სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10823

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
პართენ აფციაური 1905-1984წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. დუმაცხო, დუშეთი, გუდამაყარი პართენ აფციაური 1905-1984წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. დუმაცხო, დუშეთი, გუდამაყარი

1905-1984 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება



გვარი აფციაური სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

249       ბეჭდვა

პართენ აფციაური 1905-1984წწ არქიმანდრიტი დაბ. სოფ. დუმაცხო, დუშეთი, გუდამაყარი

რაღაც არაამქვეყნიური იყო ამ ადამიანშიო, - ამბობდნენ მამა პართენ აფციაურზე.

არავინ იცის, რა წამება გამოიარა, - ამაზე თითქმის არასოდეს ლაპარაკობდა. მის უამრავ სულიერ ნიჭსა და მადლზე არაერთი მოგონებაა დარჩენილი, რომლებიც მართლაც ზღვაში წვეთია მამა პართენის ღვაწლის სრულად წარმოსაჩენად, მაგრამ რასაც ყველაზე ხშირად იხსენებენ, მრავალწლიანი განდეგილობის და მდუმარების ცხადი ნაყოფი - ღრმა შინაგანი სიჩუმე, განუწყვეტელი ლოცვის, ჭვრეტის, კურნების მადლი, უდიდესი სიმდაბლე, უპოვარება და გულუბრყვილობამდე მისული უბოროტობა იყო.


შინაგანი ნათელი, რომელსაც იგი უნებურად ასხივებდა, ანდამატივით იზიდავდა ადამიანებს, - მცხეთაში მსახურებისას საიდან აღარ აკითხავდნენ: ვინ - აღსარებისთვის, ვინ - ლოცვებში მოსახსენიებლად, ვინ - ნათლობისა და ვინ - რჩევისათვის, მას კი ენატრებოდა განმარტოება და უდაბნო...

მშობლებისათვის ღმერთს მისი თავი სასწაულებრივად უჩუქნია: უშვილობით შეწუხებულ მამამისს, ალექსის გულმხურვალე ლოცვის შემდეგ ღვთისთვის აღუთქვამს, - ოღონდ შვილის ღირსი გამხადე და ისევ შენ შემოგწირავო.


მალე მართლაც შესძენია ვაჟი, რომლისთვისაც ივანე (ნათლობის სახელად კი იოანე) დაურქმევიათ. სამ წელიწადში ბავშვი უეცრად ავად გამხდარა და გარდაცვლილა...

მთელი სოფელი იწვოდა აფციაურების საცოდაობით. ხალხი ლოცვად დამდგარა, მაგრამ რაღას უშველიდნენ სამი დღის მიცვალებულს.

ამ ტირილსა და ვაებაში სახლში ვინმე უსინათლო ბერი შესულა და გამწარებული მამისთვის უთქვამს:

- ალექსი, შვილო, ხომ არ დაგავიწყდა, რომ შვილი ბერად შესწირე ღმერთსო?

- განა კი მოვატყუებდი, მაგრამ ახლა რაღა ვქნა, მკვდარი როგორღა გავაცოცხლო? - შეუტირია ალექსის.


- შენც ადექი და აღთქმა დადე, რომ თუ ყრმა გაცოცხლდა, მართლაც უფლის მსახურად გაზრდი და ამის ნიშნად, მთიულთა წესით, დედაბოძზე ნიშანი დასვიო.

ამდგარა ალექსი, მკვდარი შვილი ხელში აუყვანია და როგორც კი ხანჯლით დედაბოძზე ჭდე დაუსვამს, მიცვალებულსაც მყისვე თვალი გაუხელია... სიხარულით შეძრულ მამას კი ბოძზე მაშინვე მეორე ჭდე ამოუკვეთავს...

ეს ამბავი გუდამაყრის ერთ პატარა სოფელ დუმაცხოში 1907 წელს მომხდარა (არქიმანდრიტი პართენ აფციაური 1905 წელს დაბადებულა).

5 წლის ივანე იქაურ სკოლას მიაბარეს, კარგადაც სწავლობდა, მაგრამ ნიჭზე მეტად ტოლებისგან თანდაყოლილი ღვთისმოსაობა და ასაკისთვის უჩვეულო ინტერესები გამოარჩევდა - მარხვა ადრეული ასაკიდან არ დაურღვევია, განსაკუთრებით საღვთო წიგნების კითხვა უყვარდა და ზედმეტ ლხინსა და გართობასაც ეკრძალებოდა.

ალექსი ოჯახს სარქლობით არჩენდა, მაგრამ 1917 წელს ქისტებმა ცხვარი წაართვეს და იძულებული გახდა, ოჯახითურთ ვლადიკავკაზს გადასახლებულიყო (ვლადიკავკაზში მრავლად ცხოვრობდნენ ქართველები).

ამსოფლიური ზრუნვით გადაღლილ და უღელდამძიმებულ ალექსის კი გადაავიწყდა აღთქმა და გადაწყვიტა, თავისი 16 წლის ვაჟისათვის საცოლე გამოეძებნა, ამ მიზეზით გაგზავნა კიდეც ვანო ვლადიკავკაზის ერთ ქართულ ოჯახში ვითომდა ბავშვის მოსანათლად, სინამდვილეში - ქალის სანახავად, მაგრამ ვანო სახლის უკანა კარიდან გამოიპარა, იქვე მცხოვრებ მღვდელს შეუარა, საეკლესიო წიგნები გამოართვა და შინ დაბრუნდა.

განრისხებულმა ალექსიმ შვილს უღრიალა: - ან უნდა დამემორჩილო, ან შინიდან წახვიდეო...

დაღონდა ვანო, მაგრამ თან უხაროდა, - ახლა თავისუფალი ვარ და ბერობასაც ვეღარავინ დამიშლისო, სნეულ დედას გამოეთხოვა (რომელმაც ამ ამბიდან 2 კვირაში დალია სული) და შინიდან წავიდა.

მამამ წიგნებიც რომ ვეღარ ნახა, მიხვდა, სადაც უნდა ეძებნა შვილი და დაბა მიხაილოვსკაიასთან მცხოვრებ ბერებს მიადგა. მათ თავიდან კი გადამალეს ყმაწვილი, მაგრამ რომ შეიტყვეს, დედა უკვდებაო, შინ გაამგზავრეს.

დაქვრივებული ალექსი შეეცადა შვილის გადმობირებას, ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის მამას, ღრმადმორწმუნე გიორგისაც სთხოვა, - ეგებ, შენ მაინც გისმინოსო (ალექსის თხოვნას გიორგი, რაღა თქმა უნდა ხათრით დასთანხმდა). მოგვიანებით იგონებდა, იმ 16 წლის ბიჭმა ისეთი პასუხი გამცა, გავოგნდიო.

ივანე მამას გულწრფელად გამოუტყდა: - ყველაზე ძალიან ღმერთი მიყვარს და ჩემი ადგილიც მონასტერშიაო. ნაცნობ მღვდელს შიომღვიმის გზა გამოჰკითხა და, დიდთოვლობის მიუხედავად, გაჭირვებით მიაღწია იქამდე.

შიომღვიმე

შიომღვიმის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ეფრემი (შემდგომ კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II) ძალზე გააოცა ახალგაზრდა კაცის ასეთმა მტკიცე სურვილმა, მონასტერში დატოვა და მორჩილებად საქონლის მწყემსვა განუწესა.

ივანე მთელ დღეს საქმიანობდა, ღამღამობით კი ლოცულობდა.

KARIBCHEდარბევა-აწიოკებას ვერც შიომღვიმე გადაურჩა. მონასტრიდან გაძევებული ბერები ციხედქცეულ მეტეხის ტაძარში გამოამწყვდიეს... მერე ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი კი, მათ შორის მორჩილი ივანეც, ხანგრძლივი ტანჯვის და შეურაცხყოფის შემდეგ ციხიდან როგორღაც გამოიმეტეს (10 წელი ჰქონდა მისჯილი და, ღვთის ნებით, მხოლოდ 5 წელი გაატარა პატიმრობაში).

ნინო იორაშვილი, არქიმანდრიტ პართენ აფციაურის სულიერი შვილი: - "ვიღაც მოისყიდეს და გამოგონილი მიზეზით დააპატიმრეს... ძალზე აშფოთებდა მისი და მისთანების არსებობა და ავტორიტეტი ხელისუფლებას...

ცილისმწამებელს ერთადერთი შვილი, სრულიად ჯანმრთელი ვაჟი იმ საღამოსვე გარდაეცვალა... უეცრად წაიქცა და სული დალია...

შვილი ჩემი ხელით მოვკალი, ამ ანგელოზივით კაცს რომ ჩირქი მოვცხე და ასეთ უბედურებას გადავყარე, რა მინდოდა, რას ვერჩოდი, ღმერთის რომ სწამდა, იმასო?! - ღრიალით მოვარდა სვეტიცხოველში...

პატიმრობისას უამრავი ადამიანი განკურნა და ანუგეშა. მერე ამისიც შეეშინდათ - ხალხს ციხეშიც "მოგვიწამლავს" და გადაიბირებსო. ალბათ ესეც "დაეხმარა" დროზე ადრე გათავისუფლებაში მამა პართენს... პატიმრები უდიდეს პატივს სცემდნენ და უყვარდათ... მამა პართენის სასწაულების მოწმენი ახლაც ცოცხლები არიან.

- რომელიმეს ხომ არ გაიხსენებთ მისი სასწაულებიდან?

- ის და მისი თანამოღვაწე, სქემმონაზონი აბრაამ ჩხეტიანი, რომელიც უდიდეს მადლს ფლობდა და დიდი მლოცველი გახლდათ, გულთამხილავი მამები იყვნენ, უამრავ სასწაულს სჩადიოდნენ და მალავდნენ... როგორი ავადმყოფიც არ უნდა მიეყვანათ, ჯვარს გადასახავდნენ და უფლის ნებით, კურნავდნენ. ამბობდნენ, ჩვენ კი არა, უფალი კურნავს, ჩვენ რა შეგვიძლია, თავად განსაკურნავი ვართო...

ერთხელ უთხრეს, - მომაკვდავი მოგიყვანეთ, მამაო პართენო, მან კი მიუგო, - მომაკვდავი კი არა, განსაკურნებელიაო... ადამიანის გულს ხედავდნენ, აღსარებისას თუ ვინმეს რაიმე დაავიწყდებოდა ან დამალავდა, ისე შეახსენებდნენ, არ დააბრკოლებდნენ... ორივე ძალიან მკაცრი იყო... ღამეებს ლოცვაში ატარებდნენ, მათ თვალზე ცრემლი არ შემშრალა, ყველას ცოდვასა და გასაჭირს ჭვრეტდნენ, მათ ნაცვლად ტიროდნენ და ლოცვით შუბლს ახლიდნენ მიწას... ხან სისხლიც დასდინდებოდათ. ჩოქვით უვლიდნენ გარს სვეტიცხოველს...

მამა პართენმა დამარიგა, - ერთი ღამე იფხიზლე და ილოცე, შემდეგ - ორი, სამი... მიეჩვევი და ძილი აღარც მოგინდებაო...

მამა პართენს ხშირად აკითხავდა თელავის მონასტრის არქიმანდრიტი, არაჩვეულებრივი, დიდად მორწმუნე ადამიანი კონსტანტინე ქვარაია და მისი მორჩილი ისაია... შუშანიების ლავრიდანაც ხშირად გვსტუმრობდნენ... ვინ არ მოდიოდა მასთან, ძალიან დიდი მრევლი ჰყავდა. რუსეთიდანაც აკითხავდნენ, მისი ხელიდან სურდათ ზიარების მიღება, ნათლობა, აღსარება, რჩევა-დარიგება, ნუგეში...

წლების მანძილზე ინახავდა მამა პართენი სავანეებს - სვეტიცხოველს, ღვთის შეწევნით, რაღაცნაირად მაინც უგროვდებოდა შემოწირულობა და მამა პართენი მას საქართველოს უკლებლივ ყველა მონასტერს უნაწილებდა..."

ზედაზენი

ბერად აღკვეცამდე მამა პართენმა სამი წელი ძეგვის ტყეში მდგარ წმინდა სამების სახელობის მონასტერში გაატარა, მერე წილკნელმა ეპისკოპოსმა პავლე ჯაფარიძემ სვეტიცხოველში დაადგინა მედავითნედ, ორი წლის შემდეგ კი ზედაზნის მონასტერში მოხუც მონაზონთა მოსავლელად გაგზავნა. ბერადაც ეპისკოპოსმა პავლემ აღკვეცა 1929 წლის 15 ოქტომბერს, ლამფსაიკელი ეპისკოპოსისა და სასწაულმოქმედის პატივსაცემად პართენი უწოდა და უთხრა: შენი სახელი ქალწულს ნიშნავს და იმედი მაქვს, ღვთის შემწეობით, ამ სახელს ღირსეულად ატარებო.

ზედაზენზე, ძირითადად, ღრმად მოხუცი ბერები ცხოვრობდნენ... სწორედ მათგან ეზიარა ბერი პართენი იესოს ლოცვის და მდუმარების საიდუმლოს.

1932 წელს ეპისკოპოსმა ალექსიმ (გერსამიამ) იგი ბერდიაკვნად აკურთხა, 1935 წელს პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) კვლავ შიომღვიმეს დააბრუნა და მისივე ბრძანებით, მღვდელმონაზვნად აკურთხეს, 5 წლის შემდეგ კი, მამა პართენის თხოვნითვე, ისევ ძეგვში გადაიყვანეს, სადაც უმძიმეს პირობებში მარტოდმარტო მოსაგრეობდა, ყაჩაღებიც არაერთგზის დაესხნენ თავს, მოკვლასაც უპირებდნენ, მაგრამ, ღვთის შეწევნით, ცოცხალი გადარჩა...

1940 წელს გამოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს. ციხეში განმოსვა და წვერის გაპარსვა მოსთხოვეს, მაგრამ ამაოდ... პატიმრებს იგი უზომოდ უყვარდათ და ეიმედებოდათ...

KARIBCHE1946 წელს ციხიდან გამოსულ მამა პართენს ზედაზენი ცარიელი დახვდა - მოხუცი ბერები გარდაცვლილიყვნენ, მათზე მზრუნველი არქიმანდრიტი მიქაელ მანდარია კი, რომელიც ღამღამობით საგურამოში მონასტრის ძმებისთვის შემოწირულ საკვებს აგროვებდა, კომენდანტის საათის დარღვევის საბაბით მოეკლათ...

მამა პართენმა იქ ღვთისმსახურება განაახლა, მაგრამ მალე პატრიარქმა კალისტრატემ ისევ სვეტიცხოველში იხმო... დიდხანს უარობდა, რადგან მეუდაბნოე ბერობა სწადდა. ბოლოს პატრიარქმა უთხრა: - ბერული მორჩილების სახელით, რომლის აღთქმაც აღკვეცის დღეს დადე, გაკურთხებ, სვეტიცხოველში იმოღვაწეოო.

1951 წელს მღვდელმონაზონ პართენს იღუმენის ხარისხი მიაკუთვნეს, 1962 წელს კი - არქიმანდრიტის. 1963 წელს პატრიარქ ეფრემ II-ის დიდი ძალისხმევის შედეგად მცხეთაში გახსნილ სასულიერო სემინარიასაც მატერიალურად და სულიერად დიდად შეეწია...

1968 წელს მამა პართენი თელავის ღვთაების ეკლესიაში გადაიყვანეს, 1972 წელს კი ალავერდის წინამძღვრად დაინიშნა... 1976 წელს ჯანმრთელობაშერყეული მამა პართენი პატრიარქ დავით V-ის (დევდარიანის) ლოცვა-კურთხევით კვლავ სვეტიცხოველს გადაიყვანეს... კახეთმა, რომელმაც მას ღვთის კაცი უწოდა, ცრემლით და სიყვარულით გამოაცილა იგი.

სვეტიცხოველში წირვა-ლოცვას გარდაცვალებამდე აღასრულებდა, 80-იან წლებში იმდენად დასუსტდა, ლოგინად ჩავარდა... ყველა ტკივილს და განსაცდელს მადლიერებით და სიმშვიდით შეხვდა, მაგრამ ბერ-მონაზონთა სიმცირე ძალიან სტკენდა გულს... დევნილობის წლებს თავისი ცხოვრების საუკეთესო მონაკვეთად თვლიდა და ამბობდა, - თავი მაშინდელივით ბედნიერად არასოდეს მიგრძნია... იმ წლებში, როდესაც ნებისმიერ წუთს შეეძლოთ ჩემი დაპატიმრება, ლოცვა გულში თავისით, წყაროსავით იღვრებოდა, ახლა კი ამ წყაროს მუდმივად სჭირდება ქვიშისგან გაწმენდა (ქვიშაში ამქვეყნიურ საზრუნავს გულისხმობდა), რომ არ დაწყდესო...

შვიდი თვით ადრე იცოდა, რომ მიდიოდა (1984 წელს გარდაიცვალა). უთქვამს, - მთელ საქართველოს დალოცვილს ვტოვებ, თქვენ ჩემთვის ილოცეთ, მე კი თქვენ არ მიგატოვებთ... ლოცვა არ შეაჩეროთო...

თურმე სპეციალურად შეისწავლა ფოტოსაქმე, რომ წმინდა ხატები გაემრავლებინა და ხალხისთვის მიეწოდებინა.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი): "ანთებული სანთელივით ნათელი სახე ჰქონდა, რომლიდანაც რბილი შუქი იღვრებოდა... არაჩვეულებრივად მშვიდი და მდაბალი იყო, ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა და საკუთარ თავზე თითქმის არაფერს გვიამბობდა. სულიერ შვილებს ღვთის ნების მორჩილებას და იესოს ლოცვას ასწავლიდა... მასთან აღსარების თქმა ძალზე ადვილი იყო. ვფიქრობ, იმიტომ, რომ მაშინაც (როგორც ყოველთვის) იესოს ლოცვას იმეორებდა, სასაყვედურო სიტყვა კი არა, მოუთმენელი ან უხეში მოძრაობა არ მახსოვს მისგან. ყველაფერს მოთმინებით ისმენდა და ისე თანაუგრძნობდა, როგორც ავადმყოფს ან უბედურებაში ჩავარდნილს... ყველაფრის აღიარების სურვილი გიჩნდებოდა. თუმცა თითქმის ყოველთვის ადებდა ეპიტიმიას, რადგან მიაჩნდა, რომ მადლი ამ დროს უფრო სწრაფად უბრუნდება ადამიანს... ღრმა და აუმღვრეველი სიმშვიდე ჰქონდა, თითქოს სულ ერთი იყო, ქვებს ესროდნენ თუ ყვავილებს...

მამა პართენი იმ უსათნოეს მტრედს მაგონებდა, მთელი ცხოვრება უკაცრიელ ადგილებს რომ დაჰფრენს და ცოდვის ტალახი არასოდეს მოსცხებია. უბოროტო, მეტიც, გულუბრყვილო გახლდათ და ხშირად ვერც ხვდებოდა, რომ ატყუებდნენ. ზოგი ამას ბოროტადაც იყენებდა... ის იმ ძველ მამებს ჰგავდა, ცოცხალ ლეგენდას, უდაბნოებსა და საპყრობილეებშიც რომ იმარხავდნენ რწმენას..."

სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა

არქიმანდრიტი პართენ აფციაური

დაიბადა 1905 წელს დუშეთის რაიონ სოფელ დუმაცხოში. 1924-1926 წლებში იყო შიომღვიმის მონასტერში. 1926-1927 წლებში სვეტიცხოვლის მედავითნეა, 1928-1933 წლებში ზედაზნის მონასტრის მთავარდიაკონია. 1933-1936 წლებში შიომღვიმის მონასტრის ბერმონაზონია. 1936-1940 წლებში რამების მონასტერში, 1945-1947 წლებში კვლავ ზედაზენზეა.

1940-1945 წლებში იყო რეპრესირებული, 1947 წლიდან გარდაცვალებამდე სვეტიცხოველშია.¬ გარდაიცვალა 1985 წელს. დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს მონასტრის ეზოში.



არქიმანდრიტი პართენი. ერისკაცობაში – იოანე ალექსის ძე აფციაური 1905 წელს გუდამაყრის ერთ პატარა სოფელ დუმაცხოში, აფციაურების გლეხურ 
ოჯახში დაიბადა. მისი ამქვეყნად მოვლენა მეტად უცნაურ ვითარებაში მომხდარა. მამა პართენის მშობლებს შვილი წლების განმავლობაში არ ეძლეოდათ. 
ამით დაღონებული ალექსი უფალს ევედრებოდა შვილის ღირსი

გვ115
გამხადე და შენ შემოგწირავო. ნატვრა აუსრულდა და მალე ოჯახს ვაჟი შეეძინა. ბედნიერმა მშობლებმა პატარას იოანე 
უწოდეს ჩვილი მეტად ლამაზი და მშვიდი იყო, მაგრამ აფციაურების ოჯახს მოგვიანებით დიდი უბედურება დაატყა თავს. 
პატარა იოანე სამი წლის ასაკში უეცრად ავად გახდა და გარდაიცვალა. მთელი სოფელი ალექსის ოჯახის საცოდაობით იწვოდა,  
ღმერთს ევედრებოდნენ, მაგრამ რაღას უშველიდნენ? ამ დროს ერთი უსინათლო ბერი შემოვიდა და მწარედ მოტირალ მშობლებს ' 
უთხრა: ,,ალექსი, შვილო, ხომ არ დაგავიწყდა, რომ შვილი ბერად შეწირე ღმერთსა? ალექსიმ უპასუხა: „განა კი მოვატყუებდი, 
მაგრამ ახლა რა ევქნა, მკვდარი ხომ არ გაცოცხლდება?“ მოხუცმა მიუგო, შენ შეჰფიცე ღმერთს და ნიშნად ამისა, მთიულთა  
წესით. დედაბოძზე ჭდე გააკეთე, რომ თუ ბავშვი გაცოცხლდა, უფლის მსახურად გაზრდიო. მაშინ ალექსიმ ბავშვი ხელში 
აიყვანა, ნაჯახი აიღო და სახლის დედაბოძს დაარტყა. ბავშვმა მაშინვე თვალი გაახილა და მამას შეჰხედა· აღტაცებულმა 
ალექსიმ ზედმეტი სიხარულისაგან მეორე ჭდე ამოკვეთა დედაბოძხე. 5 წლის ასაკში პატარა იოანე სკოლაში შეიყვანეს, სადაც 
კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით საღვთო წიგნების კითხვა უყვარდა. ეს იყო მისი სიხარული, თანატოლებისგან გამორჩეულს 
არც ზედმეტი ლხინი უყვარდა, არც გართობა. 
ალექსი აფციაური ოჯახს ცხვრის სარქლობით არჩენდა, მაგრამ 1917 წელს, როცა დროება შეიცვალა, ქისტებმა ცხვარი 
წაართვეს. ლუკმაპურის საშოვნელად იგი ცოლშვილიანად ჩრდილოეთ კავკასიაში, ქალაქ ვლადიკავკაზში გადასახლდა, სადაც 
მრავლად ცხოვრობდნენ ქართველები. ამასობაში ვანო (ასე უწოდებდნენ იოანეს ოჯახში) გაიზარდა. იგი ღვთისმსახურებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა,
მარხვა კი ადრეული სიემაწვილიდან არ დაურღვევია. 16 წლის რომ გახდა, დედამისი – ნინო მძიმედ დასნეულდა, 
რამაც განსაკუთრებით დაამძიმა ოჯახის უფროსის ტვირთი. 
გვ116

ყოველდღიურ საზრუნავში გართულს აღარც ახსოვდა თავისი აღთქმა და გადაწყვიტა, შვილი დაექორწინებინა, რათა 
ოჯახში დიასახლისი ყოფილიყო. მან ჭაბუკი მოტყუებით გაგზავნა ვლადიკავკაზში მცხოვრებ ერთ-ერთ ქართულ 
იჯახში, ვითომდა ბავშვის მოსანათლად, სინამდვილეში – ქალის სანახავად. როსორც კი სიმართლე შეიტყო, სტუმრად 
მისული ვანო უკანა კარიდან გაიპარა. გზად იქვე მცხოვრებ მღვდელთან გაიარა, საეკლესიო წიგნები გამოართვა და 
სახლში დაბრუნდა. 
მისი საქციელით განრისხებული მამა აყვირდა, ან დაემორჩილე, ან სახლი დატოვეო. ვანო დაღონდა, მაგრამ გულში უხაროდა, ახლა თავისუფალი ვარ და
საბეროდ აღარავინ დამაბრკოლებსო. დედას დაემშვიდობა (რომელსაც ამის შემდეგ ორი კვირაც არ უცოცხლია) და სახლიდან 
წავიდა. შინ დაბრუნებული მამა ძალიან შეშფოთდა, რადგან არ ელოდა, მის სიბრაზით ნათქვამ სიტყვას ასეთი შედეგი თუ მოჰყვებოდა.
ვანოს ძებნაში მთელი სოფელი შეჰყარა, მაგრამ შვილის კვალს ვერსად მიაგნო· შემდეგ ალექსიმ აღმოაჩინა, რომ 
ვაჟს წიგნებიც თან წაეღო და მიხვდა, რომ იგი მონასტერში წასულიყო. მათგან რვა კილომეტრის დაშორებით, დაბა მიხაილოვსკისთან ახლოს ბერები ცხოვრობდნენ. 
ალექსიმ შვილი მათთან მოიკითხა. ბერებს ჩვევად აქვთ, არ გათქვამენ კაცს, მაგრამ 
შემდეგ, როცა შეიტყვეს, ვანოს დედა სასიკვდილო სარეცელზე მყავსო, იგი სახლში დააბრუნეს. დედის გარდაცვალების შემდგომაც დაქვრივებულმა მამამ ვანოს მონასტერში
წასვლის სურვილი ვერ გადაათქმევინა. ჭაბუკმა მშობელს განუცხადა, რა ვქნა, ყველაზე ძალიან ღმერთი მიყვარს და მონასტერში მინდა 
ყოფნაო. იოანემ ნაცნობი მღვდლისაგან შიომღვიმის მონასტრის
გვ117 
გზა შეიტყო და, დიდთოვლობის მიუხედავად, დიდი გააჭირვებით ჩააღწია იქამდე. 
მონასტერში ჩასულს წინამძღვრად მღვდელ-მონაზონი ეფრემი (სიდამონიძე) დახვდა. რომელსაც გაუმხილა, ბერობა მინდაო.  
მამა ეფრემი ძლიერ გააკვირვა ახალგაზრდა კაცის მტკიცე სურვილმა, მით უფრო, რომ XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, უღვთო
ხელისუფლების მიერ ეკლესიის დევნის გამო, განსაკუთრებულად შემცირებულიყო ბერობის მსურველთა რიცხვი. 
წინამძღვარმა ახალგახრდას მორჩილებად მონასტრის საქონლის მწყემსვა დაუწესა. იოანე დღისით მწყემსავდა, ღამით კი ლოცულობდა.  
უმძიმესი წლები ედგა საქართველოს ეკლესიას· შიომღვიმის მონასტერიც არაერთხელ გაძარცვეს და დაარბიეს. მონასტრის 
რამდენიმე ბერი მტარვალთა ხელით მოწამეობრივად აღესრულა. მორჩილმა იოანემ სოფელ ძეგვთან, ტყეში მდებარე ყოვლადწმინდა სამების სახელობის მონასტერს შეაფარა თავი.
სამი წლის განმავლობაში სამების მონასტერში მოღვაწეობდა, შემდებ კი წილკნელმა ეპისკოპოსმა პავლემ (ფჯაფარიძე) დაიბარა 
და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მედავითნედ განამწესა. მცხეთაში ორი წლის მსახურების შემდგომ იგი მოხუცი ბერების მოსავლელად ზედაზნის მონასტერში გაგზავნეს. 
1929 წლის 15 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის მეორე დღეს, ე. ი. წმინდა მოწამეთა დავით და კონსტანტინეს ხსენების 
დღეს, წილკნელმა ეპისკოპოსმა პავლემ მორჩილი იოანე სვეტიცხოვლის ტაძარში ბერად აღკვეცა და ლამფსაიკელი ეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედის პატივსაცემად სახელად პართენი  
უწოდა. ბერად აღკვეცის შემდეგ პავლე ეპისკოპოსმა აღნიშნა, „პართენი“ ქალწულს ნიშნავს, იმედი მაქვს, ღვთის შემწეობით, 
გაამართლებ ამ სახელსო. სამწუხაროღ, ჯანმრთელობაშერყეული და კომუნისტების მიერ მრავალიჯერ ნაცემ-ნაგვემი ეპისკოპოსი პავლე ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა. 
გვ118
ზედაზნის მონასტერში ძირითადად ღრმად მოხუცი ბერები ცხოვრობდნენ. მათ არქიმანდრიტი მიქაელი (მანდარია) და მამა 
პართენი პატრონობდნენ. ახალგაზრდა ბერი პართენი მათგან ეზიარა იესოს ლოცვისა და ბერული მდუმარების საიდუმლოს· 
1932 წელს წილკნელმა ეპისკოპოსმა ალექსიმ (გერსამია) იგი ღიაკვნაღ აკურთხა და დაავალა, დიდ ღღესასწაულებზე 
ზედაზენიდან სვეტიცხოველში ჩასულიყო და წირვა-ლოცვაში დახმარებოდა. 
1935 წელს ბერ-დიაკონი პართენი შიომღვიმის მონასტერში გადაიყვანეს და პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით,მღვდლად დაასხეს ხელი. 
აქ მან ხუთი წელი იღვაწა. შემდეგ, თავისივე თხოვნით, ძეგვის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს, სადაც, უმძიმესი 
ყოფის მიუხედავად, განმარტოებით მოღვაწეობდა. მამა პართენს ყაჩაღებიც არაერთგზის დაესხნენ თავს, მაგრამ, ღვთის წყალობით, ცოცხალი გადარჩა.
1940 წელს, ცილისწამების საფუძველზე, მამა პართენი ციხეში აღმოჩნდა – მას საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაციას სდებდნენ ბრალად· 
ამის გამო 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ციხეში განმოსვა და წვერის გაპარსვა მოსთხოვეს, რაზედაც მღვდელმონაზონმა სასტიკი უარი განაცხადა.
მამა პართენეა ციხეში 4 წელი და 8 თვე გაატარა და ამ ხნის განმავლობაში მრავალი უნუგეშო ადამიანი გაამხნევა და დააიმედა. 
პატიმართა შორის იგი საყოველთაო პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა.


გვ119
ომის ღამთავრების შემდგომ, 1946 წელს, მამა პართენი პართენი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ზედაზნის მონასტერში ჩასულს· 
სავანე დაცარიელებული დახვდა. ომის პერიოდში კომენდანტის საათის დარღვევისათვის მოუკლავთ არქიმანდრიტი მიქაელი, 
რომელსაც ღამღამობით სოფელ საგურამოს მორწმუნე ოჯახებიდან მონასტრის ძმათათვის საკვები მიჰქონდა. მოხუცი მამებიც გარდაცვლილიყვნენ. 
მამა პართენმა მონასტერში ღვთისმსახურება განაახლა, მაგრამ მალე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა კალისტრატემ თავისთან დაიბარა და 
სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო· 
ტაძრის ღვთისმსახურად დაადგინა· განმარტოებას შეჩვეულ მოძღვარს ძალზე ემძიმა ხალხმრავალი სვეტიცხოველი, მაგრამ 
კარგად უწყოდა ამ ტაძარში აღსრულებული ღვთისმსახურების განსაკუთრებული მნიშვნელობა. 
მცხეთაში მოღვაწეობის დროს მამა პართენის უდიდესი შემწე და თანამლოცველი იყო მწირბერი ალექსი (დიდ სქემაში – აბრაამი (ჩხეტიანი). მამები წლების  
განმავლობაში განუწყვეტლივ ლოცულობდნენ საქართველოს სულიერი აღორძინებისათვის· უანგარო მოძღვარმა დიდი ნდობა  
დაიმსახურა მცხეთის მოსახლეობაში. ყოველ წელს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ასობით ადამიანი ინათლებოდა მამა პართენთან. 
1951 წელს მამა პართენს იღუმენის წოდება მიანიჭეს· მორწმუნე ადამიანების მცირე შემოწირულებით იგი უსახსროდ დარჩენილი ბერმონაზვნების დახმარებასაც ახერხებდა· 
საქართველოში არ დარჩენილა არც ერთი სავანე თუ მონასტერი, მამა პართენისაგან რომ არ მიეღოს ნუგეში და შემწეობა. 
ბეთანიის, სამთავროს, თეკლათის, მათხოჯის, ჯიხეთის, მენჯის, აწყურის თეთრი გიორგის 
სავანეთა მოხუცი მოღვაწენი სიყვარულითა და მადლიერებით ლოცავდნენ მამა პართენის სახელს.
იგი ყველას ძალიან უყვარდა და ზიარების მიღება მისი ხელიდან სურდა. ლოცვებში მოსახსენებლად და სულიერი 
რჩევის მისაღებად მასთან რუსეთის სხვადასხვა მხარეებიდანაც კი ჩამოდიოდნენ.
გვ120
1962 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, იღუმენ პართენს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა.
1963 წელს სროლიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის დიდი ძალისხმევით სვეტიცხოველში ორწლიანი
სამოძღვრო-საღვთისმეტყველო სასწავლებელი დაარსდა, რომელიც შემდგომში სემინარიად გადაკეთდა. მის რედაქტორად ბათუმ-შემოქმედელი
ეპისკოპოსი ილია (შიოლაშვილი) დაინიშნა. მამა პართენმა სემინარიას დიდი მატერიალური და სულიერი დახმარება გაუწია- სტუდენტებს 
მოძღვრავდა და ქრისტიანულ მოთმინებას უნერგავდა. ყველა აღტაცებული იყო მისი სიმშვიდითა და გულუბრყვილობამდე მისული
უბოროტობით. მავანთ ავად ისარგებლეს კიდეც მისი მინდობით.
გვ121

1968 წელს მამა პართენი კახეთში, თელავის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრი ტაძარში გადაიყვანეს  
1972 წელს კი ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
თელავისა და ალავრდის მორწმუნე საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა არქიმანდრიტ პართენს და მას ღვთის კაცს უწოდებდა. 
1976 წლის მარტში მამა პართენი ავად გახდა და კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის (დევდარიანი) ლოცვა-კურთხევით,მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში დაბრუნდა. 
კახეთის სამღვდელოება და მრევლი დამწუხრებული დაემშვიდობა საყვარელ მოძღვარს. 
მამა პართენი გარდაცვალებამდე აღასრულებდა წირვა-ლოცვას სვეტიცხოველში. 
80-იანი წლების დასაწყისში სნეულებამ სარეცელს მიაჯაჭვა. იგი წლების განმავლობაში საღვთო სიმშვიდით 
ეგებებოდა ავადმყოფობის განსაცდელებს, მაგრამ ყველაზე მეტად ბერმონაზონთა სიმცირე უკლავდა მოხუცს გულს.
1984 წელს ღვთივ განისვენა დიდმა მოღვაწემ და საქართველოს ძველი სამონასტრო ტრადიციების გამგრძელებელმა. 
არქიმანდრიტმა პართენმა. დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში· 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.10.2023
ბოლო რედაქტირება 05.02.2024
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0