მღვდელი ალექსი ქრისტეფორეს ძე მირცხულავა
დაიბადა 1875 წელს ხობში. 1899 წელს დაამთავრა სენაკის სასულიერო სასწავლებელი. 1893-1910 წლებში იყო ხობის მონასტერში, 1912-1917 წლებში ხობის მონასტრის ბერ-მონაზონი, 1917-1938 წლებში ხობის მონასტრის იღუმენი, 1938 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ხობის მონასტერში წინამძღვრად.
საპატრიარქოს უწყებანი N14 17-23აპრილი 2008წ გვ.18
არქიმანდრიტი ალექსი (მირცხულავა) (1875-1962)
მრავალი უბედურებისდა მიუხედავად, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას ყოველთვის ჰყავდა ჭეშმარიტად გამორჩეული მამები, რომელთა ცხოვრების მაგალითზე თაობები იზრდებოდნენ. ამ ადამიანებს ცხოვრებაშიწინ ჭეშმარიტება უძღოდათ და ტკივილიან კვალზე, მაინც დიდ ნათელს ტოვებდნენ. საუბარია ხობის მონასტრის წინამძღვარზე და მადლმოსილ მამა – ალექსი მირცხულავაზე. არქიმანდრიტი ალექსი (მირ-ცხულავა) დაიბადა დაბა ხობში, 1875 წელს, მორწმუნე მშობლების ოჯახში. მის მამას ქუჩუაია ჰრქმევია. სამწუხაროდ, დედის სახელის მცოდნე ვერავინ ვიპოვე. სარწმუნოებისა და მოყვასისათვის თავდადების უნარი ბავშვობიდანვე იდო მამა ალექსის ხასიათში. ალექსიმ ადრეულ ასაკში შექმნა ლამაზი და მშვიდი ოჯახი. იგი ადრევე დაქვრივდა, რის შემდგომაც შვი- ლებს მშობლებს უტოვებს და თვითონ ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მიდის მონაზვნური ცხოვრებისათვის. მამა ალექსის მყუდრო ცხოვრება არც მონასტერში ჰქონია. ამ დროისათვის ხობის მონასტრის წინამძღვარი იყო იღუმენი დიმიტრი (პარკაია). მამა ალექსის ბერად აღკვეცა, და ხელდასხმა, სასულიერო ხარისხ-ში აყვანა როდის და როგორი თანმიმდევრობით მოხდა არ არის ცნობილი, თუმცა 1913 წელს წმ. ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) ხობში ყოფნისას გადაღებულ სურათზე ახალგაზრდა ალექსი ბერდიაკვნის ხარისხშია. ასევე ფოტომატიანიდან ირკვევა, რომ 1917 წელს თბილიში ბერმონაზონთა კრების შემდგომ გადაღებულ სურათზე მამა ალექსი ისევ ბერ-დიაკონია, ხოლო უკვე 1923 წლის 23 აპრილს ხობის მონასტრის ქონების მთავრობისათვის გადაცემის ოქმს არქიმანდრიტ შიოსთან, იეროდიაკონ ეგნატესა და იეროდიაკონ მაკართან ერთად მღვდელ-მონაზონი ალექსიც აწერს ხელს. ასე, რომ 1923 წლის აპრილში მამა ალექსი ხობის მონასტერში მღვდელ-მონაზონია. ნახსენებ ოქმში საუბარია მონასტრის იმ ნივთებზე, რომლებიც მილიციის უფროს ტ. კვარაცხელიას გადაეცა. უკვე 1923 წლიდან მთლიანად საქართველოში ხელისუფლებამ მასიურად დაიწყო ეკლესია-მონასტრების დახურვა. ხობის მონასტრის ბერთა შორის არც მამა ალექსის ასცდებოდა დევნა-შევიწროება, აბუჩად აგდება და შეურაცყოფა. ხსნა ეკლესიისა არსაიდან ჩანდა, ჩამოწოლილი შავი ღრუბელი საქართველოს თავზე ჯერ არ აპირებდა გადასვლას და მზის თბილ სხივებს ეღობებოდა. ამასობაში 1928 წელს გარდაიცვალა ხობის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი შიო (ქვილითაია) და მის ნაცვლად მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა მამა ალექსი მირცხულავა. ახალ არქიმანდრიტს დიდი ტვირთი დააწვა მხრებზე. უკვე ხუთი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც მონასტერს ბოლშევიკები დაპატრონე-ბოდნენ. ტაძარში შესვლას ისინი განაგებდნენ, წირვა-ლოცვისა და სხვა ღვთისმსახურების ჩატარება სასტიკად იყო აკრძალული. ძნელი წარმო-სადგენი არაა, თუ რა დღეში აღმოჩნდებოდა ასეთ პირობებში მონასტრის წინამძღვარი. ამ სახის დევნაც არ იკმარეს და უფრო მეტი, ხობის მონასტრის შიგნით მეკურდღლეობის ფერმის გახსნა მოინდომეს. ამაზე შეშფოთებული არქიმანდრიტი ალექსი ატყობინებს სამეგრელოს მუზეუმის დირექტორს აკაკი ჭანტუ- რიას: „მეკურდღლეობის გამგეს მოაქვს მასალები, მოყავს ოსტატები”. ბატონი აკაკის კეთილგონიერებამ მრავალგზის იხსნა უარესი საფრთხისაგან ჩვენი ქვეყნის სიძველენი და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები. ახლაც, ამ შემთხვევაშიც მას უყურადღებოდ არ დაუტოვებია მამა ალექსის წერილი და სასწრაფოდ ატყობინებს საქართველოს მუზეუმს, სიძველეთა კომიტეტს: „ხობია მთავარი ძეგლი და სამრეკლოს გარდა, სხვა ძეგლების კროლიკებისათვის დაცლას თხოულობენ, ოთახებს დანგრევას უპირებენ. საჭიროა, სას-წრაფოდ გამოირკვეს ძეგლის დაცვის საკითხი და მასთან მუზეუმის დამოკიდებულება”. ამჯერად, არქიმანდრიტ ალექსისა და ბატონი აკაკი ჭანტურიას მონდომებით კომკავშირლებმა საკუთარი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს, ხობის მონასტერი კურდღლის ფერმად ვერ გადაკეთდა. თუმცა, მისი წინამძღვრის დევნაზე ხელი არ აუღიათ. მას ხშირად აპატიმრებდნენ და მალევე ათავისუფლებდნენ. მამა ალექსის შვილიშვილი მარიამ (მარგო) შალამბერია იხსენებს: „ბაბუა —
14-1 საპატრიარქოს უწყებანი N14 17-23აპრილი 2008წ გვ.19
არქიმანდრიტი ალექსი (მირცხულავა) (1875-1962) (გაგრძელება)
_ასე იტყოდა: „დამაპატიმრებდნენ, დახურულ კამერაში კვამლს უშვებდნენ, ცოტა ხანს მაწვა-ლებდნენ და მერე გამომიშვებდნენ. რა უნდოდათ დღესაც არ ვიცი და ალბათ თვითონაც არ იცოდნენო”. სწორედ 30-იანი წლებიდან ხობის დახურული მონასტრის გარშემო მცხოვრებ ბერებს უკვე მონასტერში ცხოვრებაც აუკრძალეს. მამებს საცხოვრებელი ქვის სახლი ჩამოართვეს და ღია ცის ქვეშ დატოვეს. მიუხედავად ამისა, მამა ალექსიმ მიძინების სახელობის ტაძრის უკანა ფასადში თავისთვის მოაწყო ერთი სენაკი და ყოველმხრივ ცდილობდა მო-ასტრის გარეთ არ დარჩენილიყო, რაც მონასტრული ცხოვრებისა და ბერობისათვის აუცილებელია. აქაც არ გააჩერეს წინამძღვარი და ეს პატარა ოთახიც დაუნგრიეს. ამის შემდეგ გულგატეხილი მოძღვარი ითხოვდა გალავნის შიგნით მიეცათ მისთვის თავშესაფრის აშენების უფლება, მაგრამ არც ეს თხოვნა შეუსრულეს. იგი იძულებული გახდა იქვე მახლობლად, ქ. ხობის გარეუბანში, ჭიხუში, მონასტრიდან კილომეტრნახევარში მამისეულ ქოხში დაბრუ-ნებულიყო. არქიმანდრიტი ალექსის სიყვარული ღვთის, სამშობლოსა და დედაეკლესიისადმი კარგადაა აღწერილი პირად წერილში, რომელსაც სამეგრელოს მუზეუმის დირექტორს აკაკი ჭანტურიას უგზავნის. ამ წერილებში მამა ალექსი საუბრობს პირად ტკივილზე, რაც ეკლესიის დევნით იყო გამოწვეული. მისი დარდი, მწუხარება და უგუნებობაა აქ აღწერილი. ეს წერილები არის გამომხატველი იმ შეგნებული ადამიანის შინაგანი მდგომარეობისა, რომელსაც სტკიოდა თავისი ქვეყნის აწმყო, რადგან ხედავდა მასში ტრაგიკულ მომავალს. წერილები გასული საუკუნის 30-იან წლებს ეკუთვნის და მათგან მხოლოდ მნიშვნელოვან ნაწყვეტებს მოვიყვან. „შვიდი კაცი პარტიულნი, წამოსულნი არიან, ჩამოუხსნიათ ზარი და წაუღიათ, ბერებმა ვერ გაიგესო თუ არა, ბერებს კიდო გავპარსავთო უთქვამთ...“ „მოვიდნენ ნოჯიხევის თემის აღ- მასკომი, და მეორე კაცი და ნახეს ქვის ზალა. ეს გვინდაო კოლექტივისმუხუდოს და სიმინდის ბინად.“ „სამრეკლო სულ ინგრევა.... წვიმა ყველგან მოდის.... კარნეზის თლილი ქვები გადავარდნილი, ოცამდე შევიტანე ეკლესიაში .... უბედური ხობის მონასტერი, რავა იკარგება დიდი ისტორიული ნაშთი. ვამეყ დადიანის მარმარილოს ლოდი თავის ადგილში შევიტანე.“ „ქარმა დიდად დააზიანა სახურავი ხობის მონასტრისა. ჩრდილოეთ მხარეს ჟესტი გადაგლიჯა და ეხლა უნდა ვუშველოთ რამე თუ არა საკურთხეველში და სხვაგან მხატვრობა დაიკარგება.“ „ეკლესიას რა ვუყო, სანამ აღკრძალული არ ვიქნები, მანამდე ვრჩები, მარა მერე რა ვქნა?... ეკლესია დაცული თუ იქნება, სიკვდილამდე ვერ მოვშორდები.“ „მე თვითონ გაჭირვებაში ვარ, მარა მონასტერი მაინც მეცოდება. მონასტრის სიყვარულისათვის ვღებულობ თვალწინ განსაცდელს.“ „ჩემი ცხოვრება არის მონასტერი და დღეს დავრჩი ყოველგან უიმედოდ... დღემდე არ ვიცოდი, თუ მონასტერს პატრონი არ ჰყავდა და დღეს ვნახე... მითხარით ეკლესია ვის ჩავაბარო, შიგნით რაც არის დაიკარგება... მათ ხელში თუ იქნა კლიტე, არაფერი არ დარჩება შიგნით... მოუსწარით ეკლესიის შიგნით მორთულობას ნუ დაკარგავთ... მე მაინც დასაკარგავი ვყოფილვარ და დავიკარგები.“ „ჩემი ჯამაგირისათვის მიმართვა შევიტანე რაიაღმასკომში, -ვარი მითხრეს, ჩვენ ბიუჯეტი არ გვაქვსო და აწი თბილისიდან თუ გამოგზავნილია ჩემი მისაცემი ფული, ნუ დაკარგავთ, მონასტერს ასარგებლეთ ქე მაინც... ფულის სიყვარულისთვის კი არ ვარ, მიყვარს ძველი ნაშტი და ეკლესია...“ „მონასტერში თუ კოლექტივი ჩამოვიდა მე ვერ გავჩერდები, მწვალებლები არიან." „ჩემი ცხოვრება რა არის, ვერცხლის დასაკიდებელი ჯვარი გავყიდე, ფეხსაცმელი და შალის ანაფორა. ასე ვიტანჯები მონასტრის სიყვარულისათვის.”12 მონასტრის სიყვარული ტვირთი და უდიდესი ტანჯვის მიზეზი გახდა მამა ალექსისათვის. მისი ცრემლნარევი ღაღადი მხოლოდ ერთეულებს თუ ესმოდათ მაშინ, ვისაც გაეგებოდა მონასტრის, ტაძრის და ზოგადად საქართველოსა და მისი ეკლესიის ჩუმი გმინვა, პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული, ან კიდევ იყო მეორე გზა, დაპატიმრება და რეპრესიები. რეპრესიებს ვერ გადაურჩა მამა ალექსის შვილიც – ლავრენტი. იგი 1937 წელს გადაასახლეს. იქაურმა მძიმე პირობებმა მას სიცოცხლე მოუსწრაფა და გადასახლებაშივე გარდაიცვალა. ძნელი წარმოსადგენი არაა არქი- მანდრიტ ალექსის შინაგანი მდგომარეობა. სიცოცხლეზე მეტად შეყვარებულ მონასტერს დააშორეს, შვილი გადაუსახლეს, დაუღუპეს და მიუხედავად ამისა, მასზე ბრძოლა არ წყდებოდა. ისევ შვილიშვილი მარიამ შალამბერია იხსენებს: „ასე იტყოდა: „ღამით ბავშვებს მომანათვლინებდნენ და დღისით პოლიციაში მაწვალებდნენო”... ჭიხუში გადასახლებულმა მამა ალექსიმ აიშენა ოროთახიანი ხის ქოხი, სადაც ცხოვრობდა. იგი ამ ქოხშივე აღასრულებდა სხვადასხვა ღვთისმსახურებებს. უფროსი თაობის ადამიანებს კარგად ახსოვთ დიდი აღნაგობის, განიერი მხარბეჭითა და თეთრი დათოვლილი წვერით, დინჯად მოსიარულე მოძღვარი. მახლობელი სოფლებიდან და რაიონებიდან არქიმანდრიტ ალექსისთან მიჰყავდათ ბავშვები მოსანათლად.
14-2 საპატრიარქოს უწყებანი N14 17-23აპრილი 2008წ გვ.20
არქიმანდრიტი ალექსი (მირცხულავა) (1875-1962) (დასასრული)
ფაქტიურად, ეს პატარა ქოხი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიით ემბაზს წარმოადგენდა, სადაც სულიწმინდის ბეჭედს და ქრისტეს ნათელს ღებულობდნენ ადამიანები. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. მამა ალექსიზეც დევნა თითქმის შეწყდა. ფაქტიურად, დაზავდა პოლიცია და მღვდელმსახური. მოძღვარი თავის ბედს შეეგუა, იგი ხობის მონასტერში არ ავიდოდა და „სამართალდამცავებიც” მას აღარ „მიაქცევდნენ ყურადღებას”. არქიმანდრიტმა ალექსიმ ცხოვრების დანარჩენი ნაწილი იქვე ჭიხუში გაატარა. ცხოვრობდა თავის თვის, მარტო მონაზვნურად (მარტომყოფი) და შეძლებისდაგვარად ემსახურებოდა ხალხს. შემდგომი თაობის ბოლშევიკები მას რიდით ეპყრობოდნენ, ვინაიდან თავად მოძღვრის მშვიდი და წრფე ლი, ადამიანური დამოკიდებულება აიძულებდა მათ ასე მოქცეულიყვნენ. როგორც ამას წინათ მენჯის მთავარანგელოზის სახელობის შუშანიების სავანის მორჩილმა ნინა შუშანიამ მითხრა, - მამა ალექსი განსაკუთრებულ დღეებში მოდიოდა ამ მონასტერში და იქ წირვას აღავლენდა. ისე, იშვიათად ტოვებდა თურმე თავის საცხოვრებელს, მეზობლებში თითქმის არ გადადიოდა და ასევე იშვიათად იხსენებდა თავის ტკივილიან წარსულს. მხოლოდ რამდენიმე მათგანი ახსოვს მის შვილიშვილ მარიამს: „სიამაყითა და სიხარულით იტყოდა ხოლმე: ბაბუ, ჩემს წვერს ვერ შეეხნენ და ამ ანაფორისათვის ხელი არ მოუკიდნიათო (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მამა ალექსის ის ეზო, სადაც ცხოვრობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ შეიძინა არაჩემიების ოჯახმა. სწორედ ამ ოჯახის ერთ-ერთი შვილი 2006 წელს აღდგომის მარხვაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტ ისააკის (ღა დუა) მიერ ბერად ალექსის სახელით აღიკვეცა. ნათელმა კვალმა პოვა თავისი სავალი.)
15 საპატრიარქოს უწყებანი N15 24აპრილი-7მაისი 2008წ გვ.17
არქიმანდრიტი ალექსი (მირცხულავა) (1875-1962)
არქიმანდრიტის ხშირი სტუმრები ბავშვები იყვნენ. მქონდა საშუალება იმდროინდელ „ბავშ-ვებს“, ახლა უკვე უფროსი თაობის ადამიანებს გავსაუბრებოდი. მათ მეხსიერებაში მხოლოდ რამდენიმე შტრიხია დარჩენილი კეთილი მოძღვრის ცხოვრებიდან. მათგან უმრავლესობას მხოლოდ ის ახსოვთ, როგორ ულაგებდნენ დედები აბგაში საკურთხს და მიცვალებულთა მოსახსენებელ დღეებში მამა ალექსისთან რომ აგზავნიდნენ, ვინაიდან თვითონ ვერ
15-1 საპატრიარქოს უწყებანი N15 24აპრილი-7მაისი 2008წ გვ.18
არქიმანდრიტი ალექსი (მირცხულავა) (1875-1962) (გაგრძელება)
მამა ალექსის მეზობლად მცხოვრებმა პიროვნებამ და თან დაახლოებულმა ბონდო კეკელიამ ბევრი რამ მომიყვა ნათელხსენებულ არქიმანდრიტის ცხოვრებაზე, რითაც კიდევ უფრო გამიმ-დიდრა წარმოდგენა ამ პიროვნებაზე. აი, რა მიამბო ბატონმა ბონდომ: „თანატოლებთან შედარებით, მამა ალექსისთან ყველაზე ახლოს ვიყავი. მე მასთან წიგნი მაახლოებდა. კითხვა ბავშვობიდანვე მიყვარდა. მამა ალექსისაც კარგი ლიტერატურა ჰქონდა, რომელსაც ერთ დიდ ხის სკივრში ინახავდა. მას უნიკალური წიგნები გააჩნდა, რომელთა გარეკანი და მორთულობაც კი დაგაინტერესებდა კაცს დიდად. ჩვენ სკოლაში საქართველოს ისტორიას შემოკლებით გვასწავლიდნენ, რაც არ მაკმაყოფილებდა. მამაოს ჰქონდა საქართველოს ისტორიის წიგნი, მე დავდიოდი, იქვე ოთახში ჩამოვჯდებოდი და ვკითხულობდი, გაუგებარ ადგილებს მამა ალექსი გულდასმით მიხსნიდა და ყოველმხრივ ცდილობდა აეხსნა ჩემთვის ესა თუ ის ბუნდოვანი აზრი. წიგნებს მოძღვარი სახლში არ მატანდა. ეშინოდა, მამაჩემი მასთან ახლოს კი იყო, მაგრამ პარტიული გახლდათ და ამიტომ ერიდებოდა. თანდათანობით მასთან სიარულში ხუცურიც ვისწავლე და წმინდა წერილსაც ვკითხულობდი, რაც მოძღვარს დიდად ახარებდა. ერთხელ სკოლაში ისტორიის გაკვეთილზე, საქართველოს წარსულზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მე ავდექი და რაც ვიცოდი მამა ალექსისგან ყოჩაღად ვისაუბრე. მასწავლებელს, პალიკო წურწუმიას გა-უკვირდა და საუბარი შემაწყვეტინა, შემდეგ კი შემეკითხა: „საიდან იციო შენ ეგ... სად იშოვეო ეს ლიტერატურა, რომლიდანაც ეხლა საუბრობო.” კარგი კაცი იყო ჩემი მასწავლებელი და ვუამბე, თუ საიდან ვიცოდი ყოველივე. ბოლოს მთხოვა, გამეცნო მისთვის მამა ალექსი“. „არქიმანდრიტ ალექსის ყველა პატივს სცემდა, პარტიულიცა და უპარტიოც. ის იყო უაღრესად წესიერი, პატიოსანი, ნიჭიერი და ნაკითხი პიროვნება, კაცური კაციო, რომ იტყვიან, ეგეთი, მისი პირიდან ლოცვისა და კარგის მეტს ვერაფერს სხვას ვერ გაიგებდა ადამიანი. „მისი ნათქვამიდან აი რა დამამახსოვრდა: „შვილო, - მითხრა: როცა ჭიქას აიღებ და მიცვალებულთა მოხსენიებას დაიწყებ, გთხოვ, სახელებს ნუ იტყვი, იქნებ რომელიმე გამოგრჩეს და ნაწყენი დაგირჩეს, ცოდვაა მერე ისიც და შენც. ამიტომ, როცა მიცვალებულთა შესანდობარს იტყვი, ასე თქვი: „თუ ვინმე გამომრჩეს, შენ უკეთ იცი და მოიხსენე ღმერთოო“. „მიცვალებულთა შესახებ მან ერთი ასეთი იგავი მომიყვა: „გარდაიცვალა დედ-მამა ოჯახისა, წავიდნენ იმქვეყნად. გარკვეული ხნის შემდეგ შვილიც მივიდა მათთან და გაუხარდათ მისი ნახვა. შემდეგ მამამ უთხრა შვილს, ჩადი ქვევით და ნახე ვინმე თუ არის მანდო. მან უპასუხა: წყლის მეტი ვერაფერი ვნახეო. აი, ახლა ვყოფილვართ ჩვენ მართლა მკვდრებიო, ვინაიდან მომხსენებელი არავინ დაგვრჩენიაო – უპასუხა მამამ”. მომხსენებლისა და მომავლის ძიება–მოლოდინში გაატარა ნატანჯმა არქიმანდრიტმა საკუთარი სიცოცხლე. სწორედ ამქვეყნიდან პირნათლად გასვლა და მო- მავლისათვის კეთილი თესლის დატოვება იყო მისი ცხოვრების მიზანი და საზრუნავი. არავის ახსოვს არც მოღუშული და გაბრაზებული და არც მხიარული მამა ალექსი. მის სახეზე მხოლოდ იმედიანი დარდი იკითხებოდა, რაც მისი სურათებიდანაც კარგად ჩანს. ერთ-ერთი სურათი ბატონ ბონდოს გადაუღია მისთვის, ფოტოხელოვნებით ვიყავი გატაცებული „სტუდენტობისას, მქონდა იმდროინდელი პრიმიტიული აპარატი და ვთხოვე მოძღვარს გადამეღო მისთვის სურათი, რაზეც დამთანხმდა”. (ეს სურათი მაჩუქა ბატონმა კაკო ზარანდიამ). არქიმანდრიტი ალექსი იყო უდიდესი ქველმოქმედი. მოსარჩლე ობლებისა და ხელმოკლე ოჯახებისა. განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეხმარებოდა იგი ხალხს. ამალია სასანია (ამჟამად სამთავროს დედათა მონასტრის სამონაზვნე ვალენტინა) მიყვებოდა: „მე პატარა ვიყავი მაშინ, მაგრამ მახსოვს, როგორ აჭედებდა სახლის სახურავს ხელებაკაპიწებული, შავკა-ბიანი, თეთრწვერა დიდი კაცი”. არქიმანდრიტი ალექსი თავისი ქოხიდან პირდაპირ ხობის მონასტერსა და მის სამრეკლოს უყურებდა (ამას წინათ მივედი იმ ადგილას, სადაც მამა ალექსი ცხოვრობდა. მინდოდა იმ ქოხისათვის სურათი გადამეღო, მაგრამ დანგრეული დამიხვდა. შემდეგ მონასტრისაკენ გავიხედე. მართლაც, საუკეთესო ადგილი აურჩევია მამა ალექსის საცხოვრებლად, ჰორიზონტზე პირდაპირ მონასტრის საოცარი ხედი მოსჩანდა), თუმცა იქ შესვლა არ შეეძლო, აკრძალული ჰქონდა. მისმა შვილიშვილმა მიამბო: „ხშირად დადგებოდა ბაბუა სახით მონასტრისკენ, დიდხანს იდგა, შემდგომ გამობრუნდებოდა და თვალებიდან ცრემ- ლები სდიოდა.
15-2 საპატრიარქოს უწყებანი N15 24აპრილი-7მაისი 2008წ გვ.19
არქიმანდრიტი ალექსი (მირცხულავა) (1875-1962) (დასასრული)
მე ბავშვი ვიყავი, არ მესმოდა მისი და დავცინოდი. ეხლა ვხვდები, რა იყო ბაბუას ცრემლის მიზეზი.” ალბათ, მონასტრის წინამძღვარი სთხოვდა ღმერთს, კვლავ ენახა სანთლებით განათებული ტაძარი და მოესმინა შიგ ტკბილი ქართული საგალობელი. მამა ალექსის ეს თხოვნა თხოვნად დარჩა. იგი ვერ მოესწრო ხობის მონასტრის გახსნას. ნაწამებ არქიმანდრიტს სიცოცხლის ბოლოს ჯანმრთელობა შეერყა და 1962 წელს გარდაიცვალა. მას ვერ წარმოედგინა, თუ დაასვენებდნენ იმ მონასტერში, საიდანაც ოცდაათი წლის წინათ გამოაძევეს, მაგრამ რაიონის კეთილგონიერ ადამიანთა მეშვეობით არქიმანდრიტი ალექსი ხობის მონასტრის სამ-რეკლოში დაკრძალეს, წინამძღვარ შიოს გვერდით. დაკრძალვის დღეს ფიქრობდნენ, გასვენება არ მოეწყობოდა, მაგრამ ხელისუფლება მწარედ მოტყუვდა; მონასტრამდე უამრავმა ხალხმა მიაცილა უკანასკნელ ბინამდე ღვთისა და ხალხის სამსახურში დაშრეტილი მამის ცხედარი ისე, რომ რამდენიმე წუთით შეფერხდა კიდეც ცენტრალურ გზაზე ავტომობილთა მოძრაობა. აკაკი ჭანტურიასთან მიწერილ ერთ-ერთ წერილში მამა ალექსი აღნიშნავს: „ვაი კაცის ცოდვა,ვინც უღალატა ხობის მონასტერს... ბევრი აუშენებია, ბევრს სულს ამოწყვეტს”. მართლაც, ერთი შემთხვევა თავად აქვს მონაყოლი მოძღვარს შვილიშვილისათვის. თურმე, როცა კომუნისტები მოვიდნენ ყველა განძის გატანა ვერ მოუხერხებიათ. გარკვეული ნაწილი ოქროსი არქიმანდ-რიტს გადაუმალია, რომელიც რამდენიმე კაცის თანხლებით დაუფლავს. დამსწრეთათაგან ერთერთმა გასცა მონასტრის განძის საიდუმლო და ამოიღეს მთავრობის წარმომადგენლებმა. გამცემი იცოდა, ვინც იყო, წინამძღვამა, მაგრამ არ ამბობდა. კარგა ხნის შემდეგ მოვიდა მასთან იმ პიროვნების ახლო ნათესავი და მისი პირით შენდობა სთხოვა მამა ალექსის, ვინაიდან თვითონ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო მოსვლა. არქიმანდრიტ ალექსის ანდერძის თანახმად მისი პირადი ნივთები და მონასტრიდან წამოღებული რელიქვიები თეკლათის დედათა მონასტრის არქიმანდრიტ კონსტანტინეს (ქვარაია) ჩააბარეს. მათ შორის იყო იოანე ნათლისმცემლის თითის ნაწილი, რომელსაც მამა ალექსი დიდის მოწიწებით ინახავდა. ქალბატონი მარიამი მიყვებოდა: „მე არ ვიცოდი იმ პატარა ყუთში რა ინახებოდა, უბრალოდ ის მახსოვს, რომ მას ხშირად გვამთხვევინებდა და შემდგომ ნაკურთხ წყალს გვასმევდა”. (თავის მხრივ, არც მამა კონსტანტინე ბედავდა ამ სიწმინდის ტაძარში გამობრძანებას, მას ჩუმად მისსავე კელიაში ინახავდა). აი, ასეთი რთული ცხოვრების გზა განვლო არქიმანდრიტმა ალექსიმ. მის დაბადებასა და აღსასრულს შორის არსებული მანძილი ნამდვილად გოლგოთა იყო.