სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12188

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
 დომენტი (დავით) მიხეილის ძე გიორგაძე დაბ.1884-1959წწ. მღვდელი  დაბ.  სოფ.სიმონეთი (თერჯოლა)  დომენტი (დავით) მიხეილის ძე გიორგაძე დაბ.1884-1959წწ. მღვდელი  დაბ.  სოფ.სიმონეთი (თერჯოლა)

1884-1959 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება



გვარი გიორგაძე სია

ბაღდათი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

79       ბეჭდვა

დომენტი (დავით) მიხეილის ძე გიორგაძე დაბ.1884-1959წწ. მღვდელი დაბ. სოფ.სიმონეთი (თერჯოლა)


არქიმანდრიტი დომენტი (გიორგაძე) 1884-1959




არქიმანდრიტი დომენტი, ერისკაცობაში დავით მიხეილის ძე გიორგაძე 1884 წლის 15 აგვისტოს ქუთაისის გუბერნიაში, ქუთაისის მაზრაში, სოფ, სიმონეთში გლეხის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხა და პირველდაწყებითი განათლება სოფ. სიმონეთის სასოფლო სკოლაში მიიღო. საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ჯრუჭის წმ. გიორგის სახ.
მონასტერში ისწავლა. 1901 წლის 3 სექტემბერს იმავე მონასტერში მორჩილად განამწესეს. 1902 წლის 25 ოქტომბერს ჭელიშის ღვთისმშობლის მიძინების სახ. მონასტერში გადაიყვანეს. 1904 წლის 5 დეკემბერს გელათის ღვთისმშობლის შობის სახ. მონასტერში დაინიშნა. 1906 წლის 19 აგვისტოს საქარის წმ. გიორგის სახ. ტაძრის მედავითნედ დაადგინეს. 1907 წლის 16 აპრილს გათავისუფლდა იქიდან. 1908 წლის 20 აგვისტოს ისევ ჯრუჭის მონასტერში მივიდა, რა დროსაც
საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება ბერად შედგომაზე. 1909 წლის მარტში მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა გრიგოლმა (ჩხაიძე) ბერად აღკვეცა და სახელად დომენტი უწოდა. 1909 წლის 31 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1911 წლის 2 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა და თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. მონასტრის საძმოში მიიღეს. 1912 წლის 29 ივნისს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) მღვდლად დაასხა ხელი. 1912 წლის 2 ნოემბერს იმავე მონასტრის ეკონომოსად დაადგინეს. 1915 წლის 28 მაისიდან ქვათახევის ღვთისმშობლის მიძინების სახ. მონასტრის საძმოშია. 1916 წლის 12 იანვარს იმერეთის ეპისკოპოს გიორგის ლოცვა-კურთხევით, ჯრუჭის წმ. გიორგის სახ. მონასტერში გადაიყვანეს. 1917 წლის 29 ნოემბერს გელათის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ნამორაძე) ქუთათელ მიტროპოლიტ ანტონს (გიორგაძე) სწერდა:„გე
5-1 საპატრიარქოს უწყებანი N5 12-26მარტი 2020წ გვ.23 
არქიმანდრიტი დომენტი (გიორგაძე) 1884-1959 (გაგრძელება)

ლათის მონასტერში სამღვდელმსახურებო წიგნების მკითხველი ერთის მეტი არ არის და ამ მხრივ გაჭირვებაში იმყოფებიან მამები, რომელთაც სხვა შრომასთან წიგნის კითხვაც უხდებათ და მოხუცებულობისა გამო ამ სიძნელეს ადვილად ვერ იხდიან. მონასტერში არის ადგილი იეროდიაკონისა. მოგახსენებთ რა ამას, უმორჩილესად ვთხოვ თქვენს მეუფებას გაამწესოთ ამ ადგილზედ ჯრუჭის მონასტრის მღვდელ-მონაზონი დომენტი, რათა რომ როდესაც წირვის რიგში არ იდგება, ხანდიხან წაეხმაროს წიგნის მკითხველსა და ამით შემსუბუქება მისცეს მოხუცებულ ბერებს“. იმავე დღეს მიტროპოლიტმა ანტონმა დააკმაყოფილა ეს თხოვნა და მღვდელმონაზონი დომენტი გელათის მონასტერში ბერ-დიაკვნის შტატში დაინიშნა. 1918 წლის 28 მარტს ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძე) მღვდელ-მონაზონი დომენტი ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა და ოქროს ჯვარი უბოძა. ამასთან დაკავშირებით, გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“ წერდა: „ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად (რაჭაშია) დაინიშნა გელათის მონასტრის მღვდელ-მონაზონი დომენტი, ერისკაცობაში დავით გიორგაძე“. მღვდელ-მონაზონმა დომენტიმ 1918 წლის 3 აპრილს ჩაიბარა ჭელიშის მონასტერი, რომელიც იმ პერიოდში ახლომდებარე მოსახლეობისაგან დიდ შევიწროებას განიცდიდა. 1918 წლის 23 აპრილით დათარიღებულ წერილში იგი ქუთაისის საეპარქიო მმართველობის კანცელარიას შემდეგი შინაარსის მოხსენებას უგზავნის: „თანახმად ქუთაისის საეპარქიო მმართველობის კანცელარიის მოწერილობისა.. წარმოუდგენ სიას ჭელიშის მონასტრის მოიჯარადეთა. სახელს მამისას და სახელს და გვარს და სოფლების სახელს, კანტრახტების რიცხვს, რამოდენიმეს ვადა აქვს გასული და რამოდენიმეს არა აქვს გასრული. არავითარი წერილობითი ცნობა არ მიმიღია, რომ მონასტერს ქონდეს ადგილმამული ჩამორთმეული... მე თვითონ შევეკითხე... მახლობელ კომისარ-კომიტეტებს სიტყვიერად და იმათმა გამომიცხადეს ჩვენ არავითარი ბრძანება არ გაგვიცია ხალხში, რომ ვითომ მონასტერს ადგილი ჩამორთმეოდეს, მაგრამ ხალხი თავისი ნებით ჩადიან ამ საქმეს“. მღვდელ-მონაზონი დომენტი  1918 წლის 27 ივლისამდე წინამძღვრობდა ჭელიშის მონასტერს.


თბილისის ფერისცვალების მონასტრის საძმო. 1912წ. მარჯვნიდან მეორე ზის - ბერ-დიაკონი დომენტი;

1918 წლის 27 ივლისიდან იგი ქუთაისში სამიტროპოლიტო სასახლის ეკონომოსად დაინიშნა და იღუმენის წოდება მიენიჭა. 1918 წლის 30 ნოემბერს იღუმენი დომენტი ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ პავლეს (ჯაფარიძე) სწერდა: „ჩემი საქმის შინაარსი კარგად უწყის თქვენმა მაღალღირსებამ. ამის გამო, უმორჩილესად
გთხოვთ, აღძრათ შუამდგომლობა იმერეთის მიტროპოლიტის მაღალყოვლადუსამღვდელოესის ნაზარი ქუთათელის წინაშე მიმიღოს რწმუნებულ თქვენდამო მონასტერშიდ მღვდელ-მონაზვნის ალაგზედ“.თავის მხრივ, 1918 წლის 20 დეკემბერს არქიმანდრიტმა პავლემ უშუამდგომლა მიტროპოლიტ ნაზართან, რომელმაც, 1918 წლის 25
დეკემბერს ქუთაისის საეპარქიო საბჭოს მისწერა განეხილათ ეს საკითხი. 1918 წლის 30 დეკემბერს საბჭოს დააკმაყოფილა ეს თხოვნა და 1919 წლის იანვრის თვიდან იღუმენი დომენტი ჯრუჭის მონასტერში მღვდელმონაზონის ადგილზე დაინიშნა. 1923 წელს კომუნისტებმა  დაარბიეს ჯრუჭის მონასტერი და ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავა) იღუმენი დომენტი როდიონულის მაცხოვრის სახ. ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1924 წლის 1 აგვისტოს, ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზართან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად
იმყოფებოდა როდიონულის ტაძრის კურთხევაზე, სადაც დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს. იმავე წლის 2 სექტემბერს, გამთენიისას, მიტროპოლიტი ნაზარის და ოთხი სხვა სასულიერო პირის დახვრეტის შემდეგ იღუმენი დომენტი კვლავ საპატიმროში რჩებოდა დანარჩენ სასულიერო პირებთან ერთად. იმავე წლის 5 სექტემბერს მან ხელისუფლებას თხოვ

5-2 საპატრიარქოს უწყებანი N5 12-26მარტი 2020წ გვ.24
არქიმანდრიტი დომენტი (გიორგაძე) 1884-1959 (დასასრული)

ნით მიმართა: „მიწა არ მქონდა, ამიტომ ვიყავი ბერად ჯრუჭის მონასტერში. ახლა მსურს გავიპარსო და ვემსახურო საბჭოთა ხელისუფლებასო...“. ეს თხოვნა მან თავისი ნებით დაწერა თუ დააწერინეს ძნელი სათქმელია, ერთი რამ კი ცხადია, ამდენი დახვრეტების შემყურეს, რთულია რაიმე მოსთხოვო. მოწამეობრივი აღსასრული და თავის გაწირვა ყველა სასულიერო პირს არ შეუძლია. იგი კიდევ რამდენიმე დღე გააჩერეს ციხეში და 1924 წლის 17 სექტემბერს გაათავისუფლეს. მიუხედავად ამ აღიარებისა, რომ იგი საბჭოთა ხელისუფლების ერთგულია და მათ სამსახურში ჩადგებოდა, იღუმენმა დომენტიმ კვლავ დედაეკლესიას მიაშურა და სოფ. როდიონულში ღვთისმსახურება გააგრძელა. შემდეგომ წლებში მას ასევე ჩაბარებული ჰქონდა ცხენთაროს წმ. გიორგის სახ. სამრევლო. 1932 წლის 1 ოქტომბრიდან 1937 წლის ჩათვლით პირველი სალომინაოს ღვთისმშობლის სახ. ტაძრის წინამძღვარია. 1938-1943 წლებში წყალტუბოს რაიონის სოფ. ფარცხანაყანევის ქვაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარშია. 1945 წლის 15 მარტს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) სწერდა: „იღუმენი დომენტი გიორგაძე, რომელსაც მღვდელმოქმედება სულ არ შეუწყვეტია და 1944 წლის აგვისტოდან კიდეც სწირავს სოფ. ზედა სიმონეთის წმ. გიორგის ეკლესიაში, რომელიც ადგილობრივ სტაროსტას გადაუცია მისთვის. ადგილობრივი
ადმინისტრაცია ლოიალურად ეკიდება კულტის მსახურს. თუ როგორი სახით უნდა მოხდეს ეკლესიის რეგისტრაცია მე მას განუმარტე. იღუმენი გიორგაძე მივაწერე ქუთაისის მწვანეყვავილის ეკლესიას და  მივავლინე მღვდელმოქმედების აღსასრულებლად სოფ. ზედა სიმონეთის და საზოგადოდ ჩხარის რაიონში. შედარებით სხვა სამღვდელო პირებთან,
რომელთაც ვიცნობ ჩემს ეპარქიაში  იგი უკეთესი მკითხველია და არ დაუკარგავს გარეგნული მშვენიერი სახე მოძღვრისა, რაც გარედან მაყურებელზე მშვენიერ შთაბეჭდილებას სტოვებს. უკეთუ რაიმე დამაბრკოლებელი მიზეზი არ არის მის აღდგენისათვის საწინააღმდეგო, ვთხოვ თქვენს უწმინდესობას გვიბრძანოს“. 1949 წლიდან ქუთაისის რაიონის სოფ. ქვედა სიმონეთის წმ. დავით და კონსტანტინეს სახ. ტაძრის
წინამძღვარია. 1954 წელს ისევ იღუმენის ხარისხშია. 1956 წლის 24 იანვარს კი უკვე არქიმანდრიტის წოდება აქვს. არქიმანდრიტი დომენტი 1959 წელს გარდაიცვალა.


მოწამეთობა 1958წ. ცენტრში დგას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმი (შავიანიძე), მისგან მარჯვნივ მიტრით - არქიმანდრიტი დომენტი; 


მღვდელი დომენტი მიხეილის ძე გიორგაძე

დაიბადა 1884 წელს სოფელ სიმონეთში. 1893-1895 წლებში სწავლობდა სოფლის სკოლაში. 1909-1910 წლეებში მსახურობდა იეროდიაკვნად თბილისის ფერისცვალების მონასტერში. 1913-1915 წლებში ქვათახევის მონასტრის მღვდელმონაზონია. 1916-1921 წლებში ჯრუჭის მონასტერშია, 1922-1932 წლებში ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინაულის ეკლესიის მოძღვარია. 1932-1932 წლეებში ბაღდადის რაიონის სოფელ სადემეტროს ეკლესიის წინამძღვარია, 1938-1943 წლებში სოფელ ფარცხანაყანევშია, 1944-1948 წლებში თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა სიმონეთის ეკლესიის წინამძღვარია. 1949 წლიდან გარდაცვალებამდე მსახურობდა სოფელ ქვედა სიმონეთში. ოჯახი ცხოვრობდა სოფელ ბარდუბანში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.10.2023
ბოლო რედაქტირება 03.02.2026
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0