სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11211

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
 გიორგი ნესტორის ძე ღონღაძე 1894-1982წწ.  მიტროპოლიტი დაბ. სოფ.რდილი. ხარაგაული  გიორგი ნესტორის ძე ღონღაძე 1894-1982წწ.  მიტროპოლიტი დაბ. სოფ.რდილი. ხარაგაული

1894-1982 წწ. გარდ. 88 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ღონღაძე სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

10       ბეჭდვა

გიორგი ნესტორის ძე ღონღაძე 1894-1982წწ. მიტროპოლიტი დაბ. სოფ.რდილი. ხარაგაული

მღვდელი გიორგი ნესტორის ძე ღონღაძე


დაიბადა 1894 წელს ხარაგაულის რაიონის სოფელ რდილში. 1908 წელს დაამთავრა ქალაქის სკოლა თბილისში. 1908-1913 წლებში იყო კიროვობადის ტელეგრაფისტი. 1914-1919 წლებში დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევის წმიდა გიორგის ეკლესიის მედავითნე. 1914-1917 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1918-1923 წლებში იყო გორის მაზრის სოფელ ატოცის ეკლესიის დიაკონი. 1923-1949 წლებში იყო საერო სამსახურში. 1949-1955 წლეებში თელავის რაიონის სოფელ ფშაველის ეკლესიის მღვდელია. 1955 წლიდან თბილისის დიდუბის ეკლესიაშია. 1974 წლის 13 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმი¬დესი და უნეტარესი დავით V-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად. 1978 წელს უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში და გადაყვანილ იქნა წილკნელად. 1982 წლის 22 ივნისს იგი გარდაიცვალა, დაკრძალულია დიდუბის ეკლესიაში.


მიტროპოლიტი გიორგი (ღონღაძე)

მიტროპოლიტი გიორგი, ერისკაცობაში გიორგი ნესტორის ძე ღონღაძე, დაიბადა 1894 წლის 7 ივლისს შორაპნის მაზრის სოფელ ჩრდილში. 1909 წელს დაასრულა სკოლა. 1910-1914 წლებში მუშაობდა რკინიგზაში ტელეგრაფისტად. 1913 წელს გელათის მონასტერში სწავლობდა მედავითნეობის კურსებზე, შემდეგ გადავიდა თბილისში ფერისცვალების მონასტერში გორის ეპისკოპოს ანტონთან (გიორგაძე), საიდანაც გაიგზავნა 1914 წელს მედავითნედ დუშეთის მაზრის სოფელ გრემისხევში. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის კირიონ II-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად და გაიგზავნა გორის მაზრის სოფელ ატოცში, სადაც მსახურობდა 1923 წლამდე. ქვეყანაში შექმნილი ანტირელიგიური ისტერიის პირობებში 1923 წელს იგი აიძულეს თავი დაენებებინა სასულიერო საქმიანობისთვის. 1924-1949 წლებში საერო სამსახურშია, მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის განყოფილებაში.


1949 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი კალისტრატეს სახელზე წერს თხოვნას, აღადგინონ სასულიერო სამსახურში. უწმიდესმა კალისტრატემ აკურთხა მღვდლად და გაგზავნა თელავის რაიონის სოფელ აწყურში თეთრი გიორგის ეკლესიაში. 1952-1954 წლებში ღვთისმსახურებას ეწეოდა სოფელ ალვანსა და ფშაველში. 1955 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ გადმოიყვანა დიდუბის ეკლესიაში და აიყვანა დეკანოზის ხარისხში. 1974 წლის 13 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა დავით V-მ მიტროპოლიტების ილიას, რომანოზისა და ზინობის თანამწირველობით აკურთხა მანგლისის ეპისკოპოსად. 1976 წლის 11 ივნისს დაჯილდოვდა კუნკულ-ბარტყულზე ჯვრის ტარების უფლებით. ეპისკოპოსი გიორგი 1977 წლის ნოემბერ-დეკემბერში უყოყმანოდ დადგა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას გვერდით და მხარს უჭერდა მის კანდიდატურის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. ეპისკოპოსი გიორგი მონაწილეობდა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურღიაში. მან ალავერდელ ეპისკოპოს გრიგოლთან ერთად მიართვა ახლადარჩეულ პატრიარქს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქების ისტორიული მიტრა და ჯვარ-პანაღიები, კუნკულ-ბარტყულა.


1978 წლის 4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1980 წელს დაინიშნა წილკნის მიტროპოლიტად. (თუმცა ამ დროს წილკნის ეპარქიაში არ იყო არცერთი მოქმედი ეკლესია, ამიტომ იგი პატრიარქის ნებართვით წირავდა თბილისის დიდუბის ეკლესიაში ს.ვ.). 1980 წლის 15 ოქტომბერს მიტროპოლიტი გიორგი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით, აგრეთვე ორი პანაღიის ტარების უფლებით, წმიდა ნინოსა და წმინდა გიორგის ორდენებით.


1982 წლის 22 ივნისს მიტროპოლიტი გიორგი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. 26 ივნისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ განსვენებულ მიტროპოლიტს წესი აუგო დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში. 27 ივნისს საღმრთო ლიტურღიის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ვრცელი სიტყვით მიმართა მრევლს, განსვენებულის ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს, ყველას, ვინც ამ დღეს მიცვალებულთან გამოსათხოვებლად მივიდა... ისაუბრა მის სულიერ ცხოვრებასა და დედა ეკლესიის მიმართ უანგარო სამსახურზე... ცხოვრების გზაზე, რომელიც დიაკვნის ხარისხიდან მიტროპოლიტის სიმაღლემდე მივიდა. მიტროპოლიტი გიორგი დაიკრძალა დიდუბის ტაძარში, სადაც იგი თითქმის 27 წლის მანძილზე იღწვოდა. არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი) მეუფე გიორგის ასე იხსენებდა: "ძნელია წერო ადამიანზე, რომელთანაც ძალიან ახლოს ყოფილხარ, გახსოვს მისი მაღალი ზნეობა და გულისხმიერება, ყოველივე ეს უკვე მოგონებად დარჩა. ცხადია გაწუხებს, რომ ვეღარ ნახავ მის ღიმილს, ვერ გაიგონებ მის ხმას, დაბოლოს, აღარავინ გაგიჯავრდება ისეთი ალერსიანი ხმით, როგორიც ჰქონდა მხოლოდ მას. ძნელად თუ ვინმეს შეაქებდა, მაგრამ უდიდესი პატივისმცემელი იყო საქმის ერთგული ადამიანებისა. თუ მეუფე გიორგი დარწმუნდებოდა ადამიანის სიკეთესა და რწმენაში, ვერავინ შეაცვლევინებდა აზრს. ყველას შეეძლო მასთან გულახდილი საუბარი... მინდა გამოვყო კიდევ რამდენიმე ღირსება, რითაც დაჯილდოებული იყო იგი, როგორც ეკლესიის მღვდელმთავარი და ქართველი კაცი, შვილი თავისი ქვეყნისა. მას არ მოსწონდა სიტყვით მამულიშვილობა, უყვარდა თვალსაჩინო სასარგებლო საქმე, ვერ ურიგდებოდა ისეთ ადამიანებს, ვინც ანგარების გამო მოხვდნენ ეკლესიაში. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ ჩვენი მოხუცი მეუფე თითქმის გამოცოცხლდა, მიეცა ახალგაზრდული ძალა, კარგად მახსოვს წირვის დროს როგორი შემართებით უმშვენებდა იგი მხარს კათოლიკოს-პატრიარქს. ახალი პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწყო საქართველოს ტაძრების შეკეთება აღორძინება. ამის ბრწყინვალე მაგალითს წარმოადგენს დიდუბის ეკლესიის რესტავრაცია-მოხატვა და აქაც ჩვენ ვხედავთ მეუფე გიორგის, როგორც ერთგულს საქართველოს ეკლესიისა და მისი მამამთავრისა... საუკუნო იყოს ხსენება ტკბილი მოხუცისა და ღირსეული წინაპრის, საქართველოს წმიდა ეკლესიის ერთ-ერთი ღირსეული მღვდელმთავრის, მეუფე გიორგისა." (60, 1982 N1).

დაიბადა 1894 წლის 7 ივლისს შორაპნის მაზრის სოფელ ჩრდილში. 1909 წელს დაასრულა სკოლა. 1910-1914 წლებში მუშაობდა რკინიგზაში ტელეგრაფისტად. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის კირიონ II-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად და გაიგზავნა გორის მაზრის სოფელ ატოცში, სადაც მსახურობდა 1923 წლამდე. საბჭოთა რეჟიმის ზეწოლის გამო 1923 წელს იძულებული გახდა თავი დაენებებინა სასულიერო საქმიანობისთვის, ხოლო 1949 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ აღადგინა სასულიერო სამსახურში. 1955 წლიდან დეკანოზის ხარისხშია. 1974 წლის 13 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ აკურთხა მანგლისის ეპისკოპოსად. 1978 წლის 4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1980 წელს დაინიშნა წილკნის მიტროპოლიტად.


1982 წლის 22 ივნისს მიტროპოლიტი გიორგი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში.

მიტროპოლიტი გიორგი (ერისკაცობაში გიორგი ნესტორის ძე ღონღაძე).- სასულიერო მოღვაწე, დეკანოზი, მიტროპოლიტი.მიტროპოლიტი გაიოზი (ერისკაცობაში ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილი) - ქართველი საეკლესიო მოღვაწე, წილკნელი, შემდეგ ურბნელი მიტროპოლიტი.https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/382043




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.10.2023
ბოლო რედაქტირება 11.11.2024
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0