სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10823

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
აბრამიშვილი გრიგოლ (ზაქარია) 1887-1928წწ მართლ. მღვდელი მოკლეს, სოფ. კაკალთხევი, ხაშური აბრამიშვილი გრიგოლ (ზაქარია) 1887-1928წწ მართლ. მღვდელი მოკლეს, სოფ. კაკალთხევი, ხაშური

1887-1928 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება



გვარი აბრამიშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

215       ბეჭდვა

აბრამიშვილი გრიგოლ (ზაქარია) 1887-1928წწ მართლ. მღვდელი მოკლეს, სოფ. კაკალთხევი, ხაშური

 მღვდელი გრიგოლ (ზაქარია) აბრამიშვილი (1887-1928)

 მღვდელი გრიგოლ (ზაქარია) გიორგის ძე აბრამიშვილი 1887 წელს გორის მაზრაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. ბაბუა მღვდელი ჰყოლია. ზოგიერთ საბუთში იგი ზაქარიას სახელით იხსენიება.


 მღვდლობისკენ მიმავალი გზა

1921 წელს, როცა საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა და სასულიერო პირების დევნა-შევიწროება დაიწყო, იმხანად თბილისის ნავთლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მედავითნე გრიგოლი იძულებული გახდა, თბილისს გასცლოდა და ოჯახთან ერთად, სურამთან ახლოს, სოფელ კაკალათხევში (სამწუხაროდ, სოფელი დღეს აღარ არსებობს) დასახლებულიყო.

უცნობია, როდის მოხდა მისი ხელდასხმა. 1923 წლის დეკემბერში იგი უკვე მღვდლის ხარისხშია და ლუმბრუმას ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მსახურობს.

ლუმბრუმის ტაძრის შესახებ ცნობებს ვპოულობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს (ოქროპირიძე) 1920 წლის 22 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე მოგზაურობის დღიურში: „კათოლიკოზი წაბრძანდა სოფ. ლუმბრუმაში. ღვთისმშობლის ეკლესია ამ სოფელში დაუმთავრებელია, კანკელი არ ვარგა, აღსავლის კარები უბრალო ფიცრებიდან არის შეკრული. არა აქვთ შესამოსელი და რიგიანი ბარძიმ-ფეშხუმი. ხალხმა სთხოვა კათალიკოზს ამ ეკლესიაში შტატის გახსნა და საკუთარი მოძღვრის გამწესება. მის უწმინდესობა შეჰპირდა მათი თხოვნის დაკმაყოფილებას, თუ რომ სოფელი ეკლესიას გაამშვენებს, შეიძენს ბარძიმ-ფეშხუმს, შესამოსელს და დააკმაყოფილებს კრებულს სათანადო ჯამაგირის მიცემით“.

სავარაუდოდ, ამ დროს დაასხეს ხელი გრიგოლს მღვდლად და ლუმბრუმაში განამწესეს. იგი იხსენიება 1925-1926 წლების ურბნისის ეპარქიის აღწერებში. 1926 წლის 26 ოქტომბერს მას უთხოვია ოსიაურის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის თავისი სამრევლოსათვის მიერთება, რაც დაუკმაყოფილეს.


დევნის მძიმე წლები

იმ პერიოდში ღვთისმსახურების შესრულება მეტად საშიში და სარისკო საქმე იყო. მღვდელი გრიგოლიც მალულად აღასრულებდა ნათლობას, ჯვრისწერას და სხვა საიდუმლოებებს, აპატიოსნებდა მიცვალებულებს.

1928 დაიჭირეს და გადაასახლეს მეზობელ სოდელ გვერდისუბნის მღვდელი ლეონტი ბებიაშვილი. ამასთან დაკავშირებით სურამის საბჭოში დაიბარეს მღვდელი გრიგოლიც, მაგრამ ყველასგან მოულოდნელად, მრავალშვილიანობის გამო, შეიბრალეს და თბილისში აცნობეს, აღარ მღვდლობსო.

მამა გრიგოლი სოფელ კაკალათხევის ბავშვებს წერა-კითხვასა და საღვთო სჯულს ასწავლიდა. დღესაც ცოცხალი არიან ის ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ და იხსენებენ წერა-კითხვის მასწავლებელ მოძღვარს. მღვდელ გრიგოლს ჰქონდა თავისი მეურნეობა, ბაღი, ჰყავდა ხარები და ეწეოდა მიწათმოქმედებას.


XX ს-ის 20-იანი წლების ბოლოს კომპარტიის უფროსმა სკოლკო მულაძემ და მისმა თანაშემწე კონსტანტინე ლომიძემ „შეარცხვინეს“ კაკალათხევის მოსახლეობა, რომ მათ სოფელში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მღვდელი, რის გამოც ისინი ვერ ეღირსებოდნენ კოლმეურნეობას. მამა გრიგოლი რამდენჯერმე გააფრთხილეს, უარი ეთქვა მღვდლობაზე და საერო სამსახურში ჩამდგარიყო, მაგრამ ქრისტესა და ეკლესიის სიყვარულისთვის იგი სიცოცხლის დასათმობადაც მზად იყო.


მისი სახლი მრავალგზის დაარბიეს, დააწიოკეს, ემუქრებოდნენ და ავიწროებდნენ ოჯახს. დაუწვეს სასულიერო წიგნებით სავსე ორი ურემი, ხატები, საეკლესიო ნივთები და სამღვდელო შესამოსელი. ასევე რამდენჯერმე გაკრიჭეს და გაპარსეს თავად მოძღვარი. მღვდელი გრიგოლი ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, ისევ გაიზარდა თმა-წვერი და მეტი შემართებით განაგრძო მოღვაწეობა.


მუხანათური მკვლელობა

1928 წლის 31 დეკემბერი იდგა. მღვდელი გრიგოლი ა. და მ. ლომიძეებმა ბავშვის მოსანათლად იხმეს. მოძღვარს ძალიან გაუხარდა, კეთილ საქმეზე რომ იბარებდნენ და დიდი სიხარულით გაეშურა წესის შესასრულებლად. რას იფიქრებდა, რომ ეს მისი ბოლო მსახურება იქნებოდა?!


ნათლობის შემდეგ, საღამო ჟამს უკანა გზაზე ფრთხილად მოდიოდა. იმხანად საქართველოს საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება, დაძაბული მდგომარეობის გამოსწორებამდე მოძღვრებს საღამოს საათებში, დაბინდებიდან გათენებამდე აღარ შეესრულებინათ მსახურება, რადგან ბევრი სასულიერო პირი გამოასალმეს სიცოცხლეს...


მკვლელებს არ ეძინათ. ისინი ნათლობიდან ჩუმად აედევნნენ მოძღვარს. შემდგომში თანასოფლელები იხსენებდნენ, რომ მღვდელი გარბოდა და უგუნურთ სთხოვდა, არ მოეკლათ იგი, არ დაედოთ მძიმე ცოდვა და არ დაეტოვებინათ მისი შვილები ობლად. მთვრალი მკვლელები კი მისდევდნენ და ბოლოს მარგილით გამოასალმეს სიცოცხლეს. ამ ყველაფერს უყურებდა ერთ-ერთი მეზობელი... დილით თანასოფლელებმა წყაროსთან იპოვეს მოძღვრის ნაწამები და თავგახეთქილი სხეული... ახალი წელი, 1 იანვარი თენდებოდა....


ბოროტთ საზღაური

მკვლელები მეორე დღესვე დააპატიმრეს. ისინი მონათლული ბავშვის ბიძები აღმოჩნდნენ. ეს ნათლობა კი მხოლოდ მიზეზი იყო მოძღვრის წასაყვანად და მოსაკლავად. ბოროტმოქმედები მალევე გაათავისუფლეს. თუმცა, ვაი, ასეთ თავისუფლებას! - მათგან ერთს შვიდი შვილი შეეძინა და შვიდივე დაეხოცა, მეორეს კი ოთხი გარდაეცვალა, თავად მკვლელს მატარებელმა გადაუარა, ფეხები გადაუჭრა და სიცოცხლე საშინელი ტანჯვა-წამებით დაასრულა.


რწმენას შეწირული მოძღვარი

1929 წლის 20 მაისს ურბნელი ეპისკოპოსი სიმეონი (ჭელიძე) საკათალიკოსო სინოდისადმი გაგზავნილ წერილში 1928 წლის ურბნისის ეპარქიის მდგომარეობას აღწერს და აღნიშნავს, რომ: „სოფელ ლუმბრუმაში მოხდა მღვდლის აბრამიშვილის ვერაგულად მკვლელობა ნათლობიდან დაბრუნების შემდეგ გზაზე“.


მღვდელი გრიგოლი (ზაქარია) სოფლის სასაფლაოზე დიდი პატივით დაკრძალეს. ეს საფლავი დღესაც არსებობს, საფლავის ქვაზე დატანილი წარწერა კი მისი სასტიკი მკვლელობის შესახებ მოგვითხრობს...


მოამზადა დიაკონმა გიორგი მაჩურიშვილმა

სტატია ქვეყნდება შემოკლებით. სრული ვერსია იხ: „საპატრიარქოს უწყებანი“ 2010 წ., გვ.18-20

ფოტოზე: მღვდელი გრიგოლი (ზაქარია) მეუღლე სონია ლომსაძესთან ერთად ერისკაცობაში



მღვდელ ზაქარია აბრამიშვილის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. ნათესავების გადმოცემით, სავარაუდოდ, იგი XIX საუკუნის 80-იანი წლებში დაბადებულა.
ზაქარია და თავისი ძმა ნიკოლოზი პატარები იყვნენ, როდესაც მამა გარდაეცვალათ და მთელი ოჯახი დედის, რახილი ნოზაძის ანაბარა დარჩა.
ახალგახრდა ქალი ცოლად ითხოვა იოსებ ხაჩიძემ, რომელიც სურამის საბჭოში მამასახლისად მუშაობდა. მამინაცვალი კეთილი კაცი აღმოჩნდა და გერებს განათლება მიაღებინა. 
ზაქარია თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ მედავითნედ დაინიშნა თბილისის 
ნათვლუღის წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესიაში. 
1910 წელს დაქორწინდა სონია ლომსაძეზე, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა: ილია (დაბადებული 1912 წელს), გოგა 
(დაბადებული 1914 წელს – ორივე დაიღუპა II მსოფლიო ომში), ვარა (დაბადებული 1917 წელს) და შალვა (დაბადებული 1918 წელს). 
XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს ზაქარია დიაკვნად აკურთხეს. 
გვ43

1921 წელს საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა. დაიწყო სასულიერო პირების დევნა-შევიწროება, ეკლესია მონასტრების დარბევა, სამღვდელოებას
და მორწმუნეებს გასამართლების გარეშე ხვრეტდნენ. მამა ზაქარია იძულებული გახდა, თბილისს გასცლოდა და ოჯახთან ერთად, დაახლოებით 1926-1927 წლებში,
სოფელ კაკალათხევში (სურამთან ახლოს. სამწუხაროდ, სოფელი დღეს აღარ არსებობს) დასახლდა.
სოფელში დაბრუნებული დიაკონი ზაქარია ურბნელმა ეპისკოპოსმა სვიმონმა (ჭელიძე, ეპარქიას განაგებდა 1927-1930 წლებში) მღვდლად აკურთხა და ჩააბარა სოფლები ლუმბრუმა და აზარმელი. 
იმ პერიოდში ღვთისმსახურების შესრულება მეტად საშიში და სარისკო საქმე იყო და მამა ზაქარიაც მალულად აღასრულებდა ნათლობებს, ჯვრისწერას და სხვა საიდუმლოებებს, აპატიოსნებდა მიცვალებულებს.
1928 წელს დაიჭირეს და გადაასახლეს მეზობელი სოფლის გვერდისუბნის მღვდელი ლეონტი ბებიაშვილი· ამასთან დაკავშირებით სურამის საბჭოში დაიბარეს მამა ზაქარიაც, მაგრამ 
ყველასგან მოულოდნელად, მრავალშვილიანობის გამო, შეიბრალეს და თანაც თბილისში აცნობეს, აღარ მღვდლობსო. 
მამა ზაქარია სოფელ კაკალათხევის ბავშვებს წერა-კითხვასა და საღვთო სჯულს ასწავლიდა. დღესაც ცოცხალი არიან ის ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ და იხსენებენ წერა-კითხვის 
მასწავლებელ მოძღვარს. მამა ზაქარიას ჰქონდა თავისო მეურნეობა, ბაღი, ჰყავდა ხარები და ეწეოდა მიწათმოქმედებას·
გვ44
 X X საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს კომპარტიის უფროსმა სკოლკო მულაძემ და მისმა თანაშემწემ კონსტანტინე ლომიძემ 
(სოფელ ქემფერში) „შეარცხვინეს“ კაკალათხევის მცხოვრებნი, რომ მათ სოფელში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მღვდელი და 
ამიტომ ისინი ვერ ეღირსებოდნენ კოლმეურნეობას (კოლმეურნეობა მართლაც ჩამოყალიბდა 1930 წლის შემდეგ. როდესაც მოძღვარი მოკლეს). 
მამა ზაქარია რავდენჯერმე გააფრთხილეს, უარი ეთქვა მღვდლობაზე და საერო სამსახურში ჩამდგარიყო, 
მაგრამ ქრისტესა და დედაეკლესიის სიყვარულისთვის ის მზად იყო სიცოცხლე დაეთმო. მისი სახლი მრავალგზის დაარბიეს, დააწიოკეს,
ემუქრებოდნენ და ავიწროებდნენ ოჯახს. დაუწვეს ორი ურემი სასულიერო წიგნები, ხატები, საეკლესიო ნივთები და 
სამღვდელო შესამოსელიც კი. ასევე რამდენჯერმე გაკრიჭეს და გაპარსეს თავად მოძღვარი. მამა ზაქარია ერთი წუთითაც არ 
დაფიქრებულა, ისევ გაიზარდა თმა-წვერი და მეტი შემართებით განაგრძო მოღვაწეობა. ბოროტი გადამწყვეტი შეტევისათვის ემზადებოდა. 
1930 წლის 31 დეკემბერი იდგა. მამა ზაქარია ბავშვის მოსანათლად იხმეს ა. და მ. ლ-ებმა. მოძღვარს ფრიად გაუხარდა, 
როდესაც გაიგო, რომ კეთილ საქმეზე იბარებდნენ და დიდი სიხარულით გაეშურა წესის შესასრულებლად. რას იფიქრებდა, 
რომ ეს მისი ბოლო მსახურება იქნებოდა. ნათლობა შეარულა და მოსაღამოვდა კიდეც. უკანა გზახე ფრთხილად მოდიოდა 
(იმხანად საქართველოს საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება, რომ დროებით, სანამ დაძაბული მდგომარეობა არ გამოსწორდებოდა, მოძღვრებს საღამოს საათებში,
დაბინდებიდან გათენებამდე აღარ შეესრულებინათ მსახურება, თუ მათ დაუძახებდნენ ან წაიყვანდნენ სადმე მოშორებით, რადგანაც ბევრი 
მკვლელობა დაფიქსირდა იმ წლებში). მაგრამ მკვლელებს არ ეძინათ. ისინი ნათლობიდან ჩუმად აედევნენ მოძღვარს. შემდგომში 
თანასოფლელები იხსენებდნენ, რომ მამა ზაქარია გარბოდა და 
უგუნურთ სთხოვდა არ მოეკლათ იგი, არ დაედოთ მძიმე ცოდვა
გვ45

და არ დაეტოვებინათ მისი შვილები ობლად (ამ ყველაფერს ხედავდა ცრთ-ერთი მეზობელი)· 
მთვრალი მკვლელები კი მისდევდნენ და ბოლოს მარგილით გამოასალმეს სიცოცხლეს. 
დილით თანასოფლებმა წეაროსთან იპოვეს მოძღვრის ნაწამები და თავგახეთქილი გვამი. 
ახალი წელი, 1 იანვარი თენდებოდა. 
მკვლელები მეორე დღესვე დააპატიმრეს (სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მკვლელები სწორედ ის პიროვნებები აღმოჩნდნენ, ვინც მამაოს ბავშვი მოანათვლინეს. 
მეტიც, ისინი მონათლული ბავშვის ბიძები იყვნენ. როგორც ჩანს, ეს ნათლობაც მხოლოდ მიზეზი იყო მოძღვრის წასაყვანად, რათა იგი მოეკლათ, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. 
თუმცა, ვაი, ასეთ თავისუფლებას. მათგან ერთს შვიდი შვილი შეეძინა და შვიდივე დაეხოცა, მეორეს კი ოთხი მოუკვდა, 
თავად მკვლელს კი მატარებელმა გადაუარა, ფეხები გადაუჭრა და სიცოცხლე საშინელი ტანჯვა-წამებით დაასრულა.
მღვდელი ზაქარია სოფლის სასაფლაოზე დიდი პატივით დაკრძალეს (საფლავი დღესაც არსებობს). საფლავის ქვაზე არის 
წარწერა, სადაც მოთხრობილია მისი მკვლელობის შესახებ. 
მამა ზაქარიას მეუღლე სონია ლომსაძე მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, შვილის, შალვას დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა. 
მან, როგორც ჩანს, გადამალა რამდენიმე საეკლესიო ნივთი, მათ შორის, ძვირფასი ხალიჩა, ოქროს მტრედი. მოგვიანებით ისინი კვლავ ეკლესიებს დაუბრუნდა
(სურამის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიას და იტრიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერს).

ინფორმაციაზე იმუშავა მიხეილ ლუდვიგის ძე აბრამიშვილმა დაბ. 1983 წელს. შვილიშვილის შვილი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.10.2023
ბოლო რედაქტირება 01.03.2024
სულ რედაქტირებულია 8





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0