლის ანდერძით სამეფო ტახტს იკავებს დაჩი. წუნდა ვახტანგისავე ანდერძით მისი მეუღლისა და ორი ვაჟის სამფლობელო ხდება. „წუნდა მტკვრის ზემო წელის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრატეგიული პუნქტი იყო, ის თავისი უბნებით, გამაგრების სისტემით, ციხით ამ რაიონში თითქმის ერთადერთია, რომელიც ქალაქად ჩაითვლებოდა“. ქალაქი რამდენიმე უბნისაგან შედგებოდა, ამას დღევანდელი მცირე ველის ტოპონიმიც გვიდასტურებს. წუნდა, ნაქალაქევი, ბერთა-ყანა, ჯიუტ-მალა სწორედ ამ ძველი უბნებიდან უნდა მომდინარეობდეს. დღეისათვის შემორჩენილი ირიგაციის სისტემის ნაწილი ქალაქის უძველეს ფენებს უნდა დავუკავშიროთ. ნაქალაქარი წუნდა არქეოლოგიურად დღემდე არაა შესწავლილი. მდიდარი ზედაპირული მასალა და წლების წინ ჩატარებული მცირე არქეოლოგიური დაზვერვა (ტ. ჩუბინაშვილი, ო. ღამბაშიძე), ადრებრინჯაოს ხანის და ძვ. წ. პირველი ათასწლლეულის ანაკრეფი კერამიკის ნაშთი საკმარისია აქ ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივი ისტორიის კვლევისათვის. შემთხვევითი არაა, რომ ზოგი ცნობით აქ ქალაქი ადრე ანტიკური ხანიდანვე მოიხსენიება. მტკვრის ხეობის ზედა წელში მოულოდნელად გაშლილ, ადრევე დაწინაურებულ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე შესაძლებელი იყო ქალაქის ჩამოყალიბება. „განვითარებული ფეოდალიზმის ხანის დასაწყისისათვის ჯავახეთის ცენტრი წუნდაში აღარ იყო. ჩანს, მის სანაცვლოდ აშენდა ძლიერი ციხე, თმოგვისა, რომელსაც თანდათან ქალაქიც გაუჩნდა. მაგრამ საქართველოს გაერთიანებამ, საგარეო-პოლიტიკური ვითარების შეცვლამ და მტკვრის მოყოლილი ძველი გზის სამხრეთით გადანაცვლებამ ყურადღების ცენტრში ისევ ზემო ჯავახეთი მოაქცია“ ეს პროცესი VIII-IX საუკუნეებში უნდა მომხდარიყო, ყოველ შემთხვევაში X საუკუნეში უკვე ჯავახეთის ახალქალაქია დაწინაურებული.

წუნდის გორა ხერთვისი-ვარძიის გზიდან აღმოსავლეთით, ორასი-ორასორმოცდაათი მეტრითაა მოშორებული. გორას დასავლეთიდან ხელოვნური ტერასების საგანგებო საფეხურიანი სისტემა ეკვრის, სამხრეთ-აღმოსავლეთით ხეხილის ბაღები და სათიბებია. ტერასების სიმაღლე ზოგ ადგილზე სამ მეტრს აღწევს. არქეოლოგიურად ეს ტერასები არაა შესწავლილი, სავარაუდოდ საკმაოდ ძველია, შესაძლოა აქ ადრე არსებული ქალაქის დროინდელიც იყოს

ატვიტთა ჯარჯი მაღრაძე-წუნდელი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0