სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11760

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
სტეფანე გიგოლაშვილი 1880-1959წწ იღუმენი აწყურის წმიდა გიორგის ტაძარი (თეთრი გიორგი) ახმეტა სტეფანე გიგოლაშვილი 1880-1959წწ იღუმენი აწყურის წმიდა გიორგის ტაძარი (თეთრი გიორგი) ახმეტა

1880-1959 წწ. გარდ. 79 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი გიგოლაშვილი სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

477       ბეჭდვა

სტეფანე გიგოლაშვილი 1880-1959წწ იღუმენი აწყურის წმიდა გიორგის ტაძარი (თეთრი გიორგი) ახმეტა

სტეფანე გიგოლაშვილი  1880-1959წწ იღუმენი აწყურის წმიდა გიორგის ტაძარი (თეთრი გიორგი) ახმეტა

მელქისედეკ ცელაძე - არქიმანდრიტი. კირილე ცინცაძე - არქიმანდრიტი. სტეფანე გიგოლაშვილი - იღუმენი

იღუმენი სტეფანე (გიგოლაშვილი) 1879-1959წწ   XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

იღუმენი სტეფანე, ერისკაცობაში – სვიმონ ნიკოლოზის ძე გიგოლაშვილი, 1879 წელს თელავის მაზრის სოფელ იყალთოში,
გლეხის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახ-
გვ259

ში მიიღო, სადაც ბავშობიდანვე ღვთის სიყვარულითა ღა მოშიშებით ზრდიდნენ· სვიმონი ოცდათოტმეტი წლის ასაკამდე 
სოფელში ცხოვრობდა და ოჯახს ეხმარებოდა, თუმცა არც ეკლესიასა და ღვთისმსახურებას აკლდებოდა, როგორც კი დროს
გამონახავდა, აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრებში მოსალოცად მიდიოდა და იქ მცხოვრები ბერებისაგან სულიერ რჩევა-დარიგებებს იღებდა. 
მალე თავადაც გაუჩნდა ბერად შედგომის სურვილი. ოჯახისაგან ნებართვის მიღებისა და დალოცვის შემდეგ, 1911 წლის 1 სექტემბერს ზედაზნის მონასტერს მიაშურა.
ამ დროს მონასტრის საძმოს წინამძღვრობდა იღუმენი იოანე (ქარსელაძე), რომელმაც დიდი სიყვარულით მიიღო ბერობას 
მოწადინებილი ახალგაზრდა. იმ პერიოდში ზედაზენზე მოღვაწეობდა 90 წელს მიტანებული, გამოცდილი და თავისი სულიერებით განთქმული მღვდელ-მონაზონი იონა  (მუხიაშვილი), ვისგანაც სვიმონმა საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი· ასევე გამოიცდებოდა სხვადასხვა 
მორჩილებასა და სათნოებაში. 
1914 წლის დიდმარხვაში მამა იოანემ სვიმონს ანაფორა უკურთხა და აღმოსავლეთ სა
გვ260
ქართველოს ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესის, არქიმანდრიტ ნაზარის (ლეჟავა) ლოცვა-კურთხევით, ოფიციალურად
ჩარიცხა მონასტრის საძმოში.
1916 წელს მორჩილი სვიმონი ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს, სადაც 
წინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა სპირიდონმა (კეთილაძე) იგი ბერად აღკვეცა და სახელად სტეფანე უწოდა. ამავე წელს 
გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) ბერი სტეფანე დიავნად აკურთხა. 
1919 წლის 3 იანვარს ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იოანე ქვათახევის მონასტერში გადაიყვანეს. მისივე თხოვნით, 
ამავე წლის 22 მაისს ბეთანიის მონასტრის ბერ-დიაკონი სტეფანეც ქვათახევში განამწესეს. მონასტერი მწირველი 
ბერების ნაკლებობას განიცდიდა, ამიტომ, მამა იოანეს წარდა გინებით, მამა სტეფანეს ამავე წლის ნოემბერში ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე)
მღვდლად დაასხა ხელი. 
ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ საქართველოს ეკლესიას მძიმე დღეები დაუდგა. ქვათახევის მონასტერი 
რამდენიმეჯერ დაარბიეს და გაძარცვეს. საძმოს წევრებიდან ზოგი დააპატიმრეს, ზოგიც სხვა მონასტერში გადავიდა. 
1923 წელს წინამძღვიარიც იძოულებული გახდა დაეტოვებინა მონასტერი და თავშესაფარი სოფლად ეძებნა. მონასტერში მხოლოდ 
ორი ბერი – ხაზინადარი, მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე (ვარდოსანიძე) და მამა სტეფანეღა დარჩნენ. მათაც მეტად მძიმე 
პირობებში უხდებოდათ ცხოვრება. 
1924 წლის დასაწყისში ქვათახევის მონასტერი ოფიციალურად დაიხურა. ამავე წლის 7 მაისით დათარიღებულ წერილში 
მამა სტეფანე შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ ეფრემს (სიდამონიძე) სთხოვს მონასტერში მიღებას: „გთხოვთ, მიმიღოთ
და ჩამწეროთ ძმათა შორის. ტაძრის დაკეტვა და წირვა-ლოცვის უქონლობა მაიძულებს, დავანებო თავი ჩემს მონასტერს, ქვათახევს.
საბუთები არაფერი მაქვს, რადგან მონასტრის დაკეტვის და ქონების ჩამორთმევის დროს წაღებულ იქნა ყველაფერი“.
გვ261 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, ურბნელმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (ციციშვილი) მას ნება დართო,
გადასულიყო და მამა სტეფანეც შიომღვიმის მონასტერში აგრძელებს თავის ბერულ მოღვაწეობას.
1925 წელს კომუნისტებმა ალავერდის მონასტრიდან გააძევეს მღვდელ-მონაზონი ზენონი (სუმბაძე)
და ტაძარი ღვთისმსახურების გარეშე დარჩა. ამიტომ უწმინდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ (ხელაია)შიომღვიმიდან გამოიყვანა მამა სტეფანე
და ალავერდის ტაძარი ჩააბარა.
ეკლესიაში ღირსეული და კეთილსინდისიერი მოღვაწეობისათვის საეკლესიო მმართველობამ მამა სტეფანე 1929 წელს – 
საგვერდულით. ხოლო 1932 წლის 5 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვა. 
მშვიდი და უშფოთველი ცხოვრება არც ალავერდის ტაძარში ჰქონია მამა სტეფანეს. ხელისუფლებისგან შევიწროებულს მეტად 
მძიმე პირობებში უხდებოდა მოღვაწეობა და წირვა–ლოცვის აღსრულება. შემოფანტული და შეშინებული მრევლიც ვეღარ 
ახერხებდა მოძღვრისა და ეკლესიისათვის ღირსეული ყურადღების მიპყრობას. თუ რა მდგომარეობა იყო ამ დროს ალავერდის ტაძარში,
კარგად ჩანს 1932 წჯლის 30 ივნისს ეპარქიის მთავარხუცესის, დეკანოზს ლეონტი ღვინიაშვილის წერილში, 
რომელშიც ის მწუხარებით მიმართავს წმინდა სინოდს: „კახეთის თვალი და გული, ალავერდის ტაძარი, მეტად უნუგეშო 
მდგომარეობაშია. მისი ეზო სანახირედ არის გადაქცეული, მღვდელ-მონაზონ სტეფანეს კოლმეურნეები მეტად უხეშად 
ექცევიან· სამჯერ გატეხეს ტაძარი, წაიღეს შემდეგი ნივთები:
გვ262 
სამი თვალი ამოაცალეს წმინდა იოსებ ალავერდელის ხატს, ჩამოხსნეს კრეტსაბმელი, რვა არშიანი თოკითურთ, წაიღეს ნამწვავი კელაპტრები,
დაახლოებით 5 გირვანქამდე· ტაძარში ამჟამად აწყვია კასრები, სადაც კომბოსტოსა და კიტრის წნილია ჩადებული, რის გამოც, ტაძარში საშინელი სუნი დგას· 
მღვდელ–მონაზონი სტეფანე ეს ბოლო 5 თვეა საერთოდ გააგდეს ტაძრიდან და ეკლესიის მოშორებით დასახლდა. გთხოვთ უმდაბლესად, 
აღძრად შუამდგომლობა, სადაც ჯერ არს, რათა ალავერდის ტაძარი იყოს შენახული ჯეროვნად, როგორც ისტორიული ძეგლი“. 
კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე), რომელსაც ალავერდის ეპარქიის მართვა-გამგეობაც ჰქონდა მინდობილი,


გვ263
იმავე წლის ჯვართამაღლებას სამღვდელოებასთან ერთად იმოგზაურა კახეთში და წირვა-ლლოცვა აღასრულა ალავერდის ეკლესიაში. 
მამა სტეფანესათვის დიდი ნუგეში იყო კათოლიკოსის ხილვა, უწმინდესმა ლოცვა-კურთხევა მისცა მოძღვარს. შეძლებისდაგვარად აღესრულებინა ღვთისმსახურება ალავერდის 
ეკლესიაში, ამასთანავე, ხელისუფლების წარმომადგენლებიც გააფრთხილა, მეტი პატივისცემა და ყურადღება გამოეჩინათ ტაძრისადმი. 
1934 წელს ეკლესიაში მრავალწლიანი და ერთგული მოღვაწეობისათვის მამა სტეფანეს იღუმენის წოდება მიენიჭა.  
XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ხელისუფლებამ დახურა ალავერდის საკათედრო ტაძარი და კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 
მამა სტეფანე მშობლიურ სოფელ იყალთოში დასახლდა. მას დაევალა თელავის რაიონის სოფლებში – ოჟიოში, ხორხში, კოღოთოსა და ალავერდში შეესრულებინა 
საეკლესიო წესები. 
1945 წელს ხელისუფლებამ, ეკლესიისა და მორწმუნეთა დაჟინებული თხოვნით, სამღვდელოებას ნება დართო, ალავერდის  
ტაძარში წირვა-ლლოცვა და საეკლესიო წესები აღესრულებინა. 
კათოლიკოს-პატრიარქმა მონასტრის წინამძღვრად არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი) განამწესა, ხოლო თანაშემწედ მამა  
სტეფანე დაუნიშნა· აქედან მოყოლებული, ვიდრე აღსასრულამდე, იგი კვლავ დაუხარლად აღასრულებდა ღვთისმსახურებას  
და ვინ იცის, რამდენი ანუგეშა, მონათლა და გააპატიოსნა ქრისტეს ერთგულმა მხედარმა.  
1959 წელს 80 წლი იღუმენმა სტეფანემ მშვიდობით მიაბარა სული უფალს. ნათესავებმა და ჭირისუფლებმა იგი თავის მშობლიურ სოფელში, 
საერო სასაფლაოზე დიდი პატივით დაკრძალეს.
გვ264

იღუმენი სტეფანე (გიგოლაშვილი) (1879-1959)

იღუმენი სტეფანე — ერისკაცობაში სვიმონ ნიკოლოზის ძე გიგლაშვილი — 1879 წელს თელავის მაზრის სოფელ იყალთოში, გლეხის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, სადაც ბავშობიდანვე ღვთის სიყვარულითა და მოშიშებით ზრდიდნენ.  სვიმონი ოცდათორმეტი წლის ასაკამდე სოფელში ცხოვრობდა და ოჯახს ეხმარებოდა სხვადასხვა საქმიანობაში, თუმცა ეკლესიასა და ღვთისმსახურებას არ აკლდებოდა. როგორც კი დროს გამონახავდა, აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრებში მოსალოცად გაეშუ რებოდა და თანაც იქ მყოფი ბერებისაგან სულიერ რჩევებსა და და რიგებებს იღებდა. მალე თავადაც გაუჩნდა სურვილი ბერად შედგომისა და ოჯახში ნებართვის მიღებისა და დალოცვის შემდეგ ზედაზე-ნის მონასტერს მიაშურა. ეს მოხდა 1911 წლის 1 სექტემბერს. ამ დროს მონასტრის საძმოს წინამძღვრობდა იღუმენი იოანე (ქარსელაძე), რომელმაც დიდი სიყვარულით მიიღო ბერობას მოწადინებული ახალგაზრდა. იმ პერიოდში ზედაზენზე მოღვაწეობდა 90 წელს მიტანებული, გამოცდილი და თავისი სულიერებით განთქმული მღვდელმონაზონი იონა (მუხიაშვილი), ვისგანაც სვიმონმა საფუძვლიანად შეისწავლა საღმრთო წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი, ასევე გამოიცდებოდა სხვადასხა მორჩილებასა და სათნოებებში. 1914 წლის დიდ მარხვაში მამა იოანემ სვიმონს ანაფორა უკურთხა და აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესის არქიმანდრიტ ნაზარის (ლეჟავა) ლოცვა-კურთხევით ოფიციალურად განამწესა მონასტრის საძმოში.

19-1 საპატრიარქოს უწყებანი N19 29მაისი-4ივნისი 2008წ გვ.19

იღუმენი სტეფანე (გიგოლაშვილი) (1879-1959)(გაგრძელება)

 

1916 წელს მორჩილი სვიმონი ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში გადაიყვანეს, სადაც წინამძღვარმა მღვდელმონაზონმა სპირიდონმა (კეთილაძე) იგი ბერად აღკვეცა და სახელად სტეფანე უწოდა. ამავე წელს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) ბერი სტეფანე დიაკვნად აკურთხა. 1919 წლის 3 იანვარს ზედაზენის მონასტრის წინამძღვარი იღუმენი იოანე ქვათახევის მონასტერში გადაიყვანეს. მისივე თხოვნით, ამავე წლის 22 მაისს ბეთანიის მონასტრის ბერდიაკონი სტეფანეც ქვათახევში განამწესეს. რადგანაც მონასტერი მწირველი ბერების ნაკლებობას განიცდიდა, მამა იოანეს წარდგინებით იგი ამავე წლის ნოემბერში ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) მღვდლად აკურთხა. ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ საქართველოს ეკლესიას მძიმე დღეები დაუდგა. ქვათახევის მონასტერი რამდენჯერ დაარბიეს და გაძარცვეს. საძმოს წევრები ზოგი დააპატიმ- რეს, ზოგიც სხვა მონასტერში გადავიდა. 1923 წელს წინამძღვარიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მონასტერი და თავშესაფარი სოფლად ეძებნა. მონასტერში მხოლო ორი ბერი — ხაზინადარი მღვდელმონაზონი ნეოფიტე (ვარდოსანიძე) და მამა სტეფანეღა დარჩნენ. მაიაც მეტად მძიმე პირობებში უხდებოდათ არსებობა. 1924 წლის დასაწყისში ქვათახევის მონასტერი ოფიციალურად დაიხურა. ამავე წლის 7 მაისით დათარიღებულ წერილში მამა სტეფანე შიო-მღვიმის მონასტრის წინამძღვარს იღუმენ ეფრემს (სიდამონიძე) სთხოვს მონასტერში მიღებას: „გთხოვთ, მიმიღოთ და ჩამწეროთ ძმათა შორის. ტაძრის დაკეტვა და წირვა-ლოცვის უქონლობა მაიძულებს დავანებო თავი ჩემს მონასტერს ქვათახევს. საბუთები არაფერი მაქვს, რადგან მონასტრის დაკეტვის და ქონების ჩამორთმევის დროს წაღებულ იქნა ყველაფერი.“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, ურბნელმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (ციციშვილი) დართო მას ნება გადასვლაზე და მამა სტეფანეც შიო მღვიმეში აგრძელებს თავის ბერულ მოღვაწეობას. 1925 წელს კომუნისტებმა ალავერდის მონასტრიდან გააძევეს მღვდელმონაზონი ზენონი (სუმბაძე) და რადგან ტაძარი ღვთისმსახურების გარეშე იყო დარჩენილი, მის მაგივრად უწმინდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ (ხელაია) შიო-მღვიმედან გადმოიყვანა მამა სტეფანე და ალავერდის ტაძარი ჩააბარა. ეკლესიაში გულმოდგინედ და კეთილსინდისიერი მოღვაწეობის გამო საეკლესიო მმართველობამ მამა სტეფანე 1929 წელს ― საგვერდულით, ხოლო 1932 წლის 5 აპრილს ― სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვა. მშვიდი და უშფოთველი ცხოვრება არც ალავერდის ტაძარში ჰქონია მამა სტეფანეს. ხელისუფ-ლებისგან შევიწროებულს მეტად მძიმე პირობებში უხდებოდა მოღვაწეობა და წირვა-ლოცვის აღსრულება. შემოფანტული და შეშინებული მრევლიც ვეღარ ახერხებდა მოძღვრისა და ეკლესიისათვის ღირსეული ყურადღების მიპყრობას. თუ რა მდგომარეობა იყო ამ დროს ალავერდის ტაძარში, კარგად ჩანს 1932 წლის 30 ივნისს ეპარქიის მთავარხუცესის დეკანოზი ლეონტი ღვინიაშვილის მიერ მომზადებულ წერილში, სადაც ის მწუხარებით მიმართავს წმინდა სინოდს: „კახეთის თვალი და გული, ალავერდის ტაძარი მეტად უნუგეშო მდგომარეობაშია. მისი ეზო სანახირედ არის გადაქცეული, მღვდელმონაზონ სტეფანეს კოლმეურნეები მეტად უხეშად ექცევიან. სამჯერ გატეხეს ტაძარი, წაიღეს შემდეგი ნივთები: სა- მი თვალი ამოაცალეს წმინდა იოსებ ალავერდელის ხატს, ჩამოხსნეს კრეტსაბმელი, რვა არ-შიანი თოკით, წაიღეს ნამწვავი კელაპტრები, დაახლოებით 5 გირვანქამდე. ტაძარში ამჟამად აწყვია კასრები, სადაც კომბოსტოსა და კიტრის წნილია ჩადებული, რის გამოც ტაძარში საშინელი სუნი დგას.

19-2 საპატრიარქოს უწყებანი N19 29მაისი-4ივნისი 2008წ გვ.20

იღუმენი სტეფანე (გიგოლაშვილი) (1879-1959)(დასასრული)

 

მღვდელმონაზონი სტეფანე ეს ბოლო 5 თვეა საერთოდ გააგდეს ტაძრიდან და ეკლესიის მოშორებით დასახლდა. გთხოვთ უმდაბლესად, აღძრად შუამდგომლობა სადაც ჯერ არს, რათა ალავერდის ტაძარი იყოს შენახული ჯეროვნად, როგორც ისტორიული ძეგლი“. კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე), რომელსაც ალავერდის ეპარქიის მართვა-გამგეობაც ჰქონდა მინდობილი, ამავე წლის ჯვართამაღლებას ერთად სამღვდელოებასთან იმოგზაურა კახეთში და წირვა- ლოცვა აღასრულა ალავერდის ეკლესიაში. მამა სტეფანესათვის დიდი ნუგეში იყო კათოლიკოსის ხილვა, უწმინდესმა ანუგეშა მოძღვარი და ლოცვა-კურთხევა მისცა შეძლებისდაგვარად ჩაეტარებინა ღვთისმსახურებანი ალავერდის ეკლესიაში, ამასთანავე ხელისუფლების წარმომადგენლებიც გააფრთხილა მეტი პატივისცემა და ყურადღება გამოეჩი-ნათ ტაძრისადმი. 1934 წელს ეკლესიაში მრავალწლიანი ერთგული მოღვაწების გამო მამა სტეფანეს იღუმენის წოდება მიენიჭა. XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ხელისუფლებამ დახურა ალავერდის საკათედრო ტაძარი და კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მამა სტეფანე მშობლიურ სოფელში იყალთოში დასახლდა. მას დაევალა თელავის რაიონის სოფლებში — ოჟიოში, ხორხში, კოღოთოსა და ალავერდში შეესრულებინა საეკლესიო წე-სები. 1945 წელს ხელისუფლებამ ეკლესიისა და მორწმუნეთა დაჯინებული თხოვნის შემდეგ სამღვდელოებას ნება დართო ალავერდის ტაძარში წირვა-ლოცვისა და საეკლესიო წესების შესრულება აღდგენილიყო. კათოლიკოს-პატრიარქმა მონასტრის წინამძღვრად არქიმანდრიტი ამბროსი (ალადაშვილი) განამწესა, ხოლო თანაშემწედ მამა სტეფანე დაუნიშნა. აქედან მოყოლებული, ვიდრე აღსასრულამდე იგი კვლავ დაუზარელად აღასრულებდა ღვთისმსა- ხურებას და ვინ იცის რამდენი ანუგეშა, რამდენი მონათლა და რამდენი გააპატიოსნა ქრისტეს ერთგულმა მხედარმა. 80 წელს მიტანებულმა იღუმენმა სტეფანემ 1959 წელს მშვიდობით მიაბარა სული უფალს. ნათესავებმა და ჭირისუფლებმა იგი თავის მშობლიურ სოფელში საერო სასაფლაოზე დიდი პატივით დაკრძალეს.

20 საპატრიარქოს უწყებანი N20 5-11ივნისი 2008წ გვ.18



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.10.2023
ბოლო რედაქტირება 11.09.2025
სულ რედაქტირებულია 7





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0