სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10823

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ნიკოლოზ ილიას ძე ბერეკაშვილი, 1901-1969წწ. მღვდელი დაბ. სოფ. კურსები, ტყიბული

1901-1969 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ბერეკაშვილი სია

ტყიბული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

214       ბეჭდვა

ნიკოლოზ ილიას ძე ბერეკაშვილი, 1901-1969წწ. მღვდელი დაბ. სოფ. კურსები, ტყიბული


მღვდელი ნიკოლოზ ილიას ძე ბერეკაშვილი

დაიბადა 1901 წელს ტყიბულის რაიონ სოფელ კურსებში. დაამთავრა ქუთაისის საერო სასწავლებელი.1915-1918 წლებში სწავლობდა ჯრუჭის მონასტრის სკოლაში. 1922-1925 წლებში ზესტაფონის წმ. დავითისა და კონსტანტინეს სახელობის ეკლესიის დიაკონია. 1925-1945 წლებში ზესტაფონის რიონის სოფელ კვალითის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარია. 1949 წლიდან გარდაცვალებამდე ქუთაისის პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის მღვდელია.


პროტოპრესვიტერი ნიკოლოზ ბერეკაშვილი 1901-1969წწ

პროტოპრესვიტერი ნიკოლოზ ილიას ძე ბერეკაშვილი 1901 წელს ქუთაისის გუბერნიაში, სოფელ კურსებში, მედავითნის ოჯახში 
დაიბადა. ბერეკაშვილების გვარი მთელ იმერეთსა და დასავლეთ საქართველოში განთქმული იყო საუკეთესო კირითხუროთა
გვ155 

და ეკლესიების მაშენებლები. პატარა ნიკოლოზმა თავდაპირველად სოფლის სამრევლო– საეკლესიო სკოლა დაამთავრა. 
შემდეგ ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში სწავლობდა, 
რომლის დასრულებისთანავე მამამ იგი ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტეერში მიაბარა, სადაც იმ პე– 
რიოდში მოღვაწეობდა ბიძამისი, მღვდელ-მონაზონი ბენიამენი (ბერეკაშვილი)· ნიკოლოზმა 
მისი დახმარებით საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. მონასტერში იგი 1915-
1918 წლებში ცხოვრობდა.
თავად ბიძამისი, მღვდელ—მონაზონი ბენიამენი, ერისკაცობაში – ბესარიონ პავლეს ძე ბერეკაშვილი, 1868 წელს ქუთაისის 
მაზრაში. გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა–კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლოს 
შობის სახელობის მამათა მონასტერში შეისწავლა. 
1899 წლის 2 ივლისს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) კაცხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის მონასტრის მორჩილად განამწესა· 
1902 წლის 10 მარტს სასულიერო უწყებაში მიიღეს. ამავე დღეს მოწამეთას წმინდა დავით და 
კონსტანტინეს სახელობის მონასტერში არქიმანდრიტმა ბესარიონმა (ახვლედიანი) ბერად აღკვეცა და სახელად ბენიამენი 
უწოდა. 1902 წჯლის 14 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა თეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა და კაცხის მონასტრის საძმოში დაადგინა. 
1903 წლის 1 ივნისს მღვდლად დაასხა
გვ156
ხელი და ამავე წლის 4 დეკემბერს კაცხის შონასტრის მმართველად დანიშნა. 
1907 წლის 1 ნოემბერს თავისი პირადი სახსრებით შეაკეთა წინამძღვრის საცხოვრებელი სახლი. 
1909 წლის 23 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მღვდელმონახონი ბენიამენი ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში გადაიყვანა. 
1911 წლის 11 სექტეშბერს ამავე მონასტრის ეკონომოსად დაინიშნა. 
1911 წლის 3 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. მამა ბენიამენი ჯრუჭის მონასტერში 
1921-1922 წლამდე მოღვაწეობდა, ამ დროისათვის, ადგილობრივი ხელისუფლების ბრძანებით, მონასტერი დაიხურა და ბერებიც 
გამოდევნეს. იმ პერიოდში იმერეთის ეპარქიაში მოქმედი მონასტრები აღარ არსებობდა, ამიტომ მამა ბენიამენი სოფელში დასახლდა და იქ განაგრძო მღვდელმსახურება. 
მამა ნიკოლოზის მეორე ბიძა. მღვდელი თეოფილე პავლეს ძე ბერეკაშვილი 1860 წელს იმერეთში, გლეხის ოჯახში დაიბადა. 
წერა-კითხვა,წმინდა წერილი,გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში შეისწავლა, 
სადაც წლების განმავლობაში საბერო მორჩილი იყო. 
1882 წლის 30 ივლისს ამავე მონასტრის მედავითნედ დაინიშნა. 
1884 წლის 24 ნოემბერს სასულიერო უწყებაში მიიღეს. 
1895 წლის 11 ივლისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და სოფელ წნორის 
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ღანიშნა. 
1900 წლის 6 მარტს ქუთაისის მწვანეყვავილას  მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 
1906 წლის 19 მარტს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი 
და სოფელ ბაშის სულიწმინდის გარდამოსვლის სახელობის ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 
1911 წლის იანვარში საგვერდულით დააჯილდოვეს. 
XX საუკუნის 20-იან წლების დასაწყისში საწირეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. 
1925 წლის 10 დეკემბერს წილკნის ეპარქიაში გადაიყვანეს და ქსოვრისის ყოვლადწშინდა ღვთისმშობლის 
გვ157
შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 
1926 წლის 27 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს.
1927 წლის მაისში წილკნის ეპარქიის II ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრაღ აირჩიეს· 
1929 წელს ისევ იმერეთში დაბრუნდა, მშობლიურ სოფელში დასახლდა და იქ განაგრძობდა მღვდელმსახურებას. 
მღვდელი თეოფილე 1943 წლის 8 ივნისს გარდაიცვალა. 
1918 წელს, ბიძების ლოცვა-კურთხევით, ნიკოლოზი ერში დაბრუნდა და ოჯახს მოეკიდა. მან ცოლად შეირთო სოფელ კვალითში მცხოვრები შეძლებული გლეხის, 
სევასტი ბარამიძის ქალიშვილი შუშანიკი და იქვე დასახლდა. მათ ოთხი შვილი შეეძინათ: ვაჟი თორნიკე და სამი ასული.
1921 წელს საქართველოში დამყარდა კომუნისტური ხელისუფლება. ეკლესიასა და სამღვდელოებას მძიმე წლები დაუდგა. 
ტერორისა და შიშის ქვეშ მრავალმა მოძღვარმა უარი თქვა 
მღვდელმსახურებაზე და ანაფორა გაიხადა.მიუხედავად ურთულესი პერიოდისა, ნიცკოლოზმა გამოთქვა 
სურვილი სამღვდელო ხარისხის მიღებისა. ახალგაზრდა კაცის შემართებამ დიდად გაახარა ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), 
რომელმაც 1922 წელს ნიკოლოზი დიაკვნად აკურთხა და ზესტაფონის წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ეკლესიის 
ღვთისმსახურად განამწესა. 
1925 წლის 7 იანვარს ქუთათელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მღვდლად დაასხა ხელი და კვალითის წმინდა
გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1928 წელს ხელისუფლების


გვ158
მხრიდან დიდი გადასახადების დაკისრებასთან დაკავშირებით მამა ნიკოლოზი ერთი წელი იძულებული გახდა, პარალელურად 
სამოქალაქო უწყებაში ემუშავა, ხოლო თავისუფალ დროს მღვდელმოქმედებას უთმობდა· 
XX საუკუნის 30-იან წლების დასაწყისში ხელისუფლებამ კვალითის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაც დახურა. მამა 
ნიკოლოზი ეკლესიის გარეშე დარჩა. იგი თავის ბიძებთან: მღვდელმონაზონ ბენიამენთან და მღვდელ თეოფილე ბერეკაშვილთან 
ერთად უშიშრად განაგრძობდა მოღვაწეობას. ისინი დადიოდნენ ახლომახლო სოფლებში და ანუგეშებდნენ სულიერ საზრდოს 
მოკლებულ მრევლს. ღამღამობით კი სოფლის ზევით, უღრან ტყეში არსებული ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ადიოდნენ სოფლის მორწმუნეებთან ერთად, 
აჰქონდათ მოძრავი ტრაპეზი და ჩუმად აღასრულებდნენ ღამისთევის მსახურებებს (ეს მოძრავი ტრაპეზი, ოდიკთან ერთად, ახლაც ინახება ბერეკაშვილების ოჯახში). 
XX საუკუნის 30-იან წლებში აღესრულა მღვდელ-მონაზონი ბენიამენი. სიკვდილის წინ მან ჯრუჭის მონასტრიდან წამოღებული სიწმინდე, 
წმინდა გიორგის ძვლის სამი ნაწილი მამა ნიკოლოზს გადასცა შესანახად და თან დაუბარა, თუ ღვთის 
შეწევნით ჯრუჭის მონასტერი კვლავ გაიხსნებოდა, ეს სიწმინდე კვლავ უკან დაებრუნებინა. წმინდა ნაწილები პატარა ხის ლუსკუმაში ყოფილა ჩასვენებული. 
მამა ნიკოლოზმა წმინდა გიორგის ხატი დააჭერინა და წმინდა ნაწილები მასში მოათავსა. ასე ინახავდა მათ წლების განმავლობაში. 1938 წელს, როდესაც 
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მამა ნიკოლოზი დააპატიმრა, მას ეს სიწმინდე თან ჰქონდა ზესტაფონის სუკის შენობაში. 
პატიმრობისას ერთი სასწაულიც აღსრულებულა: ერთ-ერთი დაკითხვის დროს, მოძღვარს კვლავ მოსთხოვეს მიეტოვებინა 
ეკლესია და ჩამდგარიყო საერო სამსახურში, მაგრამ კვლავ ცივი უარი მიიღეს. ამ დროს ოთახში მოუხმეს ჯალათს, 
რომეღიც ხელკეტით აპირებდა შოძღვრის წამებას. მიუახლოვდა თუ 
გვ159

არა მამა ნიკოლოზს და კეტი დასარტყმელად აღმართა, ხელი ჰაერში გაუშემდა. ამ დროს მამა ნიკოლოზს სიწმინდე ხელზე, 
სამაჯურში ჰქონდა შენახული. ნათელი გახდა, რომ, ერთი მხრივ, მოძღვარი ინახავდა ამ ნაწილებს· მეორე მხრივ კი, თავად წშინდა გიორგი იცავდა
მას საშინელი წამებისაგან. 
XX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში, II მსოფლიო ომის დროს, ხელისუფებამ ნება დართო სამღვდელოებას,
გაეხსნათ ეკლესიები და ოფიციალურად გაეგრძელებინათ მღვდელმსახურება. 
ამ პერიოდში მამა ნიკოლოზიც გაათავისუფლეს ციხიდან და მანაც მაშინვე განაგრძო სასულიერო მოღვაწეობა. 
1945-1946 წლებში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) დროს ჩატარებული აღწერისას მოქმედი 
სამღვდელოების სიებში გვხვდება მამა ნიკოლოზიც, სადაც აღნიშნულია, რომ იგი ზესტაფონის რაიონში, სოფელ ზედა საქარა— 
გვ160
ში აღასრულებდა საეკლესიო წესებს. 
1949 წლის 1 დეკემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძე) 
მამა ნიკოლოზი ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში გადაიყვანა და 
დეკანოზის წოდება მიანიჭა· 
1955 წლის დასაწყისში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) დეკანოზი ნიკოლოზი ქუთაისის საკათეღრო ტაძრის
კანდელაკად დანიშნა· 
1957 წლიდან ქუთაის–გაენათის ეპარქია ეპისკოპოსმა ნაუმმა (შავიანიძე) ჩაიბარა, როეელიც დიდად აფასებდა მამა ნიკოლოზის გამოცდილებასა და 
დამსახურებას დედაეკლესიის წინაშე. მისი წარდგინებით, მამა ნიკოლოზი 50-იანი წლების ბოლოს ქუთაისის ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა და
ენქერითა და გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა· 
მეუფე ნაუმი ბოლო წლებში ბევრს ავადმყოფობდა, რის გამოც ხშირად უწევდა სამკურნალოდ ჩასვლა ხან სოხუმში, ხან წყალტუბოს სანატორიუმში. 
ამ პერიოდში ეპარქიის უცვლელი გამგებელი ყოველთვის მამა ნიკოლოზი იყო. მეუფე ნაუმის არქივში შემორჩენილია ამის დამადასტურებელი რამდენიმე წერილიც: 
„ამა წლის აგვისტოს პირველი რიცხვიდან მე მივდივარ დასასვენებლად ერთი თვით. თანახმად მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ
მელქისედეკ III-ის ბრძანებისა, ამა წლის ივლისის 24-დან გავალებთ, გასცეთ სათანადო პასუხი ქუთაის-გაენათის ეპარქიიღან შემოსულ ისეთ 
საკითხებზე, რომლებსაც თქვენ შესძლებთ, ხოლო მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მომახსენებდეთ მე. ამასთანავე, გთხოვთ იქონიოთ 
მეთვალყურეობა საარქიელო სახლის დაცვისათვის ჩემს დაბრუნებამდე“ – 1959 წლის 28 ივლისი. 
1967 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ (სიდამონიძე) დეკანოზი ნიკოლოზი ეკლესიაში 
ხანგრძლივი და დამსახურებული მოღვაწეობისათვის პროტოპრესვიტერის ხარისხში აღამაღლა და მეორე გამშვენებული ჯვვრით დააჯილდოვა. 
გვ161

მამა ნიკოლოზის შვილიშვილი, ბატონი გაიოზ ბერეკაშვილი იხსე ნებს: „ქუთაისიდან ბაბუა ნიკოლოზი ყოველ სამშაბათს ჩამოდიოდა კვალითში, მშობლიურ 
სახლში, სადაც მას, ჩვენგან განცალკევებით, წმინდა ხატებით მოწყობილი პატარა სალოცავი კუთხე და სამუშაო ოთახი ჰქონდა. 
იგი ამ ოთახში წერდა ქადაგებებს და ადგენდა საეკლესიო საბუთებს. 
ამასთანავე, როგორც კი მოსახლეობაში გაიგებდნენ მის ჩამოსვლას, მაშინათვე მოდიოდნენ ზოგი 
მოსანათლად, ზოგი ჯვრისწერისათვის, ზოგიც პანაშვიდისთვის და ბაბუაც დაუზარლად უსრულებდა მათ საეკლესიო წესებს. 
ხშირად მიჰყავდათ მიცვალებულის წესის ასაგებადაც. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, არც იმდროინდელ, ჯერ ისევ ათეისტურ 
ხელისუფლებას არ ეპიტნავებოდა, თუმც, წინა დროსთან შედარებით, ისე ცხადად აღარ იყო სასულიერო პირების საშინელი დევნა. 
კარგად მახსოვს, სახლიდან გასვლის წინ მამა ნიკოლოზი ანაფორაზე, ზემოდან ყოველთვის შავი ფერის გრძელ ლაბადას იცვამდა, 
და ალბათ, იმიტომ, რომ ასე კიდევ უფრო ახლოს მისულიყო სამღვდელოებას გადაჩვეულ ხალხთან. 
ის მუდამ მხნედ და მოწესრიგებულად გამოიყურებოდა და ჩვენც (შვილიშვილებს), უპირველეს ყოვლისა, წესრიგს გვასწავლიდა, 
რაც იმაში მდგომარეობდა, რომ, ყოველ დილით, ჩვენჩვენი ლოგინები აუცილებლად უნდა გაგვესწორებინა. 
მიუხედავად მკაცრი ხასიათისა, ის, ამავე დროს, ისეთი კეთილი გახლდათ, რომ ყოველ შეხვედრაზე გვლოცავდა და კანფეტებთან 
ერთად ჯიბის ფულსაც გვაძლევდა ყოველთვის...“
გვ162
პროტოპრესვიტერი ნიკოლოზი 1969 წლის გასაფხულზე ფილტვების ანთებით აღესრულა. 
გარდაცვალებამდე იგი საავადმყოფოში მკურნალობდა. ოჯახში არსებობს ეჭვი, რომ მოძღვარს 
მიზანმიმართულად გაუკეთდეს ისეთი ნემსი, რომელმაც დაამძიმა მისი მდგომარეობა. მამა ნიკოლოზის დაკრძალვაზე ჩაბრძანდნენ სრულიად 
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ეფრემ II, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი) და სამღვდელოება საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან. 
ასევე სამღვდელოების წევრები რუსეთიდან. დაკრძალვის დღეს ეზოში ხალხის ტევა აღარ იყო. წესის აგების შემდეგ მამა ნიკოლოზის ცხედართან გამოსათხოვარი სიტყვა 
წარმოთქვა უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ. მან დამსწრე საზოგადოებას ვრცლად მოუთხრო მამა ნიკოლოზის მოღვაწეობის შესახებ და 
აღნიშნა მისი დიდი დამსახურება დედაეკლესიის წინაშე. 
მამა ნიკოლოზი მისი მეუღლის, შუშანიკ ბარამიძის მოკრძალებული თხოვნით, დაასაფლავეს სოფელ კვალითში, საგვარეულო სასაფლაოზე.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.10.2023
ბოლო რედაქტირება 06.02.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0