მამა თადეოზი მღვდლად მაშინ ეკურთხა, როცა ქვეყანაში რეპრესიებით და დახვრეტით უსწორდებოდნენ სამღვდელოებას. გასული საუკუნის ოციან წლებში ის ჯერ დიაკვნად და შემდეგ მღვდლად აკურთხეს და მშობლიურ სოფელ წნორში გაუშვეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მრავალგზის სცადეს მამა თადეოზის შეშინება და დაპატიმრება, მაგრამ ის უშიშრად აგრძელებდა ღვთისმსახურებას და ქრისტეს ქადაგებას. თუმცა 1937 წელს მაინც დააპატიმრეს და სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (აგიტაცია, პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) მუხლის საფუძველზე 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადასახლებიდან დაბრუნებული მამა თადეოზი ერთხანს კოლმეურნეობაში მუშაობით ინახავდა ოჯახს. შემდეგ კი კვლავ დაუბრუნდა ღვთისმსახურებას. იგი 1968 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა და დაკრძალულია მშობლიურ სოფელში, საგვარეულო სასაფლაოზე